4moms – ბრენდი, რომელიც მშობლების იდეალური დამხმარეა

მშობლობა გასაოცარი თავგადასავალია, რომელსაც თან ახლავს გადატვირთული დღეები და უძილო ღამეები. მაშინ, როდესაც თქვენი შვილის კომფორტი უმთავრესი პრიორიტეტია, მაგრამ სულ ცოტა ხნით დასვენებაც გჭირდებათ, ასეთ დროს 4moms mamaRoo5 ჩვილის სავარძელი ნამდვილ მხსნელად იქცევა. ეს ინოვაციური პროდუქტი შექმნილია იმისათვის, რათა თქვენი ბუნებრივი მოძრაობები გაიმეოროს და ბავშვმა თავი ისევე კომფორტულად იგრძნოს, როგორც მშობლის მკლავებში.

4moms ამერიკულ ბრენდს წარმოადგენს, რომელიც თანამედროვე მშობლების საყვარელი არჩევანია, ვინაიდან კომპანია სთავაზობთ ისეთ ნაწარმს, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მათ და პატარების ყოველდღიურ საჭიროებებს. საერთაშორისო ლიდერი ბრენდის პროდუქცია შექმნილია მშობლების მზრუნველობის შთაგონებით, რაც მას უფრო მეტად გამოარჩევს.

4moms გთავაზობთ ელექტრო აკვნებს, საქანელებს და სპეციალურ ჩასაფენებს, საკვებს სკამებს და სხვ. თითოეული პროდუქტი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის და უსაფრთხო მასალებისგან და, რაც მთავარია, თითოეული მათგანი უზრუნველყოფს სრულ კომფორტს.

ლაბებე ბუტიკში მუდმივად აღმოაჩენთ მსოფლიო წამყვან ბრენდებს, რომლებსაც მშობლების მხრიდან მრავალწლიანი ნდობა აქვთ მოპოვებული და პრესტიჟით სარგებლობენ ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე. საქართველოში ექსკლუზიურად წარმოდგენილი საბავშვო პრემიუმ პროდუქციის არჩევა სახლიდან გაუსვლელად, ლაბებეს ვებგვერდზე შეგიძლიათ.

4moms-ის მუსიკალური ელექტრო საქანელა

4moms mamaRoo5 infant seat უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი, სტანდარტული სავარძელი. მუსიკალური საქანელა მაღალტექნოლოგიური, ერგონომიული სავარძელია, რომელიც ამშვიდებს და ართობს ბავშვს, მშობლებს კი თავისუფალ დროს აძლევს.

ამ განახლებულ მოდელს გააჩნია გაუმჯობესებული ფუნქციები, რაც მას უფრო უკეთესს ხდის წინა ვერსიებთან შედარებით. რაც უნდა უყვარდეს და მოსწონდეს თქვენს პატარას – ბზრიალი თუ რწევა – mamaRoo5 ყოველთვის შესთავაზებს იმას, რაც მოესურვება. ელექტრო სავარძელი აღჭურვილია ახალი Find Your Roo™ ფუნქციით, რომელიც 4moms-ის აპლიკაციაში დაგეხმარებათ მარტივად იპოვოთ ზუსტი კომბინაცია, რომელიც ყველაზე მეტად წააგავს თქვენს ჩვეულ მოძრაობებს.

ბავშვის სარწეველა სკამის სისტემა მოიცავს 5 მოძრაობას და სიჩქარეს, რომელსაც თან ემატება 4 სხვადასხვა სახის დამამშვიდებელი მუსიკა. საჭირო კომბინაციის დაყენების შემდეგ შეგიძლია პატარა მკლავებიდან სავარძელში ჩასვათ, ისე, რომ მან მკვეთრი განსხვავება ვერ იგრძნოს ცვლილებისგან.


infant seat-ის მთავარი მახასიათებლები, რომლითაც გამოირჩევა

ჩვილები რწევის მოძრაობებით და მშობლების მკლავებში მყუდროდ მოკალათებით მშვიდდებიან. mamaRoo5 საქანელას ხუთი მოძრაობის პარამეტრი სრულყოფილ კომფორტს გთავაზობთ, რომელშიც გაერთიანებულია car ride, kangaroo, tree swing, rock-a-bye, wave მოძრაობები.

ელექტრო სავარძლის მარტივად კონტროლი და მართვა Bluetooth-ით შეგიძლიათ. აღარ არის საჭირო სავარძლის ხელით რეგულირება – ეს მოცემულობა უკვე წარსულს ჩაბარდა. mamaRoo5 მარტივად უკავშირდება სმარტფონს Bluetooth-ის მეშვეობით, რაც საშუალებას გაძლევთ შორიდან აკონტროლოთ მისი მოძრაობა, სიჩქარე და ხმა, ისე, რომ ბავშვი ერთი წამითაც არ შეაწუხოთ.

