აღმოაჩინეთ საუკეთესო საბავშვო მატრასები Plitex-ისგან

ბავშვის მშვიდი ძილი მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავი ხდება სიცოცხლის პირველივე დღეებიდან. ჩვილი დღე-ღამეში საშუალოდ 16–18 საათს ატარებს ძილში, ამიტომ თანამედროვეობაში საბავშვო მატრასი უბრალო აქსესუარი ნამდვილად არ არის. სწორად შერჩეული მატრასი არის ის საფუძველი, რომელიც განსაზღვრავს ძილის ხარისხს, ძვალ-კუნთოვანი სისტემის ფორმირებასა და კომფორტს. ამიტომაც ითვლება, რომ მატრასის არჩევას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღების დათმობა და გარკვეული ცოდნა, რათა ზუსტად შეირჩეს ისეთი მოდელი, რომელიც მორგებული იქნება ბავშვის საჭიროებებს.
ლაბებე ბუტიკში წარმოდგენილი Plitex პრემიუმ ბრენდია, რომელიც უკვე წლების განმავლობაში ქმნის ეკოლოგიურად სუფთა, სერტიფიცირებულ და ორთოპედიულ საბავშვო მატრასებს. მშობლებისთვის ყველაზე სასიამოვნო ფაქტი კი ის არის, რომ ამ ბრენდის პროდუქციაში ერთი კონკრეტული სტანდარტული ვარიანტი არ არსებობს – Plitex ქმნის მატრასებს სხვადასხვა ფორმისა და ზომის საწოლებისთვის, რაც მშობელს საშუალებას აძლევს ზუსტად მოარგოს მატრასი უკვე არსებულ საწოლს.

რატომ არის საბავშვო მატრასი მნიშვნელოვანი ბავშვის განვითარებისთვის?
როცა ბავშვი ჯერ კიდევ ძალიან პატარაა, მის სხეულს სჭირდება სტაბილური და სწორად მორგებული საყრდენი. პატარა დღის განმავლობაში დიდხანს წევს და სძინავს ერთსა და იმავე ზედაპირზე, ამიტომ სწორედ მატრასზეა დამოკიდებული, მოდუნდება თუ არა სხეული და ექნება თუ არა ბუნებრივი, კომფორტული პოზიცია.
სწორად შერჩეული მატრასი:
- ინარჩუნებს ხერხემლის ბუნებრივ ფორმას;
- ეხმარება კუნთების მოდუნებასა და სხეულის სიმეტრიულ განლაგებას;
- ხელს არ უშლის კანის სუნთქვასა და სხეულის მოძრაობას;
- იცავს ბავშვს ზედმეტი ჩაფლობისგან.
Plitex-ის საბავშვო მატრასები შექმნილია ისე, რომ ბავშვის სხეულს ყოველთვის ჰქონდეს სწორი, ერგონომიული პოზიცია. სიმტკიცისა და მოქნილობის ბალანსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 0–12 თვემდე პერიოდში, როდესაც ხერხემალი აქტიურად ყალიბდება.

