როგორ ავირჩიოთ ბავშვის ქარსითი ასაკის, სიმაღლისა და წონის მიხედვით?
ბავშვის ავტომობილით გადაადგილებისას მთავარი პრიორიტეტი მისი უსაფრთხოებაა. სწორედ ამიტომ ლაბებე ბუტიკმა და ბავშვთა უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციამ Your Car Seat გააერთიანეს ძალები, რათა ერთობლივად დაიწყონ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია. ამ ინიციატივის მთავარი მიზანია, რომ დავეხმაროთ მშობლებს ქარსითის სწორად შერჩევასა და გამოყენებაში და ამით ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უკეთ დავიცვათ.
ბავშვის ქარსითის შერჩევა არა მხოლოდ მშობლის ვალდებულებაა, არამედ პასუხისმგებლობაც, რომელიც გზაზე მოძრაობისას გადამწყვეტ როლს თამაშობს. ლაბებე მომხმარებლებს სთავაზობს მხოლოდ ევროპული სტანდარტების შესაბამის სერტიფიცირებულ მოდელებს. ჩვენთან შეგიძლიათ შეარჩიოთ Britax Römer-ის პრემიუმ ხარისხის ბავშვის სამგზავრო სავარძლები, რომლებიც გათვლილია როგორც ჩვილებისთვის, ისე – უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.
აღსანიშნავია, რომ Britax Römer ითვლება მსოფლიო ლიდერად ქარსითების უსაფრთხოების სფეროში და ბრენდის სავარძლებს ენდობა მილიონობით ოჯახი. ლაბებე ბუტიკის ასორტიმენტში წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის მოდელები ბავშვის ასაკის, წონისა და სიმაღლის მიხედვით.
ბავშვის სამგზავრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ არის არჩევითი, არამედ აუცილებლობაა. აქედან გამომდინარე, ლაბებე და Your Car Seat ერთად ზრუნავენ იმაზე, რომ თითოეულმა მშობელმა იცოდეს ქარსითის სწორად შერჩევა, დამონტაჟება და გამოყენება, რადგან სპეციალური სავარძელი ბავშვის ზრუნვისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა.
რატომ უნდა აირჩიოთ Britax Römer-ის ქარსითი?
Britax Römer უკვე მრავალი ათეული წელია ქმნის ინოვაციურ, ერგონომიულ და უმაღლესი დონის დაცვით გამორჩეულ მანქანის სავარძლებს ყველა ასაკის ბავშვისთვის – დაბადებიდან მოზარდობამდე. დაარსებიდან დღემდე ბრენდის მთავარი მისიაა, რომ ბავშვის უსაფრთხოება გადააქციოს სტანდარტად.
გერმანული ბრენდის საბავშვო სამგზავრო სავარძლების მთელი კონცეფცია შემუშავებულია გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში, სადაც თითოეული მოდელი გადის მკაცრ ტესტირებას. ყველა ქარსითი სრულად შეესაბამება უსაფრთხოების ევროპულ რეგულაციებს, მათ შორის UN R129-ის სტანდარტს, რომელიც ამჟამად ითვლება ბავშვის სავარძლებისთვის ყველაზე უსაფრთხო ნორმად მთელ ევროპაში.
ბრენდის გამორჩეული მახასიათებლებია:
- დამატებითი გვერდითი დაცვის ტექნოლოგია (SICT) – იცავს ბავშვს გვერდითი შეჯახების დროს;
- Pivot Link სისტემა – ამცირებს ძალას შეჯახებისას და არ აძლევს სხეულს ინერციულად წინ გადანაცვლების საშუალებას;
- Isofix სისტემის მხარდაჭერა – უზრუნველყოფს მარტივ და სტაბილურ მონტაჟს ავტომობილში;
- არაერთი რეგულირებადი პოზიცია და დახვეწილი დიზაინი – იმისათვის, რათა ბავშვმა თავი კომფორტულად იგრძნოს როგორც მოკლე, ისე ხანგრძლივი მგზავრობისას.
Britax Römer-ის სერტიფიცირებული ქარსითები სწორედ იმიტომაც სარგებლობს მსოფლიო მასშტაბით მშობლების ნდობით, რომ ბრენდი არ ჰყიდის მხოლოდ პროდუქტს, არამედ აყალიბებს უსაფრთხო მგზავრობის კულტურას და მნიშვნელოვან ღირებულებად ქცეულ სტანდარტს.
