ყველაფერი, რაც FoppaPedretti-ის ინოვაციურ აკვანზე უნდა იცოდეთ


მშობლები პატარას მოლოდინში საყიდლების სიას დიდი რუდუნებით ადგენენ და ეტაპობრივად ყიდულობენ სასურველ თუ აუცილებელ საბავშვო პროდუქციას. ახალშობილის დაბადება განსაკუთრებული მოვლენაა და ყველა თავისებურად ემზადება, მაგრამ არსებობს ისეთი სტანდარტებიც, რომლებიც ყველასთვის საერთოა. მაგალითად, ასეთია იმ ნივთების წინასწარ შეძენა, რაც ბავშვს სიცოცხლის პირველივე დღეებიდან სჭირდება.

წინასწარი თუ შემდგომი შოპინგისას, რაც არ უნდა გამოგრჩეთ, თანამედროვე საბავშვო აკვანია, რომელიც ბავშვის მშვიდ და ჯანსაღ ძილს უზრუნველყოფს. მაღალი ხარისხის საწოლ-აკვანი ნებისმიერ დროს მშობლების უცვლელ პრიორიტეტად რჩება და მასში ინვესტიცია ნამდვილად ღირს.

თუ მოუთმენლად ელოდებით თქვენს შვილთან შეხვედრას და ახლა ან უკვე ირჩევთ მისთვის საუკეთესო პროდუქციას, Labebe Boutique-ის ამ ბლოგში გაეცნობით ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ FoppaPedretti-ის ბავშვთა აკვნების შესახებ, რა მახასიათებლები უნდა გაითვალისწინოთ არჩევისას და რატომ არის ეს ბრენდი სანდო არჩევანი მშობლებისთვის მთელ მსოფლიოში.

საბავშვო აკვანი თუ საწოლი?

ზოგადად, ბავშვის აკვანი გაცილებით მეტ სარგებელს იტევს, მაგრამ მოცულობით პატარა ზომისაა, ვიდრე საბავშვო საწოლი. აკვანი პატარების ძილისთვის იდეალური გარემოა, რომელსაც აქვს მოძრავი გორგოლაჭები, რაც მშობელს იმის საშუალებას აძლევს, რომ დაბრკოლების გარეშე გადააადგილოს ოთახიდან ოთახში თუ გვერდიდან – გვერდით.

მყარ ჩარჩოზე დამაგრებული საწოლი, მბრუნავი ბორბლები და რწევის მექანიზმი ის მახასიათებლებია, რომლებიც აკვანს საწოლისგან გამოარჩევს და უფრო მრავალფუნქციურ ვერსიად აქცევს. ნაზ რწევას და მშობელთან ახლოს ყოფნა ბავშვის დამშვიდება შეუძლია, რის გამოც აკვნის გამოყენება დაბადებიდან მთელი ჩვილობის პერიოდშია რეკომენდებული.

რაც შეეხება ბავშვის საწოლს, ის სტაბილური ვარიანტია, რომლის გამოყენებაც უფრო ხანგრძლივი დროით შეიძლება. საწოლების ტრანსფორმაციის ფუნქცია მშობლებისთვის ყოველთვის შეუცვლელი იქნება, ვინაიდან მოსახსნელი თუ რეგულირებადი მოაჯირები, მატრასის სიმაღლის დონეების ცვლილება გაცილებით პრაქტიკულია ყოველდღიურობაში.

იტალიური ბრენდი FoppaPedretti ცნობილია თავისი პრემიუმ ხარისხის ავეჯით, მათ შორის – რწევის მექანიზმით აღჭურვილი აკვნებით. ბრენდის მიერ შექმნილი ინოვაციური აკვანი უზრუნველყოს ბავშვისთვის უსაფრთხო, კომფორტულ და დამამშვიდებელ ადგილს. რწევის სხვადასხვანაირი ფუნქცია კი ეხმარება ჩვილს მშვიდად დაიძინოს, რაც ბავშვის მოვლის რუტინაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.


რატომ უნდა აირჩიოთ FoppaPedretti-ის აკვანი?

Foppa Pedretti-ის მიერ გასულ საუკუნეში დაწყებული საქმე დღესაც წარმატებით მიმდინარეობს. ბრენდის მთავარი ამოცანაა, რომ ბავშვები გააბედნიეროს საკუთარი ნაწარმით. ყველაფერი ხის სათამაშოებით დაიწყო და ახლა კომპანიის ასორტიმენტში თითქმის ყველანაირ ატრიბუტს იპოვით, რაც პატარას სჭირდება.

