ბავშვის სკამ-მაგიდა - პროდუქტი, რომელიც პატარების ცხოვრებას აუმჯობესებს
ბავშვის დაბადების პირველივე წამებიდან მისი მთავარი საკვები დედის ან/და ხელოვნური რძეა, რომელიც პირველ თვეებში სრულიად საკმარისია. WHO-ის საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, 6 თვიდან ნელ-ნელა უკვე შეიძლება ჩვილისთვის მყარი საკვების მიცემა, რა დროსაც მშობლებს ახალი საზრუნავი უჩნდებათ, თუ როგორ უნდა გაამარტივონ საკვების მიღების პროცესი, რომ მაქსიმალურად კომფორტულად იყოს პატარა.
როცა კვების რაციონში ახალ-ახალი პროდუქტები ჩნდება და ბავშვი იწყებს სხვადასხვა ნაწარმის გასინჯვას, ოჯახის რუტინა იცვლება და საჭირო ხდება, ახალი გზების პოვნა და მათთან ადაპტირება. როგორ უნდა იწყება ეს ეტაპი, რისი შეთავაზება შეიძლება პატარასთვის და ამდაგვარი კითხვები დედ-მამის ძირითადი საფიქრალი ხდება.
ყველა კითხვაზე სწორი პასუხის პოვნა გაცილებით მარტივია, ვიდრე თავიდან ჩანს. ბავშვის საკვები სკამი ის პროდუქტია, რომელიც ამ ეტაპის დაწყებას დაგაჩქარებინებთ, გაგიმარტივებთ და ყოველდღიურ ტვირთს მოგაშორებთ, ხოლო თქვენს შვილს ჯანსაღი განვითარების საშუალებას მისცემს.
ბავშვის მოვლის საკითხებში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია ჯანსაღ კვებას, მის დაცვასა და სწორად შერჩეულ სკამ-მაგიდას. თუ თქვენი შვილი უკვე 6 თვისაა და ცდილობთ ახალ ეტაპზე გადასვლას, Labebe Boutique-ის ამ ბლოგში გაეცნობით საბავშვო სკამის მახასიათებლებს და იმ ფაქტორებს, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.
რას სთავაზობს მშობლებს საბავშვო სკამ-მაგიდა?
საკვები სკამი, რომელსაც მეორენაირად ბავშვის მაღალ სკამსაც უწოდებენ, ინოვაციური პროდუქტია ყველა მშობლისთვის, რომელიც ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს და ბავშვის კვებასთან დაკავშირებულ პრობლემებს მყისიერად აგვარებს თავისი მრავალფუნქციურობით. მასში ინვესტიციის ჩადებით ორივე მხარე მხოლოდ სარგებელს მიიღებს – თქვენ აღარ მოგიწევთ მთელ სახლში სირბილი, რომ როგორმე გამოიჭიროთ პატარა, ხოლო ბავშვი კომფორტულად იქნება მოკალათებული ერგონომიული დიზაინის სკამში და შეძლებს დამოუკიდებლად გამოიკვლიოს ესა თუ ის პროდუქტი.
იდეალურ სკამ-მაგიდას მრავალი უპირატესობა აქვს და მისი ფუნქცია არ შემოიფარგლება მხოლოდ ჭამის პროცესის გაადვილებით. მაგალითად, როცა მუშაობთ და შვილის ხელში აყვანას ფიზიკურად ვერ ახერხებთ, გამოსავლის პოვნა მარტივია – პატარას სკამში ჩასვამთ და წინ მის საყვარელ სათამაშოებს დაუდებთ, რითაც თავს ცოტა ხნით მაინც გაირთობს და თქვენ საშუალება გექნებათ, მშვიდად შეასრულოთ საქმე.
ამასთანავე, ბავშვისთვის სპეციალურად შექმნილი მაღალი სკამი სხვადასხვა უნარ-ჩვევის გამომუშავებას უწყობს ხელს: პატარა ისწავლის, როგორ დაიჭიროს ხელში საკვები აქსესუარები (ჩანგალი, კოვზი, ჭიქა), შეისწავლის ხილ-ბოსტნეულის ფორმებს და ფერებს, დააკვირდება გარემოს, რომელშიც მშობლები ეგულება და თვალს მიადევნებს მათ ქცევებს, რაც სოციალიზაციის პროცესს დააჩქარებს.
განსაკუთრებით დღესასწაულებზე პატარას დროულად დაძინებაზე აღარ მოგიწევთ ფიქრი, რადგან შეგეძლებათ გვერდით დაისვათ, რითაც დაუვიწყარ მოგონებებს შეიქმნით და ეს ყველაფერი საკვები სკამის დამსახურებით იქნება, რომელიც თქვენს ნამდვილ და შეუცვლელ მეგობრად იქცევა.
საკვები სკამის მახასიათებლები, რომლებიც უნდა იცოდეთ
უზრუნველი დღეები საკვებ სკამთან ერთად 6 თვიდან იწყება და 3 წლამდე გრძელდება, რაც საკმაოდ გრძელვადიანი პერიოდია. ამ ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით სკამის მაქსიმალური დატვირთავ 15-20 კილოგრამამდე მერყეობს. იმისათვის, რომ ბავშვს დისკომფორტი არ ჰქონდეს ზრდის პარალელურად, ლაბებეში წარმოდგენილ ყველა სკამ-მაგიდას რეგულირებადი საზურგე და სკამი აქვს, რაც მოიაზრებს მინიმუმ 3 დონეს, მაქსიმუმ კი – 7-ს.
