Britax Römer Dualfix Pro – საუკეთესო ქარსითი დაბადებიდან 4 წლამდე

ახალი სიცოცხლის მოვლინება უამრავ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მოითხოვს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ბავშვის უსაფრთხო მგზავრობა. საბავშვო ავტოსავარძლის არჩევა დაბადებისთანავე დგება დღის წესრიგში, მაგრამ მშობლებისთვის ხშირად ბუნდოვანია, ზუსტად რომელი ქარსითი შეეფერება ახალშობილს, როგორი ტიპის მონტაჟია უსაფრთხო და როგორ იცავს სავარძელი პატარას არა მხოლოდ პირდაპირი, არამედ გვერდითა დარტყმების შემთხვევაშიც.

სწორედ ასეთ საჭიროებებს პასუხობს Britax Römer Dualfix Pro, გერმანული ხარისხით შექმნილი ავტომანქანის საბავშვო სავარძელი, რომელიც თქვენი პატარის მეგზური ხდება დაბადებიდან 4 წლამდე, 40 სმ-იდან 105 სმ-ამდე.

ამ ბლოგში გაიგებთ, რა უპირატესობებს გაძლევთ Dualfix Pro როგორც მშობელს, ისე – პატარას, როგორ ერგება ის ბავშვის განვითარების სხვადასხვა ეტაპს და რატომაა მისი არჩევა ჭკვიანური გადაწყვეტილება უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის.

საბავშვო ავტოსავარძელი დაბადებიდან 4 წლამდე

Dualfix Pro ერთ-ერთ გამორჩეულ მოდელად ითვლება იმ მშობლებისთვის, ვისაც სურს, რომ ახალშობილის ავტომობილით მგზავრობა პირველივე დღიდან იყოს არა მხოლოდ კომფორტული, არამედ მაქსიმალურად უსაფრთხოც. აღნიშნული საბავშვო ავტოსავარძელი გათვლილია დაბადებიდან 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის (დაახლოებით 0-19 კგ ან 40–105 სმ-ამდე), რაც საშუალებას გაძლევთ წლების განმავლობაში გამოიყენოთ მხოლოდ ერთი ქარსითი.

სწორედ გრძელვადიანად გამოყენების უპირატესობა აქცევს Dualfix Pro-ს გონივრულ ინვესტიციად, რომელიც ნამდვილად ამართლებს მშობლების მოლოდინს. მისი თანამედროვე მახასიათებლები, შიდა ბალიშები, 360 გრადუსით მბრუნავი ბაზა და დახრილობის მრავალფეროვანი პოზიცია განაპირობებს ბავშვის მაქსიმალურ კომფორტსა და მშობლებისთვის გამარტივებულ ცხოვრებას.

უსაფრთხოების სტანდარტებზე მაღლა

გერმანული ბრენდის ქარსითი არა მხოლოდ აკმაყოფილებს, არამედ აღემატება კიდეც ევროკავშირის მოქმედ სტანდარტს – UN R129 (i-Size)-ის, რაც თავისთავად პირდაპირ მეტყველებს მის ხარისხზე.

  • Side Impact Cushion Technology – გვერდითა დარტყმისგან დაცვის დამატებითი სისტემა, რომელიც ამცირებს შეჯახებისას ზემოქმედების ძალას და ეფექტურად მუშაობს მაშინაც კი, როცა ქარსითი დახრილ მდგომარეობაშია;
  • ახალი ბამპერი და შემთხვევითი ბრუნვის საწინააღმდეგო დისკი – უზრუნველყოფს დამატებით სტაბილურობასა და დაცულობას მოულოდნელ სიტუაციებში;
  • ელასტიკური, ღრმა გვერდები – აღჭურვილია დარტყმის ენერგიის შთანთქმის უნარით;
  • 5-წერტილოვანი ღვედის სისტემა სპეციალური ბალიშებით – ამცირებს ბავშვის მოძრაობის არეალს შეჯახებისას და უზრუნველყოფს კომფორტს.

360°-ით მბრუნავი მექანიზმი

Dualfix Pro-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა 360° ბრუნვის ფუნქციაა. ეს საშუალებას გაძლევთ, მარტივად შემოაბრუნოთ ბავშვის სავარძელი თქვენკენ, საბარგულისა თუ კარისკენ, კომფორტულად ჩასვათ ან ამოიყვანოთ ბავშვი, შემდეგ კი კვლავ მარტივად დააბრუნოთ სასურველ პოზიციაში. ეს ნიუანსი არა მხოლოდ დაგიზოგავთ დროს, არამედ მნიშვნელოვნად შეამცირებს თქვენს ფიზიკურ დატვირთვას განსაკუთრებით მაშინ, როცა შვილი ჯერ პატარა ასაკისაა

დახრილობის 12 პოზიცია

პატარა ბავშვები მგზავრობისას ხშირად იძინებენ, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სავარძელს ჰქონდეს სხვადასხვა პოზიცია უკეთესი დასვენებისთვის. Dualfix Pro-ს აღჭურვილია დახრილობის 12 პოზიციით როგორც მოძრაობის მიმართულებით, ისე – საპირისპიროდ, რაც მშობლებს აძლევს საშუალებას, ადვილად მოარგონ სავარძელი ბავშვის მდგომარეობას და ასაკს. ასეთი მრავალფეროვნება ნიშნავს, რომ ბავშვი მგზავრობისას მუდმივად იკავებს უსაფრთხო და კომფორტულ პოზას.

მარტივი დამონტაჟება – ISOFIX და საყრდენი ფეხი

ავტოსავარძლის დამაგრება ხშირად პრობლემატური ხდება მშობლებისთვის, თუმცა არა ამ შემთხვევაში – ISOFIX სისტემა და რეგულირებადი საყრდენი ფეხი Dualfix Pro-ს მაქსიმალურ სტაბილურობას ანიჭებს და ამცირებს არასწორად დამაგრების ალბათობას.

საყრდენს აქვს სპეციალური ვიზუალური მაჩვენებელი, ანუ ნიშნული, რომელიც გატყობინებთ, სწორადაა თუ არა დამონტაჟებული ქარსითი.

გადასაკრავი, რომელიც ადვილად იხსნება

როცა მანქანაში ბავშვები იმყოფებიან, სალონის გაჭუჭყიანება საკმაოდ ბუნებრივი პროცესია. DUALFIX PRO ამ პრობლემას სრულად მოგიგვარებთ, ვინაიდან სავარძლის გადასაკრავი ქსოვილი მარტივად იხსნება ისე, რომ საერთოდ არ დაგჭირდებათ ღვედების გახსნა. გარდა ამისა, უშუალოდ მანქანის სალონის შიდა ზედაპირის დაცვა შეგიძლიათ ავტოსავარძლის დამატებითი გადასაფარებლით, რომელიც ხელმისაწვდომია ლაბებეში და სერტიფიცირებულია.

ვისთვის არის იდეალური Dualfix Pro?

ეს სამგზავრო სავარძელი იდეალურია მათთვის, ვისაც სურს:

  • ისეთი ქარსითი, რომელიც შესაფერისია როგორც ახალშობილისთვის, ისე – 4 წლამდე ბავშვისთვისაც;
  • სავარძელი, რომელიც სხვადასხვა ეტაპის შესაბამისად მარტივად რეგულირდება;
  • ყველაზე მაღალი დონის უსაფრთხოება, რათა მუდმივად არ უწევდეს კონტროლი და შფოთვა;
  • დახვეწილი დიზაინი – Britax Römer კი ყოველთვის შთამბეჭდავ პროდუქტს ქმნის ოჯახებისთვის.

რატომ უნდა აირჩიოთ Britax Römer?

Britax Römer უკვე 50 წელზე მეტია, რაც ბავშვთა უსაფრთხოების სფეროში სტაბილურად ლიდერობს. გერმანული კომპანია გამოჩნდა ზუსტად იქ, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანია სანდოობა, ინოვაცია და მუდმივი განვითარება. გლობალურ ბრენდს მშობლები მთელი მსოფლიოდან ყოველდღიურად ენდობიან და შვილებისთვის არჩევენ პრემიუმ ხარისხის საბავშვო პროდუქციას. ბრიტანულ-გერმანული ხარისხის ეს სტანდარტი კი დღეს უსაფრთხო მგზავრობის სინონიმად იქცა.

Dualfix Pro კი ჭკვიანურად დაპროექტებული სისტემაა, რომელიც აერთიანებს კომფორტს, ტექნოლოგიურ დახვეწილობასა და უმაღლეს უსაფრთხოებას. თანამედროვე ქარსითი განკუთვნილია იმისათვის, რომ ბავშვის პირველი წლები არა მხოლოდ დაცულად, არამედ მშვიდადაც ჩაიაროს როგორც თავად პატარასთვის, ისე – მშობლებისთვის.


Labebe Boutique და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია Your Car Seat ეტაპობრივად ვაცნობთ მომხმარებლებს Britax Römer-ის სამგზავრო სავარძლების საუკეთესო მოდელებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მშობლებს პრემიუმ კლასის პროდუქციის გარდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, თუ როგორ შეარჩიონ და დაამონტაჟონ ქარსითი.

თუ ეძებთ საბავშვო სავარძელს, რომელიც დაბადებიდანვე დაიცავს თქვენს პატარას და მასთან ერთად გაიზრდება ოთხ წლამდე – Britax Römer Dualfix Pro იდეალური არჩევანი იქნება. მაღალი ხარისხი, უსაფრთხოება, მრავალფუნქციურობა და გამოყენების სიმარტივე – ეს ყველაფერი ერთ მოდელშია თავმოყრილი. შეარჩიეთ თქვენი საყვარელი ფერის სავარძელი სახლიდან გაუსვლელად ლაბებე ბუტიკში და მიიღეთ შეკვეთა 24 საათის განმავლობაში.

დაკავშირებული პროდუქტები

მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,520 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,520 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,690 
Britax Römer Easy Cling Window Shade - მზის სხივებისგან დამცავი - image 1 | Labebe
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
55 
Britax Römer Back Seat Mirror - სარკე ბავშვის დასაკვირვებლად - image 1 | Labebe
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
110 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,510 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,690 
Britax Römer Protect-Shade-See Bundle - დამცავი საგზაო აქსესუარების ნაკრები - image 1 | Labebe
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
195 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,510 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,510 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,510 
Britax Römer Car Seat Saver - ავტოსავარძლის გადასაფარებელი - image 1 | Labebe
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
120 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,520 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,520 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,690 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
55 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
110 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,510 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,690 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
195 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,510 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,510 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,510 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
120 

მეტი სასარგებლო სტატიები

ამ ბლოგში აღმოაჩენთ 9 მარტივ და აუცილებელ რეკომენდაციას, რომლებიც დაგეხმარებათ, უსაფრთხოდ იმგზავროთ შვილთან ერთად ისე, რომ მაქსიმალური კომფორტი გქონდეთ მთელ ოჯახს.
Britax Römer Swivel – უსაფრთხო, კომფორტული და პრაქტიკული საბავშვო ქარსითი, რომელიც იზრდება პატარასთან ერთად და იდეალური არჩევანია 0-7 წლის ასაკის ბავშვებისთვის.
სწორად შერჩეული და დამონტაჟებული ქარსითი არის ის მთავარი ელემენტი, რომელიც საგრძნობლად ამცირებს შესაძლო რისკებს ავტოსაგზაო შემთხვევების დროს