ქარსითი, რომელიც იზრდება ბავშვთან ერთად – Britax Römer Dualfix Pro M
ბავშვის უსაფრთხო მგზავრობა ყველა მშობლისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. არჩევანის გაკეთება ბევრ კითხვას წარმოშობს – როგორ შევარჩიოთ ქარსითი, რომელიც ნამდვილად დაიცავს პატარას და თანაც ყოველდღიურ გამოყენებაში პრაქტიკული იქნება?
Dualfix Pro M ბრიტანულ-გერმანული ბრენდის Britax Römer-ის მიერ შექმნილი ის სამგზავრო სავარძელია, რომელიც მშობლების უმაღლეს მოლოდინს ამართლებს. ის აერთიანებს უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს, გამართულ ფუნქციონალსა და გამორჩეულ კომფორტს, რაც მშობლისა და ბავშვის მოგზაურობას ბევრად უფრო მშვიდსა და სასიამოვნოს ხდის.
რომელი ასაკისთვისაა Dualfix Pro M შესაფერისი?
Dualfix Pro M განკუთვნილია 3 თვიდან 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ანუ 61 სმ-იდან 105 სმ-ამდე სიმაღლისთვის. ეს ნიშნავს, რომ მასთან ერთად შეგიძლიათ გრძელვადიანი და დაცული მგზავრობის უზრუნველყოფა პატარას განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებზე.
უსაფრთხოების სტანდარტები
აღნიშნული ავტოსავარძელი აკმაყოფილებს და აღემატება ყველაზე მკაცრ ევროპულ უსაფრთხოების სტანდარტს – UN R129 (i-Size). ეს სერტიფიკატი მოწმობს, რომ სავარძელმა წარმატებით გაიარა ტესტირებები სხვადასხვა ტიპის ავარიის სიმულაციებზე, მათ შორის – გვერდითა და წინა შეჯახებისას.
სავარძლის ძირითადი უსაფრთხოების მახასიათებლებია:
- 5-წერტილოვანი ღვედი – თანაბრად ანაწილებს დატვირთვას ბავშვის სხეულზე;
- SICT გვერდითა დაცვის სისტემა – ამცირებს გვერდითა შეჯახებისას დატვირთვას;
- ახალი ბამპერი და შემთხვევითი მობრუნების საწინააღმდეგო დისკი – იცავს სავარძლის მოულოდნელ გადატრიალებას.
360 გრადუსით მბრუნავი მექანიზმი
ერთი შეხედვით, პატარა დეტალია, თუმცა მშობლებისთვის დიდ კომფორტს წარმოადგენს: სავარძლის 360° ბრუნვის ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, რომ:
- მარტივად ჩასვათ და ამოიყვანოთ ბავშვი მანქანიდან;
- შეცვალოთ პოზიცია ბავშვის შეწუხების გარეშე;
- გადაანაცვლოთ სავარძლის მიმართულება ზურგით ან სახით მოძრაობისკენ.
ბევრი მშობლისთვის ეს მექანიზმი არა მხოლოდ კომფორტია, არამედ უსაფრთხოების დამატებითი ელემენტიც.
მაქსიმალური კომფორტი
Dualfix Pro M საბავშვო სავარძელს აქვს დახრის 12 განსხვავებული პოზიცია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ბავშვი გზაში იძინებს – სავარძელი მარტივად იღებს მოსახერხებელ, ნახევრად მწოლიარე მდგომარეობას და უზრუნველყოფს კომფორტულ დასვენებას მგზავრობის განმავლობაში.
V ფორმის თავსადები ეხმარება ბავშვს თავის სტაბილურ პოზიციაში შენარჩუნებაში შეჯახების დროს. ეს კომპონენტი განკუთვნილია იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაიცვას კისრისა და თავის არე, რაც ამ ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ქარსითის მხრების რბილი ჩანართები კი ამცირებს სხეულის ზედმეტ მოძრაობას და ეხმარება ენერგიის სწორად განაწილებაში შეჯახების შემთხვევაში. შედეგად, პატარა უფრო დაცულად და მშვიდად გრძნობს თავს მაშინაც კი, როცა გზაზე მოულოდნელი სიტუაცია იქმნება.
DUALFIX PRO M ავტოსავარძელს დამატებით გააჩნია რეგულირებადი საყრდენი, რომელიც მაგრდება მანქანის ძირზე, რაც განაპირობებს უფრო მეტ სტაბილურობას. სპეციალური ნიშნულის დახმარებით, მარტივად გადაამოწმებთ, რამდენად მჭიდროდაა მიერთებული საყრდენი, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ქარსითის სწორ დამონტაჟებას.

მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ მგზავრობა
კვლევები ცხადყოფს, რომ მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით მგზავრობა ხუთჯერ უფრო უსაფრთხოა პატარებისთვის, ვიდრე მოძრაობის მიმართულებით პოზიციაში. სწორედ ამიტომ Dualfix Pro M თანამედროვე ქარსითი კონსტრუქცია შესაძლებელს ხდის ბავშვის სახით საბარგულისკენ მგზავრობას ოთხი წლის ასაკამდე. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არგუმენტია იმის სასარგებლოდ, თუ რატომ უნდა შეარჩიოს მშობელმა ეს სავარძელი, რადგან როცა საქმე ბავშვის სიცოცხლეს ეხება, კომპრომისები დაუშვებელია.
ინსტალაცია, რომელიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას
Dualfix Pro M თავსებადია ყველა ავტომობილთან, რომელსაც აქვს ISOFIX მხარდაჭერა. ISOFIX სტანდარტული სამონტაჟო სისტემაა, რომელიც გვხვდება თითქმის ყველა მოდელის მანქანაში. ის უზრუნველყოფს ბავშვის ქარსითის უსაფრთხო და მჭიდრო მიმაგრებას მანქანის სავარძელზე. DUALFIX PRO ავტოსავარძელს კი გამოყენების სპეციფიკური წესი აქვს – საიმედო ფიქსაციისთვის აუცილებელია საყრდენი ფეხით სარგებლობა. გარდა ამისა, სავარძლის მონტაჟი მარტივია, ხოლო მისი კონსტრუქცია ისეა გათვლილი, რომ არ აზიანებს მანქანის სავარძლის ქსოვილს – ეს კი ყველა მშობლისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ყოველდღიურობაში.
მარტივი მოვლა და ტექსტილის ხარისხი
დასვრილი ქარსითი ყველა მშობელს აწუხებს. სწორედ ამიტომ Dualfix Pro M სავარძელს აქვს მოსახსნელი და რეცხვადი ქსოვილი, რომელიც მარტივად სარეცხ მანქანაში. ასეთ დეტალებს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, როცა დრო და ენერგია ყოველდღიურობაში ყოველთვის შეზღუდულია.
დამატებითი კომფორტი თითოეული მგზავრობისთვის
მშობელს ყოველთვის აქვს სურვილი, რომ ბავშვის მგზავრობა იყოს არა მხოლოდ დაცული, არამედ მაქსიმალურად სასიამოვნოც. აღნიშნულ საბავშვო სამგზავრო სავარძელს აქვს STYLE Relax ჩანართი რბილი შიგთავსით და ჩაშენებული დახრით, რომელიც მგზავრობას მყუდროს გახდის, გაზრდის კომფორტს და შექმნის იდეალურ სივრცეს დასვენებისთვის. პრემიუმ LUX ბალიშს აქვს კიდევ უფრო რბილი შემავსებელი და კომფორტული თავსადები, რაც უზრუნველყოფს თქვენი შვილისთვის დამატებით მხარდაჭერას.
რატომ უნდა აირჩიოთ Dualfix Pro M?
თუ ეძებთ მანქანის სავარძელს, რომელიც აერთიანებს უსაფრთხოების უახლეს ტექნოლოგიებს, მარტივ ინსტალაციას, ყოველდღიური მოხმარების სიმარტივესა და მაქსიმალურ კომფორტს, Britax Römer Dualfix Pro M იდეალური არჩევანი იქნება. ის იზრდება ბავშვთან ერთად, ადაპტირდება სხვადასხვა ეტაპზე ბავშვის საჭიროებების შესაბამისად. ამავე დროს, მისი გამოყენება არ ითხოვს დამატებით ძალისხმევას – ყველაფერი გათვლილია იმაზე, რომ მშობლის ყოველდღიურობა იყოს უფრო მშვიდი და ორგანიზებული.
ლაბებე ბუტიკი და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია Your Car Seat ეტაპობრივად ვაცნობთ მომხმარებლებს Britax Römer-ის სამგზავრო სავარძლების საუკეთესო მოდელებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მშობლებს პრემიუმ კლასის პროდუქციის გარდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, თუ როგორ შეარჩიონ და დაამონტაჟონ ქარსითი.