რა მასალისგან უნდა იყოს დამზადებული საბავშვო მატრასი?
მასალა არის ის, რაც განსაზღვრავს ჰიგიენას, ვენტილაციას, სიმყარესა და უსაფრთხოებას. ახალშობილების კანი განსაკუთრებით ნაზია, ამიტომ ბავშვის მატრასის შიგთავსში გამოყენებული კომპონენტები უნდა იყოს მაქსიმალურად ეკოლოგიური, ჰიპოალერგიული და ჰაერგამტარი.
ბუნებრივი მასალები, როგორებიცაა, მაგალითად, ბამბა, ბამბუკი, სიზალი, ქოქოსის ბოჭკო, ბუნებრივი ლატექსი – საუკეთესოდ პასუხობს ახალშობილის საჭიროებებს. ისინი არ იწვევს ალერგიას, ინარჩუნებს ტემპერატურის ბალანსს და არ აგროვებას ტენიანობას, რაც სოკოსა და ბაქტერიების წარმოქმნის რისკს ამცირებს.
Plitex იყენებს როგორც ბუნებრივ, ისე სერტიფიცირებულ ეკო-სინთეტიკურ შიგთავსებს, რომელთა უსაფრთხოება მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით არის დამტკიცებული. ასეთი მასალები არ შეიცავს ტოქსიკურ ნაერთებს და სრულად უსაფრთხოა გამოსაყენებლად ბავშვის დაბადებიდანვე.
მატრასის სიმყარე – მყარი თუ რბილი?
ეს საკითხი ყველაზე ხშირად აინტერესებთ მშობლებს. ფართოდ გავრცელებული მითია, რომ ბავშვს აუცილებლად ძალიან რბილი ან ძალიან მყარი მატრასი სჭირდება, თუმცა ორივე ვარიანტი მცდარია სინამდვილეში. ზედმეტად რბილი ზედაპირი ბავშვის სხეულს ჩაძირავს, რაც ზიანს აყენებს ხერხემლის ჩამოყალიბებას. მკვეთრად მყარი მატრასი კი დისკომფორტს ქმნის და ძილს ართულებს.
აქედან გამომდინარე, სწორი არჩევანია ისეთი ორთოპედიული მატრასის შეძენა, რომელიც ზომიერად მყარიც იქნება და – რბილიც. აღსანიშნავია, რომ Plitex-ის მატრასის კოლექციები ამ კრიტერიუმს სრულს შეესაბამება. დაბალანსებული ზედაპირი ეხმარება სხეულს ბუნებრივი მდგომარეობის შენარჩუნებაში და ზედმეტად არ ძაბავს მას.

აქვს თუ არა მატრასის ზომას მნიშვნელობა?
მატრასი აუცილებლად უნდა ერგებოდეს საბავშვო საწოლს იდეალურად. 1–2 სანტიმეტრიც კი, რომელიც სიცარიელეს ტოვებს კიდეებთან, არღვევს უსაფრთხოების სტანდარტებს.
სწორად შერჩეული ზომა უზრუნველყოფს:
- სტაბილურობას;
- ბავშვის უსაფრთხოებას;
- მშვიდ ძილს მატრასის ყოველგვარი მოძრაობის გარეშე.
Labebe Boutique-ში Plitex-ის მატრასები მრავალ ვარიანტშია წარმოდგენილი, რაც მშობელს აძლევს საშუალებას, ზუსტად მოარგოს კონკრეტულ მოდელს – იქნება ეს კლასიკური საწოლი, ოვალური თუ მრგვალი.
ბრენდი ქმნის სხვადასხვა ფორმის მატრასებს, რათა მშობელმა შეძლოს შესაბამისი მოდელის მოძებნა იმ საწოლისთვის, რომელიც უკვე აქვს პატარას.
ლაბებეს ასორტიმენტში აღმოაჩენთ მატრასების შემდეგ ფორმებს:
- მართკუთხედის – სტანდარტული და ყველაზე გავრცელებული ვარიანტი;
- მრგვალს – ხშირად გამოიყენება მცირე ზომის საბავშვო საწოლებში;
- ოვალური – იდეალურია ტრანსფორმერ მოდელებისთვის, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად იცვლება.
სწორი ფორმის შერჩევა ისეთივე მნიშვნელოვანი საკითხია, როგორც მატრასის შიგთავსი, რადგან მატრასი ბავშვის საწოლში უნდა იყოს უძრავად და თანაბრად განაწილებული.
მოსახსნელი ზედაპირი – აუცილებელი ელემენტი ჰიგიენისთვის
ბავშვების ყოველდღიურობა მოითხოვს მუდმივ სისუფთავეს. რძის დარჩენილი კვალი, წყალი, ოფლი, სხვადასხვა სითხე თუ ნამცეცი – ყველაფერი ეს მატრასში იწოვება, თუ მისი ზედა ფენა სათანადოდ არ არის დაცული.
Plitex-ის მატრასების შალითები ელვა შესაკრავითაა დამზადებული, რის გამოც მარტივად იხსნება და ირეცხება. მოსახსნელი ზედაპირი საშუალებას გაძლევთ, რომ:
- მარტივად შეინარჩუნოთ მატრასის ჰიგიენა;
- დაიცვათ შიგთავსი ტენიანობისგან;
- თავიდან აიცილოთ ალერგენების დაგროვება;
- მატრასის სიცოცხლე გაახანგრძლივოთ.
დამატებით შესაძლებელია მატრასის დამცავი საფარის გამოყენება, რომელიც ყოველდღიურ მოვლას კიდევ უფრო გაგიიოლებთ.

