როგორ ავირჩიოთ 0-13 კგ კატეგორიის ქარსითი ახალშობილისთვის – უსაფრთხო მგზავრობის დასაწყისი სამშობიაროდანვე

ახალშობილის დაბადება ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტია მშობლის ცხოვრებაში – სიხარული, სიახლე, შიში და პასუხისმგებლობის შეგრძნება ერთდროულად ირევა ერთმანეთში, განსაკუთრებით კი, როცა სამშობიაროდან გამოსასვლელად ემზადებით. თუმცა სწორედ აქ იწყება ის მგზავრობა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი გახდება ბავშვის უსაფრთხოებისთვის – ავტომობილით გადაადგილება.

მანქანის საბავშვო სავარძელი, იგივე ქარსითი, ხშირად აღიქმება, როგორც ერთ-ერთი პრაქტიკული ნივთი, მაგრამ რეალურად ის ბავშვის სიცოცხლის უსაფრთხოებას განსაზღვრავს. შესაბამისად, მის სწორად შერჩევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. იმ წამიდანვე, როცა პატარა პირველად ხვდება მანქანაში, ქარსითი მისი უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტად იქცევა. ის ქმნის დაცულ სივრცეს, რომელიც იცავს ბავშვს მოულოდნელი შეჯახებებისა და მოხვევის დროს.

დღეს უკვე ცნობილია, რომ სწორად დამონტაჟებული და ასაკზე, წონასა და სიმაღლეზე მორგებული სავარძელი დაზიანების რისკს 71-82%-ით ამცირებს. ამიტომაც აუცილებელია, რომ მშობლებმა გაითვალისწინონ ყველა კრიტერიუმი – დაწყებული i-Size სტანდარტით, დასრულებული სავარძლის დამაგრების სისტემით (Isofix ან უსაფრთხოების სტანდარტული ღვედი).


რატომ არის ქარსითი აუცილებელი ახალშობილისთვის?

ბევრი მშობელი დღესაც კითხულობს – ხომ არ აზიანებს სამგზავრო სავარძელი ბავშვის ხერხემალს ან შეიძლება თუ არა, ახალშობილი რამდენიმე დღე უბრალოდ მშობლის მკლავებში, მოსეს კალათში იმგზავროს მანამ, სანამ ოჯახი გაარკვევს, როგორი ქარსითი სჭირდება მათ პატარას.

პასუხი კი მხოლოდ ერთია – ქარსითის გარეშე მგზავრობა დაუშვებელია. თანამედროვე სამყაროში სავარძლის ქონა უბრალოდ რეგულაციების დაცვას აღარ მოიაზრებს, რადგან ის უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპად იქცა.

მანქანის ავტოსავარძელი არა მხოლოდ არ აზიანებს ბავშვის ზოგად ჯანმრთელობას, არამედ სპეციალურადაა შექმნილი იმისთვის, რომ ჩვილისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემო უზრუნველყოს. მისი დიზაინი ეფუძნება მრავალმხრივ სამედიცინო და ინჟინრულ კვლევებს, რომლებშიც მონაწილეობდნენ პედიატრები, ფსიქოლოგები, ორთოპედები და სხვა სპეციალისტები. მათ განსაზღვრეს ბავშვის სხეულის ბუნებრივი პოზიციები, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის საჭიროებები და ის წერტილები, სადაც მგზავრობისას მაქსიმალური კომფორტი და დაცვაა საჭირო.

თანამედროვე ქარსითები როგორც უსაფრთხოების, ისე ანატომიური მხარდაჭერის პრინციპებსაც ემყარება. ჩვილის ხერხემალი ჯერ კიდევ ძალიან რბილია, კუნთოვანი სისტემა კი – განვითარების ეტაპზე. სწორედ ამიტომ ავტოსავარძლის ფორმა და დახრის კუთხე გათვლილია იმაზე, რომ ბავშვი არ იყოს ზედმეტად მოხრილი ან გადაწოლილი. თანმხლები ბალიშები, გვერდითი დაცვა და სხვადასხვა მექანიზმი კი ქმნის სტაბილურ, რბილ და მორგებულ გარემოს, სადაც პატარა თავს დაცულად გრძნობს.

