ბავშვი და სოციალური ქსელი – არის თუ არა ბავშვი ონლაინ სივრცეში დაცული?

თანამედროვე საზოგადოება სრულად დამოკიდებულია ციფრულ ტექნოლოგიებზე, რაც გავლენას ახდენს არა მხოლოდ ზრდასრულთა, არამედ ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებაზეც. სოციალური ქსელები, როგორც კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, თანდათანობით ხდება ბავშვების სოციალური გარემოს ნაწილი. თუმცა ამ პროცესთან ერთად იზრდება რისკებიც, განსაკუთრებით სექსუალური ძალადობისა და შევიწროების შემთხვევები, რომელთა უმეტესობაც სწორედ ონლაინ სივრცეში ხორციელდება.

ადვოკატის, ანა თავხელიძე ლაბებესთან ინტერვიუსას აღნიშნავს:

„ძალიან ხშირად ონლაინ სივრცეში გვაქვს სექსუალური ძალადობისა და შევიწროების შემთხვევები ბავშვების მიმართ, რადგან ბავშვები მარტივი სამიზნეები არიან. მათ ხშირად არც კი იციან, რომ მეორე მხარეს სრულწლოვანი პირია, როდესაც მასთან კომუნიკაციაში შედიან“.

უნდა ჰქონდეს თუ არა ბავშვს სოციალური ქსელები?

სოციალური ქსელების გამოყენება ოფიციალურად დაკავშირებულია სრულწლოვანების ასაკთან, თუმცა პრაქტიკაში ამ წესს იშვიათად იცავენ. ბავშვები ხშირად იღებენ წვდომას სოციალურ პლატფორმებზე მშობლის ნებართვით ან მის გარეშე, რაც ქმნის გარემოს, სადაც რეალური და ვირტუალური საზღვრები იშლება და ერთმანეთში ირევა.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური ქსელის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს საფრთხე; საფრთხე იქმნება მაშინ, როდესაც ბავშვი ამ სივრცეში უყურადღებოდ და ზედამხედველობის გარეშე მოქმედებს. სწორედ ამიტომ მშობლის აქტიური ჩართულობა აუცილებელია როგორც პრევენციული, ისე – საგანმანათლებლო თვალსაზრისით.

ანა თავხელიძე:

„მშობლებმა უნდა გააკონტროლონ, რა კონტენტზე აქვს წვდომა ბავშვს. ამისთვის არსებობს სხვადასხვა მექანიზმი, ხოლო თავად პლატფორმებსაც აქვთ ვალდებულება გაფილტრონ ინფორმაცია, რომელსაც ბავშვი იღებს“.

ნდობა, როგორც დაცვის საფუძველი

ონლაინ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარი პირობა არა მხოლოდ ტექნიკური კონტროლია, არამედ ნდობის ჩამოყალიბება მშობელსა და ბავშვს შორის. თუ პატარა შიშობს, რომ ინტერნეტში მიღებული გამოცდილების გაზიარება გამოიწვევს სასჯელს ან უარყოფით რეაქციას, ის ამ ინფორმაციას მალავს. შედეგად, საფრთხე არ ქრება, პირიქით – ის უფრო მწვავდება.

„თუ ბავშვს არ აქვს ნდობა მშობლის მიმართ, ის ცდილობს დამალოს ეს ინფორმაცია და ეს ძალადობა შეიძლება გახდეს უფრო მზარდი და საფრთხისშემცველი,“ — ამბობს ადვოკატი.

ამიტომ პრევენციის მთავარი მექანიზმი განათლებისა და ემოციურ ურთიერთობის საშუალებით მუშაობს ყველაზე ეფექტურად. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მშობელი მისი მოკავშირეა და არა – დამსჯელი.

საკანონმდებლო ჩარჩო და პრაქტიკული სირთულეები

საქართველოში არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული ჩარჩო, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მათ შორის – ონლაინ დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლასაც. თუმცა პრაქტიკაში ეს სისტემა სრულად ეფექტური არ არის.
როგორც ანა თავხელიძე აღნიშნავს, პრობლემის ძირითადი მიზეზია ცნობიერების დაბალი დონე როგორც ბავშვებში, ისე – მშობლებში. მათ ხშირად არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში და ვის მიმართონ დახმარებისთვის.

შედეგად, სახელმწიფოსადმი მიმართვიანობა დაბალია, რეაგირების მექანიზმები კი – არაეფექტური. ეს ცხადად აჩვენებს, რომ სამართლებრივი ჩარჩო საკმარისი არ არის, თუ საზოგადოებაში არ არსებობს ინფორმირებულობისა და პასუხისმგებლობის კულტურა.

ბავშვის ონლაინ უსაფრთხოება ვერ აიგება მხოლოდ შეზღუდვებსა და კონტროლზე, რადგან ეს არის პროცესის მართვა განათლების, ნდობისა და თანასწორობის პრინციპების მიხედვით.

ციფრულ ეპოქაში, როცა ინფორმაცია ხელმისაწვდომია ერთი ღილაკის დაჭერით, აუცილებელია, რომ ბავშვები იყვნენ დაცულები ისე, რომ არ დაკარგონ განვითარების შესაძლებლობა. ამ პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს მშობელი როგორც შემფასებელი, ისე – მეგობარი, რომელიც ბავშვთან ერთად სწავლობს, როგორ გამოიყენოს სოციალური ქსელები უსაფრთხოდ და გონივრულად.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
495 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 
ზომა: 120 X 60, 160 X 80
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
95 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
545 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
112 
მარაგი ამოწურულია
პლედები, საბნები და ბალიშები
მარაგი ამოწურულია
135 
მარაგი ამოწურულია
საბავშვო მატრასები
მარაგი ამოწურულია
355 
ზომა: 110 X 80
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
35 
მუსიკალური მობაილები
გაყიდვაშია
244 
მუსიკალური მობაილები
გაყიდვაშია
244 
მუსიკალური მობაილები
გაყიდვაშია
244 
მრგვალი და ოვალური საწოლები
გაყიდვაშია
2,588 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
115 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
115 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
115 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
215 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
395 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
395 

მეტი სასარგებლო სტატიები

აღმოაჩინეთ სერტიფიცირებული საბავშვო მატრასები Labebe Boutique-ში – OEKO-TEX® სტანდარტი, ჰიპოალერგიული მასალები და Plitex-ის პრემიუმ ხარისხი ბავშვის უსაფრთხო ძილისთვის.
ფეხშიშველა სიარული ბავშვებისთვის ტერფის, ბალანსისა და კოორდინაციის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი და სასარგებლო პრაქტიკაა.
გაიგეთ, რას ნიშნავს ADAC-ის ტესტირება და რატომ არის Britax Römer ერთ-ერთი ყველაზე სანდო ბრენდი ქარსითების არჩევისას. ADAC-ის გამარჯვებული საბავშვო სავარძლები ხელმისაწვდომია Labebe Boutique-ში.