საბავშვო მატრასის ტიპები – როგორ შევარჩიოთ?

ბავშვზე ზრუნვა იმ წამიდან იწყება, როცა წყვილი ორსულობის შესახებ იგებს. გარშემო ყველაფერი სიახლეა, თუ მომავალი მშობლები ახალბედები არიან. უამრავი კითხვის მიუხედავად, საჭიროებების დაკმაყოფილება დროულად უნდა მოხდეს.

საბავშვო პროდუქციის არჩევას და შეძენას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. როცა ირჩევთ მსოფლიო დონის ბრენდების ნაწარმს, მაშინაც კი მნიშვნელოვანია დეტალებზე დაკვირვება, რათა საუკეთესო მოდელი იპოვოთ.

შვილის ოთახის მოსაწყობად თუ ემზადებით, პირველ რიგში, აუცილებლად დაგჭირდებათ საბავშვო ავეჯის ბაზისური ნაწილი, როგორიცაა საწოლი, კარადა და კომოდი. ეს ავეჯეულობა საკმარისი იქნება პირველი თვეებისთვის, თუმცა ბავშვის ზრდასთან ერთად სხვა დამატებითი ატრიბუტებიც დაგჭირდებათ.

მაშინ, როცა პატარასთვის შეიძენთ იდეალურ საწოლს, არ უნდა გამოგრჩეთ საბავშვო მატრასი, რომელიც საკმაოდ ღირებული პროდუქტია. ახალშობილისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორი ხარისხის და მასალის მატრასზე დაიძინებს, რადგან საქმე მის ჯერაც განვითარებად ხერხემალს ეხება.

ლაბებეში ბავშვის მატრასების მრავალფეროვან ასორტიმენტს აღმოაჩენთ. ამ ბლოგში კი მატრასის ტიპებზე ყველაფერს მოგიყვებით, რაც უნდა იცოდეთ შეძენამდე.

მატრასის ორი ტიპი

ორთოპედიული

დაბადებიდან 10-12 თვემდე ახალშობილს მხოლოდ ორთოპედიული მატრასი სჭირდება, რომელსაც მაქსიმალურად მყარი და იდეალურად სწორი ზედაპირი აქვს. ეს რეკომენდაცია განპირობებულია ბავშვის ჯერ კიდევ რბილი ხერხემლის გამო.

მყარი მატრასი, რომლის ზედაპირი ქოქოსის და სიზალისაა, ხელს უწყობს ხერხემლის საიმედოდ დაფიქსირებას, მის სწორ და სწრაფ ფორმირებასა და გამორიცხავს ფიზიკური ტრავმის მიღებას.

ანატომიური

როცა ბავშვი წამოიზრდება, დასაშვები ხდება, რომ გამოიყენოთ შედარებით რბილი, ანუ ანატომიური მატრასი. ამ ტიპის საბავშვო მატრასი განკუთვნილია განვითარების შემდგომი ეტაპისთვის, როდესაც ბავშვის ხერხემალი იწყებს ჩვეული ფორმის მიღებას.

ანატომიური მატრასი იმეორებს სხეულის და ხერხემლის ფორმებს, რაც უდიდეს კომფორტს ანიჭებს პატარას. ასეთ პირობებში კი ჯანსაღი ძილის რეჟიმიც მყარდება და ბავშვიც ბევრად ენერგიულია. საბავშვო ანატომიური მატრასის ზედაპირი აუცილებლად უნდა იყოს დამზადებული ნატურალური ლატექსისგან.

Labebe-ში წარმოდგენილი პლიტექსის ყველა ორმხრივ მატრასს ორი განსხვავებული სიმკვრივის ზედაპირი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ რომელ მოდელსაც აარჩევთ, დიდხანს გამოიყენებთ და იზრუნებთ ბავშვის ჯანსაღ განვითარებაზე.


მატრასის ზომა და ფორმა

სხვადასხვა ბრენდის საბავშვო საწოლს განსხვავებული ფორმა და ზომა აქვს. შესაბამისად, მატრასიც მას უნდა მოვარგოთ. შეიძლება ოვალურ/მრგვალ საწოლს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, მაგრამ ლაბებეში  ყველანაირი ფორმის მატრასს იპოვით, მათ შორის კლასიკურსაც – მართკუთხედს.