რაც შეეხება გავრცელებულ მითს – „ბავშვი მუხლებზე ხომ უფრო ახლოსაა ჩვენთან და ნერვიულობა აღარ გვიწევს“ – რეალურად კი, ასეთი ბუნებრივი გადაწყვეტილება უმძიმეს შედეგებამდე შეიძლება მივიდეს. ავტოავარიის შემთხვევაში, მაშინაც კი, როცა დაბალი სიჩქარით მოძრაობს მანქანა, მშობლის ხელები ვერ უზრუნველყოფს იმ დონის დაცვას, როგორსაც სერტიფიცირებული ქარსითი. საერთაშორისო კვლევები და სტატისტიკა ამას ნათლად აჩვენებს – მშობელთან მჯდარი ბავშვი ავტოავარიისას ბევრად უფრო მაღალი რისკის ქვეშაა, ვიდრე სავარძელში მოთავსებული.


რას ნიშნავს 0-13 კგ კატეგორიის ქარსითი?

0–13 კგ კატეგორიის სამგზავრო ავტოსავარძელი ახალშობილისთვის განკუთვნილია დაბადებიდან დაახლოებით 15 თვის ასაკამდე, თუმცა უფრო ზუსტად – ბავშვის წონისა და სიმაღლის მიხედვით. ზოგიერთი ბავშვისთვის ეს პერიოდი შეიძლება უფრო ხანმოკლე აღმოჩნდეს, ზოგისთვის – უფრო გახანგრძლივებული. ამიტომ ყოველთვის უმჯობესია, მშობელმა არა მხოლოდ ასაკს, არამედ ბავშვის ფიზიკურ პარამეტრებს მიაქციოს ყურადღება, რათა ქარსითი ზუსტად შეესაბამებოდეს საჭიროებებს.

ამ კატეგორიის სავარძლები ყოველთვის არის სახელურიანი, რაც მშობელს აძლევს საშუალებას, მარტივად გადაიყვანოს ბავშვი სახლიდან მანქანაში და პირიქით – ისე, რომ მძინარე ბავშვი არ გამოაფხიზლოს. ეს პატარა დეტალი მშობლებისთვის ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვილის ძილი ხშირად ირღვევა გარე ფაქტორების ზემოქმედების გამო. სახელური ასევე გაამარტივებს ქარსითის საბავშვო ეტლთან მიერთებას, რაც ბევრ თანამედროვე მოდელში ერთიანი, მულტიფუნქციური სისტემით ხორციელდება.

სავარძლის ძირითადი მახასიათებლები:

  • ერგონომიული ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის სხეულის სწორ პოზიციონირებას, ამცირებს არასასურველ დატვირთვას მთელ სხეულზე;
  • დახრის კუთხე, რომელიც არ ტვირთავს ხერხემალს და ხელს უშლის თავის უკან გადაგდებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველ თვეებში, როცა კისრის კუნთები ჯერ კიდევ სუსტია და მხარდაჭერა სჭირდება;
  • დამცავი შრეები გვერდითა დარტყმისგან, რომლებიც ავარიის შემთხვევაში ამცირებს გადაცემულ ენერგიას და იცავს თავსა და მხრებს;
  • რბილი ბალიშები თავის, ზურგისა და სხეულის ირგვლივ, რომლებიც ბავშვისთვის მაქსიმალურ კომფორტს და სტაბილურობას უზრუნველყოფს მგზავრობისას.

სწორად შერჩეული უსაფრთხო ავტოსავარძელი ქმნის ბავშვისთვის ისეთ გარემოს, რომელიც მისთვის ბუნებრივია. სწორედ ამიტომაა, რომ ახალშობილები მასში ასე მშვიდად გრძნობენ თავს. დახრილი პოზიცია, რბილი მასალა და დაცული სივრცე მათთვის ისეთივე ნაცნობი და დამამშვიდებელია, როგორც მშობლის მკლავები.

გარდა ამისა, ბევრი საბავშვო სავარძელი აღჭურვილია დამატებითი ფუნქციებით, როგორებიცაა UV50+ მზისგან დამცავი კაპიუშონი, ჰაერგამტარი ქსოვილები, Ergo Recline ფუნქცია, რეგულირებადი სახელური და სხვ.

როგორ უნდა დამონტაჟდეს 0-13 კატეგორიის სამგზავრო სავარძელი?

არსებობს ქარსითის მონტაჟის ორი გზა:

ავტომობილის უსაფრთხოების ღვედით

ეს ყველაზე გავრცელებული და უნივერსალური მეთოდია. სავარძლის დამონტაჟება შესაძლებელია ნებისმიერი ავტომობილის უკანა სავარძელზე. მიუხედავად ამისა, აუცილებელია ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა და სავარძლის მჭიდროდ დამაგრება ისე, რომ გადაადგილებისას არ ირხეოდეს.

