რატომ არ არის რეკომენდებული მინის საწრუპები 3 წლამდე – პედიატრის რჩევები

ბავშვის ყოველდღიური ნივთების შერჩევისას მშობლები ხშირად დგებიან დილემის წინაშე: რა არის უსაფრთხო, რა – პრაქტიკული და რა – რეალურად მორგებული ბავშვის ასაკსა და განვითარებაზე. ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალურია საწრუპების არჩევის დროს, რადგან ისინი უშუალო კონტაქტშია ბავშვის პირის ღრუსთან და ხშირად აქტიურ მოძრაობასთანაც.

ლაბებესთან ინტერვიუში პედიატრი ნანო შვანგირაძე საუბრობს იმ დეტალებზე, რომლებიც ბავშვების უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს და რომლებსაც დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ.

რატომ არ არის რეკომენდებული მინის საწრუპები?

მინა, როგორც მასალა, ხშირად აღიქმება საუკეთესო არჩევანად და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ და ეს მართლაც ასეა. თუმცა პრობლემა მასალის თვისებებში კი არა, მისი გამოყენების პრაქტიკაშია.

პედიატრის განმარტებით, სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მინის საწრუპების გამოყენება რეკომენდებული არ არის. მიზეზი მარტივია, მაგრამ სერიოზული – მინის საწრუპებით უკვე არაერთი ბავშვი დაზიანებულა. ამ ასაკში ბავშვებს ჯერ არ აქვთ საკმარისი კოორდინაცია, რეფლექსების კონტროლი და საფრთხის აღქმის უნარი, რაც ზრდის ტრავმის მიღების რისკს.

რაც შეეხება 3 წლის შემდეგ პერიოდს – თეორიულად, თუ ბავშვს ესმის მინის მტვრევადობის საკითხი და შესაძლო საფრთხე, მისი გამოყენება შეიძლება., მაგრამ სპეციალისტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მინის საწრუპის გამოყენება საფრთხის გამო მაინც არ არის მიზანშეწონილი, განსაკუთრებით ყოველდღიურ რეჟიმში.

პლასტმასა ბავშვთა ჭურჭელში

ხშირად გვესმის ზოგადი რეკომენდაცია, რომ პლასტმასა ბავშვისთვის არასასურველია. ეს შეფასება ნაწილობრივ სწორია, თუმცა მნიშვნელოვანია დეტალების ცოდნა მანამ, სანამ კატეგორიულად გამოვრიცხავთ მის გამოყენებას.

ნანო შვანგირაძე განმარტავს, რომ პლასტმასა სხვადასხვა ტიპისაა. ბაზარზე არსებობს ისეთი საბავშვო ჭურჭელი და საკვები აქსესუარები, რომლებიც ვიზუალურად პლასტმასას ჰგავს, მაგრამ რეალურად დამზადებულია უსაფრთხო ნაერთებისგან, მაგალითად, სილიკონისა ან სპეციალური, BPA-free მასალებისგან.

ასეთი პროდუქცია:

  • არ შეიცავს მავნე ქიმიურ კომპონენტებს;
  • არ რეაგირებს სითხის ტემპერატურაზე;
  • არ იშლება და არ წარმოქმნის ტრავმის რისკს.

შესაბამისად, პლასტმასას მსგავსი პროდუქტი ავტომატურად საშიში არ არის. გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს მისი შემადგენლობა და სერტიფიკაცია.

სერტიფიცირება – მთავარი კრიტერიუმი არჩევისას

პედიატრი გვირჩევს, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი ნებისმიერი ჭურჭელი უნდა იყოს უსაფრთხო და სერტიფიცირებული. ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს, ჰქონდეს მინიჭებული  შესაბამისი ნიშნები და წარმოებული იყოს სანდო ბრენდის მიერ.

სერტიფიცირებული პროდუქტი:

  • გადის ლაბორატორიულ შემოწმებებს;
  • არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს;
  • გათვლილია ბავშვის ასაკობრივ საჭიროებებზე.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

საწრუპის ან სასმელი ჭურჭლის არჩევისას, გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები:

  • ბავშვის ასაკი და მოტორული განვითარება;
  • მასალის სიმტკიცე;
  • ტრავმის პოტენციური რისკი;
  • სერტიფიკატები და მწარმოებლის სანდოობა.

