როდის უნდა დავიწყოთ წიგნების კითხვა ბავშვებთან?

ბავშვის დაბადების მომენტიდან მშობლები ხდებიან მისი პირველი და ყველაზე გავლენიანი მასწავლებლები. ყველა მშობელი ფოკუსირებულია ცხოვრებისეული უნარების სწავლებაზე, რომელთა შორის ერთ-ერთი კითხვის კულტურის ჩამოყალიბებაცაა.

ჩვილებისთვის წიგნების კითხვა მარტივი და ძალიან ეფექტური აქტივობაა, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს მათ კოგნიტიურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე. მაგრამ როდის უნდა დაიწყონ მშობლებმა პატარებისთვის  წიგნების კითხვა და რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი?

სანამ ამ კითხვას ჩავუღრმავდებით, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ რატომ არის წიგნიერება ასეთი საყურადღებო. ეს პროცესი მოიცავს მთელ რიგ უნარებს, რომლებიც ბავშვებს ამზადებს წერა-კითხვისთვის, რაშიც მოიაზრება ლექსიკის განვითარება, გაგება და ცნობიერება. ეს უნარები ფუნდამენტურია აკადემიური წარმატებისა და საერთო შემეცნებითი განვითარებისთვის.

ჩვილობის პერიოდი (0-6 თვე)

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩვილები ძალიან პატარები არიან წიგნებისთვის, კითხვის დაწყება არასდროს არ არის ნაადრევი. ბავშვებისთვის კითხვა დაბადებიდან შეიძლება იყოს დამამშვიდებელი გამოცდილება. ჩვილობის პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია ისეთი წიგნები, რომლებიც მკვეთრი ფერებით გამოირჩევა, რადგან პატარების მხედველობა სწორედ ამ დროს ყალიბდება.

ექვსი თვიდან ერთ წლამდე

როგორც კი ბავშვები იზრდებიან, ისინი უფრო ყურადღებიანნი და მგრძნობიარენი ხდებიან. ასაკის ამ შუალედში გააცანით მათ ინტერაქციული წიგნები ნათელი, ფერადი სურათებითა და ტექსტურებით. ამ ეტაპზე კითხვა უფრო მეტად ეხება სენსორული გამოცდილების მიღებას, ვიდრე შინაარსის გააზრებას.

ერთიდან ორ წლამდე

ნელ-ნელა ბავშვებს ცნობისმოყვარეობა უმძაფრდებათ და ოთხკუთხა, ფურცლებიანი ნივთებისკენ მიიწევენ. მათი ენობრივი უნარებიც ამ დროს სწრაფად ვითარდება და შეუძლიათ დაიწყონ ძირითადი ცნებების გაგება, როგორებიცაა საგნები, მოქმედებები და ემოციები. ამ ეტაპის მხარდასაჭერად გამოსადეგია წიგნები მარტივი, მოკლე ტექსტებითა და ფერადი ილუსტრაციებით.

ორ წელზე მეტი

როდესაც პატარები ორი წლის ასაკს უახლოვდებიან, უკვე მზად არიან უფრო რთული ნარატივებისთვის და შეუძლიათ მიჰყვნენ მარტივ ამბებს და გაიაზრონ. საწყისად წერტილად ისევ ილუსტრირებული წიგნებია რეკომენდებული, მოგვიანებით კი – ზღაპრებზე გადასვლა.

ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის კითხვა არ არის მათთვის კითხვის სწავლება, არამედ ეს წიგნის სიყვარულის გაღვივება, ენობრივი უნარების, კოგნიტიური და ემოციური განვითარების ხელშეწყობა. 

დაკავშირებული პროდუქტები

რგოლები აი რას ხედავს ჩვილი - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
საბავშვო წიგნები
მარაგი ამოწურულია
12 
პირველი სიტყვები იპოვე ნახატები, ისწავლე სიტყვები - image 1 | Labebe
საბავშვო წიგნები
გაყიდვაშია
12 
რგოლები აი რას ხედავს ჩვილი - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
საბავშვო წიგნები
მარაგი ამოწურულია
12 
საბავშვო წიგნები
გაყიდვაშია
12 

მეტი სასარგებლო სტატიები

სკოლიოზის ადრეული ნიშნები ბავშვებში – სიმეტრიის ცვლილებები, სხეულის გადახრა. გაიგეთ, რა ტიპის სკოლიოზი არსებობს და როდის არის აუცილებელი სპეციალისტთან ვიზიტი.
აღმოაჩინეთ UPPAbaby-ის პრემიუმ ეტლები, ქარსითები და აქსესუარები მხოლოდ ლაბებე ბუტიკში – ორიგინალი პროდუქცია და ამერიკული ხარისხი, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით.
რა გავლენას ახდენს ზურგჩანთა ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე? პოდიატრი თამარ ჭიჭინაძე განმარტავს, როგორ ავირჩიოთ ერგონომიული ჩანთა და როგორ დავიცვათ ხერხემალი ზრდის პერიოდში.