Britax Römer Swivel – უნიკალური 360° ქარსითი დაბადებიდან 7 წლამდე
ბავშვის უსაფრთხოება, განსაკუთრებით კი მგზავრობის დროს, ის საკითხია, რომელსაც თანამედროვე მშობლები განსაკუთრებულად უთმობენ ყურადღებას. როცა ვსაუბრობთ სწორად შერჩეულ ქარსითზე, სასურველია, რომ ის იყოს არა მხოლოდ უსაფრთხო, არამედ მრავალფუნქციური, მარტივად გამოსაყენებელი და, რაც მთავარია, ბავშვისთვის შესაფერისი სიცოცხლის პირველივე დღიდან. სწორედ ასეთი გადაწყვეტილებაა Britax Römer Swivel – ინოვაციური სამგზავრო სავარძელი, რომელიც აერთიანებს დახვეწილ დიზაინს, უახლეს ტექნოლოგიასა და გამოყენების მრავალწლიან შესაძლებლობას. სავარძელი გათვლილია დაბადებიდან დაახლოებით შვიდ წლამდე, ანუ 40–125 სმ სიმაღლის ბავშვებისთვის.
Labebe Boutique-სა და Your Car Seat-ში გვჯერა, რომ მშობლისთვის ქარსითის არჩევანი ერთჯერადი შოპინგი კი არა, არამედ დიდი პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ Britax Römer Swivel – ქარსითი, რომელიც იზრდება ბავშვთან ერთად და არ კარგავს მთავარ უპირატესობებს – დაცვას, კომფორტსა და მოხერხებულობას.
უსაფრთხოება, რომელიც სტანდარტებს სცდება
Britax Römer Swivel აკმაყოფილებს ევროკავშირის უსაფრთხოების უახლეს სტანდარტს – UN R129 (i-Size). ეს ნიშნავს, რომ ქარსითი ტესტირებულია გვერდითი შეჯახების სიმულაციებზე და ნამდვილად იცავს ბავშვს ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი. მისი გამოყენება მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით შესაძლებელია 105 სმ-ამდე, რაც დაახლოებით 4 წლამდე ასაკს შეესაბამება.
თუმცა ტექნიკურად შესაძლებელია, რომ ბავშვი 76 სმ-იდან უკვე გზის მიმართულებით იმგზავროს, Labebe Boutique და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია Your Car Seat არ გირჩევთ ამ ნაბიჯის გადადგმას, რადგან, რაც უფრო დიდ ხანს იმგზავრებს ბავშვი ავტოსავარძლით მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ, მით უფრო დაცულია მისი მთლიანი სხეული.
ერთხელ რომ ჩასვამ, მერე კი წლები უშფოთველად გადის – ასე მუშაობს ის ქარსითი, რომელიც სწორადაა შერჩეული. Swivel საბავშვო სავარძელი სწორედ ასეთი მოგზაურობისთვისაა შექმნილი – აყალიბებს ჩვევებს, რომელთა დახმარებითაც იწყება ბავშვის წარმოდგენა კომფორტზე, დაცულობასა და სამყაროსთან მშვიდ ურთიერთობაზე.
პირველ დღეებში აღნიშნული ქარსითი ქმნის ახალშობილისთვის მშვიდ და ბუნებრივ სივრცეს. პატარასთვის განკუთვნილი სპეციალური ჩანართი უზრუნველყოფს სხეულის სწორ მდგომარეობას ისე, რომ ჩვილმა არც წელსა და კისრის მიდამოში იგრძნოს ზეწოლა და არც თავი „გადაუვარდეს“. შემდეგ კი, ნაბიჯ-ნაბიჯ სავარძელი იცვლება – რეგულირდება თავსადებისა და საზურგის სიმაღლე, დახრის პოზიციები კი მარტივად ადაპტირდება ძილისა თუ სხვა საჭიროებების დროს.
ბრუნვის მექანიზმი – მეტი მოხერხებულობა მშობლისთვის
Swivel-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა 360 გრადუსით მბრუნავი მექანიზმია. ეს ფუნქცია არა მხოლოდ ბავშვისთვის ქმნის სასიამოვნო გარემოს, არამედ მნიშვნელოვნად ამარტივებს მშობლისთვის შვილის ჩასმა-ამოყვანის პროცესს. საბავშვო სავარძელი მარტივად ტრიალდება კარისკენ და ერთი ხელის მოძრაობით ფიქსირდება სასურველ პოზიციაში.
ეს სისტემა უმარტივესად მუშაობს ღილაკით, რაც განსაკუთრებით გამოსადეგია იმ შემთხვევებში, როცა მშობელს ორივე ხელი არ აქვს თავისუფალი – მაგალითად, როცა ბავშვს ამშვიდებს ან მშობლის ჩანთა უჭირავს.
დახვეწილი დიზაინი და კომპლექსური კონსტრუქცია
საბავშვო ქარსითი აღჭურვილია Isofix სისტემით და რეგულირებადი საყრდენი ფეხით, რომელიც ავტომობილის ძირს ეყრდნობა და ქმნის დამატებით სტაბილურობას. სავარძლის დამაგრებისას არსებული სპეციალური ნიშნული მიგანიშნებთ, სწორადაა თუ არა ის დამაგრებული, რაც კიდევ ერთი გარანტიაა იმისა, რომ თქვენი შვილი ნამდვილად დაცულია მგზავრობის დროს.
ავტოსავარძელს აქვს დახრის კუთხის 6 პოზიცია – სამი უკანა და სამი წინა მიმართულებით მგზავრობისას. ეს შესაძლებლობა მშობელს აძლევს არჩევანის თავისუფლებას, მოერგოს ბავშვის განწყობას, ასაკსა და ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს, რათა შექმნას მაქსიმალურად კომფორტული გარემო.
