Категории блога
რჩევები ახალშობილთა ფოტოსესიისთვის
ოჯახში ბავშვის დაბადება ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მომენტია, რომელიც მშობლებისთვის შეუცვლელია. სწორედ ამიტომ, ამ მოგონებებს და განცდილ ემოციებს მუდმივი დაფასება სჭირდება. ახალშობილის ფოტოსესია მშვენიერი გზაა ამ ჯადოსნური დღეების დასაფიქსირებლად.
იმისათვის, რომ თქვენი ფოტოები ისეთივე ამაღელვებელი გახადოთ, როგორიც ის მომენტებია, რამდენიმე რჩევას გთავაზობთ, თუ როგორ მოაწყოთ სასიამოვნო ფოტოსესია.
- დრო მნიშვნელოვანი ფაქტორია ყველაფრისთვის. დაგეგმეთ ფოტოსესია ახალშობილის ცხოვრების პირველი ორი კვირის განმავლობაში, მაშინ, როდესაც თქვენი პატარა ჯერ კიდევ ძილისგუდა კოალაა, რათა გაუადვილოთ კამერის წინ პოზირება.
- ახალშობილისთვის ზედმეტი ხმაური დისკომფორტია და უმჯობესია, რომ ისეთი გარემო შექმნათ, რომელიც უზრუნველყოფს მის სიმყუდროვეს. შეინარჩუნეთ თბილი გარემო, რათა ბავშვმა თავი კომფორტულად და მშვიდად იგრძნოს მთელი გადაღების მანძილზე.
- ხმაურის პარალელურად, მკვეთრი განათებაც არამიზანშეწონილია. ბუნებრივი განათება უკეთესი გამოსავალია, რათა პატარამ ძილი არ გაიტეხოს. ადგილის შერჩევა სასურველია ფანჯარასთან ახლოს, სადაც თბილი და მაამებელი განათებაა, რომელიც ხაზს უსვამს ბავშვის სიფაქიზეს.
- ნაკლები დეკორაციული ნივთების შემოტანა ფოტოსესიაში უფრო მეტად აჩენს ახალშობილის ბუნებრივ სილამაზეს – არ ჩრდილავს მას და ფოტოსესიაც მეტ-ნაკლებად ნეიტრალური ხასიათის ხდება.
- დროსთან ერთად აუცილებელია დააპრიორიტეტოთ უსაფრთხოება. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვები სპონტანურად იქცევიან, ნუ მოადუნებთ ყურადღებას. ამასთანავე, მოერიდეთ ისეთ პოზებსაც, რომლებიც შეიძლება სარისკო იყოს.
უპირატესობა მიანიჭეთ მთავარ მიზანს – აღბეჭდოთ ოჯახური იდილია, ახალშობილის ემოციები და მისი კავშირი მშობლებთან. ბუნებრივი მომენტებით გაჯერებული ფოტოსესიის დაგეგმვაში კი ლაბებეს შოურუმი დაგეხმარებათ, სადაც არაერთ პროდუქტს აღმოაჩენთ – საბავშვო თეთრეულს, აქსესუარებსა და სათამაშოებს.
0 მოსწონს