ვსწავლობთ თამაშით – ხის განმავითარებელი სათამაშოების უპირატესობა

თამაში მხიარული პროცესია, რომელიც ყველა ბავშვს უყვარს, და ხშირადაც მხოლოდ თამაში ურჩევნიათ, ვიდრე სხვა დანარჩენი. ამიტომაც გვჯერა, რომ სწავლა ისეთივე სახალისო უნდა იყოს, როგორიც თავად ბავშვის ფანტაზიაა. ლაბებეს განმავითარებელი სათამაშოები შექმნილია სწორედ იმისათვის, რომ შეუფერხებლად დააკავშიროთ სწავლა თამაშთან და პირიქით.

ინტერაქციული სათამაშო კომპლექტები, რომლებიც არაერთი დეტალისგან შედგება, ბავშვის მოტორულ უნარებს ავითარებს და მას პრობლემების გადაჭრას ასწავლის. ხოლო სათამაშოებით, რომლებიც პატარების ენობრივი უნარების განვითარებაზეა პასუხისმგებელი, მარტივად შეასწავლით თქვენს შვილს ასო-ბგერებს და მათ შორის – ციფრებსაც.

თითოეული თამაში სწავლას სახალისო თავგადასავლად აქცევს, როცა სწორად და საგულდაგულოდაა შერჩეული სათამაშო ობიექტები. თამაშზე დაფუძნებული სწავლა ხარისხიანი და ნაყოფიერია, რადგან ბავშვების ასაკიც ხელს უწყობს ამას; სანამ პატარები ჯერ კიდევ ეცნობიან გარე სამყაროს, მათთვის სიახლეების შესრუტვა არ წარმოადგენს სირთულეს.

იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვები თითქმის ყველაფერს იმეორებენ და ითვისებენ, მშობლებმა ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ მათსავე სასიკეთოდ. თამაში უზრუნველყოფს სწავლისთვის არატრადიციულ მიდგომას, რომელიც მოიცავს კოგნიტიურ, სოციალურ, ემოციურ და ფიზიკურ განვითარებას. ასაწყობი ბლოკებიდან დაწყებული როლური თამაშებით დასრულებული – ყოველივე ბავშვის ინტერესებს აკმაყოფილებს და ზრდის მას.

აღმოაჩინეთ Labebe Boutique-ში სწავლისადმი გამაღვივებელი სიხარული განმავითარებელი სათამაშოების სახით, რითაც თამაშის ყოველი წამი ახალ-ახალი საფეხური იქნება უფრო ნათელი და ცნობისმოყვარე მომავლისკენ.

დაკავშირებული პროდუქტები

ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
113 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
21 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
21 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
25 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
63 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
46 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
113 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
21 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
21 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
25 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
63 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
46 

მეტი სასარგებლო სტატიები

საბავშვო ეტლის ბორბლები განსაზღვრავს მის სტაბილურობას, კომფორტსა და პრაქტიკულობას. გაეცანით საბურავების ტიპებს და გაიგეთ, როგორ შეარჩიოთ სწორად.
აღმოაჩინეთ UPPAbaby Vista V3 პრემიუმ საბავშვო ეტლი ექსკლუზიურად Labebe Boutique-ში – 30 კონფიგურაცია, ოთხივე სეზონზე მორგებული კომფორტი, მაღალი უსაფრთხოება.
საახალწლო ასაფეთქებლების გავლენა ბავშვებზე, ჯანმრთელობასა და გარემოზე – პედიატრის შეფასება ხმაურის, ჰაერის დაბინძურებისა და უსაფრთხო არჩევანის შესახებ.