როგორ ავარჩიოთ საუკეთესო საკვები სკამი ბავშვისთვის?
პატარა რომ მყარ საკვებზე გადადის, მშობლებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა უჩნდებათ: როგორი სკამი შევარჩიო?
საბავშვო საკვები სკამი არა მხოლოდ ავეჯის ნაწილია – ეს ის ადგილია, სადაც ბავშვი დამოუკიდებლად ჭამის გამოცდილებას იქმნის. ამიტომ უსაფრთხოება, სტაბილურობა და მოხერხებულობა ერთნაირად მნიშვნელოვანია ამ დროს.
თუ ახალ სკამს ეძებთ და გინდათ, რომ პატარა კომფორტულად, სწორ პოზიციაში იჯდეს და თქვენც მშვიდად დალიოთ ყავა, გადახედეთ Labebe Boutique-ის საკვები სკამების მრავალფეროვან ასორტიმენტს. აქ დაგხვდებათ ისეთი მოდელები, რომლებიც ადაპტირდება ბავშვის ზრდასთან ერთად, მარტივად იწმინდება და თან ინტერიერსაც უხდება.
როცა პროდუქტის შერჩევას დაიწყებთ, გაითვალისწინეთ სკამის სიმაღლე, უსაფრთხოების ღვედები, მოსახსნელი დაფა და ისიც, თუ რამდენად მოსახერხებელია ყოველდღიური გამოყენებისთვის.
თუ გინდათ მარტივად გაარკვიოთ, რომელი ვარიანტია თქვენთვის საუკეთესო, გაეცანით ამ ბლოგს და გაიგეთ, როგორ უნდა შეარჩიოთ იდეალური სკამ-მაგიდა ისე, რომ ბავშვიც კმაყოფილი იყოს და სახლის ატმოსფეროც უფრო ესთეტიკური გახდეს.
რატომ უნდა შეიძინო საკვები სკამი ჩვილისთვის?
როცა ბავშვი იწყებს მყარ საკვებზე გადასვლას, აბსოლუტურად ყველაფერი იცვლება – საჭმლის მიღება უკვე უბრალო კვება აღარ არის. ეს პერიოდი სავსეა სისწრაფით, არეული ჭურჭლითა და იმ მომენტებით, როცა ყველაფერი პირდაპირ იატაკზე ეშვება. სწორედ აქ ჩნდება საბავშვო საკვები სკამის ქონის აუცილებლობა – პრაქტიკული, უსაფრთხო და მშობლის ერთგული თანამგზავრი.
პატარებისთვის სპეციალურად შექმნილი მაღალი საკვები სკამი პირველივე დღეებიდანვე ბავშვებს სწორი პოზის შენარჩუნებაში ეხმარება. მშობლისთვის კი ეს იმას ნიშნავს, რომ პატარა მშვიდად ზის და მარტივად ჭამს, რასაც ნაკლები ღელვა და ნამცეცების მიმოფანტვა მოსდევს.
გარდა კომფორტისა, ეს სკამები ხელს უწყობს დამოუკიდებლობის განვითარებას – ბავშვი სწავლობს კოვზით ჭამას, მოძრაობის კოორდინაციასა და კვების პროცესით სიამოვნების მიღებას.
ამ პროდუქტთან ერთად აღარ გიწევთ ნახევრად დახრილ პოზაში და წვალებით ბავშვის გამოკვება – საბავშვო სკამ-მაგიდა იდეალურ სიმაღლეზეა, რაც ამცირებს წელისა და ზურგის დატვირთვას მშობლისთვის, ხოლო ჭამის დროს თქვენს შორის მეტი კონტაქტის სივრცეს ქმნის.
პრემიუმ კლასის საბავშვო სკამის შერჩევისას გაითვალისწინეთ:
- იყოს სტაბილური და აღჭურვილი უსაფრთხოების ღვედებით;
- ჰქონდეს მოსახსნელი და ადვილად გასაწმენდი მაგიდა;
- ბავშვის ზრდასთან ერთად მარტივად შეგეძლოთ სიმაღლის ან პოზიციის ცვლილება;
- იყოს ისეთი ლამაზი, რომ სახლის ინტერიერსაც კი მოუხდეს.
