ბავშვის ზურგჩანთა და ფიზიკური განვითარება – რას გვირჩევს პოდიატრი თამარ ჭიჭინაძე

როცა ბავშვი სკოლაში მიდის, ჩვენ ვზრუნავთ მის წიგნებზე, ფორმაზე, რვეულებზე, მაგრამ ხშირად გვავიწყდება ყველაზე მნიშვნელოვანი – მისი სხეული. ზურგჩანთა, რომელსაც ყოველდღიურად იყენებს ბავშვი, არ არის მხოლოდ სასკოლო აქსესუარი. არამედ ტვირთიცაა, რომლის ტარება უწევს პატარა ორგანიზმს.

თუ საბავშვო ჩანთა ძალიან მძიმეა, არასწორადაა მორგებული ან ბავშვს მხოლოდ ერთ მხარზე აქვს გადაკიდებული, ხერხემალი იძაბება და თანდათან ირღვევა სხეულის ბუნებრივი სიმეტრია. როგორც პოდიატრი თამარ ჭიჭინაძე განმარტავს, სწორი ჩანთის შერჩევა პირდაპირ უკავშირდება ბავშვის ფიზიკურ განვითარებას, მოძრაობის თავისუფლებასა და ხერხემლის სწორ ფორმირებას.

რას ნიშნავს სწორი ზურგჩანთა ბავშვის ჯანმრთელობისთვის?

ბავშვის ხერხემალი ზრდის პერიოდში მუდმივად იცვლება – ძვლები ჯერ კიდევ რბილია, კუნთები კი – ვერ ძლებს დიდ დატვირთვას. ამიტომ, როდესაც ზურგჩანთა ყოველდღიურად ტვირთავს ზურგსა და მხრებს, ორგანიზმი ცდილობს ადაპტირებას – იხრება ერთ მხარეს ან წინ, რაც გრძელვადიანად შეიძლება გადაიზარდოს კიფოზსა ან სკოლიოზში.

„მოსწავლე უნდა იყენებდეს ზურგჩანთას, რომლის მხრებზე სამაგრი განიერია. ჩანთის შიდა მხარე მყარი უნდა იყოს და ებჯინებოდეს ბეჭთაშუა და წელის შუალედურ მიდამოს,“ — ამბობს თამარ ჭიჭინაძე.

სწორი ზურგჩანთა არა მხოლოდ იცავს ბავშვის ზურგს, არამედ ეხმარება მას სხეულის სწორად დაჭერასა და მოძრაობის ბალანსის შენარჩუნებაში.

რამდენს უნდა იწონიდეს საბავშვო ზურგჩანთა?

ბავშვის ჩანთის წონა უნდა იყოს მისი სხეულის წონის არა უმეტეს 10–12%-ისა. მაგალითად, თუ ბავშვი იწონის 25 კგ-ს, ზურგჩანთის მაქსიმალური წონა არ უნდა აღემატებოდეს დაახლოებით 2.5–3 კგ-ს.

თამარ ჭიჭინაძე გვიზიარებს:

„6 წლის ბავშვის ჩანთა არ უნდა აღემატებოდეს 3 კილოგრამს. სამწუხაროდ, დღეს ხშირია შემთხვევა, როცა ჩანთა 7–8 კგ-ს აღწევს – ეს უკვე მძიმე ფიზიკური დატვირთვაა“.

მშობლის ჩარევაც ამ პროცესში მნიშვნელოვანია – თუ შესაძლებელია, მიუტანეთ ბავშვს ჩანთა სკოლამდე ან/და წამოიღეთ სახლში უკან დაბრუნებისას. მცირე დახმარებაც კი ხსნის ზურგზე იმ ზეწოლას, რომელიც ყოველდღიურად აწვება პატარას.

გორგოლაჭებიანი ჩანთა – მოსახერხებელია თუ დამაზიანებელი?

ბევრ მშობელს ჰგონია, რომ გორგოლაჭებიანი ზურგჩანთა ბავშვს უმსუბუქებს ტვირთს, თუმცა სპეციალისტი საპირისპიროს აღნიშნავს:

გორგოლაჭებიანი ჩანთა კიდევ უფრო აზიანებს სხეულის სიმეტრიას, რადგან ბავშვი მას ცალი მხრით ექაჩება. შედეგად, ვითარდება ასიმეტრია და ხერხემალი არათანაბრად იტვირთება“, – თამარ ჭიჭინაძე.

გორგოლაჭებიანი ჩანთები ვიზუალურად კომფორტულია, მაგრამ, ფაქტობრივად, ზურგის დაცვას ვერ უზრუნველყოფს. ყველაზე უსაფრთხო და ჯანსაღი არჩევანია ერგონომიული ზურგჩანთა, რომელიც მხრებზე თანაბრად ანაწილებს წონას და ეხმარება ბავშვს სწორი პოზიციის შენარჩუნებაში.

როგორ მოქმედებს გაჯეტები ბავშვის სხეულზე?

თანამედროვე ბავშვი უამრავ დროს ატარებს ეკრანთან – ტელეფონთან, პლანშეტსა ან კომპიუტერთან. ეს ჩვევა, როგორც თამარ ჭიჭინაძე აღნიშნავს, პირდაპირ აისახება ხერხემლისა და კისრის ზოგად მდგომარეობაზე:

„გაჯეტების ხშირი გამოყენება იწვევს კიფოზს – ბავშვი მუდმივად დახრილია, კისრის კუნთები იტვირთება და ზურგის ზედა ნაწილი იხრება წინ“.

