საბავშვო აქსესუარები ავტომობილში – რა შეიძლება და რა არა?

როცა საქმე ბავშვის უსაფრთხო გადაადგილებას ეხება, მშობლების პირველივე ასოციაცია საბავშვო ავტოსავარძელს, ანუ ქარსითს უკავშირდება. და სრულიად სამართლიანადაც – სწორად შერჩეული და დამონტაჟებული ქარსითი არის ის მთავარი ელემენტი, რომელიც საგრძნობლად ამცირებს შესაძლო რისკებს ავტოსაგზაო შემთხვევების დროს. თანამედროვე სამგზავრო სავარძლები რთულ და კომპლექსურ ტესტირებებს გადის, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზეა მორგებული და მშობლებს საშუალებას აძლევს, ბავშვი მაქსიმალურად დაცულ პირობებში გადაიყვანონ.

თუმცა მხოლოდ ქარსითი ყოველთვის არ არის საკმარისი. როცა ავტომობილით გადაადგილება თქვენი და თქვენი პატარას ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცევა, ბუნებრივად ჩნდება სურვილი, მანქანის ინტერიერი უკეთ მოარგოთ ბავშვის საჭიროებებს. თქვენ იწყებთ ფიქრს იმაზე, როგორ გახადოთ მგზავრობა უფრო კომფორტული და დამამშვიდებელი – მაგალითად, დაამატოთ მზისგან დამცავი ფარდა, რბილი ბალიში, უკანა სავარძელზე მისამაგრებელი სარკე ან სათამაშოების სათავსო, რომელიც პატარას გზაში გაართობს.

სწორედ ამ ეტაპზე ჩნდება ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა: რამდენად უსაფრთხოა ის, რასაც მანქანაში ვამატებთ? შეიძლება თუ არა, ნივთი, რომელიც ერთი შეხედვით უწყინარი და საჭირო ჩანს, რეალურად რისკის შემცველი იყოს?

სამწუხაროდ, მშობლების დიდი ნაწილი არც კი ეჭვობს, რომ ზოგიერთი წვრილმანი, მათ შორის ლამაზად გაფორმებული ბალიში კრიტიკულ მომენტში შეიძლება საფრთხის წყაროდ იქცეს. საგანგებო სიტუაციებში, როგორებიცაა უეცარი დამუხრუჭება ან შეჯახება, სწორედ ასეთ აქსესუარებს შეუძლია სერიოზული საფრთხის შექმნა იქ, სადაც, ჩვენი წარმოდგენით, კომფორტი და ზრუნვა უნდა ყოფილიყო.

ამ ბლოგში გაიგებთ, რომელ აქსესუარებს მიიჩნევენ სპეციალისტები უსაფრთხოდ და რა კრიტერიუმებით უნდა შევაფასოთ ისინი, რომელ პროდუქტებზეა საუბარი, როცა ვამბობთ, რომ მათი ადგილი ავტომობილში არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხშირ შემთხვევაში სწორედ ბავშვებისთვისაა შექმნილი.

კატეგორია მანქანის სავარძლები

საბავშვო ავტოსავარძელი და უსაფრთხო მგზავრობა

0-12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის უსაფრთხო მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაცული, თუ ისინი სარგებლობენ სერტიფიცირებული, ასაკისა და სიმაღლის მიხედვით შერჩეული სამგზავრო სავარძლით. ქარსითი ასრულებს კრიტიკულ ფუნქციას, რადგან ის იცავს ბავშვს ავტოავარიის, უეცარი დამუხრუჭებისა ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს და ამცირებს ტრავმების მიღების რისკს.

თუმცა, როგორც კი ყოველდღიური მგზავრობა ჩვეულებრივ ყოფით რიტუალად იქცევა, ბევრი მშობელი ცდილობს მანქანის სივრცე უფრო ფუნქციური გახადოს როგორც შვილისთვის, ისე საკუთარი საჭიროებების მიხედვით. ამ ეტაპზე ხშირად ჩნდება სურვილი, დაამატონ სხვადასხვა ტიპის აქსესუარი – იქნება ეს კომფორტისთვის, პრაქტიკულობისა თუ უკეთესი ხილვადობის უზრუნველსაყოფად.