ლაბებე ბუტიკში წარმოდგენილია Britax Römer-ის მოდელების ფართო ასორტიმენტი, რაც მშობლებს საშუალებას აძლევს, ზუსტად შეარჩიონ ავტოსავარძელი ბავშვის ასაკის, წონისა და სიმაღლის მიხედვით.
როგორ შევარჩიოთ სავარძელი ასაკის, სიმაღლისა და წონის მიხედვით?
ბავშვისთვის ქარსითის შერჩევისას აუცილებელია სამი ძირითადი კრიტერიუმის გათვალისწინება:
- ბავშვის ასაკი;
- ბავშვის სიმაღლე (სანტიმეტრებში);
- ბავშვის წონა (კილოგრამებში).
ეს პარამეტრები ერთად განსაზღვრავს, რომელი სამგზავრო სავარძელი იქნება ოპტიმალური როგორც კომფორტის, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით. თანამედროვე ქარსითების უმეტესობა შეესაბამება i-Size სტანდარტს, რაც ნიშნავს, რომ უნდა შეარჩიოთ სიმაღლისა და ასაკის გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მშობელი დღემდე ეყრდნობა ბავშვის წონას სავარძლის შერჩევისას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია ძველ ECE R44/04 სტანდარტზე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ Britax Römer-ის ყველა მოდელი უკვე მხოლოდ უახლესი i-Size რეგულაციის (UN R129) შესაბამისადაა დამზადებული, რაც უსაფრთხოების გაცილებით მაღალ დონეს უზრუნველყოფს.
Labebe Boutique-ში ხელმისაწვდომია სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის სერტიფიცირებული ქარსითები, რომლებიც პასუხობს როგორც ახალ i-Size სტანდარტს, ასევე – ბავშვის განვითარებაზე მორგებულ ერგონომიულ მოთხოვნებს.
დაბადებიდან 15 თვემდე | 40–85 სმ | დაბადებიდან – 13 კგ
პირველი ქარსითი ახალშობილებისთვის, როგორც წესი, არის კომპაქტური, სახელურიანი მოდელი, რომელიც სახით საბარგულისკენ, ანუ მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით მონტაჟდება,, რაც 5-ჯერ მეტ დაცვას უზრუნველყოფს ჩვილებისთვის.
მაგალითად, Britax Römer Baby-Safe Pro ავტომანქანის საბავშვო სავარძელი, რომელიც ამ კატეგორიას მიეკუთვნება, მსუბუქია – იწონის 3,9 კილოგრამს, დამზადებულია ჰაერგამტარი ქსოვილით და გამოირჩევა სწრაფი მონტაჟის სისტემით.
- დაცულია კისრისა და თავის არე შეჯახებისას;
- ქარსითის ერგონომიულობა უზრუნველყოფს სხეულის სწორ პოზიციას;
- მარტივად ყენდება ISOFIX-ით ან მანქანის სტანდარტული 3-წერტილოვანი ღვედით.
დაბადებიდან 4 წლამდე | 40–105 სმ | 0–19 კგ
ამ ტიპის საბავშვო სავარძელი ერგება როგორც ახალშობილს, ისე 4 წლამდე ასაკის პატარებს. რეკომენდებულია, რომ აღნიშნული კატეგორიის მოდელი დაამონტაჟოთ მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით,რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში – ასე მნიშვნელოვნად იზრდება უსაფრთხოების დონე. Britax Römer Dualfix Pro ბავშვი სავარძელი უნივერსალური ვარიანტი მათთვის, ვინც ეძებს ხარისხს, გამოყენების სიმარტივეს ყოველდღიურობასა და თანამედროვე ფუნქციებს.
უპირატესობები:
- V ფორმის კომფორტული თავსადები და საზურგე რეგულირდება ბავშვის ზრდასთან ერთად;
- 360°-ით მბრუნავი ბაზა ამარტივებს ბავშვის ჩასმას და ამოყვანას;
- ერთ ქარსითით უზრუნველყოფთ ბავშვის განვითარების რამდენიმე ეტაპს.