ბაზის (Isofix-ის) გამოყენებით

მანქანის საბავშვო სავარძლის ბაზაზე დამაგრებული ქარსითი კიდევ უფრო მარტივი და სწრაფია გამოსაყენებელია. ის ამცირებს არასწორი მონტაჟის რისკს და გაძლევთ 360 გრადუსით ბრუნვის შესაძლებლობას, რაც ბავშვის მანქანაში მოთავსებას გაცილებით ამარტივებს. ეს ფუნქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლებისთვის, ვისაც არ სურს ყოველი გასვლის წინ პროცესის გართულება და ზედმეტი დროის დახარჯვა.


რა ტიპის ავტოსავარძლები არსებობს ბავშვის ასაკის მიხედვით?

მანქანის საბავშვო სავარძლები იყოფა რამდენიმე ძირითად კატეგორიად ბავშვის წონის, სიმაღლისა და ასაკის მიხედვით:

  • 0+ კატეგორია (0-13 კგ) – ახალშობილებისთვის;
  • 0+/1 კატეგორია (0-19 კგ) – დაბადებიდან 4 წლამდე;
  • 1/2/3 კატეგორია (9-36 კგ) –  ბავშვის ზრდას თანმიმდევრულად ერგება;
  • 2/3 კატეგორია (15-36 კგ) – 3-4 წლიდან 12 წლამდე.

თუმცა, თუ ახალშობილი გყავთ, არ არსებობს ალტერნატივა – პირველივე დღიდან სწორად შერჩეული და დამაგრებული 0-13 კატეგორიის ქარსითი ერთადერთია, რაც მის უსაფრთხო მგზავრობას იდეალურად უზრუნველყოფს.


მსოფლიო დონის ბრენდის Britax Römer-ის სერტიფიცირებული სავარძლები

Britax Römer წარმოადგენს იმ პრემიუმ ბრენდს, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში ავტომობილით მგზავრობის უსაფრთხოების სტანდარტები ჩამოაყალიბა. გერმანული ინჟინერია, მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებები და პატარებზე მორგებული დიზაინი ქმნის პროდუქტს, რომელსაც ირჩევენ ოჯახები მთელ მსოფლიოში.

Britax Römer-ის ქარსითების მთავარი უპირატესობები:

  • უსაფრთხოების მკაცრი, სერტიფიცირებული სტანდარტები (ECE R129);
  • ინოვაციური დაცვა გვერდითა შეჯახების დროს;
  • მარტივი და სწრაფი მონტაჟი ღვედით ან Isofix ბაზით;
  • ერგონომიული ფორმა და თანამედროვე დიზაინი, რომელიც ბავშვების განვითარებას ეტაპებს ერგება.

სწორედ ამიტომ ირჩევენ მშობლები Britax Römer-ის მაშინ, როცა ყველაზე ძვირფასი მგზავრის დაცვაა საჭირო.

ლაბებე ბუტიკი Britax Römer-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ჩვენ გთავაზობთ სერტიფიცირებულ ქარსითებს, რომლებიც შეესაბამება უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტებს. გვეწვიეთ ადგილზე ან შეუკვეთეთ ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად და მიიღეთ შეკვეთა სასურველ მისამართზე.

დაკავშირებული პროდუქტები

მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,035 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,035 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,145 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,215 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,050 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,145 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,215 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,215 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,145 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,215 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,145 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,035 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,035 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,145 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,215 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,050 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,145 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,215 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,215 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,145 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,215 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,145 

მეტი სასარგებლო სტატიები

სწორად შერჩეული ქარსითი ბავშვის სიცოცხლეს იცავს. Labebe გთავაზობთ Britax Römer-ის პრემიუმ ქარსითებს – ბრენდს, რომელსაც მილიონობით მშობელი ენდობა. აღმოაჩინეთ საბავშვო სავარძლები ასაკის, წონისა და სიმაღლის მიხედვით.
ლაბებე ბუტიკი უერთდება Your Car Seat-ის კამპანიას საბავშვო ავტოსავარძლების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად – უსაფრთხო მგზავრობა იწყება ცოდნით და სწორად მიღებული გადაწყვეტილებებით.
ზაფხული მშვენიერი სეზონია, მაგრამ პატარებისთვის ის ბევრ საფრთხესაც წარმოადგენს – მაღალი ტემპერატურა, მზის სხივები, გადახურება და დეჰიდრატაცია, ანუ გაუწყლოება