რა გავლენას ახდენს ხანგრძლივი ძილი ბავშვის განვითარებაზე?

ყველა მშობელმა იცის, რამდენად მშვიდად გამოიყურება მძინარე ბავშვი. მაგრამ იცოდით, რომ დასვენების საათები ასევე მნიშვნელოვანია განვითარებისთვის? ხანგრძლივი და სრული ძილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის კოგნიტიური, ემოციური და ფიზიკური ზრდის მხარდაჭერის პროცესში. სიცოცხლის პირველ წლებში პატარები ზღვა გამოცდილებას და ახალ ინფორმაციას იღებენ, რის გამოც დიდხნიანი ძილი სჭირდებათ.

ჯანსაღი ძილი თავისი თანმიმდევრული ფაზებით ბავშვისთვის გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალო დასვენებას. ამ დროს ჩვილი მეტად იმახსოვრებს და აანალიზებს მიღებულ ინფორმაციას, გამოიმუშავებს ჩვევებს და სწავლობს მის გარშემო არსებულ გარემოს. ექიმების მიერ ჩატარებული არაერთი საერთაშორისო კვლევა ადასტურებს, რომ საშუალოდ პატარები ძილში 50%-ზე მეტს ატარებენ, რაც მათ საერთო განვითარებაზე დადებითად აისახება.

ბავშვების ტვინი მაქსიმალურად აქტიურად მუშაობს, სწრაფად იზრდება და ყოველდღიურად ქმნის ნეირონულ ქსელებს. ხანგრძლივი ძილის დროს ბავშვის ტვინი აერთიანებს ახალ მოგონებებს და დღის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებას, რაც ხელს უწყობს სწავლასა და კოგნიტიურ განვითარებას. გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, ძილი მომწესრიგებელი სისტემაა, რომელიც აწესრიგებს ყველაფერს, რასაც პატარა დღის საათებში ეჩეხება. ამიტომაცაა, რომ ძილი ეხმარება აითვისოს, დაიმახსოვროს და აღიქვას ახალი ინფორმაცია და ჩაუყაროს საფუძველი პრობლემის გადაჭრის უნარებს.

ძილი და ბავშვის ფიზიკური ზრდა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ხანგრძლივი და ჯანსაღი ძილის დროს ბავშვის ორგანიზმი გამოყოფს ზრდის ჰორმონს (HGH), რომელიც აუცილებელია ქსოვილების აღდგენისთვის, კუნთების განვითარებისა და ზოგადი ზრდისთვის. ეს ჰორმონი ყველაზე აქტიურია ღრმა ძილის ფაზისას, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა ხელი შეუწყონ რუტინის ჩამოყალიბებას და ამ პროცესის მხარდაჭერას.

ისევე, როგორც ზრდასრული ადამიანები, ბავშვებიც გრძნობენ ცუდი ძილის გავლენას მათ განწყობასა და ქცევაზე. ხანგრძლივი, უწყვეტი ძილი ახალშობილებს ეხმარება ემოციების დარეგულირებაში, რითაც მეტ კმაყოფილებას და ნაკლებ სტრესს განიცდიან. ბავშვებს, რომლებსაც კარგად სძინავთ, უკეთ შეუძლიათ გაუმკლავდნენ ამოცანებს და გამოწვევებს, რომლებსაც ისინი აწყდებიან. კარგად დასვენებული პატარა, როგორც წესი, უფრო ბედნიერი ბავშვია, რაც დადებითად აისახება მთელი ოჯახის კეთილდღეობაზე.

დაკავშირებული პროდუქტები

ზომა: (L) up to 6 months (76 cm), (M) 3-6 months (68 cm)
ბავშვის საძილე ტომრები
გაყიდვაშია
120 ₾
ზომა: (M) 3-6 months (68 cm), (S) 0-3 months (62 cm)
ბავშვის საძილე ტომრები
გაყიდვაშია
105 ₾
ზომა: (M) 3-6 months (68 cm), (S) 0-3 months (62 cm)
ბავშვის საძილე ტომრები
გაყიდვაშია
105 ₾
ზომა: (M) 3-6 months (68 cm), (S) 0-3 months (62 cm)
ბავშვის საძილე ტომრები
გაყიდვაშია
115 ₾
ბავშვის საძილე ტომრები
გაყიდვაშია
181 ₾
ბავშვის საძილე ტომრები
გაყიდვაშია
181 ₾
ზომა: 105 x 56 cm
ბავშვის საძილე ტომრები
გაყიდვაშია
155 ₾
ზომა: 105 x 56 cm
ბავშვის საძილე ტომრები
გაყიდვაშია
155 ₾
ზომა: (S) 3-6 months (40 xh 81 cm)
ბავშვის საძილე ტომრები
გაყიდვაშია
245 ₾
ბავშვის საძილე ტომრები
გაყიდვაშია
120 ₾
ბავშვის საძილე ტომრები
გაყიდვაშია
105 ₾
ბავშვის საძილე ტომრები
გაყიდვაშია
105 ₾
ბავშვის საძილე ტომრები
გაყიდვაშია
115 ₾
ბავშვის საძილე ტომრები
გაყიდვაშია
181 ₾
ბავშვის საძილე ტომრები
გაყიდვაშია
181 ₾
ბავშვის საძილე ტომრები
გაყიდვაშია
155 ₾
ბავშვის საძილე ტომრები
გაყიდვაშია
155 ₾
ბავშვის საძილე ტომრები
გაყიდვაშია
245 ₾

მეტი სასარგებლო სტატიები

ბავშვის პირადი სივრცის მოწყობა ხელს უწყობს დამოუკიდებლობის განვითარებას. გაეცანით რჩევებს უსაფრთხო, კომფორტული და პრაქტიკული გარემოს შესაქმნელად.
გაიგეთ, როგორ ფასდება ამერიკული ბრენდის, UPPAbaby-ს საბავშვო ეტლების უსაფრთხოება, კონსტრუქციის გამძლეობა, ამორტიზაცია და მასალების ხარისხი. აღმოაჩინეთ Vista V3 პრემიუმ კლასის ეტლის უპირატესობები.
oppapedretti 80 წლისაა! გაიცანით იტალიური ბრენდის ისტორია და Progress i-Size, დასაკეცი საბავშვო ავტოსავარძელი, რომელიც მალე ლაბებე ბუტიკის ასორტიმენტს დაემატება.