ბრენდს აქვს პატენტების გრძელი სია, რომელმაც მისი პროდუქცია უნიკალური გახადა და, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ხდება იმიტაცია, FoppaPedretti-ის დიზაინი და მაღალი ფუნქციონალურობა უანალოგოა. უსაფრთხოება, აბსოლუტურ ხარისხთან ერთად ყოველთვის იყო და არის ბრენდის მთავარი მიზანი. ყველა პროდუქტი სრულად შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებსა და სერტიფიკატებს.

საბავშვო ავეჯის შერჩევას საკმაოდ დიდი ყურადღება სჭირდება, რადგან იდეალურად შერჩეული ნივთი პირდაპირპროპორციულია ბავშვის ჯანსაღი განვითარებისა.

მრავალფუნქციურობის, გამძლეობისა და სტილის გაერთიანებით ბრენდის სარწევი აკვნები საუკეთესო ინვესტიცია იქნება თქვენი შვილისთვის. სწორად შერჩეული აკვანი ერთ-ერთი მთავარ ელემენტად იქცევა, რომელიც ბავშვის ოთახში ცენტრალურ ადგილს დაიკავებს. მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ისიც მატებს, რომ პატარები სიცოცხლის პირველ თვეებს ძირითადად ძილში ატარებენ.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხის მასალები: FoppaPedretti იყენებს უმაღლესი ხარისხის ხის მასალებს აკვნების შესაქმნელად, რაც უზრუნველყოფს მათ გამძლეობას და ესთეტიკურ ნაწილს. გარდა ამისა, ჩვილის აკვანი დამზადებულია ალუმინისგანაც;
  • რწევის რბილი მექანიზმი: რწევის მექანიზმი კომპანიის აკვნების მთავარი უპირატესობაა, რომელიც ძალიან ნაზია და ეხმარება ბავშვს მშვიდად დაიძინოს და შეაგრძნობინოს, თითქოს მშობლის მკლავებში ირწევა;
  • უსაფრთხოება: იტალიური წარმოების სარწევი აკვანი სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტებს. აქვს 4 მბრუნავი და მუხრუჭიანი ბორბლები, რაც საიმედო ფიქსაციის გარანტიაა;
  • სტილი: FoppaPedretti-ის აკვნებს აქვს დახვეწილი, მინიმალისტური დიზაინი, რომელიც კარგად მოერგება ნებისმიერი ინტერიერის ოთახს;
  • მრავალფუნქციურობა: ჩვილის აკვნის მოდელები საშუალებას გაძლევთ, რომ სურვილისამებრ დაარეგულიროთ სიმაღლის 5 სხვადასხვა  პოზიციაში. 

რა უნდა გაითვალისწინოთ ბავშვთა აკვნის არჩევისას?

თავისთავად ბუნებრივია, რომ ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც რწევის მექანიზმი აქვს ჩაშენებული, ნაკლებად სტაბილურია, ვიდრე ავეჯი, რომელიც ფიქსირებულად დგას. მიუხედავად ამისა, თანამედროვე აკვანი რწევით შექმნილია ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად და ამან არ უნდა დაგაბრკოლოთ გადაწყვეტილების მიღებისას.

როცა ვსაუბრობთ პრემიუმ კლასის საბავშვო აკვნებზე, უმთავრესს ფაქტორად უსაფრთხოება უნდა დავასახელოთ. არჩევისას აუცილებლად დარწმუნდით, რომ აკვანი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და ეკოლოგიურად სუფთაა.

რწევის რბილი და ბუნებრივი მექანიზმი მნიშვნელოვანია, რათა ბავშვი არ შეწუხდეს და შეძლოს მშვიდად ძილი. რეკომენდებულია არასოდეს დატოვოთ ბავშვი უყურადღებოდ მოძრავ აკვანში. სწორედ ამიტომ საჭიროა, აირჩიოთ ისეთი მოდელი, რომელსაც აქვს აქვს გორგოლაჭების ჩამკეტი სისტემა. ამ მხრივ, იტალიური ბრენდის აკვანი გამოირჩევა – გარდა იმისა, რომ მისი ბორბლების დაფიქსირება შეგიძლიათ, ასევე, შესაძლებელია მათი 180°-ით შემობრუნება, რითაც აკვანი გადაიქცევა საქანელად.

