გზის ავადმყოფობა ბავშვებში


მშობლებისთვის ხშირად რთულია ბავშვის დისკომფორტის მიზეზის სწორად დადგენა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მგზავრობას ეხება. პატარა მგზავრები ზოგჯერ ვერ იტანენ მანქანით გადაადგილებას, რა დროსაც იწყება გაღიზიანება, თავბრუსხვევა ან/და ღებინება. მაგრამ როდის არის ეს უბრალოდ დროებითი მდგომარეობა და როდის შეიძლება საქმე გზის ავადმყოფობასთან გვქონდეს?

გზის ავადმყოფობა ბავშვებში საკმაოდ ხშირი პრობლემაა, თუმცა მისი გამოვლინება ყველა ასაკში ერთნაირი არ არის. ჩვილებს მგზავრობა ზოგჯერ სიამოვნებასაც კი ანიჭებთ, მაშინ, როცა უფროსი ასაკის ბავშვებში უკვე ჩნდება ისეთი ნიშნები, როგორებიცაა თავბრუსხვევა, გულისრევა და მგზავრობისგან თავის არიდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, მშობელმა იცოდეს, როდის უნდა გამოიჩინოს ყურადღება, როგორ უნდა შეაფასოს სიმპტომები და რა გზებით შეუძლია დაეხმაროს პატარა მგზავრს.

ამ ბლოგში გაეცნობით პედიატრ სოფიკო ფარულავას პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ მართოთ ბავშვის დისკომფორტი მგზავრობისას.

როდის უნდა ვიფიქროთ გზის ავადმყოფობაზე?

ჩვილობის ასაკში გზის ავადმყოფობის ზუსტი ამოცნობა საკმაოდ რთულია. თუ წლამდე ასაკის ბავშვი მგზავრობისას აღებინებს ან აქვს დისკომფორტი, ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ მას გზის ავადმყოფობა აწუხებს. ხშირად ეს უბრალოდ კვების შემდგომი რეაქცია ან რეფლექსია. უფრო მეტიც – ქანქარისებური მოძრაობა ჩვილებს ხშირად სიამოვნებასაც კი ანიჭებს და მათთვის დამამშვიდებელიცაა. ამრიგად, 0–1 წლის ასაკის ბავშვებში სიმპტომები იშვიათად მიუთითებს რეალურ გზის ავადმყოფობაზე.

როდის ხდება ნიშნები აშკარა?

ბავშვის ზრდასთან ერთად უფრო მარტივია სიმპტომების გარჩევა. თუ პატარას არ მოსწონს მგზავრობა, ხშირად უჩნდება თავბრუსხვევა, იწყებს უკმაყოფილებას ან უარს ამბობს მანქანაში ჩაჯდომაზე – ეს უკვე შეიძლება გზის ავადმყოფობის არსებობის ნიშანი იყოს.

მისი ძირითადი მიზეზი მარტივია – ბავშვის ტვინი ვერ ასწრებს აღქმას, რომ ავტომობილი მოძრაობს და ეს იწვევს დისბალანსს, რასაც თან სდევს თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება.

როგორ ვუმკურნალოთ და რა ასაკში?

პედიატრი, სოფიკო ფარულავა აღნიშნავს, რომ მკურნალობის მიდგომა ბავშვის ასაკზეა დამოკიდებული. კერძოდ:

  • წლამდე ასაკში – მედიკამენტები საჭირო არ არის. მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემო, მშვიდი მოძრაობა და საჭიროების შემთხვევაში ხშირი შესვენებები;
  • 2 წლის შემდეგ – უკვე შესაძლებელია კონსულტაციის გავლა ექიმთან, რომელიც გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა მედიკამენტის დანიშვნა;
  • 4 წლიდან – შესაძლებელია ღებინების საწინააღმდეგო საწუწნი აბების გამოყენება, ასევე – სპეციალური სამაჯურების, რომლებიც თრგუნავს ღებინებას.

თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ არცერთი მეთოდი 100%-ით არ იცავს ბავშვს გზის ავადმყოფობისგან.

პრაქტიკული რჩევები მშობლებისთვის

გზის ავადმყოფობა ხშირად ფსიქოლოგიურიცაა, ამიტომ ბავშვი უნდა შეეგუოს მგზავრობას და იგრძნოს, რომ ავტომობილი მისთვის უსაფრთხო სივრცეა. ამ მხრივ, მშობლებს მარტივი ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ, რათა პატარას მაქსიმალურად ჰარმონიული გარემო შეუქმნან:

  • გამოიყენეთ სერტიფიცირებული საბავშვო სავარძელი;
  • მოერიდეთ ძალიან მიხვეულ-მოხვეულ გზებს;
  • შორ გზაზე წაყვანისას აუცილებლად შეისვენეთ, რომ ბავშვმა დაისვენოს და გარემო აღიქვას;
  • უზრუნველყავით კომფორტული, მშვიდი ატმოსფერო მანქანაში;
  • არ გადააჭარბოთ საჭმლის მიცემა მგზავრობის წინ;
  • დაამშვიდეთ ბავშვი, აუხსენით, რომ მანქანით მგზავრობა უსაფრთხოა.

გზის ავადმყოფობა ბავშვებში საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, დროებითია და ასაკთან ერთად ქრება. მთავარია, რომ მშობელმა სწორად შეაფასოს სიმპტომები, არ გადავიდეს თვითნებურ ქმედებებზე და საჭიროების შემთხვევაში პედიატრს მიმართოს. ბავშვი ნელ-ნელა სწავლობს, რომ ავტომობილი მისთვის უსაფრთხო გარემოა, რის შემდეგ მგზავრობაც ბევრად უფრო სასიამოვნო ხდება მთელი ოჯახისათვის.

დაკავშირებული პროდუქტები

მანქანის სავარძლები
წინასწარი შეკვეთით
1,405 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,405 
მარაგი ამოწურულია
მანქანის სავარძლები
მარაგი ამოწურულია
1,690 
მანქანის სავარძლები
წინასწარი შეკვეთით
1,350 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,520 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,245 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
799 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
799 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
799 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
799 
მანქანის სავარძლები
წინასწარი შეკვეთით
1,405 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,405 
Britax-Roemer Dualfix Pro Lux Urban Olive - ავტომანქანის სავარძელი - image 2 | Labebe
მარაგი ამოწურულია
მანქანის სავარძლები
მარაგი ამოწურულია
1,690 
მანქანის სავარძლები
წინასწარი შეკვეთით
1,350 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,520 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,245 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
799 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
799 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
799 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
799 

მეტი სასარგებლო სტატიები

გაიგეთ, როგორ ვასწავლოთ ბავშვებს პირველი პასუხისმგებლობები მარტივი, თამაშზე დაფუძნებული დავალებებით. პატარა ნაბიჯები დამოუკიდებლობის, წესრიგისა და თვითშეფასების ზრდას უწყობს ხელს.
ბავშვის უსაფრთხოება მგზავრობისას ხშირად გვგონია, რომ მხოლოდ სწორად დამაგრებულ სამგზავრო სავარძლებსა და შეკრულ ღვედებზეა დამოკიდებული.
ყოველ წლის 1-ელი აგვისტოდან 7 აგვისტოს ჩათვლით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული