Britax Römer – საბავშვო ეტლების ლიდერი მსოფლიოში

საიდან იწყება მშობლის პირველი არჩევანი, როცა საქმე ახალ სიცოცხლეს ეხება? ხშირად – საბავშვო ეტლიდან. ეს არც მხოლოდ გადაადგილების საშუალებაა და არც უბრალო ნივთი ჩვილის საჭიროებებისთვის. ეტლი არის პირველი მინიატიურული სამყარო, საიდანაც ბავშვი თვალს ადევნებს დიდ სამყაროს, საიდანაც პირველად ხედავს ცას, უსმენს ქუჩის ხმაურს, გრძნობს ქარის შრიალს ან მზის სხივს. ამ სივრცის დახმარებით იგეგმება პირველი სეირნობები და დიდი აღმოჩენები.

სწორედ ამიტომ, ბავშვის ეტლის შერჩევა არ უნდა იყოს სწრაფი ან ფორმალური გადაწყვეტილება. ეს არ არის ის შემთხვევა, როცა „ყველას ხომ ასეთი აქვს“ საკმარისია; ეს უნდა იყოს მშობლის გააზრებული ნაბიჯი – თქვენი ოჯახის ყოველდღიურობაზე მორგებული არჩევანი, სადაც კომფორტი და უსაფრთხოება ერთიანდება.

როცა მშობლები ეძებენ ისეთ ეტლს, რომელიც ერთდროულად გამძლეა, მარტივად სამართავი და პატარას სრულ დაცვას სთავაზობს, გერმანული პრემიუმ ბრენდი Britax Römer სწორედ ის სახელია, რომელიც პირველად ახსენდებათ და მას ირჩევენ კიდეც.

ეს ბრენდი ათწლეულების გამოცდილებას, ინოვაციურ ინჟინერიასა და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტების აერთიანებს და, შედეგად, ქმნის ეტლებს, რომლებსაც მშობლები მთელი მსოფლიოდან ირჩევენ. Britax Römer-ის საუკეთესო ეტლის მოდელი Smile 5Z მშობლებისთვის ნიშნავს მეტ კომფორტსა და სიმშვიდეს.

ეტლი შექმნილია იმისთვის, რომ ყოველდღიური გასეირნება იყოს მარტივი, უსაფრთხო და სასიამოვნო როგორც ბავშვისთვის, ისე მშობლისთვის. პრაქტიკული დიზაინი, მაღალი ხარისხის მასალები და გამართული მანევრირების უნარი Smile 5Z-ის იდეალურ არჩევანად აქცევს ყველა ოჯახისთვის, ვისაც სურს გამძლე საბავშვო ეტლი, რომელიც ადვილად ერგება ურბანულ გარემოსაც და ბუნებაში გასეირნებასაც.


ბრენდი, რომელიც უფრო მეტს გაძლევთ, ვიდრე ეტლია

Britax Römer-ის აქვს ათწლეულების ისტორია ბავშვის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული პროდუქციის შექმნაში. მისი გამოცდილება არ შემოიფარგლება მხოლოდ ეტლებით – ეს არის ბრენდი, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით დააწესა უსაფრთხოების სტანდარტები საბავშვო სავარძლებისა და ეტლების წარმოებაში. ყოველი პროდუქტი – იქნება ეს მანქანის სავარძელი თუ ყოველდღიური სეირნობისთვის განკუთვნილი ეტლი – აერთიანებს ინჟინრულ სიზუსტეს, პრაქტიკულ დიზაინსა და უმაღლესი ხარისხის მასალებს.

რატომ ირჩევენ მშობლები Britax Römer-ის?

  • პრემიუმ ხარისხის მასალები და კონსტრუქცია – ყველა ელემენტი დამზადებულია გამძლე, ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალისგან;
  • უსაფრთხოების მახასიათებლები – ბრენდისთვის უსაფრთხოება არ არის დამატებითი უპირატესობა , არამედ საფუძველია. კომპანიის პროდუქტები ტესტირებულია და შეესაბამება უსაფრთხოების უმკაცრეს სტანდარტებს;
  • დეტალებისადმი ყურადღება – ყველა ფუნქცია, მექანიზმი გათვლილია მშობლის კომფორტსა და ბავშვის კეთილდღეობაზე;
  • გერმანული წარმოება – ზუსტი, სტაბილური, სანდო – გერმანული ინჟინერია, რომელიც მსოფლიო დონის ნდობას იმსახურებს.

