აქსესუარები, რომლებიც ბავშვის სწავლის პროცესს ამარტივებს

ბავშვის ყოველდღიურობაში, ერთი შეხედვით, პატარა დეტალებიც კი დიდ როლს თამაშობს.  სწორად შერჩეული ნივთები ამარტივებს ცხოვრებას და თანდათან აჩვევს პატარებს დამოუკიდებლობას, წესრიგსა და პასუხისმგებლობას. აქედან გამომდინარე, გულდასმით შერჩეული საბავშვო ჩანთებითა და აქსესუარებით მშობელი შვილის ყოველდღიურობას და სწავლის პროცესს უფრო ნაყოფიერსა და ორგანიზებულს ხდის.

მხრის ჩანთა ყოველდღიურობისთვის

როცა ბავშვი თანატოლებთან ერთად სასეირნოდ მიდის, მნიშვნელოვანია, რომ რაიმე პატარა, მაგრამ კომფორტული ჩანთა ჰქონდეს. ამ მიზნისთვის კი იდეალური იქნება, თუ შეარჩევთ მხრის ჩანთას. მასში ეტევა ყველაზე საჭირო ნივთები – წყლის ბოთლი, ტელეფონი, წიგნაკი ან საყვარელი სათამაშო. ეს პატარა აქსესუარი ბავშვს აჩვევს, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდოს თავის გადაწყვეტილებებს – პატარა თავად ირჩევს, თან რა წაიღოს და როგორ გამოიყენოს.

პენალი – სკოლის მოწესრიგებული დღეებისთვის

საბავშვო პენალი შეიძლება უბრალო ნივთად მოგვეჩვენოს, მაგრამ ბავშვებისთვის ის ერთმანეთში არეული წვრილმანების პატარა ორგანიზატორია. სასკოლო ან საბაღო ნივთები, როგორებიცაა ფანქრები, ფლომასტერები, კალმები პენალში ყველანაირი ქაოსის გარეშე ინახება. როცა ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, ბავშვი ადვილად ეჩვევა წესრიგს და იაზრებს, რომ პასუხისმგებელია საკუთარ ნივთებზე, რაც სწავლის პროცესსაც უფრო სასიამოვნოსა და ხალისიანს ხდის.

სპორტული ჩანთა – აქტიური ცხოვრების სტილი

სპორტზე სიარული ბავშვებს ასწავლის დისციპლინას, დროის სწორად მართვასა და ჯანსაღი ცხოვრების წესებს. სპორტული ჩანთა კი ამ პროცესში პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი დამხმარეა: ბავშვს შეუძლია დამოუკიდებლად ჩაალაგოს მასში სპორტული ფორმა, ფეხსაცმელი ან წყლის ბოთლი და სრული მზაობით წავიდეს ვარჯიშზე.

წელის ჩანთა მეტი პრაქტიკულობისთვის

სასეირნოდ ან ექსკურსიაზე წასვლისას, როცა ბევრი ნივთის ტარება საჭირო სულაც არ არის, წელის ჩანთა საუკეთესო გამოსავალია. მასში თავისუფლად თავსდება ტელეფონი, გასაღები ან სასუსნავები. ამ ტიპის კომპაქტურ ჩანთას ბავშვი მარტივად მოირგებს, ხელებიც თავისუფლად ექნება და საჭირო ნივთებიც ხელის ერთ გაწვდენაზე,

ყველა ეს პრაქტიკული ნივთი მარტივად შეგიძლიათ შეიძინოთ Labebe Boutique-ის ვებგვერდზე – სახლიდან გაუსვლელად და კომფორტულად, რათა თქვენს პატარას საუკეთესო გამოცდილება აჩუქოთ.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო ჩანთები
წინასწარი შეკვეთით
29 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
31 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
34 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
57 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
26 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
59 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
71 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
57 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
57 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
52 
საბავშვო ჩანთები
წინასწარი შეკვეთით
29 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
31 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
34 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
57 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
26 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
59 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
71 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
57 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
57 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
52 

მეტი სასარგებლო სტატიები

შეიძლება უკვე გსმენიათ, რომ უსაფრთხოების ბალიშმა, იგივე აირბაგმა 1970 წლიდან დღემდე დაახლოებით 650 000 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
გაიგეთ, როგორ შეუძლიათ მშობლებს შვილებთან ერთად შემოდგომა გადაიქციონ შემოქმედებით და განმავითარებელ პერიოდად. ფოთლების შეგროვება, ხელნაკეთი ნივთები, ზღაპრების კუთხე და მონტესორის ავეჯი დაეხმარება ბავშვებს დამოუკიდებლობისა და ფანტაზიის განვითარებაში.
თბილისში და სხვა ქალაქებში ბევრი ოჯახი ყოველდღიურად გადაადგილდება ტაქსით. ამ დროს მშობლების უმეტესობა ერთ დიდ პრობლემას აწყდება – ბავშვების უსაფრთხოების ფაქტორს მგზავრობისას.