როგორ დავიცვათ ბავშვების სიცოცხლე მგზავრობისას – Your Car Seat-ის საინფორმაციო კამპანიას ლაბებე ბუტიკიც შეუერთდა

მშობლისთვის არ არსებობს ამაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, როგორიცაა ზრუნვა ბავშვის უსაფრთხოებაზე ყველგან და ყოველთვის, მათ შორის და განსაკუთრებით – მანქანით გადაადგილებისას.

Labebe-სთვის სწორედ ეს ღირებულებაა ერთ-ერთი ცენტრალური და ყოველთვის ვარჩევთ იმ პარტნიორებს, რომლებიც იზიარებენ ამ მიდგომას. ამიტომ სიამაყით გვინდა გაგიზიაროთ – ლაბებე ბუტიკი უერთდება Your Car Seat-ის საინფორმაციო კამპანიას, რომელიც საბავშვო ავტოსავარძლების მნიშვნელობაზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

უსაფრთხო მგზავრობა – როგორც საყოველთაო ღირებულება

ორგანიზაცია Your Car Seat 2020 წელს დააარსა გერმანელმა ანდრეას აპელდორნმა. მისი მთავარი მისია მარტივია, მაგრამ უმნიშვნელოვანესი – რაც შეიძლება მეტმა ბავშვმა იმგზავროს უსაფრთხოდ. ორგანიზაცია უკვე მეხუთე წელია პროფესიონალურ და სრულიად უფასო კონსულტაციებს სთავაზობს მშობლებს, რათა მათ სწორად შეარჩიონ და დაამონტაჟონ სერტიფიცირებული ავტოსავარძლები. ამ წლების განმავლობაში Your Car Seat-მა 10 000-ზე მეტ ოჯახს გაუწია დახმარება, რაც რეალურ შედეგებშიც აისახა – საგზაო შემთხვევების დროს სწორედ მიღებულმა ცოდნამ და სწორად შერჩეულმა ქარსითებმა არაერთ ბავშვს თავიდან აარიდა საფრთხე.

Your Car Seat არ არის უბრალოდ საინფორმაციო პლატფორმა, არამედ კომპეტენტური ადამიანებისგან დაკომპლექტებული ჯგუფია, რომელიც რეალურად ცვლის საზოგადოებრივ წარმოდგენას საბავშვო ავტოსავარძლების შესახებ. ორგანიზაციის მიერ წლების განმავლობაში დაგროვებული ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და ათასობით მშობელთან უშუალო კომუნიკაცია ამ კამპანიას განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის. პროფესიონალების გუნდის ძალისხმევამ უკვე გადაარჩინა არაერთი ბავშვი და შეუჩერებლად აგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ თითოეულმა პატარამ ისარგებლოს იმ დაცვით, რაც მას ეკუთვნის დაბადებიდანვე.

სწორედ ასეთი საქმიანი გამოცდილება და ღირებულებები აერთიანებს ლაბებესა და Your Car Seat-ის. ჩვენი თანამშრომლობა ემყარება საერთო ხედვას, რომელიც გულისხმობს, რომ უსაფრთხოება არ არის არჩევანი – ის აუცილებლობაა ბავშვებისთვის.

ამ პარტნიორობის ფარგლებში, მომდევნო თვეების განმავლობაში ლაბებე ბუტიკი აქტიურად ჩაერთვება კამპანიაში. ჩვენი ბლოგების, ვიდეოებისა და სოციალური არხების მეშვეობით მშობლები მიიღებენ სანდო, გადამოწმებულ და პრაქტიკულ ინფორმაციას ქარსითის შერჩევისა და გამოყენების შესახებ.


ლანა გიორგიძე, Your Car Seat-ის აღმასრულებელი დირექტორი:

