ლაბებეს პრემიუმ ქარსითების არჩევა ახლა უკვე E-Motors-შიც შეგიძლიათ
ბავშვის უსაფრთხო მგზავრობა მხოლოდ მანქანის ფრთხილად მართვით არ შემოიფარგლება. ის იწყება სწორად შერჩეული და დამონტაჟებული სამგზავრო სავარძლით. ეს არ არის არჩევანი მშობლის პირადი არჩევანი, არამედ აუცილებლობაა, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას. სწორედ ამიტომ Labebe Boutique, საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat და E-Motors Georgia ახალ ინიციატივას იწყებენ, რომელიც მშობლებს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში ავტომობილთან ერთად შეიძინონ ბავშვზე მორგებული ავტოსავარძელი – მსოფლიოში აღიარებული ბრენდის, Britax Römer-ის ასორტიმენტიდან.
რატომ არის ბავშვის სამგზავრო სავარძელი აუცილებელი და არა უბრალოდ სასურველი?
ყველა მშობელმა იცის, რომ ბავშვის უსაფრთხოება ნომერ პირველი პრიორიტეტია. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ავტომობილის სტანდარტული ღვედი არ უზრუნველყოფს საკმარის დაცვას 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. პატარები, განსაკუთრებით კი 0-იდან 4 წლამდე ასაკში ფიზიოლოგიურად ვერ აკმაყოფილებენ იმ პარამეტრებს, რომლებიც მანქანის სისტემური დაცვით ფუნქციებზეა გათვლილი. სწორედ ამიტომაა აუცილებელი სპეციალურად მათთვის შექმნილი ქარსითის გამოყენება.
როგორც ორგანიზაცია Your Car Seat-ის დირექტორი აღნიშნავს:
„უსაფრთხოება არასოდეს არის არჩევანი – ის აუცილებლობაა, განსაკუთრებით პატარა და დაუცველი მგზავრებისთვის“.
ეს სიტყვები ნათლად გამოხატავს იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც მშობლები იღებენ შვილების პირველივე მგზავრობის დაწყებისთანავე. არასწორად შერჩეული ან დამონტაჟებული სავარძელი შეიძლება ისევე სახიფათო აღმოჩნდეს, როგორც მისი არქონა.
კამპანია ცნობიერების ამაღლებისთვის – Labebe x Your Car Seat
Labebe Boutique და Your Car Seat უკვე ერთ თვეზე მეტია თანამშრომლობენ საერთო მიზნით, რომ გაზარდონ მშობლების ინფორმირებულობა ავტოსავარძლების საჭიროების საკითხზე. ეს პარტნიორობა ეფუძნება არა მხოლოდ პრემიუმ კლასის პროდუქტის შეთავაზებას, არამედ რეალურ სოციალურ პასუხისმგებლობასაც – უფასო კონსულტაციებს, რეალურ დახმარებას მონტაჟის პროცესში და საგანმანათლებლო კამპანიებს, რომლებიც ეტაპობრივად აცნობს მშობლებს თანამედროვე სტანდარტებს (UN R129/i-Size).
ამ ერთობლივი კამპანიის ფარგლებში მშობლებს მიეწოდებათ ამომწურავი, გადამოწმებული ინფორმაცია:
- რატომ უნდა გამოიყენონ ქარსითი 0-იდან 12 წლამდე;
- როგორ შეარჩიონ სავარძელი ბავშვის ასაკის, წონისა და სიმაღლის შესაბამისად;
- როგორ უნდა დამონტაჟდეს ქარსითი სწორად;
- როდისაა საჭირო ავტოსავარძლის გამოცვლა.
ეს პრაქტიკული და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა დღეს უკვე ხელმისაწვდომია როგორც ლაბებეს სივრცეში, ისე – E-Motors Georgia-ის ცენტრშიც.
ავტომობილი და ბავშვის ქარსითი ერთად – ერთ სივრცეში
E-Motors Georgia შეუერთდა Your Car Seat-ის საზოგადოებრივ კამპანიას და ახალ ეტაპზე გადადის – უზრუნველყოფს ყველაზე პატარა მგზავრების უსაფრთხოება. E-Motors-ის გუნდს კარგად ესმის მშობლების საჭიროებები: ავტომობილის შეძენისას ქარსითის პოვნა არ უნდა გახდეს დამატებითი საზრუნავი, რადგან არჩევანი ყველასათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს:
„ავტომობილის არჩევისას მშობლებს საშუალება ექნებათ, ადგილზე შეარჩიონ ბავშვის ასაკის, წონისა და სიმაღლის შესაბამისი ქარსითი“.
ეს კი ნიშნავს, რომ მშობლებს აღარ მოუწევთ საბავშვო ავტოსავარძლის ცალკე ძიება – E-Motors-ში მათ ერთ სივრცეში ეძლევათ როგორც პროდუქციის შერჩევის, ისე – პროფესიული კონსულტაციის შესაძლებლობა ლაბებესა და Your Car Seat-ის მხარდაჭერით.
რატომ Britax Römer? მსოფლიო ლიდერი ბავშვთა უსაფრთხოებაში
როცა ვსაუბრობთ ბავშვის უსაფრთხოებაზე, არჩევანი შემთხვევითი და სპონტანური არ უნდა იყოს. ბავშვის მგზავრობის დაცულობა მხოლოდ მაშინ იძენს რეალურ მნიშვნელობას, როცა არჩევანს ისეთ ბრენდზე აკეთებთ, როგორიცაა Britax Römer — პრემიუმ ხარისხის სიმბოლო, რომელსაც მშობლები მთელი მსოფლიო მასშტაბით ირჩევენ.
რატომ ირჩევენ მშობლები Britax Römer-ის?
- გერმანული წარმოება და ხარისხის კონტროლი;
- შესაბამისობა თანამედროვე უსაფრთხოების რეგულაციებთან (UN R129);
- სრულყოფილი დაცვა გვერდითა და წინა შეჯახებების დროს;
- მონტაჟის და გამოყენების სიმარტივე;
- მრავალწლიანი გამოცდილება ბავშვთა ტრანსპორტირების სფეროში.
აღსანიშნავია, რომ ლაბებე ბუტიკის როგორც ფიზიკურ, ისე – ონლაინ მაღაზიაში უკვე დიდი ხანია, რაც ხელმისაწვდომია Britax Römer-ის სერტიფიცირებული სამგზავრო სავარძლები სხვადასხვა ასაკისა და სიმაღლის ბავშვებისთვის. E-Motors-ში ავტომობილის შერჩევასთან ერთად მშობლებს უკვე შეუძლიათ პირდაპირ ადგილზე შეარჩიონ ის ქარსითი, რომელიც მათი შვილის ასაკს, წონასა და საჭიროებებს ზუსტად შეესაბამება.
ერთი მიზანი – უსაფრთხო მგზავრობა ბავშვებისთვის
Labebe Boutique, Your Car Seat და E-Motors Georgia თანამშრომლობენ საერთო მიზნისთვის – ბავშვების უსაფრთხო მგზავრობა არ უნდა იყოს მხოლოდ მშობლის ინდივიდუალური ზრუნვის საგანი. ერთობლივი ძალისხმევით იქმნება მხარდაჭერის მყარი სისტემა, რომელიც ამარტივებს სანდო ინფორმაციის მიღებას, გადაწყვეტილების მიღებასა და, საბოლოოდ, რეალურად იცავს ათასობით პატარა მგზავრის სიცოცხლეს.