Labebe Boutique-ში სწორედ ასეთი მოდელებია წარმოდგენილი – იდეალურად დამზადებული, თანამედროვე და უსაფრთხო. თქვენი პატარა გაიზრდება, მაგრამ ეს სკამი აუცილებლად გახდება იმ მოგონებების ნაწილი, სადაც პირველი ბოსტნეული არ მოეწონა, მაგრამ ბოლოს მაინც გემრიელად ჩაკბიჩა.
რა უნდა გაითვალისწინოთ საკვები სკამის შერჩევისას?
საკვები სკამ-მაგიდა, ერთი შეხედვით, მარტივი ნივთია, მაგრამ როცა არჩევის დრო დგება, გიჩნდებათ ათასი კითხვა: რომელია ყველაზე უსაფრთხო? პრაქტიკული? და იქნებ არსებობს ისეთი, რომელიც მომავალშიც გამოგვადგეთ?
უსაფრთხოება
პატარა რომ მშვიდად იჯდეს და თქვენც თავისუფლად იყოთ, ყურადღება მიაქციეთ:
- მყარ, სტაბილურ კონსტრუქციას;
- 5-წერტილოვან ღვედებს – ეს ისაა, რაც ბავშვს მოძრაობის დროსაც იცავს;
- არატოქსიკურ მასალებს
- უსაფრთხოების ევროპულ სერტიფიკატებს.
Labebe-ს კოლექციაში შეხვდებით ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Peg Perego, Happy Baby და Foppa Pedretti – ყველა მათგანი ამ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.
კომფორტი
რბილი ბალიშები, რეგულირებადი საზურგე და ფეხისთვის დასადები – ეს ის დეტალებია, რომლებიც ბავშვისთვის ჭამის პროცესს ბევრად უფრო სასიამოვნოს და უსაფრთხოს ხდის. როცა პატარა ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ იკავებს ზურგსა და კისერს, აუცილებელია, რომ სკამი სწორად ანაწილებდეს სიმძიმეს და კომფორტულად იჭერდეს ჩვილ ბავშვს. თუ ბავშვი თავს კომფორტულად გრძნობს, ის უფრო მშვიდად იკვებება და კვების ყოველი მომენტი პოზიტიური გამოცდილებად იქცევა როგორც მისთვის, ისე თქვენთვის
მარტივად გასაწმენდი ზედაპირები
ბავშვთან ყოფნისას საჭმელი მხოლოდ თეფშზე იშვიათად რჩება; ნამცეცები ყველგან ცვივა – სავარძელზე, მაგიდის ზედაპირზე, ტანსაცმელსა და ხანდახან მშობელზეც.
- ამიტომ უნდა აირჩიოთ ისეთი მოდელი, რომელიც მშობლის ცხოვრებას გაგიმარტივებთ:
- მოსახსნელი და ადვილად გასარეცხი დაფა;
- ჩასაფენი საკვები სკამისთვის, რომელიც შეგიძლიათ სარეცხ მანქანაში გარეცხოთ;
- კონსტრუქცია, რომელიც მარტივად იწმინდება ტილოთი.
მობილურობა და კომპაქტურობა
გაქვთ პატარა ბინა ან ხშირად მოგზაურობთ შვილთან ერთად? მაშინ გადახედეთ ბავშვის მაღალ სკამებს, რომლებიც:
- აღჭურვილია ბორბლებით გადაადგილებისთვის;
- იკეცება კომპაქტურად და ზოგავს სივრცეს;
- სწრაფად ასაწყობია.
ტრანსფორმაციის შესაძლებლობა
ზოგი საკვები სკამი მხოლოდ სკამი არ არის – ის მომავალში იქცევა დამოუკიდებელ სკამად, სათამაშო მაგიდად ან თუნდაც მოსახერხებელ სავარძლად. მაგალითად, Foppa Pedretti Bonito – Labebe-ის ერთ-ერთი გამორჩეული მოდელია, რომელიც წლები ემსახურება მთელ ოჯახს.
ტოპ 3 საკვები სკამი Labebe-ისგან
ლაბებეს გუნდმა შევარჩიეთ ის სამი მოდელი, რომლებსაც მშობლები ყველაზე ხშირად ირჩევენ. და, რაც მთავარია, ყველა მათგანი კომფორტულია, სტაბილური და ყოველდღიურ ცხოვრებას იდეალურად ერწყმის.