თეთრი ხმაური დამამშვიდებლად მოქმედებს ახალშობილებზე და ხელს უწყობს მათ მშვიდ ძილს. გარდა იმისა, რომ 4moms mamaRoo5 infant seat-ის აქვს ჩაშენებული ხმები, დამატებით, ასევე, შეგიძლიათ ტელეფონიდან ჩართოთ ბავშვის საყვარელი      მუსიკა.

თუ თქვენი პატარა ჩაძინებას ან უბრალოდ დასვენებას მოინდომებს, სავარძლის დახრის კუთხე ადვილად შეგიძლიათ დაარეგულიროთ. პედიატრთა კონსულტაციით შემუშავებული რეგულირებადი დახრის სისტემის წყალობით, საქანელა შეიძლება განთავსდეს როგორც ვერტიკალურად, ისე – დახრილ პოზიციაში.

ბავშვთან ერთად ცხოვრება ხშირად სიურპრიზებითაა სავსე. ყველამ ვიცით, რომ მათ ხშირ-ხშირად გამოცვლა სჭირდებათ, რათა ჰიგიენა სრულად იყოს დაცული. მშობლების საბედნიეროდ, mamaRoo5-ის აქვს მოსახსნელი ორმხრივი ჩასაფენი, რომელიც შეიძლება გაიწმინდოს და, აგრეთვე, გაირეცხოს.


რატომ უყვართ მშობლებს 4moms mamaRoo5?

ნებისმიერი მშობლისთვის დრო ძალიან ძვირფასია, რომელსაც მენეჯმენტი სჭირდება. ბავშვის მოვლას და აღზრდას საკმაოდ დიდი რესურსი მიაქვს, რის გამოც ოჯახი ხშირად გადაქანცულია და ცოტა ხნით დასვენება სჭირდება. ამ მხრივ, ელექტრო საქანელა mamaRoo5 იდეალური არჩევანია, რადგან მისი დამამშვიდებელი მოძრაობები პატარას გაართობს, ხოლო თქვენ შესაძლებლობას მოგცემთ უშფოთველად დალიოთ ყავა, შეასრულოთ პირადი საქმეები ან უბრალოდ დაისვენოთ.  

მიუხედავად იმისა, რომ 4moms-ის სავარძელი მაღალტექნოლოგიურია, ის საკმაოდ მსუბუქია და ადვილად გადაადგილდება ოთახიდან ოთახში. ეს უპირატესობა მშობლებს უხსნის დაძაბულობას და მეტად მშვიდად არიან იმის ცოდნით, რომ ბავშვი ყოველთვის ახლოს ჰყავთ.

თანამედროვე მშობლებისთვის კომფორტია ისეთი პროდუქციის ქონა, რომლის გამოყენება არ საჭიროებს დიდ ძალისხმევას. ამიტომაცაა, რომ ამერიკული ბრენდის მუსიკალური ელექტრო სავარძელი მათი საყვარელი არჩევანი ხდება. სარწეველა სავარძელს აქვს Bluetooth-ის მხარდაჭერა და ისეთი მოქნილი ინტერფეისი, რომელშიც გარკვევას წამები სჭირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ 4moms რეგულარულად აახლებს პროგრამას, რაც უზრუნველყოფს არსებული ფუნქციების გაუმჯობესებას.

ბრენდის ელექტრო სავარძელს უსაფრთხოების 3-წერტილოვანი ღვედი აქვს, რომელიც საჭიროებისამებრ 5-ადაც გადაიქცევა. ასეთი ტიპის ღვედი აუცილებელია, რომ ბავშვი საიმედოდ დააფიქსიროთ სავარძელში. ასევე, პროდუქტი აკმაყოფილებს უსაფრთხოების ყველა სტანდარტს, რაც მშობლებს დამატებით სიმშვიდეს ანიჭებს.


რა ასაკიდანაა რეკომენდებული ელექტრო საქანელას გამოყენება?

საბავშვო ინოვაციური საქანელა განკუთვნილია ჩვილებისთვის დაბადებიდან 11 კგ-ამდე. ის იდეალური საჩუქარი იქნება ახალბედა მშობლებისთვის, რომლებიც მხოლოდ ახლა იწყებენ ამ ბავშვთა სამყაროს შეცნობას. სავარძლის გამოყენება შეიძლება სივრცედ, რომელშიც ჩვილი დაიძინებს, ითამაშებს და დაისვენებს.

აქედან გამომდინარე, ეს მრავალფუნქციური სავარძელი განსაკუთრებით გამოსადეგია ბავშვის სიცოცხლის პირველ თვეებში, როდესაც მშობლები ყოველდღიურ რუტინას ჯერ კიდევ ეჩვევიან.

