რატომ გჭირდებათ მანქანის სავარძელი?

მსოფლიოში ნებისმიერი სფერო ყოველდღიურად ვითარდება და იხვეწება, რის შედეგად მშობლების ცხოვრებაც უფრო მოქნილი, მარტივი და სასიამოვნო ხდება. საბავშვო სამყაროში ახალ-ახალი ნივთების გამოჩენამ არაერთი საქმის უფრო სწრაფად და ხარისხიანად შესრულებას შეუწყო ხელი. საბავშვო ავტოსავარძლის გამოგონებაც ამ სერიიდანაა, რომელიც მთელ ოჯახს უმარტივებს მგზავრობას ყველანაირი უსაფრთხოების დაცვით.

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული – ხეტიალის და მოგზაურობის სეზონი – მალე იწურება, შეგიძლიათ მშვიდად დაათვალიეროთ ლაბებეს ვებგვერდზე მანქანის სავარძლების მრავალფეროვანი ასორტიმენტი, რადგანაც პროდუქტის გამოყენება ნებისმიერ სეზონზე აუცილებელია.

ამ ბლოგში აღმოაჩენთ იმ ძირითად მიზეზებს, თუ რატომ და რომელი კრიტერიუმების გათვალისწინებით უნდა შეარჩიოთ ქარსითი. სწორად შერჩეული სავარძელი ბავშვისთვის შეუცვლელი თანამგზავრი გახდება.


რა არის მანქანის სავარძელი, ანუ ქარსითი?

ბავშვის ყოლა საპასუხისმგებლო საქმეა, რომელიც უფროსებისგან გაორმაგებულ ყურადღებას და, ზოგადად, რესურსს მოითხოვს. ამიტომ ნებისმიერ წვრილმანს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. საბავშვო პროდუქციის არჩევა გაცილებით ადრე, ბავშვის დაბადებამდე იწყება და თითქმის არასდროს მთავრდება.

მანქანის სავარძელი ბავშვისთვის სპეციალურად შექმნილი სავარძელია, რომელიც მაგრდება ავტომანქანის უკანა სავარძელზე სხვადასხვა მიმართულებისკენ და უზრუნველყოფს უსაფრთხო და მშვიდ მგზავრობას მოკლე თუ შორ მანძილებზე.

დაუშვებელია, რომ მცირეწლოვანი ბავშვი მშობელს კალთაში ეჯდეს ან/და ხელში ჰყავდეს, რადგან საფრთხის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. გარდა ამისა, ქარსითში მოკალათებული პატარა თავს კომფორტულად და თავისუფლად გრძნობს 5-წერტილოვანი უსაფრთხოების ღვედის წყალობით.

როცა ირჩევთ ბავშვისთვის საუკეთესო ავტოსავარძელს, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:

  • ქრაშ (უსაფრთხოების) ტესტი

ბავშვის სავარძლის კონცეფცია მთლიანადაა აგებული როგორც ბავშვის, ისე მშობლის უსაფრთხოებაზე. ამიტომ, ბუნებრივია, ქარსითის გავლილი უნდა ჰქონდეს ქრაშ, ანუ უსაფრთხოების ტესტირებები, რომლებშიც მიღებული შეფასება დამაკმაყოფილებელი იქნება.

როცა ასეთი ტიპის ტესტი გავლილი აქვს პროდუქტს, მისდამი უფრო მეტი ინტერესი და სანდოობა ჩნდება. მაგალითად, Peg Perego Primo Viaggio Lounge ის კოლექციაა, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვნებით, უმაღლესი ხარისხითა და, რა თქმა უნდა, თავისი სავიზიტო ბარათით – ქრაშ ტესტირებების წარმატებულად გავლით.

Primo Viaggio Lounge-მა Base i-Size-ით მოიპოვა ჯილდო „საუკეთესო დასაწოლი საბავშვო სავარძელი“ 2021 წლის StiftungWarentest, ADAC, ÖAMTC და TCS ქრაშ ტესტებში შესანიშნავი შეფასებით და საბოლოო ქულით 1.7.


  • სავარძლის მარტივი დამაგრება მანქანაში

თუ პირველად აპირებთ სავარძლის ყიდვას და ათასი კითხვა გაქვთ, პირველ რიგში, უნდა განვიხილოთ, როგორ მაგრდება სავარძელი მანქანაში? ეს ამოცანა უნდა იყოს მარტივად შესასრულებელი და არ მოითხოვდეს თქვენგან დიდ ძალისხმევას.

თანამედროვე სავარძელი მაგრდება ორნაირად: სპეციალური ბაზის დახმარებით, რომელიც ცალკე უნდა შეიძინოთ და რომელზეც მაგრდება სავარძელი; უშუალოდ ავტომანქანის უსაფრთხოების ღვედით.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სავარძლების გარკვეულ ნაწილს სჭირდება i-Size Base, რომელიც ჯერ უნდა დაამაგროთ თქვენი მანქანის უკანა სავარძელს, ხოლო შემდგომ მასზე დააყენოთ ბავშვის ქარსითი.