ბავშვის ჭურჭლის არჩევისას გადნამწყვეტი ნიუანსებია ასაკი, მასალა და სპეციალისტების რეკომენდაციები. ნანო შვანგირაძე აღნიშნავს, რომ უსაფრთხოება ყოველთვის უნდა იყოს მთავარი კრიტერიუმი, მიუხედავად პროდუქტის, ერთი შეხედვით, ჯანსაღი იმიჯისა.

ლაბებეში სწორედ ამ პრინციპით ვარჩევთ პრემიუმ ხარისხის პროდუქციას, რათა მშობლებმა არჩევანი გააკეთონ მშვიდად, ზედმეტი ეჭვებისა და კომპრომისების გარეშე.

დაკავშირებული პროდუქტები

მარაგი ამოწურულია
საბავშვო საკვები სკამები
მარაგი ამოწურულია
1,325 
საბავშვო საკვები სკამები
გაყიდვაშია
935 
საბავშვო საკვები სკამები
გაყიდვაშია
1,180 
მარაგი ამოწურულია
საბავშვო საკვები სკამები
მარაგი ამოწურულია
735 
საკვები აქსესუარები
გაყიდვაშია
19 
მარაგი ამოწურულია
საბავშვო საკვები სკამები
მარაგი ამოწურულია
799 
საბავშვო საკვები სკამები
გაყიდვაშია
799 
მარაგი ამოწურულია
საბავშვო საკვები სკამები
მარაგი ამოწურულია
799 
საბავშვო საკვები სკამები
გაყიდვაშია
922 
საბავშვო საკვები სკამები
გაყიდვაშია
899 
საბავშვო საკვები სკამები
გაყიდვაშია
1,255 
Peg Perego Tatamia Follow Me Cacao - საბავშვო მულტიფუნქციური საკვები სკამი-საქანელა - image 19 | Labebe
მარაგი ამოწურულია
საბავშვო საკვები სკამები
მარაგი ამოწურულია
1,325 
საბავშვო საკვები სკამები
გაყიდვაშია
935 
საბავშვო საკვები სკამები
გაყიდვაშია
1,180 
Peg Perego Prima Pappa Follow Me Wonder Orange - საბავშვო საკვები სკამი - image 18 | Labebe
მარაგი ამოწურულია
საბავშვო საკვები სკამები
მარაგი ამოწურულია
735 
საკვები აქსესუარები
გაყიდვაშია
19 
UPPAbaby Ciro Caleb - საბავშვო საკვები სკამი - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
საბავშვო საკვები სკამები
მარაგი ამოწურულია
799 
საბავშვო საკვები სკამები
გაყიდვაშია
799 
UPPAbaby Ciro Jake - საბავშვო საკვები სკამი - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
საბავშვო საკვები სკამები
მარაგი ამოწურულია
799 
საბავშვო საკვები სკამები
გაყიდვაშია
922 
საბავშვო საკვები სკამები
გაყიდვაშია
899 
საბავშვო საკვები სკამები
გაყიდვაშია
1,255 

მეტი სასარგებლო სტატიები

ყურის ტკივილი ბავშვებში – როგორ ამოვიცნოთ ანთება, ანუ ოტიტი? ექიმი ელენე რამიშვილი გვიზიარებს რჩევებს მკურნალობის, გართულებებისა და სმენის დაქვეითების შესახებ.
აღმოაჩინეთ საუკეთესო საბავშვო ხალიჩები საქართველოში – Lorena Canals-ის ხელნაკეთი და რეცხვადი ბამბის ხალიჩები, რომლებიც ბავშვის ოთახში ქმნის უსაფრთხო, მყუდრო და ბუნებრივ გარემოს.
აღმოაჩინეთ, როგორ უწყობს ხელს განმავითარებელი სათამაშოები ბავშვის კოგნიტიურ და მოტორულ განვითარებას. გაიგეთ მეტი სენსორული ფაზლების, ხის სათამაშოებისა და Labebe Boutique-ის პრემიუმ ასორტიმენტის შესახებ.