ამ ფასეულობების შერწყმით იქმნება ისეთი მოდელი, როგორიცაა საბავშვო ეტლი Smile 5Z – ტრანსფორმერი ეტლი, რომელიც ადაპტირდება ცხოვრების ცვალებად რიტმთან, მშობლის სურვილებსა და ბავშვის განვითარებასთან.


Smile 5Z – სამეული ეტლი, რომელიც მშობლების ცხოვრებას ამარტივებს

მსოფლიოს ტოპ ბრენდი Britax Römer-ის Smile 5Z არის სრულად დაკომპლექტებული საბავშვო ეტლი, რომელიც ერთ კომპაქტურ სისტემაში აერთიანებს ყველაფერს, რაც ბავშვის პირველი წლებისთვის აუცილებელია.

ბავშვის ეტლის კომპლექტში შედის;

  • აკვანი – უსაფრთხო და კომფორტული სივრცე 0 თვიდან;
  • რეგულირებადი სასეირნო სავარძელი რევერსული ფუნქციით – შესაფერისია დაბადებიდან 4 წლის ასაკამდე;
  • BABY-SAFE PRO ავტომობილის სავარძელი – აღჭურვილია ევროპული სტანდარტის უსაფრთხოების სისტემით.

ამის შედეგად, მშობელი ერთი შეძენით იძენს კომპლექტს, რომელიც პასუხობს როგორც ყოველდღიური გასეირნებას საჭიროებას, ისე ავტომობილით გადაადგილებასა და ახალშობილის თავდაპირველ საჭიროებებს.


რა ხდის Smile 5Z-ს გამორჩეულად პრაქტიკულს?

რევერსული სავარძელი

SMILE 5Z-ის რევერსული სავარძელი გაძლევთ თავისუფლებას, თავად გადაწყვიტოთ, თუ როგორ დაინახოს ბავშვმა სამყაროს სურათი. სეირნობისას შესაძლებელია სავარძლის მოძრაობის მიმართულებით დამაგრება, რათა პატარამ დაკვირვებით შეისწავლოს ირგვლივ ყველაფერი, ხოლო როცა საჭიროა სიმშვიდე და უშუალო კონტაქტი მშობელთან – სავარძლის მობრუნება მოძრაობის მიმართულების საპირისპიროდ მარტივად შეგიძლიათ.

დაკეცვის მექანიზმი, რომელიც დროსა და ადგილს ზოგავს

პრემიუმ ბრენდის ტრანსფორმერი ეტლი SMILE 5Z გამოირჩევა კომპაქტური ზომითა და დაკეცვის დახვეწილი მექანიზმით, რაც ყოველდღიურ ცხოვრებას მნიშვნელოვნად ამარტივებს. მისი კონსტრუქცია ისეა შექმნილი, რომ მარტივად ეტევა მცირე ზომის საბარგულშიც კი, ამიტომ დამატებითი ადგილი ან ძალისხმევა არ დაგჭირდებათ.

დაკეცვისას ავტომატური ბლოკირების ფუნქცია იცავს ეტლს თავისით გაშლისგან და უზრუნველყოფს სტაბილურობას. საჭიროების შემთხვევაში კი შესაძლებელია ვერტიკალურ მდგომარეობაში შენახვა – იდეალურია მაშინ, როცა სივრცე შეზღუდულია და ეძებთ ჭკვიან გადაწყვეტას ყოველდღიურობაში.

საბავშვო კომფორტის მაქსიმუმი

როცა ბავშვს ძილი მოერევა, ეტლი მარტივად ერგება მის საჭიროებებს – საზურგის რეგულირება შესაძლებელია ხელის ერთი მოძრაობით, სწრაფად და უხმაუროდ. პოზიცია შეიძლება გადართოთ სრულად ვერტიკალურიდან დახრილ ან ჰორიზონტალურ მდგომარეობამდე, რაც კომფორტული დასვენებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.

