რამდენ ხანს შეიძლება ბავშვის ავტოსავარძლის გამოყენება?

ბავშვის უსაფრთხოება გზაზე ყოველთვის პრიორიტეტია. მშობლები დიდ ყურადღებას აქცევენ, რომ მანქანის სავარძელი სწორად იყოს დაყენებული, შეესაბამებოდეს ბავშვის ასაკს, წონასა და სიმაღლეს, ჰქონდეს შესაბამისი სერტიფიკაცია. თუმცა ხშირად უყურადღებოდ რჩება ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – ბავშვის ავტოსავარძლის გამოყენების ვადა.

რატომ აქვს სამგზავრო სავარძელს ვადა?

ისევე, როგორც სურსათს, კოსმეტიკასა ან მედიკამენტებს, სამგზავრო სავარძლებსაც აქვს შეზღუდული ვადა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მათი ექსპლუატაციის პერიოდი გაცილებით ხანგრძლივია – საშუალოდ 6–10 წელი.

ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ ვადის მითითება მხოლოდ მარკეტინგული მიზეზებისა ან მწარმოებლის სურვილის საფუძველზე ხდება, რათა მომხმარებელმა მეტი თანხა დახარჯოს ქარსითზე, თუმცა სინამდვილეში ასე არ არის. ვადაგასული სავარძელი რეალურად ვერ უზრუნველყოფს დაცვის იმ დონეს, რაც ბავშვის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.

რა იცვლება წლების განმავლობაში ქარსითში?

გარე იერსახით სავარძელი შეიძლება შესანიშნავ მდგომარეობაში ჩანდეს, მაგრამ მისი უსაფრთხოების მახასიათებლები დროთა განმავლობაში სუსტდება.

  • მასალების ცვეთა – პლასტმასა მყიფდება, ლითონის ნაწილები და ღვედები კი – ხუნდება, იცვითება;
  • ტექნოლოგიების გაუმჯობესება – თანამედროვე მოდელები უსაფრთხოების მკაცრ ტესტებს გადის, რასაც ძველი სავარძლები ვეღარ აკმაყოფილებს;
  • სანდოობის დაკარგვა – წლების წინ დადებითად შეფასებული მოდელი შესაძლოა დღეს აღარ იყოს უსაფრთხო.

ამიტომ ექსპერტები ერთხმად გვაფრთხილებენ, რომ არ უნდა გამოვიყენოთ ვადაგასული ავტოსავარძელი, თუნდაც გარეგნულად იდეალურად გამოიყურებოდეს.

როგორ გადავამოწმოთ ავტოსავარძლის ვადა?

ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ ავტოსავარძელი გადაამოწმოთ. ვადის განსაზღვრად გაითვალისწინეთ შემდეგი ნაბიჯები:

  • გადაამოწმეთ ინსტრუქცია – მწარმოებლები კონკრეტულად უთითებენ ვადას ქარსითზე;
  • დაათვალიერეთ სავარძელი – მოძებნეთ გამოშვების თარიღი;
  • ვადის არარსებობის შემთხვევაში – სავარძლის უსაფრთხო გამოყენების ვადა გამოშვების თარიღიდან 10 წელს არ უნდა აჭარბებდეს.

თუ გიჩნდებათ ეჭვი, თქვენი სავარძელი უსაფრთხოა თუ არა, მოგვმართეთ ლაბებე ბუტიკს და ორგანიზაციას Your Car Seat – ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან გადამოწმებაში.

რატომაა ეს ინფორმაცია მშობლებისთვის მნიშვნელოვანი?

ბავშვის უსაფრთხოება მხოლოდ ერთჯერადი შეძენით არ შემოიფარგლება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ:

  • რეგულარულად გადაამოწმოთ სავარძლის მდგომარეობა;
  • აკონტროლოთ ვადა;
  • საჭიროების შემთხვევაში, შეიძინოთ ახალი საბავშვო სამგზავრო სავარძელი, რომელიც იქნება სერტიფიცირებული მოდელი.

ბავშვის ავტოსავარძელი მშობლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. სწორად შერჩეული, დამონტანჟებული და ვადიანი სავარძელი გზაზე დამატებით თავდაჯერებულობას გაძლევთ და იცავს ყველაზე ძვირფასს – ბავშვის სიცოცხლეს.

დაკავშირებული პროდუქტები

მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,405 
მარაგი ამოწურულია
მანქანის სავარძლები
მარაგი ამოწურულია
1,299 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,690 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,245 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,850 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,850 
მარაგი ამოწურულია
მანქანის სავარძლები
მარაგი ამოწურულია
1,034 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,520 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,245 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,510 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,405 
Foppapedretti FP360 i-Size Black - ავტომანქანის საბავშვო სავარძელი - image 14 | Labebe
მარაგი ამოწურულია
მანქანის სავარძლები
მარაგი ამოწურულია
1,299 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,690 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,245 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,850 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,850 
Foppapedretti Iturn 360 i-Size Grey - ავტომანქანის საბავშვო სავარძელი - image 19 | Labebe
მარაგი ამოწურულია
მანქანის სავარძლები
მარაგი ამოწურულია
1,034 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,520 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,245 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,510 

მეტი სასარგებლო სტატიები

სკოლიოზის ადრეული ნიშნები ბავშვებში – სიმეტრიის ცვლილებები, სხეულის გადახრა. გაიგეთ, რა ტიპის სკოლიოზი არსებობს და როდის არის აუცილებელი სპეციალისტთან ვიზიტი.
აღმოაჩინეთ UPPAbaby-ის პრემიუმ ეტლები, ქარსითები და აქსესუარები მხოლოდ ლაბებე ბუტიკში – ორიგინალი პროდუქცია და ამერიკული ხარისხი, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით.
რა გავლენას ახდენს ზურგჩანთა ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე? პოდიატრი თამარ ჭიჭინაძე განმარტავს, როგორ ავირჩიოთ ერგონომიული ჩანთა და როგორ დავიცვათ ხერხემალი ზრდის პერიოდში.