მაგალითად, ზოგიერთ ბავშვს ურჩევნია მანქანის მგზავრობის მსგავსი რწევა, სხვებს კი მშვიდი, თანმიმდევრული მოძრაობები. ყველაფერი დამოკიდებულია უშუალოდ პატარაზე და მნიშვნელოვანია, რომ გამოცადოთ ყველა ვარიანტი, რათა იპოვოთ თქვენი შვილისთვის იდეალურად მორგებული რეჟიმი. 4moms mamaRoo5 ადვილად შეგიძლიათ ჩართოთ ბავშვის ყოველდღიურობაში, რაც დროის დიდ ნაწილს ეფექტურად დაგიზოგავთ.

მშობლობის სირთულეების დაძლევაში 4moms და მისი მუსიკალური ელექტრო სავარძელი დაგეხმარებათ, რომლის აღმოჩენაც Labebe Boutique-ში შეგიძლიათ. ერთ სივრცეში იპოვით მრავალფეროვან და ხარისხიან საბავშვო ასორტიმენტს, ხოლო შეძენილ ნივთს სასურველ მისამართზე 24 საათის განმავლობაში მიიღებთ.

დაკავშირებული პროდუქტები

აკვნები და კალათები
გაყიდვაშია
2,050 
საბავშვო საქანელა - ბაუნსერები
გაყიდვაშია
1,395 
საბავშვო საქანელა - ბაუნსერები
გაყიდვაშია
1,395 
საბავშვო საქანელა - ბაუნსერები
გაყიდვაშია
165 
მარაგი ამოწურულია
საბავშვო საქანელა - ბაუნსერები
მარაგი ამოწურულია
165 
მარაგი ამოწურულია
საბავშვო საქანელა - ბაუნსერები
მარაგი ამოწურულია
165 
საბავშვო საქანელა - ბაუნსერები
გაყიდვაშია
165 
დანაზოგი 10%
საბავშვო საქანელა - ბაუნსერები
გაყიდვაშია
495  445 
დანაზოგი 10%
საბავშვო საქანელა - ბაუნსერები
წინასწარ შეკვეთით
495  445 
დანაზოგი 10%
საბავშვო საქანელა - ბაუნსერები
გაყიდვაშია
495  445 
დანაზოგი 10%
საბავშვო საქანელა - ბაუნსერები
გაყიდვაშია
495  445 
საბავშვო საქანელა - ბაუნსერები
წინასწარ შეკვეთით
570 
საბავშვო საქანელა - ბაუნსერები
გაყიდვაშია
570 
საბავშვო საქანელა - ბაუნსერები
წინასწარ შეკვეთით
570 
აკვნები და კალათები
გაყიდვაშია
2,050 
საბავშვო საქანელა - ბაუნსერები
გაყიდვაშია
1,395 
საბავშვო საქანელა - ბაუნსერები
გაყიდვაშია
1,395 
საბავშვო საქანელა - ბაუნსერები
გაყიდვაშია
165 
4moms mamaRoo5 infant seat insert Maroon Plush - მუსიკალური ელექტრო საქანელას ჩასაფენი - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
საბავშვო საქანელა - ბაუნსერები
მარაგი ამოწურულია
165 
4moms mamaRoo5 infant seat insert Mint Cool Mesh - მუსიკალური ელექტრო საქანელას ჩასაფენი - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
საბავშვო საქანელა - ბაუნსერები
მარაგი ამოწურულია
165 
საბავშვო საქანელა - ბაუნსერები
გაყიდვაშია
165 
საბავშვო საქანელა - ბაუნსერები
გაყიდვაშია
445 
საბავშვო საქანელა - ბაუნსერები
წინასწარ შეკვეთით
445 
საბავშვო საქანელა - ბაუნსერები
გაყიდვაშია
445 
საბავშვო საქანელა - ბაუნსერები
გაყიდვაშია
445 
საბავშვო საქანელა - ბაუნსერები
წინასწარ შეკვეთით
570 
საბავშვო საქანელა - ბაუნსერები
გაყიდვაშია
570 
საბავშვო საქანელა - ბაუნსერები
წინასწარ შეკვეთით
570 

მეტი სასარგებლო სტატიები

ბავშვებში განსაკუთრებით ხშირია ემოციების აღრევა, გაურკვევლობა და დაბნეულობა, რაც იმით აიხსნება, რომ პატარები სწორედ ადრეულ ასაკში იწყებენ ემოციურ თვითკონტროლს, შემეცნებასა და ინტელექტის განვითარებას.
ამ ბლოგში აღმოაჩენთ იტალიური ბრენდის Peg Perego-ის ბავშვის საკვებ სკამებს, რომლებიც ელეგანტური დიზაინით, კონცეფციით, გამოყენებული მასალებითა და ფუნქციურობით გამოირჩევა.
მშობლები მუდმივად ცდილობენ შექმნან მხიარული გარემო შვილებისთვის, უზრუნველყონ მათი ბედნიერება და კეთილდღეობა.