„საზოგადოებრივი ორგანიზაცია YOUR CAR SEAT უკვე მეხუთე წელია ემსახურება ერთ მთავარ მიზანს – დავეხმაროთ მშობლებს, რათა მაქსიმალურად შეძლონ დაიცვან ბავშვების უსაფრთხოება.
როდესაც ამ საქმეს შევუდექით, ძალიან ნათლად ჩანდა იმდროინდელი მოცემულობა – საზოგადოებაში თითქმის არ არსებობდა ცოდნა ქარსითების შესახებ. მშობლები ხშირად ვერ არჩევდნენ კატეგორიებს, არ იცოდნენ, როგორ მოერგოთ სავარძელი ბავშვის ასაკსა და სიმაღლეს ან როგორ დაემონტაჟებინათ ის სწორად. და მაინც, სწორედ ამ დეტალებზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად დაცულად იმგზავრებს პატარა მანქანაში.
დღეს უკვე ვხედავთ პროგრესს – ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. მშობლები გაცილებით უკეთ ფლობენ ინფორმაციას, და რაც ყველაზე სასიხარულოა, ამ ცოდნას სხვებსაც უზიარებენ. ჩვენთვის ეს განსაკუთრებული წარმატებაა, რადგან ინფორმირებული მშობელი ავტომატურად ნიშნავს დაცულ ბავშვს.
ლაბებე ბუტიკთან პარტნიორობა ამ პროცესის მნიშვნელოვანი გაგრძელებაა. ეს არ არის უბრალოდ ბრენდი, არამედ სივრცეა, რომელიც თავადაც იზიარებს იმ ღირებულებებს, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ სანდოობა, პასუხისმგებლობა და ბავშვის კეთილდღეობა. სწორედ ამიტომ გვსურს, ერთობლივად შევთავაზოთ მშობლებს მეტი ინფორმაცია, მეტი ვიზუალური მაგალითი, მეტი პრაქტიკული რჩევა.
ამ თანამშრომლობის ფარგლებში შევქმნით სასარგებლო ვიდეოებსა და ბლოგებს, სადაც განვიხილავთ ქარსითების შერჩევის კრიტერიუმებს, ვაჩვენებთ დამონტაჟების სპეციფიკასა და ვუპასუხებთ მშობლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებს.
მჯერა, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ბევრ ოჯახს დაეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში, ხოლო თითოეული სწორი გადაწყვეტილება იმთავითვე გულისხმობს ბავშვის დაცულ სიცოცხლეს“.


ლერი ტაბატაძე, ლაბებე ბუტიკის დამფუძნებელი:

„ლაბებე ბუტიკისა და Your Car Seat-ის მთავარი ღირებულება საერთოა –ინფორმირებული მშობელი და უსაფრთხო გარემო ბავშვებისთვის. როცა საქმე ბავშვების უსაფრთხოებას ეხება, ჩვენთვის არ არსებობს დეტალი, რომელიც უმნიშვნელოდ შეიძლება მივიჩნიოთ. ეს თანამშრომლობაც სწორედ აქედან იწყება –სურვილიდან, რომ მშობლებს გვერდში დავუდგეთ არა მხოლოდ პროდუქციის შერჩევისას, არამედ სწორი გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც.
ლაბებეში არ ვუშვებთ კომპრომისებს – პრემიუმ ხარისხი, ეკოლოგიურობა და უსაფრთხოება ყოველთვის ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია. ვცდილობთ, რომ ყველა პროდუქტი, რომელსაც ვთავაზობთ მშობლებს, პასუხობდეს ამ პრინციპებს – განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც ბავშვების მგზავრობას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, ვთანამშრომლობთ ისეთ გლობალურ ბრენდთან, როგორიცაა Britax Römer – კომპანია, რომელიც წლებია ლიდერობს ამ სფეროში და მშობლების უცვლელი არჩევანია.
მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ლაბებე მხოლოდ მაღაზია არ არის. ჩვენი მიზანია, ვიყოთ ადგილი, სადაც მშობლებს არა მხოლოდ საბავშვო პროდუქციის შეძენა შეუძლიათ, არამედ კითხვის დასმა, ცოდნის მიღება და მხარდაჭერის მიღება პროფესიონალებისგან. ის, რაც განსაკუთრებით გვახარებს Your Car Seat-სთან თანამშრომლობაში, სწორედ ეს საერთო ხედვაა – განათლებული მშობელი ყველაზე კარგად იცავს თავის შვილს.
ბავშვის სიცოცხლე ის ღირებულებაა, რომელსაც ვერაფერს შევადარებთ და სწორედ ამიტომ ვეკიდებით ამ საკითხს სრული პასუხისმგებლობით. როგორც ბრენდი, რომელიც მშობლებთან ერთად იზრდება, ვითარდება და იცვლება ყოველდღიურობის საჭიროებების შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ არა მხოლოდ პროდუქციის მიმწოდებელი, არამედ ოჯახების ერთგული მხარდამჭერიც. მჯერა, რომ ლაბებესა და Your Car Seat-ის პარტნიორობა არაერთ ბავშვს დაიცავს და მრავალ მშობელს მისცემს ცოდნაზე დაფუძნებული, გონივრული გადაწყვეტილების მიღების საშუალებას“.