ასევე, ფეხის დასაყრდენის ცალკეული რეგულაციაც ხელს უწყობს ბავშვის სხეულის სრულ განტვირთვას – ასე თითოეული გასეირნება შესაძლოა მშვიდ ძილად გადაიქცეს, სადაც პატარა თავს დაცულად და კომფორტულად იგრძნობს


მსუბუქი, მაგრამ სტაბილური შასი

ბავშვის ეტლს აქვს მაღალი გამძლეობის ალუმინის შასი, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ მოძრაობას ყველაზე რთულ ზედაპირებზეც. ამავე დროს, კონსტრუქცია საკმარისად მსუბუქია, რათა მშობელმა მარტივად იმოძრაოს ქალაქის პირობებში. SMILE 5Z-ის შასის ცენტრალური საკიდი აქვს, რომელიც გათვლილია სხვადასხვა ზედაპირზე გადაადგილებისთვის. მისი წყალობით, ეტლი გლუვად გადაადგილდება როგორც ქალაქის ბორდიურებზე, ისე ნაკლებად მოწესრიგებულ ბილიკებზე, მაგალითად, ტყეში.

ფუნქციური დეტალები ყოველდღიური კომფორტისთვის

ყოველდღიური გასეირნება ხშირად იმაზე მეტს მოითხოვს, ვიდრე მხოლოდ ეტლს – საჭირო ნივთების რაოდენობა სწრაფად იზრდება ბავშვთან ერთად. სწორედ ამიტომ SMILE 5Z აღჭურვილია გამძლე და ტევადი შესანახი კალათით, რომელიც იტევს 7 კილოგრამამდე ტვირთს.

მშობლის ჩანთა, სათამაშოები, გამოსაცვლელი საფენები, საბავშვო პლედი ან თუნდაც სუპერმარკეტიდან გამოყოლილი საყიდლები – ყველაფერი თავსდება ისე, რომ არც სივრცე შეგეზღუდებათ და არც გადაადგილება გახდება არაკომფორტული. 
ეს არის მარტივი და ჭკვიანი გამოსავალი იმ მშობლებისთვის, ვინც ყოველდღიურობის თითოეულ დეტალს ფუნქციურად აფასებს.

გონივრული არჩევანი გრძელვადიანი პერიოდისთვის

Smile 5Z არ არის მხოლოდ საბავშვო ეტლი; ის მთელი გადაადგილების მიკრო სისტემაა, რომელიც თან სდევს ბავშვს ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპებზე.

Britax Römer, როგორც მსოფლიოში ნომერ პირველი ბრენდი ბავშვთა უსაფრთხოებისა და გადაადგილების სფეროში, ქმნის ისეთ მოდელებს, რომლებიც აერთიანებს ინოვაციას, პრაქტიკულობასა და მშობლის ცხოვრების რეალურ საჭიროებებს.

ინოვაციური საბავშვო ეტლი Smile 5Z წარმოადგენს ბრიტანულ-გერმანული ხარისხის სინთეზს, სადაც თითოეული დეტალი გადამწყვეტ როლს თამაშობს წლების განმავლობაში– იქნება ეს კომფორტი, მრავალფუნქციური დიზაინი თუ უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა. სწორედ ამიტომ ეს ეტლი არა მხოლოდ დროებითი დამხმარეა მშობლებისთვის, არამედ პირველი და შეუცვლელი მეგზური ბავშვის განვითარების გზაზე.


მშობლის თავისუფლება იწყება მოქნილობით – ონლაინ შოპინგი Labebe Boutique-სთან ერთად

თანამედროვე მშობელს სჭირდება დრო, სანდოობა და კომფორტი – ყველაფერი ერთ სივრცეში. აღარ არის საჭირო ბავშვთან ერთად ათეულობით მაღაზიაში სიარული, მოდელების შედარება და ინტერნეტში უსასრულო ძიება.

Labebe Boutique სწორედ იმგვარად აყალიბებს ონლაინ შოპინგ გამოცდილებას, რომ მშობლის გადაწყვეტილება იყოს, რაც შეიძლება მარტივი და, რაც მთავარია –გააზრებული.

ჩვენთან ონლაინ შოპინგი ნიშნავს:

  • სახლიდან გაუსვლელად ხედავთ ყველა პროდუქტის დეტალურ მახასიათებელს;
  • ადარებთ ფასებსა და სხვადასხვა მოდელს ერთ პლატფორმაზე;
  • იღებთ პროფესიულ კონსულტაციას ვებგვერდზე არსებული ჩატით ან სატელეფონო ზარით;
  • ასრულებთ შეკვეთას მარტივად, რამდენიმე წამში;
  • იღებთ შეკვეთილ პროდუქციას საქართველოს ნებისმიერ კუთხეში – პირდაპირ სახლის კართან.

Labebe Boutique არ არის უბრალოდ საბავშვო პროდუქციის მაღაზია – ეს ის სივრცეა, სადაც ჩვენი გუნდი ირჩევს და აერთიანებს მხოლოდ სანდო, პრემიუმ კლასის საერთაშორისო ბრენდები, რომლებიც ხარისხის, ესთეტიკისა და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს.

ჩვენი მრავალფეროვანი კოლექციიდან განსაკუთრებულად აღსანიშნავია Britax Römer – მსოფლიოში ნომერ პირველი ბრენდი საბავშვო უსაფრთხოების ტექნოლოგიებში. სწორედ ამ გერმანული ბრენდის ეტლები და ქარსითები აერთიანებს ინოვაციას, საერთაშორისო აღიარებასა და მშობლებისთვის უმთავრეს ღირებულებას – ბავშვის დაცულობას.

Labebe-ში ონლაინ შოპინგი გთავაზობთ არა მხოლოდ არჩევანის სიმარტივეს, არამედ იმ სიმშვიდეს, რაც ყველა მშობელს სჭირდება – იცოდეთ, რომ ირჩევთ საუკეთესოს ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო სამეული ეტლები
წინასწარი შეკვეთით
3,315 
საბავშვო სამეული ეტლები
გაყიდვაშია
2,960 
საბავშვო სამეული ეტლები
წინასწარი შეკვეთით
3,315 
საბავშვო სამეული ეტლები
გაყიდვაშია
3,315 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,035 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,215 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,115 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,035 
საბავშვო სამეული ეტლები
გაყიდვაშია
2,960 
საბავშვო ორეული ეტლები
გაყიდვაშია
3,315 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,115 
ეტლები რევერსული სავარძლით
წინასწარი შეკვეთით
2,290 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,145 
საბავშვო სამეული ეტლები
გაყიდვაშია
2,960 
საბავშვო სამეული ეტლები
გაყიდვაშია
2,960 
საბავშვო ორეული ეტლები
გაყიდვაშია
2,960 
ეტლები რევერსული სავარძლით
წინასწარი შეკვეთით
2,290 
საბავშვო სამეული ეტლები
წინასწარი შეკვეთით
3,315 
საბავშვო სამეული ეტლები
გაყიდვაშია
2,960 
საბავშვო სამეული ეტლები
წინასწარი შეკვეთით
3,315 
საბავშვო სამეული ეტლები
გაყიდვაშია
3,315 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,035 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,215 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,115 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,035 
საბავშვო სამეული ეტლები
გაყიდვაშია
2,960 
საბავშვო ორეული ეტლები
გაყიდვაშია
3,315 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,115 
ეტლები რევერსული სავარძლით
წინასწარი შეკვეთით
2,290 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,145 
საბავშვო სამეული ეტლები
გაყიდვაშია
2,960 
საბავშვო სამეული ეტლები
გაყიდვაშია
2,960 
საბავშვო ორეული ეტლები
გაყიდვაშია
2,960 
ეტლები რევერსული სავარძლით
წინასწარი შეკვეთით
2,290 

მეტი სასარგებლო სტატიები

აღმოაჩინეთ, რატომ არის სეირნობა და ბუნებაში თამაში აუცილებელი ბავშვის განვითარებისთვის – მოტორიკის, წარმოსახვისა და ემოციური ბალანსის გაძლიერების ბუნებრივი გზა
Lorena Canals-ის 5 უნიკალური ხელნაკეთი პროდუქტი Labebe Boutique-ისგან – ეკომეგობრული ხალიჩები, ბალიშები და სათავსოები, რომლებიც ფუნქციურობას, სტილსა და ბავშვის განვითარებას აერთიანებს. გაალამაზეთ საბავშვო ოთახი გემოვნებით და სიყვარულით.
ადრეული ბავშვობა იმ უნიკალურ ფაზას წარმოადგენს, როცა ტვინი ყველაზე აქტიურად ყალიბდება. ამ პერიოდში ყოველ ხმოვან სტიმულაციას, რომელსაც ჩვილი იღებს