დაშვებული აქსესუარები

უკანა ხედვის სარკე

თუ ბავშვი მგზავრობს მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით და, შესაბამისად, ქარსითი მიბრუნებულია სახით საბარგულისკენ, მშობელს რთულად შეუძლია ბავშვის კონტროლი. გამოსავალი კი სპეციალური სარკეა, რომელიც მონტაჟდება მანქანის უკანა სავარძლის საზურგეზე. თუმცა მანამ, სანამ ამ აქსესუარს შეარჩევთ, აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ:

  • ის აუცილებლად უნდა იყოს დამზადებული მასალისგან, რომელიც არ იმსხვრევა;
  • უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების სერტიფიკატი;
  • და რაც მთავარია – უნდა დაამაგროთ სწორად და მყარად.

სარკე ბავშვის დასაკვირვებლად მშობელს აძლევს შესაძლებლობას, მუდმივად გადაამოწმოს შვილის მდგომარეობა და ამით კიდევ უფრო მშვიდი გახადოს ნებისმიერი ხანგრძლივობის მგზავრობა.


მზის სხივებისგან დამცავი ბადე

მზის სხივები, განსაკუთრებით ზაფხულში, ბავშვებში დისკომფორტს, გაღიზიანებასა და გადახურებას იწვევს. სწორად შერჩეული მზისგან დამცავი ბადე ხელს უშლის მზის პირდაპირ ზემოქმედებას და ქმნის ჩრდილოვან სივრცეს მანქანაში. ფარდების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ:

  • არ უნდა ჰქონდეს წვეტიანი ან მყარი დეტალები;
  • კარგად უნდა ემაგრებოდეს მანქანის შუშას;
  • და არ უნდა იყოს ადვილად მოსახსნელი ბავშვის მხრიდან.

საუკეთესო არჩევანი იქნება, თუ მზისგან დამცავი ბადე ხარისხიანი მასალით იქნება დამზადებული, რომელიც არ შეიცავს BPA-ს, მაგრამ უზრუნველყოფს მანქანის ვენტილაციას და ჰაერის თავისუფალ ცირკულაციას. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს შიგნით ტემპერატურის მატებას და ზრუნავს თქვენი ბავშვის კომფორტსა და უსაფრთხოებაზე. ამასთანავე, აუცილებელია, რომ აქსესუარი შეესაბამებოდეს ევროპულ CE სტანდარტებს.

Britax Romer Easy Cling Window Shade - Black | Natural Baby Shower

დაბინძურებისგან დამცავი საფარი

თუ გსურთ, რომ ავტომობილის სავარძელი არ დაზიანდეს ფეხსაცმლისგან ან საკვების ნარჩენებისგან – გამოიყენეთ სპეციალური დამცავი საფარი, რომელიც თავსდება საბავშვო სავარძლის ქვეშ და იცავს ავტომობილს დაბინძურებისგან. ასეთი გადასაფარებელი უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს როგორც მშობლებისთვის, ისე – ბავშვისთვის.

  • იდეალურია როგორც საბარგულისკენ დამონტაჟებული ქარსითისთვის, ისე – ჩვეულებრივ პოზიციაში მგზავრობისას;
  • იცავს მანქანის ქსოვილს დაზიანებისგან;
  • უნდა იყოს მსუბუქი და უსაფრთხო.

ავტოსავარძლის დამცავი საფარი მნიშვნელოვნად ამარტივებს მანქანის წმენდას და ზოგავს თქვენს დროს ყოველდღიურობაში. მისი გამოყენებით შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ნებისმიერი სახის დაბინძურება, მათ შორის – სითხის შემთხვევითი გაჟონვით გამოწვეული პრობლემებიც, რაც ხელს უწყობს ავტომობილის ინტერიერის პირვანდელი იერსახის შენარჩუნებას და ზრდის თქვენი საბავშვო სავარძლის ექსპლუატაციის ხანგრძლივობას.