დაბადებიდან 7 წლამდე | 40–125 სმ | 0-25 კგ
თუ გსურთ ქარსითი, რომელიც წლების განმავლობაში გამოგადგებათ და ბავშვის ზრდის სხვადასხვა ეტაპს მოერგება, ეს კატეგორია საუკეთესო არჩევანი იქნება. ასეთ სავარძელს აქვს რეგულირების ფართო სისტემა და გამძლე კონსტრუქცია. მაგალითად, საბავშვო ავტოსავარძელი Britax Römer Swivel – მოქნილი და პრაქტიკული გადაწყვეტილებაა მშობლებისთვის, ვინც გრძელვადიანი ინვესტიციის ჩადებას გეგმავს.
უპირატესობები:
- საზურგე რეგულირდება სხვადასხვა ასაკობრივ ეტაპზე;
- გვერდითი დაცვა დამატებით უსაფრთხოებას უზრუნველყოფს;
- ხანგრძლივი გამოყენების უპირატესობა გზის მიმართთულების საწინააღმდეგოდ.
3 თვიდან 4 წლამდე | 61–105 სმ | 19 კგ-ამდე
ამ ეტაპზე ბავშვი უფრო აქტიურია და მშობელს ქარსითისადმი სხვა მოთხოვნები უჩნდება, როგორებიცაა მეტი სივრცე, კომფორტი და ფუნქციურობა. ეს კატეგორია იდეალურია 3 თვის ზემოთ ასაკისთვის და გამოიყენება 4 წლამდე. Dualfix Pro M სავარძელი გთავაზობთ დაცვას ყოველი მხრიდან და პრაქტიკულობას ერთ პროდუქტში.
უპირატესობები:
- სავარძელი აღჭურვილია მბრუნავი მექანიზმით, რაც ამარტივებს როგორც ბავშვის ჩასმას და ამოყვანას;
- პოზიცია მარტივად იცვლება საჭიროების მიხედვით;
- კონსტრუქცია გამძლეა და შესაფერისია ყოველდღიური გამოყენებისთვის.
15 თვიდან 12 წლამდე | 76–150 სმ | 35 კგ-ამდე
ბუსტერის ტიპის ქარსითი თან სდევს ბავშვს დაწყებითი სკოლის ასაკამდე. მთავარია, რომ ღვედები სწორად იყოს შეკრული და სავარძელი მოერგოს ბავშვის სიმაღლეს. ლაბებეში ამ კატეგორიისთვის შესაფერ მოდელებს 3 კოლექციაში აღმოაჩენთ – Britax Römer Evolvafix, Versafix დაAdvansafix Pro – ქარსითების მოქნილი ვარიანტებია, რომლებიც წლების განმავლობაში ოჯახებს სთავაზობს დაცვას და მაქსიმალურ კომფორტს.
უპირატესობები:
- სიმაღლე რეგულირდება ასაკის შესაბამისად;
- 5-წერტილოვანი უსაფრთხოების ღვედის გაზრდილი დაცვა;
- მსუბუქი და ადვილად გადასაადგილებელი სხვა მანქანაშიც.
აღსანიშნავია, რომ ბუტიკში წარმოდგენილი ყველა ქარსითი აღჭურვილია ISOFIX სისტემით, რომელიც ავტომობილში სამგზავრო სავარძლის სწორად და მყარად დამაგრებას უზრუნველყოფს. ეს სტანდარტი ამცირებს მშობლის მიერ მონტაჟისას დაშვებული შეცდომების რისკს.
Labebe Boutique გთავაზობთ მხოლოდ საბავშვო სავარძლების ისეთ მოდელებს, რომლებიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებს და პასუხობს მშობლის ყველა მოლოდინსა თუ მოთხოვნას.
თუ ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებული, რომელი ქარსითი გჭირდებათ, ჩვენი გუნდი მზადაა, დაგეხმაროთ, რათა ინფორმირებულად, გააზრებულად შეარჩიოთ საუკეთესო მოდელი თქვენი შვილის ყველა საჭიროების გათვალისწინებით. არ დაგავიწყდეთ, რომ ონლაინ შოპინგით დაზოგავთ დროს – შეიძინეთ სასურველი სამგზავრო სავარძელი და მიიღეთ შეკვეთა სახლიდან გაუსვლელად, 24 საათის განმავლობაში.