როცა ბავშვი ეკრანს უყურებს თავჩაღუნული პოზით, ირღვევა არა მხოლოდ კუნთების ბალანსი, არამედ სუნთქვაც და სისხლის მიმოქცევაც. ამას ემატება თვალების დაღლა და ზოგჯერ თანკბილვის დარღვევაც, რადგან ბავშვი ინსტინქტურად წინ წევს ნიკაპს, როცა ეკრანს უახლოვდება.

სპეციალისტი მშობლებს ურჩევს:

  • 6–9 წლის ასაკში ეკრანის დრო იყოს არა უმეტეს 1 საათისა დღეში;
  • 10–14 წლისთვის მაქსიმუმ 1.5–2 საათი;
  • ეკრანი ყოველთვის იყოს თვალის დონეზე, ზურგი – სწორად დაჭერილი, ფეხები კი – იატაკზე განლაგებული.

ეკრანის დროის კონტროლი და პოზის კორექცია ამცირებს კისრისა და ზურგის გადაძაბვას, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, კუნთების ტონუსს და ქმნის პირობებს ბავშვის ფიზიკური და მოტორული უნარების ჯანსაღი განვითარებისთვის.

ფიზიკური განვითარება და პრევენციის მნიშვნელობა

ბავშვის სხეული მუდმივად სწავლობს მოძრაობას, ბალანსს, სისწრაფეს, რეაქციას. მაგრამ ეს სწავლა ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ბავშვი აქტიურია და მისი სხეული თავისუფლად მუშაობს.

ხშირი ჯდომა, არასწორად შერჩეული პოზა ან მძიმე სასკოლო ჩანთა აფერხებს ამ პროცესს და იწვევს კუნთების სისუსტეს.

„ბავშვის ხერხემალი 16 წლამდე ყალიბდება. ეს არის პერიოდი, როცა ფიზიკური ჩვევები უნდა გამყარდეს სწორად,“ — განმარტავს პოდიატრი“.

პრევენცია ყოველთვის უფრო ეფექტური და შედეგიანია, ვიდრე უკვე ჩამოყალიბებული პრობლემების მკურნალობა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ის ყოველდღიური ჩვევები, რომლებიც ფორმირდება ბავშვის ცხოვრებაში – როგორ ზის, როგორ ატარებს ზურგჩანთას და რა დროს ატარებს ეკრანთან – პირდაპირ განსაზღვრავს მისი ხერხემლის ჯანმრთელობასფიზიკურ განვითარებასა და მოძრაობის სწორ ჩვევებს. სწორად შერჩეული სასკოლო ჩანთა, პოზის კონტროლი და აქტიური ცხოვრების წესი ქმნის იმ საძირკველს, რომელზეც იზრდება ჯანმრთელი და ენერგიული ბავშვი.

Labebe Boutique მშობლებს სთავაზობს ზურგჩანთის მრავალფეროვან ასორტიმენტს, რომელიც შეესაბამება პედიატრიულ და ერგონომიულ სტანდარტებს. თითოეული ჩანთა შექმნილია ისე, რომ ბავშვის მოძრაობა იყოს ბუნებრივი და კომფორტული:

  • რბილი, განიერი ქამრები ამცირებს მხრებზე ზეწოლას;
  • ზურგის მყარი პანელი იცავს ხერხემალს გადახრისგან;
  • შიდა განყოფილებები ეხმარება წონის სწორად გადანაწილებაში.

ლაბებეს საბავშვო ჩანთები აერთიანებს ესთეტიკას, ფუნქციურობასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას — იმ ყველა პრინციპს, რაც საჭიროა პატარების კეთილდღეობისთვის.

ბავშვის ფიზიკური განვითარება დამოკიდებულია ყოველდღიურ ჩვევებზე, როგორებიცაა ზურგჩანთის სწორ შერჩევაზე, ეკრანის დროის რეგულირებასა და მოძრაობის ოპტიმალურ რეჟიმზე. როგორც პოდიატრი თამარ ჭიჭინაძე აღნიშნავს, ყველა გარემო ფაქტორის შეცვლა შეუძლებელია, თუმცა დამოკიდებულების შეცვლა შესაძლებელია.

სწორედ ეს ცნობიერი მიდგომა წარმოადგენს იმ მნიშვნელოვან პრინციპს, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის სხეულის სწორ ფორმირებასა და ჯანმრთელ განვითარებას.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
85 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
157 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
143 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
118 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
149 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
171 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
152 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
171 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
58 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
100 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
85 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
157 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
143 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
118 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
149 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
171 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
152 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
171 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
58 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
100 

მეტი სასარგებლო სტატიები

გაიგეთ, რა გავლენას ახდენს სუნთქვისა და ძილის ჩვევები ბავშვის თანკბილვაზე. ორთოდონტი ნინა არუთინოვა განმარტავს ბრუქსიზმის რეალურ მიზეზებს და ხსნის, რატომ არის 6 წლის ასაკში ორთოდონტიული შეფასების ჩატარება აუცილებელი.
როდესაც ბავშვი უკვე მზადაა მყარი საკვების მისაღებად, ოჯახის ყოველდღიურობაში ჩნდება ახალი საჭიროება – სწორად შერჩეული საკვები სკამი.
მოზარდისთვის საკუთარი ოთახი აუცილებელია ემოციური სტაბილურობის, დამოუკიდებლობის, სწავლის ეფექტურობისა და პიროვნული იდენტობის ჩამოსაყალიბებლად.