აქტივობები, რომლებიც ბავშვებს შემოდგომას კიდევ უფრო შეაყვარებს
ფერადი ფოთლები და გრილი ამინდი შემოდგომის მხოლოდ ერთ საოცარ მხარეს აჩენს. სინამდვილეში ეს დრო მშობლებისთვის საუკეთესო შანსია იმისათვის, რომ შვილებთან ერთად ჩაერთონ შემოქმედებით, საგანმანათლებლო და განმავითარებელ აქტივობებში.
ფოთლების შეგროვება
შეგიძლიათ გაისეირნოთ პარკში, მოაგროვოთ სხვადასხვა ფერისა და ზომის ფოთლები, შემდეგ კი სახლში შექმნათ ფოთლების ალბომი. ეს აქტივობა ბავშვებში ავითარებს ყურადღებას, ფერთა აღქმასა და წვრილ მოტორიკას.
ბუნებრივი საგნებისგან ხელნაკეთი ნივთების შექმნა
კენჭები, წაბლი, გირჩი – შემოდგომის სეზონის ყველა ეს განძი შეიძლება გახდეს შესანიშნავი მასალა ბავშვის ფანტაზიისთვის. ერთად შეგიძლიათ გააკეთოთ პატარა ცხოველები ან დეკორაციები, რომლებიც შემდგომში ბინას დაიდებენ ბავშვის ოთახში.
სამზარეულოს ექსპერიმენტები
შემოდგომის ხილი და ბოსტნეული – ვაშლი, გოგრა, მსხალი – შესანიშნავი საშუალებაა ბავშვთან ერთად ჯანსაღი კერძების მოსამზადებლად. პატარა შეძლებს ჩაერთოს მისთვის მარტივ პროცესებში, როგორებიცაა დასუფთავებაში, დაწურვასა ან მაგიდის გაწყობაში. თითოეული მსგავსი აქტივობა ბავშვებში პასუხისმგებლობას და დამოუკიდებლობას აყალიბებს.
ზღაპრების კუთხე სახლში
გრილი საღამოები იდეალურია საბავშვო წიგნების წასაკითხად. შექმენით პატარა კუთხე, სადაც შეგიძლიათ შვილთან ერთად მყუდროდ მოკალათდეთ, წაიკითხოთ ზღაპრები და შემდეგ ბავშვმა თავად მოჰყვეს საკუთარი ინტერპრეტაცია ან გააზიაროს მიღებული შთაბეჭდილებები. სწორად შერჩეული საკითხავი ლიტერატურა ავითარებს ბავშვის წარმოსახვისა და მეტყველების უნარ-ჩვევებს.
მონტესორის სივრცე
პრემიუმ კლასის მონტესორის ავეჯი მშობლებს აძლევს საშუალებას, ბავშვი დამოუკიდებლად ჩართონ ყოველდღიურ საქმეებში. მაგალითად:
- წიგნების თაროზე, გარდა ლიტერატურისა, შეგიძლიათ დაალაგოთ ფერადი ფოთლებით აკინძული ალბომი, ფანქრები ან თავსატეხები, რათა ბავშვი დამოუკიდებლად მისწვდეს სასურველ ნივთს;
- მონტესორის პატარა მაგიდა და სკამი კი იდეალური იქნება შემოქმედებითი აქტივობებისთვის, კერძოდ, ხატვისთვის, წერის სასწავლად ან ძერწვისთვის.
ასეთი ჯანსაღი მიდგომა ბავშვში დამოუკიდებლობასა და სწავლისადმი ინტერესს აძლიერებს.
შემოდგომა მართლაც მშვენიერი დროა, რათა მთელმა ოჯახმა ყოველდღიურობაში შემოიტანოს მეტი სითბო, შემოქმედება და გაზარდონ ერთმანეთთან გადატარებული დრო. განმავითარებელ აქტივობებში ჩართვა არა მხოლოდ ბავშვის განვითარებას უწყობს ხელს, არამედ მშობელთან ურთიერთობასაც უფრო მეტად ამყარებს.