რას სწავლობენ ბავშვები ცხოველებისგან?

როცა ოჯახში ბავშვიც არის და ცხოველიც, იქ განსაკუთრებული ატმოსფერო იქმნება. პატარა ადამიანის და ოთხფეხა მეგობრის ურთიერთობა ხშირად ნამდვილ ზღაპარს ჰგავს, რომელიც სავსეა სიყვარულით, თამაშითა და პატარა საიდუმლოებით. თუმცა ეს მეგობრობა მხოლოდ ემოციურ მხარეს არ მოიაზრებს; მეცნიერებაც და ყოველდღიური გამოცდილებაც აჩვენებს, რომ ცხოველებთან ურთიერთობა დიდ როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში.

პასუხისმგებლობის პირველი ნაბიჯები

ცხოველზე ზრუნვა – იქნება ეს საკვების მიცემა, წყლის გამოცვლა, მოვლა თუ მოფერება – ბავშვისთვის პირველივე დღიდან გასაგები სიგნალია, რომ სიყვარული ყოფით საქმეებშიც ჩანს და არა მხოლოდ – სიტყვებში. სწორედ ასეთი პატარა, მაგრამ სისტემური ნაბიჯებით უყალიბდება ბავშვს პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელსაც ცხოვრების სხვა ასპექტებშიც ავლენს.

თანაგრძნობის სწავლა

ცხოველები ბავშვისთვის ერთგვარი სარკეა. მაგალითად, როცა კატა მშვიდად კრუტუნებს ან ძაღლი წქმუტუნებს ჭექა-ქუხილისას, პატარა სწავლობს, როგორ შეამჩნიოს სხვისი ემოციები და როგორ უპასუხოს მათ. ეს უნარი – სხვისი განცდების დანახვა და პატივისცემა – ემოციური ინტელექტის საფუძველია.

მოძრაობის სტიმული და თამაშის სიხარული

ეზოში ფუტკრებისა ან ჩიტებისთვის ყურება, შინაური ცხოველთან თამაში – ეს ყველაფერი ბავშვებისთვის ბუნებრივი მოტივაციაა, რათა მეტი იაქტიურონ. ცხოველები თითქოს უხმოდ ანიშნებენ ბავშვებს, – „მოდი, გავიქცეთ, ვითამაშოთ, ერთად ვიმოძრაოთ“.

უსაფრთხოება და ასაკის გათვალისწინება

მშობლებს ხშირად უჩნდებათ კითხვა, რა ასაკიდან შეიძლება ბავშვის ცხოველთან დაახლოება. ამ შემთხვევაში „სწორი დრო“ არ არსებობს – ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად უსაფრთხო გარემოს შექმნით. ჩვილებს სჭირდებათ მუდმივი ზედამხედველობა, რათა საფრთხე არ შეექმნათ, მაშინ, როცა უფროსი ასაკის ბავშვებს უკვე შეუძლიათ თავად გაითავისონ მარტივი წესები: ცხოველს უხეშად არ მოექცნენ, არ გააღიზიანონ და პატივი სცენ მის პირად სივრცეს.

რჩევები მშობლებისთვის

  • აუხსენით ბავშვს, რომ ცხოველიც ცოცხალი არსებაა თავისი გრძნობებით;
  • აჩვენეთ, როგორ უნდა მოეფეროს ნაზად;
  • განსაზღვრეთ მარტივი წესები: ბავშვს აუხსენით, რომ საკვებისა და წყლის თასები და საძილე ადგილი ცხოველის პირადი სივრცეა;
  • თუ ცხოველი ახლახან მოიყვანეთ სახლში, ორივეს – ბავშვსაც და ცხოველსაც – მიეცით დრო, რათა ერთმანეთს შეეგუონ.

ბავშვებისა და ცხოველების ურთიერთობა ბევრად მეტია, ვიდრე თამაში ან მეგობრობა; ესაა სწავლის პროცესი, ნდობის გაღვივება და სამყაროს ახლებურად აღქმა. ცხოველთან ყოფნა ბავშვს ასწავლის მოთმინებას, მზრუნველობასა და სიჩუმეში კომუნიკაციას – ისეთ თვისებებს, რომლებსაც მთელი ცხოვრება გამოიყენებს.

დაკავშირებული პროდუქტები

მარაგი ამოწურულია
საბავშვო მატრასები
მარაგი ამოწურულია
495 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 
ზომა: 120 X 60, 160 X 80
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
95 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
545 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
112 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
35 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 
ზომა: 120 X 60, 160 X 80
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 
გამოსაცვლელი დაფები
გაყიდვაშია
95 
გამოსაცვლელი დაფები
გაყიდვაშია
95 
გამოსაცვლელი დაფები
გაყიდვაშია
95 
გამოსაცვლელი დაფები
გაყიდვაშია
95 
გამოსაცვლელი დაფები
გაყიდვაშია
95 
გამოსაცვლელი დაფები
გაყიდვაშია
95 
გამოსაცვლელი დაფები
გაყიდვაშია
85 
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
475 
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
695 
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
695 

მეტი სასარგებლო სტატიები

თანამედროვე სამყაროში გაჯეტები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. თუმცა, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება, ტექნოლოგიებთან ურთიერთობა ფრთხილ და გააზრებულ მიდგომას მოითხოვს
აღმოაჩინეთ Inglesina-ს იტალიური საბავშვო ეტლები, ავტოსავარძლები და მანეჟები ლაბებეში. პრემიუმ ხარისხი, ერგონომიკა და მაქსიმალური უსაფრთხოება თქვენი პატარასთვის.
პრემიუმ ქარსითი დაბადებიდან 12 წლამდე – 360° ბრუნვითა და ISOFIX-ით. იტალიური ხარისხის საბავშვო სავარძელი ექსკლუზიურად Labebe-ში.