აღმოაჩინეთ ლაბებეში საბავშვო მსუბუქი ეტლები საზაფხულოდ

სულ რამდენიმე დღეში ზაფხულის სეზონი დადგება – მწველი მზე, არდადეგები, შვებულება, ზღვა – ყველა სასიამოვნო თავგადასავალი სწორედ ამ დროს იწყება. მშობლები უპირატესობას მეტ პრაქტიკულობას, უსაფრთხოებასა და კომფორტს ანიჭებენ და ეს ყველაფერი განსაკუთრებით ზაფხულში იკვეთება, როცა ბავშვთან ერთად მსუბუქად გადაადგილების საჭიროება დგება დღის წესრიგში.

აუტანელი სიცხე საკმაოდ ხელის შემშლელი ფაქტორია, მაგრამ საბავშვო მსუბუქი ეტლით მარტივად ისეირნებთ პარკებსა და სკვერებში პატარასთან ერთად. სასეირნო ეტლი ისეთი მოდელია, რომელიც უმსუბუქესია და ტვირთად არასდროს გექცევათ.

ბავშვის სასეირნო ეტლი სრულყოფილად შეესაბამება მშობლების და ბავშვების საჭიროებებსა და მოთხოვნებს, რომელიც გამოირჩევა პრაქტიკულობით და გამოყენების სიმარტივით.

სწორედ ამიტომაა, რომ ზაფხულობით საბავშვო ეტლის ეს ტიპი უკომპრომისო არჩევანია – ხელთ გექნებათ ყველანაირი პირობა და ფუნქცია, ხოლო თქვენი შვილი სეირნობებისგან ბედნიერების დიდ ზომას მიიღებს.

თუ უკვე იწყებთ ცხელი სეზონისთვის მზადებას და საბავშვო ეტლიც უნდა განაახლოთ, ამ ბლოგიდან გაიგებთ, რატომ უნდა აირჩიოთ მსუბუქი სასეირნო ეტლი და რა სარგებელს მიიღებთ მისგან.


მსუბუქი სასეირნო ეტლის დანიშნულება

ბავშვთა სამყაროში ეტლი გადაადგილების ეფექტური საშუალებაა, რომელიც მშობლებს ყოველდღიურობას უმარტივებს და ბავშვთან დაკავშირებულ გარკვეულ სირთულეებს აქრობს.

მსუბუქი ეტლი ერთ-ერთი მოდელია ეტლებს შორის, რომელიც ცნობილია კომპაქტურობით და პორტატიულობით. მის გამოყენებას არ სჭირდება დიდი ძალისხმევა, ხოლო გარეთ გასვლისთანავე იგრძნობთ, რაოდენ ჰაეროვანია მისი მართვა თუნდაც უსწორმასწორო რელიეფზე,

ამასთანავე, ბავშვის სასეირნო ეტლები ყოველთვის გაცილებით ცოტას იწონის, ვიდრე სტანდარტული მოდელები. ამ მახასიათებლის წყალობით, ეტლის გაშლა და დაკეცვა წამებში შეიძლება, უპრობლემოდ ეტევა ლიფტსა და მანქანის საბარგულში, ხოლო სახლში იკავებს მცირე ადგილს.

მაგალითად, ბრიტანული საბავშვო ბრენდის მსუბუქი ეტლის წონა 6,9 კილოგრამია, რაც ნებისმიერ მშობელს მხოლოდ სარგებელს მოუტანს და ზედმეტად არ დატვირთავს სიმძიმით. ამჟამად ლაბებეში HappyBaby Cindy-ის კოლექციის საბავშვო ეტლებზე 20% ფასდაკლებაც დაგხვდებათ.

აღნიშნული სასეირნო ეტლი რეკომენდებულია 7 თვის ასაკიდან და მაქსიმალური წონის დატვირთვა 15 კგ-ამდე აქვს, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ 3 წლამდე შეუფერხებლად გამოიყენოთ.