თითოეული სკამი აღჭურვილია 5-წერტილოვანი უსაფრთხოების ღვედით, რომელიც სრულად უზრუნველყოფს ბავშვის დაცულობას. ასევე, როცა ვსაუბრობთ და ვზრუნავთ, რომ პატარას იდეალური გარემო ჰქონდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა წვრილმანი წინასწარ უნდა იყოს გათვლილი. ამიტომ თანამედროვე სკამ-მაგიდას დამატებით ფეხის სადგამიც აქვს, რომლის დარეგულირებაც შეგიძლიათ.
მსოფლიო დონის ბრენდები, როგორებიცაა Peg Perego, Foppa Pedretti, Oribel და Happy Baby გთავაზობთ უნივერსალურ საკვებ სკამებს, რომლებსაც შეგიძლიათ მოხსნათ დაფა, მარტივად გადაწმინდოთ ან გარეცხოთ ის, რაც სრულად აღმოფხვრის მთელი სახლის დასვრისა და არევის პრობლემებს.
Peg Perego Prima Pappa კოლექცია საუკეთესო არჩევანი იქნება თქვენთვის, თუ ეძებთ ისეთ სკამს, რომელიც საჭიროებისამებრ შეზლონგადაც გარდაიქმნება. აღნიშნულ სერიაში საკვებ სკამს 12 სხვადასხვა ფერში აღმოაჩენთ და შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის ყველაზე მისაღები მოდელი. ამასთანავე, 4 გორგოლაჭი სამუხრუჭე სისტემით აადვილებს სკამის გადაადგილებას და იატაკზე არ დატოვებს არანაირ კვალს.
ტრანსფორმერი სკამი იდეალურია კომბინირებული აქტივობებისთვის – ჭამის შემდეგ ბავშვებს ხშირად ძილი ერევათ და ჩაძინებული რომ არ შეაფხიზლოთ, შეგიძლიათ ხელის ერთი მოძრაობით მაღალი სკამი კომფორტულ შეზლონგად აქციოთ, ხოლო სანამ პატარას ეძინება, თქვენს თავს დაუთმოთ დრო.
როგორ უნდა მოუაროთ საბავშვო მაღალ სკამს?
საბავშვო პროდუქციას განსხვავებული მოვლა სჭირდება, ვიდრე სტანდარტულ ნივთებს, რომლებსაც ზრდასრულები მოვიხმართ. მიზეზი მარტივია – პატარების კანი ძალიან სათუთია და უნდა ვერიდოთ ქიმიურ საშუალებებს, რომლებიც მავნე ნივთიერებებს შეიცავს და ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებს.
უახლესი სტანდარტებით შექმნილი საკვები სკამების მოვლას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება. მოსახსნელი დაფა კი უფრო აიოლებს დასუფთავების პროცესს. პირველ რიგში, გასააზრებელია ის ფაქტორი, რომ საბავშვო სკამ-მაგიდა ყოველ ჯერზე უნდა გაიწმინდოს გამოყენების შემდგომ. სწორად და ხშირად ჩატარებული დეზინფექცია თავიდან აგარიდებთ ბაქტერიების გავრცელების საშიშროებას.
როცა პატარა ჭამას მორჩება, საჭიროა ნამცეცებისა და ნარჩენების გადაყრა, რის შემდეგაც შეგიძლიათ ბავშვისთვის უსაფრთხო ხსნარით რბილი ნაჭრით გადაწმინდოთ ან გარეცხოთ დაფა.
რაც შეეხება დეტალურ გასუფთავებას – ამის გაკეთება რეკომენდებულია ყოველკვირეულად, რადგან პატარები ხშირად იკვებებიან და პროდუქტიც მალევე ჭუჭყიანდება. თვეში ერთხელ კი შეგიძლიათ გენერალურად გაწმინდოთ თავიდან ბოლომდე, ანუ მოხსნათ თითოეული ნაწილი და საგულდაგულოდ მოაშოროთ მტვერი, ნამცეცები და ა.შ.
ლაბებეში შეხვდებით ბავშვის საკვები სკამის მრავალფეროვან ასორტიმენტს სხვადასხვა წამყვანი ბრენდისგან, რომელთა ხარისხი მუდმივად გამოირჩევა. უსაფრთხო მასალები, დახვეწილი დიზაინი და ფუნქციურობა ის დეტალებია, რითაც უნდა გამოარჩიოთ სასურველი მოდელი, რომელიც ბავშვის ყველა საჭიროებას დააკმაყოფილებს.
გარდა ამისა, Labebe გთავაზობთ ონლაინ შოპინგის უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც მაქსიმალურად სასიამოვნოს გახდის ფავორიტი ნივთის შერჩევას. ვებსაიტზე აღმოაჩენთ არა მხოლოდ საკვები სკამების კატეგორიას, არამედ ყველაფერს, რაც ახალშობილს და მოზრდილ ბავშვებს სჭირდებათ ბედნიერი ბავშვობისთვის; დაწყებული პრემიუმ კლასის ეტლებით დამთავრებული წვრილმანი აქსესუარებით – ერთ სივრცეში ყველაფრის პოვნის შესაძლებლობა გაქვთ.
ლაბებეში შოპინგით დროის დაზოგვა შეგიძლიათ, ხოლო გზამკვლევად ამ და სხვა ბლოგების გამოყენება, რითაც ყველა საჭირო ინფორმაციას მიიღებთ და ზედმეტი ორჭოფობის გარეშე გადაწყვეტთ, არჩევანი რომელ მოდელზე შეაჩეროთ. შეძენილ პროდუქტს 24 საათის განმავლობაში სასურველ მისამართზე მიიღებთ, დამატებით კი მაღაზიისგან ულიმიტო გარანტიას.