  • სამოგზაურო სისტემა

როცა ერთი პროდუქტი რამდენიმე საქმის კეთების შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, უპირატესი და კონკურენტული ხდება. თუ ეძებთ ავტოსავარძელს, რომელიც უზრუნველყოფს მანქანით მგზავრობას და, ამასთანავე, ფეხით სეირნობას, წამყვანი იტალიური ბრენდის, Peg Perego-ის მანქანის სავარძელი აუცილებლად მოგეწონებათ.

ავტომატური ინსტალაციის დახმარებით სავარძელი მარტივად მაგრდება ბრენდის წარმოებული საბავშვო ეტლების შასიზე, რაც უფრო მეტად აფართოებს მის შესაძლებლობებს და ოჯახს ანიჭებს მეტ სიამოვნებას.


როგორ უნდა შეარჩიოთ საბავშვო ავტოსავარძელი?

ბუნებრივია, რომ ნებისმიერი შოპინგისგან გვინდა მაქსიმალური სიამოვნების და სარგებლის მიღება. ხშირად დილემების წინაშეც ვართ და რამდენიმე ვარიანტიდან გვიწევს ერთის არჩევა. ამ სცენის სიმძაფრეს განსაკუთრებით მაშინ იგრძნობთ, როცა შვილისთვის საჭირო პროდუქტების შეძენას დაიწყებთ – ეტლს, აკვანს, კარადას და სხვ.

მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციის ჩადებამდე გაითვალისწინოთ თქვენი სურვილები, ბავშვის საჭიროებები, ბიუჯეტი და მიზანი. არსებობს სავარძლების ჯგუფები, რომლებიც ასაკობრივი და სიმაღლის თვალსაზრისითაა დაყოფილია: 0-13, 0-4, 0-12, 1-12. 3-12 ჯგუფები. ცხადია, არჩევანის გაკეთება ყოველთვის ღირს ისეთ პროდუქტზე, რომლის გამოყენების პერსპექტივა გრძელვადიანია და ხშირ-ხშირად არ მოგიწევთ მისი შეცვლა და ზედმეტი ხარჯების გაღება.

ლაბებეს ვებგვერდზე მანქანის სავარძლების კატეგორიაში 4 საბავშვო ბრენდს იპოვით. თითოეული მწარმოებელი ფოკუსირებულია პრემიუმ ხარისხის პროდუქციის წარმოებაზე და მათთვის პრიორიტეტი ბავშვის ჯანსაღი განვითარება, უსაფრთხოება და კეთილდღეობაა.

ბრენდის რეპუტაცია მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რომელიც უთუოდ გასათვალისწინებელია, როცა ბავშვისთვის მანქანის სავარძელს არჩევთ. ქარსითი საკმაოდ თავისებური, სპეციფიკური პროდუქტია, რომელსაც დიდი რუდუნებით არჩევა სჭირდება, რადგან სწორედ მას ვაკისრებთ უსაფრთხო გადაადგილებას და, შესაბამისად, პატარას ჯანმრთელობას.

საბოლოო ნაბიჯის გადადგმამდე, უნდა გაეცნოთ ბრენდს და მის პროდუქტს, რომელსაც ყიდულობთ – არის თუ არა იგი საფუძვლიანად დატესტილი და აკმაყოფილებს თუ არა უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტებს.

დაკავშირებული პროდუქტები

მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,650 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,850 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
635 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
885 
მარაგი ამოწურულია
მანქანის სავარძლები
მარაგი ამოწურულია
1,299 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,034 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
835 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,129 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
689 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
685 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
804 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,650 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,850 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
635 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
885 
Foppa Pedretti FP360 i-Size Black - ავტომანქანის საბავშვო სავარძელი - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
მანქანის სავარძლები
მარაგი ამოწურულია
1,299 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,034 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
835 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,129 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
689 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
685 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
804 

მეტი სასარგებლო სტატიები

ამ ბლოგში ტოპ ბრენდების პროდუქციას აღმოაჩენთ, რომლის ხარისხი იმდენად გამორჩეულია, რომ ნივთის გამოყენება შესაძლებელია წლების განმავლობაში. 
მშობლები ყოველთვის ეძებენ საუკეთესო გზებს, რომ პატარებს შეუქმნან მათზე მორგებული გარემო როგორც განვითარებისთვის, ისე – სათამაშოდ. 
ლაბებეში დაგხვდებათ როგორც სტანდარტული სასეირნო ეტლები, ისე ყველაზე მსუბუქი და კომპაქტური ვარიანტებიც, რომელთა მწარმოებელი Peg Perego-ია, ერთ-ერთი წამყვანი იტალიური ბრენდი მსოფლიო მასშტაბით.