ეტლი, რომელიც ხელის ერთი მოძრაობით იკეცება, ფუნქციურად საკმაოდ მდიდარია – აქვს ფეხის ორდონიანი დასადები, საზურგის 3 პოზიცია, მოხსნადი შალითა, შესანახი კალათა.


სასეირნო ეტლის ძირითადი მახასიათებლები

მანევრირება

ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, რომელიც ამ ეტლებს აქვს, მანევრირების სიმარტივეა. ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრებში, ვიწრო ტროტუარებსა ან გადაჭედილ ტრანსპორტში გადაადგილება ნამდვილად ძნელია, მაგრამ მსუბუქი ეტლი მშობლებს საშუალებას აძლევს, ძალისხმევის გარეშე და მხოლოდ ერთი ხელით მართონ ის,

პორტატიულობა

ბავშვის სასეირნო ეტლი შექმნილია მოგზაურობის და ცხოვრების აქტიური წესის წასახალისებლად. ამ ეტლთა კომპაქტური და დასაკეცი სისტემა მათ წარმოუდგენლად პორტატიულს ხდის. თუ უკვე მტკიცედ გადაწყვიტეთ საბავშვო ეტლის განახლება საზაფხულოდ, შეგიძლიათ დაემშვიდობოთ მძიმე ეტლებთან დახარჯულ ენერგიას და თავისუფლად დაგეგმოთ ბუნებაში გასვლა და მოგზაურობა.


ბიუჯეტი

გარდა იმისა, რომ მსუბუქი წონის საბავშვო ეტლი მრავალმხრივ დახვეწილი და ფუნქციურია, მას ისიც გამოარჩევს, რომ ბიუჯეტურად ხელმისაწვდომია. არაერთი მშობლისთვის კი ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, როცა სასურველ საბავშვო პროდუქციას იძენენ.

ლაბებეში სასეირნო ეტლების ღირებულება 525 ლარიდან იწყება და 1650 ლარამდე მერყეობს. ერთ სივრცეში შეგიძლიათ იპოვოთ იდეალური მსუბუქი ეტლი, რომელიც შეესაბამება თქვენს საჭიროებებს.

ლაბებე ბუტიკის ვებგვერდზე იტალიური ბრენდის Pali-ის ფერად ეტლებზეც აღმოაჩენთ  40% ფასდაკლებას, რითაც, საბოლოო ჯამში, გაგიმარტივდებათ ბიუჯეტის განსაზღვრა და სასურველი მოდელის შერჩევა.

Labebe-ში ყოველთვის შეხვდებით საბავშვო პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს, საიდანაც შეძლებთ იპოვოთ თქვენთვის იდეალური ნივთი. არ დაგავიწყდეთ, რომ შეძენილ ნივთს 24 საათის განმავლობაში სასურველ მისამართზე მიიღებთ>

დაკავშირებული პროდუქტები

მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
1,650 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
წინასწარ შეკვეთით
1,095 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
875 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
775 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
1,418 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
880 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
წინასწარ შეკვეთით
1,169 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
1,650 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
წინასწარ შეკვეთით
1,095 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
875 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
775 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
1,418 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
880 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
წინასწარ შეკვეთით
1,169 

მეტი სასარგებლო სტატიები

ბავშვებში განსაკუთრებით ხშირია ემოციების აღრევა, გაურკვევლობა და დაბნეულობა, რაც იმით აიხსნება, რომ პატარები სწორედ ადრეულ ასაკში იწყებენ ემოციურ თვითკონტროლს, შემეცნებასა და ინტელექტის განვითარებას.
ამ ბლოგში აღმოაჩენთ იტალიური ბრენდის Peg Perego-ის ბავშვის საკვებ სკამებს, რომლებიც ელეგანტური დიზაინით, კონცეფციით, გამოყენებული მასალებითა და ფუნქციურობით გამოირჩევა.
მშობლები მუდმივად ცდილობენ შექმნან მხიარული გარემო შვილებისთვის, უზრუნველყონ მათი ბედნიერება და კეთილდღეობა.