თითოეული ინფორმაცია, რომელსაც მშობელი იღებს, შეიძლება ერთ დღესაც გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ცოდნა იცავს ბავშვებს და სწორედ ამიტომ მისი გაზიარება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად ქარსითის შერჩევა. ახლა საუკეთესო დროა, რომ მეტი გაიგოთ მანქანის სავარძლების შესახებ – თვალი ადევნეთ ჩვენს ბლოგს, გაეცანით ვიდეოებსა და პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც ბავშვების მომავალს დაიცავს.

დაკავშირებული პროდუქტები

აღნიშნული პროდუქტი იქნება ხელმისაწვდომი 17/06/2025 -დან
მანქანის სავარძლები
წინასწარი შეკვეთით
1,405 
აღნიშნული პროდუქტი იქნება ხელმისაწვდომი 17/06/2025 -დან
მანქანის სავარძლები
წინასწარი შეკვეთით
1,405 
ამ პროდუქტის დამატება კალათაში შეუძლებელია. შესაძენად ხელმისაწვდომია 17/06/2025 -დან
მანქანის სავარძლები
მარაგი ამოწურულია
1,520 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,245 
აღნიშნული პროდუქტი იქნება ხელმისაწვდომი 17/06/2025 -დან
მანქანის სავარძლები
წინასწარი შეკვეთით
1,350 
ამ პროდუქტის დამატება კალათაში შეუძლებელია. შესაძენად ხელმისაწვდომია 17/06/2025 -დან
მანქანის სავარძლები
მარაგი ამოწურულია
1,575 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,415 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,215 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
965 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,215 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
705 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,575 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
965 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,145 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,215 
Britax-Roemer Swivel Midnight Grey - ავტომანქანის სავარძელი - image 2 | Labebe
კალათში დამატება
აღნიშნული პროდუქტი იქნება ხელმისაწვდომი 17/06/2025 -დან
მანქანის სავარძლები
წინასწარი შეკვეთით
1,405 
Britax-Roemer Swivel Space Black - ავტომანქანის სავარძელი - image 2 | Labebe
კალათში დამატება
აღნიშნული პროდუქტი იქნება ხელმისაწვდომი 17/06/2025 -დან
მანქანის სავარძლები
წინასწარი შეკვეთით
1,405 
Britax-Roemer Dualfix Pro Classic Deep Black - ავტომანქანის სავარძელი - image 2 | Labebe
ამ პროდუქტის დამატება კალათაში შეუძლებელია. შესაძენად ხელმისაწვდომია 17/06/2025 -დან
მანქანის სავარძლები
მარაგი ამოწურულია
1,520 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,245 
Britax-Roemer Advansafix Pro Style Teak - ავტომანქანის სავარძელი - image 1 | Labebe
კალათში დამატება
აღნიშნული პროდუქტი იქნება ხელმისაწვდომი 17/06/2025 -დან
მანქანის სავარძლები
წინასწარი შეკვეთით
1,350 
Britax-Roemer Dualfix Pro M Lux Urban Olive - ავტომანქანის სავარძელი - image 1 | Labebe
ამ პროდუქტის დამატება კალათაში შეუძლებელია. შესაძენად ხელმისაწვდომია 17/06/2025 -დან
მანქანის სავარძლები
მარაგი ამოწურულია
1,575 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,415 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,215 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
965 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,215 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
705 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,575 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
965 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,145 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,215 

მეტი სასარგებლო სტატიები

ზაფხული მშვენიერი სეზონია, მაგრამ პატარებისთვის ის ბევრ საფრთხესაც წარმოადგენს – მაღალი ტემპერატურა, მზის სხივები, გადახურება და დეჰიდრატაცია, ანუ გაუწყლოება
აღმოაჩინეთ, რატომ ხდება მსუბუქი ეტლი მშობლის შეუცვლელი დამხმარე ზაფხულის პერიოდში. მარტივად სამართავი, კომპაქტური, კომფორტული – გაიგეთ, როგორ გაამარტივოთ დღის რუტინა და სეირნობა ბავშვისთვის და საკუთარი თავისთვის.
ბავშვების სიყვარული ზღაპრებისადმი  გაცილებით მეტია, ვიდრე ძილის წინ გართობა და დროის სახალისოდ გატარება. მათთვის ესაა გზა, რომლითაც გარე სამყაროს სწავლობენ