ბავშვის ოთახის გარდასახვა საგაზაფხულოდ

დარაბებს მიღმა უკვე გაზაფხულია და ნელ-ნელა ჩვენს გარემოს ახალი, თბილი და ჭყეტელა ფერები ემატება. ამაზე უკეთესი დრო არ გვეგულება იმისათვის, რომ ჩვენს პატარებს ვაჩუქოთ განახლებული სივრცე, რომელიც სავსე იქნება სიხარულით. ამ ბლოგში აღმოაჩენთ იდეებს და პრაქტიკულ რჩევებს შვილისთვის ჯადოსნური სივრცის შესაქმნელად.

საბავშვო საწოლი, როგორც ოთახის მთავარი ნაწილი

გაზაფხული მჭიდროდაა დაკავშირებული ფერების ბუმთან და განახლებულ ენერგიასთან. რაკიღა ზამთრის ნაცრისფერი დღეები დასრულდა, ბავშვის ოთახიც უნდა გადახალისდეს და მასში ბუნებისგან შთაგონებული მეტი სიფერადე შევიდეს.

ლაბებეში, გარდა თეთრი საწოლებისა, უკვე იპოვით პასტელურ ფერებში შექმნილ საბავშვო საწოლებს, რომლებიც უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. Hugs Factory და Foppa Pedretti იტალიური ბრენდებია და გთავაზობთ ბავშვის კლასიკური სტილის, პრემიუმ ხარისხისა და ფერადოვან საწოლებს.

ასეთი ციმციმა და თანამედროვე საბავშვო საწოლი ოთახს მარტივად შესძენს სიმყუდროვეს და მისი მთავარი ელემენტიც გახდება. ამასთანავე, ორივე ბრენდის საწოლი გათვლილია ბავშვის დაბადებიდან 4-5 წლამდე, რაც მათ კიდევ უფრო უპირატესს ხდის სხვა მოდელებთან შედარებით.


დეკორი

არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის ოთახი მაქსიმალურად იყოს ადაპტირებული მის საჭიროებებზე. ამაში კი ეკოლოგიურად სუფთა, ხელნაქსოვი ხალიჩები დაგეხმარებათ.

როცა პატარა ხოხვას იწყებს, სახლის ყველა კუნჭული მისი მეგობარი ხდება. ამიტომ რბილი ხალიჩა უკომპრომისო პროდუქტია, რომელიც პრაქტიკულთან ერთად ინტერიერის ლამაზი ნაწილიცაა.

ესპანური კომპანიის, Lorena Canals-ის 100% ბამბისგან დამზადებული საბავშვო ხალიჩების გარეცხვა შესაძლებელია სარეცხ მანქანაში, რაც სრულ თანხვედრაში მოდის თანამედროვე ცხოვრების წესის მოთხოვნებთან.

შესანახი სივრცე

ნივთების შენახვა ყოველთვის აქტუალური თემაა, განსაკუთრებით – ბავშვებისა. ირგვლივ მიმოფანტული სათამაშოების, თოჯინების, ტანსაცმლის პრობლემის აღმოფხვრა ლამაზ, ტევად და გამძლე საბავშვო კომოდს შეუძლიათ.

შვილისთვის იდეალური კომოდის არჩევისას გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი:

  • არ უნდა ჰქონდეს ბასრი კუთხეები;
  • გორგოლაჭებიანი კომოდი უფრო პრაქტიკულია;
  • უჯრების რაოდენობა.


Labebe Boutique-ის ვებგვერდის საბავშვო ავეჯის კატეგორიაში შეხვდებით სხვადასხვა მწარმოებლის, ზომის, ფერის კომოდებს, რომლებიდანაც უკლებლივ ყველა სერტიფიცირებულია და აკმაყოფილებს უსაფრთხოების უმკაცრეს სტანდარტებს.

ამ იდეების ინტეგრირებით მოახდენთ არა მხოლოდ შვილის ოთახის ტრანსფორმაციას საგაზაფხულოდ, არამედ მისთვის შექმნით გარემოს, რომელშიც მოგონებებს დააგროვებს და ჯანსაღად განვითარდება.

დაკავშირებული პროდუქტები

ბავშვის საწოლები
მარაგი ამოწურულია
1,035 
ბავშვის საწოლები
გაყიდვაშია
1,035 
ხელნაკეთი ხალიჩები
გაყიდვაშია
254 
ხელნაკეთი ხალიჩები
გაყიდვაშია
254 
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
2,340 
ბავშვის საწოლები
გაყიდვაშია
1,459 
ბავშვის საწოლები
გაყიდვაშია
1,167 
ბავშვის საწოლები
მარაგი ამოწურულია
1,035 
ბავშვის საწოლები
გაყიდვაშია
1,035 
ხელნაკეთი ხალიჩები
გაყიდვაშია
254 
ხელნაკეთი ხალიჩები
გაყიდვაშია
254 
საბავშვო კომოდები
გაყიდვაშია
2,340 
ბავშვის საწოლები
გაყიდვაშია
1,459 
ბავშვის საწოლები
გაყიდვაშია
1,167 

მეტი სასარგებლო სტატიები

გაიგეთ, რატომ ჩნდება აგრესიული ქცევა 2-3 წლის ბავშვებში და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი. ემოციების მართვის სწავლა, მოთმინება და სწორი კომუნიკაცია ბავშვს დაეხმარება უკეთ გამოავლინოს გრძნობები და განვითარდეს ჯანსაღ გარემოში.
ბავშვთან ურთიერთობა ყოველთვის დიალოგით იწყება. კომუნიკაცია მხოლოდ სიტყვების გაცვლა არ არის, როგორც ბევრი თვლის
გაიგეთ, რატომაა მნიშვნელოვანი წიგნის კითხვა ბავშვებისთვის მუცლადყოფნიდან და როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ პატარას წიგნების სიყვარულის ჩამოყალიბებაში. რჩევები ლილე კვირტიასგან, LitKiD-ის თანადამფუძნებლისგან.