საახალწლო აქტივობები პატარებისთვის

ზამთრის დადგომასთან ერთად ჩვენს სახლებში ჟრიამული, ფუსფუსი და სასწაულების მოლოდინი იწყება. თუ თქვენი შვილისთვის განსაკუთრებული სადღესასწაულო ატმოსფეროს შექმნა გადაწყვიტეთ, ამ ბლოგში აღმოაჩენთ იდეებს საახალწლო აქტივობებისთვის, რომლებიც ბავშვის გულს წამებში მოიგებს.

შობამდე და ახალ წლამდე სახლში სადღესასწაულო განწყობის შექმნა უცვლელი ტრადიციაა უმრავლესობისთვის. ფერადი ნათურების ჩამოკიდება და გარემოს აბდღვრიალება, ნაძვის ხის აწყობა და სახლის წითელ-მწვანე ფერებში გაფორმება ის საწყისი ეტაპებია, რომელთაც მხიარული განწყობა მოაქვს. პატარებს უყვართ ციმციმა შუქისთვის თვალის დევნება და მათთვის ეს ცალკე დიდი ზეიმია.

ზამთრის სუსხიანი პერიოდის განუყოფელი ნაწილი ნაძვის ხეა, რომელიც ყველა ასაკის ადამიანს ნუსხავს. მის მორთვას რომ დააპირებთ, გირჩევთ, რომ ამ საქმეში თქვენი პირადი ელფი ჩართოთ; მიეცით თქვენს შვილს ფუნჯები და საღებავები, რათა ერთად შექმნათ უნიკალური დეკორაციები. ეს აქტივობა არა მხოლოდ სახალისო, არამედ იმის შესაძლებლობაცაა, რომ მოგონებებად აქციოთ შვილის შემოქმედებითი მომენტები.

ახლად გამომცხვარი ფუნთუშების ან ჯინჯერის ორცხობილების სურნელი სახლს სითბოთი ავსებს. დაიხმარეთ პატარები სამზარეულოში და მიეცით საშუალება, რომ პატარა ხელებით წვლილი შეიტანონ საშობაო ნამცხვრების მომზადებაში. ასეთი აქტივობა ავითარებს ბავშვის მოტორულ უნარებს – ხელისა და თვალის კოორდინაციებს.

ყოველი საღამოს დასრულება საახალწლო მულტფილმების ყურებით ან/და ზღაპრების კითხვით შეგიძლიათ, რა დროსაც ბავშვი შეძლებს საკუთარი ფანტაზია ჩართოს და ცნობისმოყვარეობა გამოავლინოს – დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები.

თუ უკვე დაიწყეთ ფუსფუსი, საჩუქრებზე ფიქრი და თქვენმა პატარამაც ჩაიფიქრა საახალწლო სურვილი, Labebe Boutique-ის ვებგვერდზე სხვადასხვა კატეგორიაში არაერთ საბავშვო პროდუქტს აღმოაჩენთ. არჩეულ ნივთს კი 24 საათის განმავლობაში მიიღებთ.

დაკავშირებული პროდუქტები

რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
56 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
88 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
115 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
88 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
91 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
56 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
88 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
115 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
88 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
91 

მეტი სასარგებლო სტატიები

ზაფხული – დრო, როცა პატარებს შეუძლიათ თავისუფლად გაერთონ, გამოიხატონ საკუთარი სურვილები და შეაგროვონ შთაბეჭდილებები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში გაჰყვებათ
მშობლებისთვის ხშირად რთულია ბავშვის დისკომფორტის მიზეზის სწორად დადგენა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მგზავრობას ეხება
გაიგეთ, როგორ ვასწავლოთ ბავშვებს პირველი პასუხისმგებლობები მარტივი, თამაშზე დაფუძნებული დავალებებით. პატარა ნაბიჯები დამოუკიდებლობის, წესრიგისა და თვითშეფასების ზრდას უწყობს ხელს.