9 რჩევა ზაფხულში ბავშვების უსაფრთხო მგზავრობისთვის

მაღალი ტემპერატურა მანქანის სალონში სერიოზულ რისკს ქმნის ბავშვის ჯანმრთელობისთვის. განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჯერ კიდევ სარგებლობს საბავშვო ავტოსავარძლით.

ამ ბლოგში აღმოაჩენთ 9 მარტივ და აუცილებელ რეკომენდაციას, რომლებიც დაგეხმარებათ, უსაფრთხოდ იმგზავროთ შვილთან ერთად ისე, რომ მაქსიმალური კომფორტი გქონდეთ მთელ ოჯახს.

არასდროს დატოვოთ ბავშვი მარტო ავტომობილში

დახურულ ავტომობილში ტემპერატურა რამდენიმე წუთში საშიშ ნიშნულს აღწევს. ეს რისკი არ ქრება არც მაშინ, როცა მანქანა ჩრდილშია გაჩერებული ან ფანჯარა ოდნავ ჩამოწეულია. ბავშვი ავტომობილში არასდროს უნდა დარჩეს მარტო არცერთი წუთით. ეს მარტივი წესი ყველა მშობელმა უნდა დაიმახსოვროს და ზედმიწევნით დაიცვას.

შეამოწმეთ სავარძელი ბავშვის ჩასმამდე

მანქანის გაჩერების შემდეგ მისი პლასტმასის და მეტალის ნაწილები სწრაფად ხურდება. სანამ ბავშვს ავტოსავარძელში ჩასვამთ, შეამოწმეთ ღვედები, ჩამკეტები, საზურგე, თავსადები, რადგან შესაძლოა ზედმეტად ცხელი იყოს. თუ ზედაპირი გახურებულია, აცადეთ გაგრილება და მხოლოდ ამის შემდეგ ჩასვით პატარა ქარსითში.

დაიცავით სავარძელი მზისგან

თუ მანქანა დიდი ხნის განმავლობაში გაქვთ გაჩერებული, ბავშვის ქარსითს გადააფარეთ ავტოსავარძლის გადასაფარებელი. ეს ხელს უშლის ზედაპირის გადახურებას და თავიდან აგარიდებთ იმ სიტუაციას, რომ ბავშვი არ შეეხოს მანქანის ძალიან ცხელ ნაწილებს.

Britax – Kiddies Kingdom Blog

გამოიყენეთ მზისგან დამცავი ფარდები

ფუმფულა ან დეკორატიული ფარდები ხშირად შეიცავს პლასტმასის ან ლითონის ნაწილებს, რაც ავარიის ან უეცარი დამუხრუჭების დროს შეიძლება ბავშვისთვის საშიში გახდეს. ამიტომ აირჩიეთ მხოლოდ ტესტირებული და სერტიფიცირებული მზისგან დამცავი ფარდა, რადგან, როცა საქმე ბავშვს ეხება, უსაფრთხოება პირველი პრიორიტეტია და სჯობს თავიდანვე სწორი არჩევანი გააკეთოთ.

ჩააცვით ბავშვს თხელი და თავისუფალი ტანსაცმელი

სამგზავრო სავარძელში ჰაერი ნაკლებად ცირკულირებს, ამიტომ ბავშვი მარტივად შეიძლება გადახურდეს. ჩააცვით თხელი, ბამბის ან სხვა მსუბუქი ქსოვილის ტანსაცმელი. ქუდი და წინდები ზაფხულში აუცილებელი არ არის – მათ გარეშე მგზავრობა ბავშვისთვის მეტად კომფორტულია და ხანგრძლივად უნარჩუნებს სიგრილის შეგრძნებას.

არ დაამატოთ ქსოვილები სავარძელში

არასდროს დაუმატოთ სამგზავრო სავარძელს პირსახოცი, პლედი, ბალიში ან სხვა რაიმე ნივთი. დამატებითი ფენა ცვლის ქარსითის კონსტრუქციას და ამცირებს მის დაცვას. გამოიყენეთ სავარძელი ზუსტად ისე, როგორც ეს მწარმოებელმა განსაზღვრა.