ინდივიდუალური საჭიროებები არ უნდა დაგვრჩეს მხედველობის მიღმა, ამიტომ სარწევი აკვნის ზომა უნდა შეესაბამებოდეს ოთახის სივრცეს, რომელშიც აპირებთ მის განთავსებას. მაგალითად, Foppa Pedretti Mammamia Mamma & Me Bleached მოდელების წონა შეადგენს 14 კგ-ის, ხოლო გაშლილი ზომები ასე გამოიყურება: H 85/72 | D 67 | W 100, ყუთის ზომები კი – 97 | D 61 | W 24.

ბრენდის მრავალფუნქციურ აკვნებს მოჰყვება მატრასი, რომელიც მყარია, არ სრიალებს და კარგად ერგება აკვნის შიდა ნაწილს. ნივთის შიგთავსი დამზადებულია რბილი ქსოვილისგან და გააჩნია კარგი ვენტილაცია ჰაერის უკეთესი ცირკულაციისთვის. ასევე, Foppa Pedretti Mybebe-ის კომპლექტში შედის როგორც დამატებითი თარო, ისე – ლეიბი. კოლექციის გარე ტექსტილი ხავერდოვანი ზედაპირისაა, რომელიც სასიამოვნოა შეხებისას. რბილი შიდა ჩასაფენისა და ჰაერგამტარი ქსოვილის წყალობით საბავშვო აკვანი იდეალურია ზაფხულშიც კი.


Labebe Boutique-ში მუდმივად შეძლებთ აღმოაჩინოთ ექსკლუზიური,საერთაშორისო საბავშვო ბრენდების პროდუქციას, რომლის არჩევისას დარწმუნებული იქნებით ხარისხში, სანდოობასა და უნიკალურობაში.

ვებგვერდის სხვადასხვა კატეგორიაში ყველა საჭირო ნივთი დაგხვდებათ, რომელიც ბავშვს დაბადებიდან სჭირდება. შეძენილ პროდუქტს კი სასურველ მისამართზე 24 საათის განმავლობაში მიიღებთ, ისე, რომ სახლიდან გასვლა არ დაგჭირდებათ. გარდა დროის დაზოგვისა, საბავშვო სარწევი აკვნის სასურველი მოდელის არჩევისას მიიღებთ ულიმიტო გარანტიასაც.

დაკავშირებული პროდუქტები

აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
2,050 
საბავშვო ბაუნსერები
გაყიდვაშია
1,395 
საბავშვო ბაუნსერები
გაყიდვაშია
1,395 
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
685 
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
685 
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,690 
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,690 
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,690 
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,690 
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
745 
საბავშვო ბაუნსერები
წინასწარ შეკვეთით
570 
საბავშვო ბაუნსერები
გაყიდვაშია
570 
საბავშვო ბაუნსერები
წინასწარ შეკვეთით
570 
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
2,050 
საბავშვო ბაუნსერები
გაყიდვაშია
1,395 
საბავშვო ბაუნსერები
გაყიდვაშია
1,395 
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
685 
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
685 
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,690 
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,690 
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,690 
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
1,690 
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
745 
საბავშვო ბაუნსერები
წინასწარ შეკვეთით
570 
საბავშვო ბაუნსერები
გაყიდვაშია
570 
საბავშვო ბაუნსერები
წინასწარ შეკვეთით
570 

მეტი სასარგებლო სტატიები

ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი პროცესია, ხოლო მშობლობა სავსეა გადაწყვეტილებებით და თითოეული მათგანი ბავშვის სამყაროს აყალიბებს.
ბლოგში გაიგებთ, რა უპირატესობები აქვს საბავშვო საქანელა სკამს, როგორ შევარჩიოთ სწორად საუკეთესო ვარიანტი ბავშვისთვის და რატომ უყვართ მშობლებს ეს პროდუქტი.
ყველა მშობელმა იცის, რამდენად მშვიდად გამოიყურება მძინარე ბავშვი. მაგრამ იცოდით, რომ დასვენების საათები ასევე მნიშვნელოვანია განვითარებისთვის?