დრო რომ დაზოგოთ და მარტივად იპოვოთ შვილისთვის საბავშვო მატრასი, ლაბებე ბუტიკის ვებგვერდზე, საბავშვო მატრასების კატეგორიაში ჩაშენებული ფუნქციით შეძლებთ, რომ გაფილტროთ პროდუქცია და აღმოაჩინოთ საწოლისთვის შესაფერისი ზომის მატრასი.

გამოყენებული მასალები

ორი აზრი არ არსებობს, რომ რასაც ბავშვს ყიდულობთ, უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, უსაფრთხო და, ამასთანავე, მოდური, რადგან პატარები მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებენ და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უფროსების მოვალეობაა. ბავშვისთვის შექმნილი მატრასი უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების სტანდარტებს, საუკეთესო შემთხვევაში კი უნდა იყოს – სერტიფიცირებული. Labebe-ის მიერ შემოთავაზებული Plitex-ის მატრასებს გააჩნია OEKO-TEX® STANDARD 100-ის სერტიფიკატი და შემოწმებულია არაერთ ტესტზე.

ლეიბების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი მსოფლიოში ისეთ მასალებს იყენებს, როგორებიცაა: ლატექსირებული ქოქოსის ბოჭკო, სიზალი, დატკეპნილი სინტეპონი, ანატომიური ლატექსი და სხვ. ჩამოთვლილი მასალები ეკოლოგიურად სუფთაა, არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს და სრულიად უსაფრთხოა ბავშვის ჯანმრთელობისთვის.


ლაბებეს ონლაინ მაღაზიაში ბრენდისგან იპოვით საბავშვო მატრასის რამდენიმე ვარიანტს სხვადასხვა სერიიდან, განსხვავებული ფორმით, ზომითა და მასალებით

თუ მშობლის იმ ტიპს მიეკუთვნებით, ვინც დიდ დროს ვერ უთმობს სახლის საქმეებს, გაითვალისწინეთ, რომ მატრასის სპეციალური დამცავიც დაგჭირდებათ, რომელიც ბავშვს სრულ კომფორტს შეუქმნის და დაიცავს უშუალოდ მატრასს გაჭუჭყიანებისგან.

შვილისთვის საუკეთესო მატრასის არჩევა ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ უფრო გაგიადვილდებათ, ხოლო შერჩეული მოდელის შეძენა სახლიდან გაუსვლელად, Labebe Boutique-ის ვებგვერდიდან შეგიძლიათ.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
375 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
365 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
245 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
415 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
545 
მარაგი ამოწურულია
საბავშვო მატრასები
მარაგი ამოწურულია
475 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
275 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
715 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
675 
მარაგი ამოწურულია
საბავშვო მატრასები
მარაგი ამოწურულია
625 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
545 
Plitex Comfort Elite - საბავშვო ორთოპედიული და ანატომიური უზამბარო მატრასი - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
საბავშვო მატრასები
მარაგი ამოწურულია
475 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
275 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
715 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
675 
Plitex Orto Sleep - საბავშვო ორთოპედიული და ანატომიური ზამბარიანი მატრასი - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
საბავშვო მატრასები
მარაგი ამოწურულია
625 

მეტი სასარგებლო სტატიები

ამ ბლოგში ტოპ ბრენდების პროდუქციას აღმოაჩენთ, რომლის ხარისხი იმდენად გამორჩეულია, რომ ნივთის გამოყენება შესაძლებელია წლების განმავლობაში. 
მშობლები ყოველთვის ეძებენ საუკეთესო გზებს, რომ პატარებს შეუქმნან მათზე მორგებული გარემო როგორც განვითარებისთვის, ისე – სათამაშოდ. 
ლაბებეში დაგხვდებათ როგორც სტანდარტული სასეირნო ეტლები, ისე ყველაზე მსუბუქი და კომპაქტური ვარიანტებიც, რომელთა მწარმოებელი Peg Perego-ია, ერთ-ერთი წამყვანი იტალიური ბრენდი მსოფლიო მასშტაბით.