Britax Römer Kidfix PRO i-Size car seat

გააგრილეთ ავტომობილი მგზავრობამდე

სანამ ბავშვს მანქანაში ჩასვამთ, აამუშავეთ ძრავა და ჩართეთ კონდიციონერი ან გააღეთ ფანჯრები მინიმუმ 2–3 წუთით, რათა მანქანის სალონი საკმარისად გაგრილდეს. ამ წესის დაცვა აუცილებელია, ვინაიდან დაგროვებული სიცხე სწრაფად არ ქრება, ხოლო ამ პირობებში ბავშვის ჩასმა საფრთხის შემცველია.

გააჩერეთ მანქანა შუალედებში

შორ მანძილზე მგზავრობისას მნიშვნელოვანია რეგულარულად გაჩერება, დაახლოებით 90 წუთში ერთხელ. ამოიყვანეთ ბავშვი ავტოსავარძლიდან, გაანიავეთ ქარსითი, ხოლო ბავშვი სუფთა ჰაერზე გაიყვანეთ. ეს დაგეხმარებათ თერმორეგულაციის შენარჩუნებაში.

სამგზავრო სავარძელი ზაფხულშიც აუცილებელია

ტემპერატურის მატებასთან ერთად მშობლებს ხშირად ეპარებათ ეჭვი სამგზავრო სავარძლის საჭიროებაზე. პასუხი კი ცალსახა და მარტივია – უსაფრთხო გარემოს შექმნას არ განსაზღვრავს კონკრეტული სეზონი. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ავტომანქანის საბავშვო სავარძელი სწორად შეარჩიოთ და დაამონტაჟოთ.

Labebe Boutique და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია Your Car Seat ყოველთვის მზად ვართ, გავუწიოთ მშობლებს სრულყოფილი კონსულტაცია, თუ როგორ აირჩიონ სერტიფიცირებული, ასაკისა და სიმაღლის მიხედვით შესაბამისი სამგზავრო სავარძელი. ჩვენს მაღაზიაში მხოლოდ ის მოდელებია წარმოდგენილი, რომლებიც აკმაყოფილებს უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტებს (UN R129) და მაქსიმალურად იცავს პატარებს მგზავრობის დროს.

დაკავშირებული პროდუქტები

მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,405 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,405 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,405 
Britax Römer Easy Cling Window Shade - მზის სხივებისგან დამცავი - image 1 | Labebe
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
55 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,035 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,405 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,145 
Britax Römer Protect-Shade-See Bundle - დამცავი საგზაო აქსესუარების ნაკრები - image 1 | Labebe
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
195 
Britax Römer Car Seat Saver - ავტოსავარძლის გადასაფარებელი - image 1 | Labebe
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
120 
Britax Römer Back Seat Mirror - სარკე ბავშვის დასაკვირვებლად - image 1 | Labebe
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
110 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,405 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,405 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,405 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
55 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,035 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,405 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,145 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
195 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
120 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
110 

მეტი სასარგებლო სტატიები

Britax Römer Swivel – უსაფრთხო, კომფორტული და პრაქტიკული საბავშვო ქარსითი, რომელიც იზრდება პატარასთან ერთად და იდეალური არჩევანია 0-7 წლის ასაკის ბავშვებისთვის.
სწორად შერჩეული და დამონტაჟებული ქარსითი არის ის მთავარი ელემენტი, რომელიც საგრძნობლად ამცირებს შესაძლო რისკებს ავტოსაგზაო შემთხვევების დროს
ბავშვის უსაფრთხო მგზავრობის საფუძველი სწორად შერჩეული ქარსითია. მშობლები ხშირად რთული არჩევანის წინაშე დგებიან და შესაძლოა, არც კი იცოდნენ, რომ ყველა სავარძელი ერთნაირად უსაფრთხო არ არის