როგორ გავაღვიძოთ ბავშვში კრეატიულობა და ფანტაზიის უნარი?

თანამედროვე სამყაროს ტემპი სულ უფრო და უფრო აჩქარებული ხდება, რაც ადაპტაციის უნარს, კრეატიულ აზროვნებას და ხშირად ორიგინალურ გადაწყვეტილებებს საჭიროებს

ზოგ ადამიანს ეს უნარი პრაქტიკულად დაბადებიდან დაყვება და ორი წლის ასაკში შეუძლია აქეთ მოგიყვეს ძილისწინა ზღაპრები, ზოგს კი მცირეოდენი დახმარება ჭირდება როგორ დავეხმაროთ?

✔ დასურათებული წიგნები

 რაც შეიძლება ხასხასა და ლამაზი ნახატებით გაფორმებული, სადაც ნახატების მიხედვით ჯერ თქვენ შეთხზავთ ისტორიებს, შემდეგ პატარას დაიხმარებთ იქამდე, სანამ დამოუკიდებლად არ დაიწყებს ისტორიების აგებას. უჩვენეთ ყველაფერი, დინოზავრებიდან პეპლებამდე და ავტომანქანებიდან პრინცესებამდე.  ძალიან სასარგებლოა ხმოვანი წიგნებიც, სხვადასხვა ცხოველების ხმებით

✔ ხატვა 

დღეს ბავშვებისთვის უსაფრთხო ფანქარი, მარკერი თუ საღებავი არსებობს, უფრო მეტიც, სახლშიც კი შეგიძლიათ დაამზადოთ და სანამ პატარაა, თითებით ხატვას და თამაშსაც არაფერი უდგას წინ. ნუ ჩაერევით, ხატოს როგორც გაუხარდება, და პარალელურად კითხეთ მოგიყვეთ, რა დახატა.

✔ მიმბაძველიბითი, "ვითომ-ვითომ" თამაშები

 ყველაზე უკეთ ავითარებს ფანტაზიას. შეგიძლია იყო სუპერმენი, ბეთმენი, ცუგა, მეხანძრე - ამისთვის არც განსაკუთრებული კოსტიუმებია საჭირო და დიდად არც სათამაშოები, სწორედ ამიტომქვია "ვითომ-ვითომ." პლედის და ორი სკამის საშუალებით შეგვიძლია მოვაწყოთ ციხე-სიმაგრე, გამოქვაბული ან უბრალოდ სახლი.

❓ უნდა დავუწესოთ თუ არა შეზღუდვები?

შეზღუდვები ცხოვრების ნაწილია, ამიტომ ის, რომ თამაშისას ჩარტყმა არ შეიძლება , ან კბენა, ან "ხმლის მოქნევა" ან თუნდაც კედლებზე ხატვა (თუ რა თქმა უნდა, თქვენ არ გაქვთ სურვილი რომ პატარა მხატვრის შედევრებით გააფორმოთ სახლი და ასე ბევრი აკეთებს), ძალდაუტანებლად, გაბრაზების და ტონის აწევის გარეშე შეგვიძლია ავუხსნათ.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
595 ₾
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
112 ₾
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
35 ₾
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
655 ₾
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,375 ₾
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 ₾
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 ₾
ზომა: 160 X 80
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 ₾
ზომა: 110 X 80
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
615 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
815 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
815 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
895 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
895 ₾
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
595 ₾
ორსართულიანი საწოლები
გაყიდვაშია
2,124 ₾

მეტი სასარგებლო სტატიები

აღმოაჩინეთ Inglesina Electa Duo – მსუბუქი და კომპაქტური პრემიუმ ეტლი ქალაქური ცხოვრებისთვის, კომფორტული აკვნითა და პრაქტიკული ელემენტებით.
როგორ გავხადოთ კითხვა ბავშვისთვის საინტერესო და სასიამოვნო? წიგნის არჩევიდან ყოველდღიურ ჩვევამდე – მარტივი რჩევები მშობლებისთვის.
ბავშვის მასტურბაცია, კითხვები და პირადი სივრცე – გაიგეთ, როდის არის საჭირო სპეციალისტის ჩართვა.