Peg Perego Prima Pappa Follow Me
აღნიშნული მოდელი მოეწონება მათ, ვისაც სურს ყველაფერი ერთ პროდუქტში – კომფორტი, მობილურობა და უკომპრომისო ხარისხი. იტალიური ბრენდის საბავშვო მაღალი სკამი გამოიყენება დაბადებიდანვე, აქვს 7 პოზიციით რეგულირებადი საზურგე, რბილი ბალიშები, მოსახსნელი ორმაგი მაგიდა და სამუხრუჭე სისტემით დამზადებული ბორბლები. ამ მახასიათებლებით ეს სკამი იდეალური არჩევანია მაშინ, როცა ბავშვიც აქტიურად მოძრაობს და თქვენც გსურთ, სხვა ოთახში მარტივად გადაიტანოთ ნივთი.
Happy Baby Berny Basic
ბრიტანული საბავშვო ბრენდის მიერ შექმნილი კომფორტული და ფუნქციური საკვები სკამი ჩვილისთვის მოერგება თქვენს შვილს დაბადებიდან 3 წლამდე. რეგულირებადი საზურგე, სიმაღლის ხუთი დონე და მოსახსნელი ორმაგი დაფა უზრუნველყოფს მოქნილობას ყოველდღიურად. მოძრავი გორგოლაჭები, უსაფრთხოების ღვედი და სათამაშოების შესანახი ბადე კი პრაქტიკულობას და უსაფრთხოებას აერთიანებს. სკამის შალითა ანტიალერგიულია და მარტივად ირეცხება – ასე რომ, ამ სავარძელში ყველაფერია იმისთვის, რომ კვება მშობლისთვისაც და პატარასთვისაც სასიამოვნო გახდეს.
Foppa Pedretti Bonito
უნივერსალური და გრძელვადიანი არჩევანი მშობლებისთვის, რომლებიც ეძებენ სკამს, რომელიც პატარას განვითარების გზაზე წლების განმავლობაში გაჰყვება. 6 თვიდან 3 წლამდე გამოიყენება როგორც საკვები მაღალი სკამი, ხოლო შემდეგ მარტივად გარდაიქმნება პატარა მაგიდად და სავარძლად 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
იტალიური ხარისხი, მასიური წიფლის ხისგან დამზადებული ფეხები და ეკო-ტყავის ანატომიური სავარძელი ამ მოდელს გამორჩეულს ხდის. დამატებით აქვს მოსახსნელი დაფა, ფეხების დასადგამი და პრაქტიკული შესანახი კალათა – ყველაფერი, რაც მშობელს დღეს სჭირდება.
როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვისთვის საკვები სკამის დროა?
სხვადასხვა ბავშვს განსხვავებული ტემპი აქვს, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, დაახლოებით 6 თვის ასაკიდან მშობლებიც და ბავშვებიც ერთნაირ სიგნალს იღებენ:
- პატარა უკვე დამოუკიდებლად ზის;
- ავლენს ინტერესს მაგიდასთან მსხდომი მშობლების მიმართ;
- თვალს არ აცილებს კოვზს და ცდილობს ჩაერიოს საქმეში.
ამ დროს ზუსტად იბადება კითხვა: უკვე დროა თუ არა გამოვიყენოთ საკვები სკამი?
პასუხი ცალსახა და მარტივია – დიახ, თუკი ამჩნევთ, რომ პატარა მეტად აქტიურობს და თან უკვე ფიზიკურადაც მზადაა (ზის თავისით), დროა შეარჩიოთ სავარძელი, რომელიც იქნება:
- კომფორტული;
- უსაფრთხო;
- ყოველდღიურ კვებას ნამდვილ ოჯახურ რიტუალად აქცევს.
ლაბებე ბუტიკში კი ზუსტად ასეთი ვარიანტები დაგხვდებათ, ამიტომ პიურეს პირველივე კოვზი გახდება ოჯახის ახალი თავგადასავლების დასაწყისი.
Labebe Boutique-ში აღმოაჩენთ მრავალფეროვან არჩევანს საბავშვო საკვები სკამების კატეგორიაში; მრავალფუნქციური მოდელები, გამძლე და ხარისხიანი მასალები და დიზაინი, რომელიც არც თქვენს გემოვნებას გაუცრუებს იმედს და არც ბავშვის კომფორტს.