რატომ Plitex?
Plitex-ის საბავშვო მატრასები იქმნება იმ ფილოსოფიით, რომ ბავშვის ძილის გარემო უნდა იყოს უსაფრთხო, მდგრადი და მაქსიმალურად ბუნებრივთან ახლოს. თითოეული მატრასი დამზადებულია სერტიფიცირებული, ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან, რომლებიც არ იწვევს გაღიზიანებას, უზრუნველყოფს თავისუფალ ვენტილაციას და ინარჩუნებს სტრუქტურას წლების განმავლობაში.
ბრენდი ათეულობით წელია მუშაობს საბავშვო სეგმენტში და ზუსტად იცის, რა სჭირდება ჩვილსა და პატარა ასაკის ბავშვს. სწორედ ამიტომ Plitex-ის თითოეული მოდელი სპეციალურად პატარებისთვისაა შექმნილი – ორთოპედიული და ანატომიური მხარდაჭერით, სიმტკიცისა და სირბილის დაბალანსებული კომბინაციითა და კონსტრუქციით, რომელიც მუდმივად ინარჩუნებს ფორმას.
ტოპ ბრენდის უპირატესობებია:
- ჰიპოალერგიული მასალები;
- ჰაერგამტარი სტრუქტურა;
- ბავშვის სხეულზე მორგებული ტექნიკური მახასიათებლები;
- საერთაშორისო სერტიფიცირება;
- ექსპლუატაციის ხანგრძლივობა.
რატომ უნდა შეიძინოთ Plitex-ის მატრასი ლაბებეში?
Labebe Boutique-ში წარმოდგენილია მხოლოდ ოფიციალური და სერტიფიცირებული მატრასები, რომელთა უსაფრთხოება და ხარისხი დამოწმებულია ბრენდის მიერ. ჩვენთან შეძენილი პროდუქტი არის ავთენტური, დახვეწილი და ზუსტად ისეთივე სტანდარტის, როგორიც მწარმოებლის მიერაა განსაზღვრული. სწორედ ამიტომ მშობელს შეუძლია სრული ნდობით შეარჩიოს ბავშვისთვის აუცილებელი ნივთები.
მშობლები ლაბებეს ირჩევენ, რადგან ჩვენთან ყოველთვის მრავალფეროვანი და სანდო არჩევანის გაკეთება შეუძლიათ, ყველა პროდუქტი შეესაბამება უსაფრთხოების ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებს, შეძენა მარტივია როგორც ონლაინ, ისე – ადგილზე, ხოლო მიწოდება – სწრაფი და კომფორტულია. დამატებით, Plitex-ის მატრასები Labebe-ში ულიმიტო გარანტიითაა წარმოდგენილი, რაც არჩევანის გაკეთების მომენტს განსაკუთრებულად მშვიდსა და თავდაჯერებულს ხდის მშობებისთვის.
ბავშვის ჯანმრთელი ძილი იწყება სწორად შერჩეული მატრასით. ლაბებეში შეგიძლიათ მშვიდად აირჩიოთ მატრასი, რომელიც თქვენი შვილისთვის უზრუნველყოფს წყნარ, უსაფრთხო და კომფორტულ ძილს ყოველდღიურ რეჟიმში.