დაცულობა დეტალებში
Swivel სავარძლის V ფორმის თავსადები შექმნილია იმისათვის, რომ შეჯახებისას ან უეცარი დამუხრუჭებისას თავი მაქსიმალურად ფიქსირებულ პოზიციაში დარჩეს და შეიზღუდოს თავის არასასურველი მოძრაობა. ეს ნიუანსი მნიშვნელოვანწილად ამცირებს კისრის ტრავმების მიღების რისკს. თავსადები უსაფრთხოების ღვედთან ერთად სინქრონულად რეგულირდება სიმაღლეში და ბავშვის ზრდასთან ერთად მუდმივად გექნებათ კომფორტი.
ავტოსავარძლის მაღალი და ღრმა გვერდები იცავს ბავშვის სხეულს ყველაზე დაუცველ მომენტებში – გვერდითი შეჯახების დროს. გამძლე სტრუქტურა ეხმარება დარტყმის ენერგიის შთანთქმაში და მისი გადანაწილება ხდება ისე, რომ მინიმუმამდე მცირდება ზეწოლა თავის, კისრისა და მენჯის არეებში. ეს კონსტრუქცია ქმნის რეალურ დაცვას იმ დროს, როცა ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
ჩვილის კომფორტზე ზრუნვა
ახალშობილებისთვის სავარძლის ამ მოდელის შერჩევა იდეალურია, რადგან აღჭურვილია სპეციალურად ჩვილებისთვის შექმნილი ჩანართით, რომელიც უზრუნველყოფს სხეულის ერგონომიულ მდგომარეობას. სწორედ ეს დეტალი აქცევს ამ მოდელს სრულყოფილ ვარიანტად, როცა მშობლები პირველი ქარსითის შეძენის პროცესში არიან.
გამოყენებული ქსოვილები რბილია, ჰაერგამტარი და, რაც მთავარია, ადვილად მოსახსნელი და გასარეცხი. შეგიძლიათ მარტივად მოხსნათ გადასაკრავი და გარეცხოთ სარეცხ მანქანაში ისე, რომ არ ინერვიულოთ მის დაზიანებაზე.
რატომაა Swivel საუკეთესო არჩევანი?
Britax Römer Swivel გთავაზობთ იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვის უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის, თანაც დაბადებიდან 7 წლამდე. ის აერთიანებს პრემიუმ კლასის დაცვას, მარტივ და სტაბილურ მონტაჟს Isofix-ის მეშვეობით და ფუნქციურობას, რომელიც მშობელს ყოველდღიურობის გამარტივებაში რეალურად ეხმარება.
მისი 360°-ით ბრუნვის მექანიზმი ამარტივებს ბავშვის ჩასმას და ამოყვანას, მრავალპოზიციური დახრის კუთხეები კი ქმნის კომფორტს როგორც ჩვილისთვის, ისე უკვე გაზრდილი ბავშვებისათვის. Swivel სრულად შეესაბამება i-Size სტანდარტს, რაც ნიშნავს, რომ ის მაქსიმალურად იცავს ბავშვს როგორც წინა, ისე გვერდითი შეჯახების დროს.
Swivel ერთ-ერთია იმ მოდელთაგან, რომელსაც არ სჭირდება ხშირი გამოცვლა ან დამატებითი მოწყობილობების ყიდვა. ის ერთი შეძენით ფარავს დაბადებიდან 7 წლამდე ბავშვის უსაფრთხო მგზავრობის პერიოდს ისე, რომ არც თქვენ გიწევთ მის ჩანაცვლებაზე მუდმივად ფიქრი და არც ბავშვს უწევს ცვლილებებთან ადაპტაცია.
Labebe Boutique-ში შერჩეული გვაქვს მხოლოდ სერტიფიცირებული და მსოფლიოში აღიარებული ბრენდები. Britax Römer Swivel წარმოადგენს სწორედ ასეთ არჩევანს – გერმანული ინჟინერიით დამზადებული პროდუქტი, რომელიც გადის მკაცრ ევროპულ ტესტირებებს და აკმაყოფილებს უახლეს სტანდარტებს.
ჩვენთან შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ პროდუქტის ყველა მახასიათებელს, მოითხოვოთ კონსულტაცია და მიიღოთ რეკომენდაცია თქვენი მანქანის სპეციფიკაციებსა და ბავშვის საჭიროებებზე დაყრდნობით. ჩვენი პარტნიორობა ორგანიზაცია Your Car Seat-სთან გვაძლევს შესაძლებლობას, გავუზიაროთ მშობლებს სანდო ინფორმაცია, თუ როგორ უნდა იმგზავროს ბავშვმა მაქსიმალურად უსაფრთხოდ.
ჩვენ გვჯერა, რომ ხარისხიანი შოპინგი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე უნდა ხდებოდეს. სწორედ ამიტომ შეგიძლიათ ნებისმიერი პროდუქტი, მათ შორის – Britax Römer-ის ქარსითები შეიძინოთ ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, ხოლო შეკვეთას 24 საათის განმავლობაში სასურველ მისამართზე მიიღებთ.
ჩვენთან ყველა ავტოსავარძელს, საბავშვო ეტლსა თუ ავეჯის ელემენტს ახლავს ულიმიტო გარანტია, რაც ნიშნავს, რომ თქვენ გვერდით ვრჩებით ყოველთვის – არ აქვს მნიშვნელობა, შეძენიდან ერთი დღე გავა თუ ერთი წელი.