როგორ გავწმინდოთ საბავშვო ავტოსავარძელი სწორად და უსაფრთხოდ?

სადაც ბავშვია, იქ აუცილებლად ჩნდება კაკაოს ლაქები, წვენის წვეთები ან ორცხობილას ნამცეცები. პატარების ყოველდღიურობას თან სდევს უწყვეტი მოძრაობა, თამაში და ლამის ყოველი მეორე მოძრაობა მცირე არეულობას იწვევს გარშემო. გზაში კი ამ ყველაფრის ძირითად მიმღებად ხშირად სწორედ საბავშვო ავტოსავარძელი იქცევა, რომელიც ხდება მინიატიურული სასადილო, სათამაშო ზონა.

მაგრამ სწორედ ამ ყოვლისმომცველობით იღებს სავარძელი დიდ დატვირთვას – ჭუჭყს და მტვერს, რომლებიც დროთა განმავლობაში ილექება ქსოვილში, ბალიშებსა და მექანიზმებშიც კი. თუმცა მისი რეგულარული წმენდა მხოლოდ ჰიგიენის საკითხს არ წარმოადგენს, საქმე ეხება პატარას უსაფრთხოებასაც.

თუ ღვედი დაზიანდა, ქსოვილი გახუნდა ან მექანიზმი დაბინძურების გამო გაჭედილია, სავარძელმა შესაძლოა ვეღარ შეასრულოს თავისი მთავარი ფუნქცია კრიტიკულ მომენტში. სწორედ ამიტომ მშობლებს ხშირად უჩნდებათ კითხვა, როგორ გაწმინდონ საბავშვო სავარძელი ისე, რომ ყველაფერი თავისი ადგილას იყოს – სისუფთავეც და კონსტრუქციის მთლიანობაც.

პირველი ნაბიჯი – ინსტრუქციის წაკითხვა

სანამ ხელს დავაკარებთ ქარსითის რომელიმე ნაწილს, უმჯობესია წინასწარ გავეცნოთ მწარმოებლის რეკომენდაციებს. სწორედ ინსტრუქციაა ის მოკლე, მაგრამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ ყველაფერი სწორად და ზედმეტი ექსპერიმენტების გარეშე გააკეთოთ.

წარმოიდგინეთ, რომ სავარძელი ერთი შეხედვით უბრალოდ ქსოვილისა და პლასტმასისგან შეკრული საგანია, თუმცა სინამდვილეში ის უსაფრთხოების სისტემაა, რომელიც კონკრეტული ლოგიკითა და თანმიმდევრობით ფუნქციონირებს. ინსტრუქცია კი აჩვენებს, როგორ მოვეპყროთ მას ისე, რომ არც მექანიზმი დავაზიანოთ და არც ხარისხი დავაკარგვინოთ.

ინსტრუქციის დეტალურად გაცნობის შემდეგ გაიგებთ:

  • როდის შეიძლება ქსოვილის რეცხვა მანქანით და როდის – მხოლოდ ხელით;
  • რომელი ელემენტებია მოსახსნელი;
  • როგორ უნდა მოხდეს ღვედების ამოღება, გაწმენდა და გაშრობა;
  • და რა ტიპის საწმენდი საშუალებებია დაშვებული კონკრეტული მოდელისთვის.


ქარსითის დაშლა ნაბიჯ-ნაბიჯ

ავტოსავარძლის დაშლის პროცესში ყველაზე მეტად სწორედ ის დრო და სიფრთხილე ფასობს, რასაც მას დაუთმობთ. არ ღირს ყველაფრის ერთიანად, სწრაფად მოხსნა – ხშირად დეტალები ისეა ჩაშენებული, რომ ერთი ზედმეტი დაქაჩვაც საკმარისია პატარა ნაწილაკის გასატეხად ან მექანიზმის შესასუსტებლად.

დაიწყეთ ქსოვილის საფარით – ფრთხილად მოხსენით ისე, რომ ქსოვილი არ გაირღვეს, ხოლო შემდეგ გადადით ღვედების სისტემაზე. თუ რამდენიმე წერტილშია მიმაგრებული, გადაიღეთ ვიდეო ან გადაუღეთ ფოტო თქვენი მოქმედის თითოეულ ნაბიჯს. შეიძლება იმ მომენტში ყველაფერი კარგად გახსოვდეთ, მაგრამ აწყობის პროცესისას დაიბნეთ და ვეღარ გაიხსენოთ, რომელი ნაწილი როგორ იყო დამონტაჟებული, ამიტომ ფოტო ან/და ვიდეო საუკეთესო დამხმარე იქნება.

როგორ ირეცხება ბავშვის სავარძელი?

თუ რეცხვას მანქანაში აპირებთ, გადაამოწმეთ ქსოვილზე დატანებული იარლიყი და გამოიყენეთ მხოლოდ ის პროგრამა, რომელიც არ აზიანებს ტექსტილს. ზოგადად კი რეკომენდებულია:

  • ტემპერატურა იყოს არაუმეტეს 30°C;
  • დელიკატური რეჟიმის არჩევა;
  • ჰიპოალერგიული სარეცხი საშუალების გამოყენება;
  • გაწურვის რეჟიმის დაყენება მინიმალურზე ან მის გარეშე.