დაუშვებელი და საშიში აქსესუარები

მყიფე და მძიმე საგნები

მანქანაში არ უნდა განთავსდეს ისეთი ნივთები, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევისას შეიძლება გადაადგილდეს და სერიოზული საფრთხე შეუქმნას ბავშვს ან სხვა მგზავრებს. მაგალითად:

  • მინის ბოთლები;
  • მძიმე სათამაშოები;
  • ხისტი დეკორატიული ელემენტები.

დამატებითი ბალიშები და თავის დამჭერები

ყველა საბავშვო ავტოსავარძელი გადის უსაფრთხოების ტესტირებას მხოლოდ თავისი კომპლექტაციის ფარგლებში. თუ მას ამატებთ სხვა მწარმოებლის ბალიშს, თავის დამჭერს ან ჩასაფენ ელემენტს – ეს ნიშნავს, რომ სავარძლის თავდაპირველი უსაფრთხოების მახასიათებლები შეიძლება შეიცვალოს.

შედეგად, დამატებითი აქსესუარები, როგორც წესი, არ განიხილება შეჯახების სცენარებში და არ გადის უსაფრთხოების შესაბამის ტესტირებებს, რაც შესაძლოა რეალურ ავარიაში ბავშვის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეუქმნას.

ლაბებე ბუტიკში წარმოდგენილია მხოლოდ ის აქსესუარები, რომლებიც პასუხობს ევროპულ სტანდარტებს და ნამდვილად უსაფრთხოა ბავშვისთვის. ჩვენთან აღმოაჩენთ გერმანული ბრენდის, Britax Römer-ის სერტიფიცირებულ პროდუქციას, მათ შორის – უკანა ხედვის სარკეებს, მზისგან დამცავ ფარდებს, სავარძლის დამცავ საფარებს, რომლებიც იდეალურად ერგება ბავშვის საჭიროებებს ყოველგვარი კომპრომისის გარეშე.

თუ ეჭვი გეპარებათ, სწორად გაქვთ დამონტაჟებული საბავშვო სამგზავრო სავარძელი ან იყენებთ თუ არა უსაფრთხო აქსესუარებს, რომლებიც არ უქმნის საფრთხეს ბავშვს, ლაბებე ბუტიკი და Your Car Seat მზად ვართ დაგეხმაროთ. ჩვენი გუნდი გაგიწევთ კონსულტაციას და დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში, რათა თქვენს შვილს უზრუნველყოფილი ჰქონდეს მაქსიმალური დაცვა და კომფორტი.

დაკავშირებული პროდუქტები

მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,405 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,405 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,520 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,350 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,350 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,690 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,035 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,050 
Britax Römer Easy Cling Window Shade - მზის სხივებისგან დამცავი - image 1 | Labebe
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
55 
Britax Römer Protect-Shade-See Bundle - დამცავი საგზაო აქსესუარების ნაკრები - image 1 | Labebe
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
195 
Britax Römer Car Seat Saver - ავტოსავარძლის გადასაფარებელი - image 1 | Labebe
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
120 
Britax Römer Back Seat Mirror - სარკე ბავშვის დასაკვირვებლად - image 1 | Labebe
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
110 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,405 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,405 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,520 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,350 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,350 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,690 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,035 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,050 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
55 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
195 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
120 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
110 

მეტი სასარგებლო სტატიები

ბავშვის უსაფრთხო მგზავრობის საფუძველი სწორად შერჩეული ქარსითია. მშობლები ხშირად რთული არჩევანის წინაშე დგებიან და შესაძლოა, არც კი იცოდნენ, რომ ყველა სავარძელი ერთნაირად უსაფრთხო არ არის
ახალშობილის უსაფრთხო მგზავრობა იწყება სწორად შერჩეული ქარსითით. აღმოაჩინეთ 0-13 კგ კატეგორიის მანქანის საბავშვო სავარძლები და მათი უპირატესობები.
სწორად შერჩეული ქარსითი ბავშვის სიცოცხლეს იცავს. Labebe გთავაზობთ Britax Römer-ის პრემიუმ ქარსითებს – ბრენდს, რომელსაც მილიონობით მშობელი ენდობა. აღმოაჩინეთ საბავშვო სავარძლები ასაკის, წონისა და სიმაღლის მიხედვით.