ხელით რეცხვისას კი გამოიყენეთ თბილი წყალი და რბილი ღრუბელი. განსაკუთრებული ლაქებისთვის შეგიძლიათ წყალში დაამატოთ ასევე ჰიპოალერგიული საპონი.

და რაც მთავარია, არასდროს გარეცხოთ სამგზავრო სავარძლის ქსოვილი მაღალი წნევით და არ გამოიყენოთ ქიმიური საშუალებები. შესაძლოა, ბევრი ქსოვილი გარედან გამძლე ჩანს, მაგრამ სინამდვილეში დამზადებულია ისეთი ტექსტილისგან, რომელიც რეაგირებს ქიმიურ ნივთიერებებზე და ზიანდება.


როგორ უნდა მოუაროთ ღვედებს და პლასტმასის ნაწილებს?

წმენდაზე ფიქრისას ხშირად ქსოვილს უფრო მეტი ყურადღება ეთმობა, თუმცა სინამდვილეში ღვედები და პლასტმასის კორპუსიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მათი მდგომარეობა განსაზღვრავს როგორც უსაფრთხოებას, ასევე სავარძლის სტაბილურობას.

აიღეთ რბილი ნაჭერი ან ღრუბელი, გაასველეთ თბილ საპნიან წყალში და ფრთხილად გაწმინდეთ ზედაპირები. არასდროს დაასველოთ ღვედების შიდა მექანიზმი, რადგან შეიძლება გაშრობის შემდეგ დაზიანდეს ან დაკარგოს პირვანდელი მოქნილობა.

გაშრობისთვის ნუ გამოიყენებთ ფენს ან გათბობის მოწყობილობას – სჯობს დადოთ სუფთა ზედაპირზე და მისცეთ დრო, რათა ბუნებრივად გაშრობას. ასეთ პირობებში არც ქსოვილის სტრუქტურა ზიანდება და არც პლასტმასის ელემენტები დეფორმირდება.

წმენდა, როგორც უსაფრთხო გარემოს შენარჩუნების გზა

როცა მშობლები გადაწყვეტენ ავტომანქანის საბავშვო სავარძლის გაწმენდას, ხშირად მათი ყურადღება კონცენტრირებულია ვიზუალურ მხარეზე – ლაქებზე, სუნზე, ჭუჭყზე. მაგრამ წმენდის პროცესი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება; ის არის შესაძლებლობა, ძირფესვიანად გადახედოთ ქარსითის დეტალებს, შეამოწმოთ, რამდენად გამართულია ღვედების სისტემა, ხომ არ დასუსტებულა პლასტმასის კონსტრუქცია, ხომ არ გაიწელა ბალიშები ან ხომ არ დაიშალა საფარი.

დროთა განმავლობაში სხვადასხვა სახის ჭუჭყი ილექება და თუ მათ ვერ ვამჩნევთ ან უყურადღებოდ ვტოვებთ, შესაძლოა, საჭირო დროს სავარძელმა ვეღარ უზრუნველყოს სათანადო დაცვა. ამიტომ წმენდა უნდა გახდეს არა მხოლოდ რუტინა, არამედ რეგულარული კონტროლის ნაწილი, ერთგვარად ტექნიკური შემოწმება.

ასე გამართული და მოვლილი საბავშვო ქარსითი უკეთ ემსახურება თავის მიზანს და მშობელიც გაცილებით უფრო მშვიდად იმგზავრებს, რადგან ზუსტად იცის, რომ„ პატარას უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია.

დაკავშირებული პროდუქტები

მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,405 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,520 
მანქანის სავარძლები
წინასწარი შეკვეთით
1,350 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,520 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,245 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,350 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,405 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,035 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,575 
მანქანის სავარძლები
მარაგი ამოწურულია
1,145 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,405 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,520 
მანქანის სავარძლები
წინასწარი შეკვეთით
1,350 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,520 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,245 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,350 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,405 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,035 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,575 
მანქანის სავარძლები
მარაგი ამოწურულია
1,145 

მეტი სასარგებლო სტატიები

ზაფხული ბავშვებისთვის თავისუფალი დროისა და ახალი აღმოჩენების სეზონია. აქტიური სეირნობები, სპორტული თამაშები და კულინარიული აქტივობები ბავშვებს ახალ ცოდნას აძლევს, რაც მათი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია
როგორ ავიცილოთ თავიდან ჩვილის გადახურება ქარსითსა და ეტლში? გადახურების ნიშნები და პედიატრების პრაქტიკული რჩევები მშობლებისთვის
ბავშვის პირველი მოგზაურობა ხშირად ემოციური და დაუვიწყარია, რომელიც იწყება სამშობიაროდან გამოსვლის დღიდანვე