რატომ უყვართ ბავშვებს ზღაპრები?

ბავშვების სიყვარული ზღაპრებისადმი  გაცილებით მეტია, ვიდრე ძილის წინ გართობა და დროის სახალისოდ გატარება. მათთვის ესაა გზა, რომლითაც გარე სამყაროს სწავლობენ. ზღაპრებში ყველაფერი ცოცხლდება; ცხოველები ლაპარაკობენ, ხეები დადიან, ხოლო ყველაზე პატარა გმირსაც შეუძლია დიდი საქმეების გაკეთება. ბავშვი ადვილად ერთვება ასეთ სამყაროში, რადგან აქ ლოგიკა უფრო ემოციებით მუშაობს და ყველაფერი აზრს იძენს.

ზღაპრებში ყველაფერი გასაგებია პატარების გონებისთვის – სიკეთე და ბოროტება მარტივად დასანახია, მთავარი გმირი ყოველთვის ცდილობს პრობლემის გადაჭრას და ბოლოს ყველაფერი გვარდება კიდეც. ასეთი სტრუქტურირებული სამყაროს ამბების გაგება ბავშვებს თავდაჯერებას უმაღლებს.

გარდა ამისა, ზღაპარი ეხმარება ბავშვს იმ ემოციების გაცნობასა და დამუშავებაში, რომლებსაც ყოველდღიურად ხვდებიან – შიში, მარტოობა, გაბრაზება. ამიტომ, როცა მცირეწლოვანი ბავშვი უსმენს ისეთ ისტორიას, სადაც ვიღაც ბიჭი ტყეში დაიკარგა ან პატარა დათუნია მარტო დარჩა სახლში, საკუთარ განცდებსაც უკეთ აღიქვამს.

ზღაპარს კიდევ ერთი საინტერესო ძალა აქვს, კერძოდ კი, ის ბავშვის ფანტაზიას მუშაობის საშუალებას აძლევს. განსხვავებით ანიმაციისგან ან დეტალურად აღწერილი მოთხრობისგან, ზღაპრები ხშირად ძალიან მარტივო ენითაა მოყოლილი – ტექსტში ნაკლები დეტალია, სცენები ზოგჯერ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვითარდება და ყველაფერი ბოლომდე არაა გადმოცემული. სწორედ ეს წყვეტილობაა ის, რაც პატარას გონებას სტიმულს აძლევს. როცა ბავშვი ამბავს უსმენს, თვითონ წარმოიდგენს, როგორია ტყე, სად იმალება ჯადოსნური კარი ან როგორ გამოიყურება ბოროტი გველეშაპი.

ამავდროულად, ზღაპარი ხშირად იქცევა ერთგვარ ხიდად ბავშვსა და მშობელს შორის. ერთობლივად წაკითხვა ან მოყოლა ქმნის საერთო ემოციურ ფონს. ზოგადად, ბავშვი ბევრ რამეზე ვერ ლაპარაკობს პირდაპირ, მაგრამ ზღაპრის კონკრეტულ პერსონაჟზე საუბარი ხანდახან განცდების გადმოსაცემი ერთგვარი საშუალება ხდება. მაგალითად, თუ ამბობს, რომ ბოროტი ჯადოქარი არ მოსწონს, შეიძლება ამით შიში ან წუხილი გამოხატოს რაიმეს მიმართ, რასაც სხვა ფორმით ვერ გადმოსცემდა მანამდე.

ზღაპარში მუდმივად ვითარდება რაიმე მოქმედება. ყოველთვის რაღაც ხდება – გმირი წინ მიდის, ეძებს, იბრძვის, ფიქრობს. ბავშვებს ეს დინამიკა განსაკუთრებით უყვართ, რადგან წინასწარ ძნელია იმის განსაზღვრა, რა მოხდება შემდეგში. აქედან გამომდინარე, ზღაპარი ინტერესს აღვიძებს და ბავშვიც მეტად ერთვება მთელ პროცესში. თითოეული ახალი ეპიზოდი პატარა აღმოჩენაა, რაც ბავშვებში მოთმინებას, ლოგიკურ აზროვნებასა და ემპათიას ერთდროულად ავითარებს.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
495 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 
ზომა: 120 X 60, 160 X 80
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
95 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
545 
აბაზანა და აქსესუარები
მარაგი ამოწურულია
370 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
112 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 
ზომა: 110 X 80
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 
ზომა: 120 X 60, 160 X 80
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
475 
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
475 
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
475 
აკვნები და მოსეს კალათები
გაყიდვაშია
475 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
1,085 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,080 
ტრანსფორმერი ეტლები 2x1
გაყიდვაშია
3,120 
ტრანსფორმერი ეტლები 3x1
გაყიდვაშია
3,120 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,080 

მეტი სასარგებლო სტატიები

სკოლიოზის ადრეული ნიშნები ბავშვებში – სიმეტრიის ცვლილებები, სხეულის გადახრა. გაიგეთ, რა ტიპის სკოლიოზი არსებობს და როდის არის აუცილებელი სპეციალისტთან ვიზიტი.
აღმოაჩინეთ UPPAbaby-ის პრემიუმ ეტლები, ქარსითები და აქსესუარები მხოლოდ ლაბებე ბუტიკში – ორიგინალი პროდუქცია და ამერიკული ხარისხი, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით.
რა გავლენას ახდენს ზურგჩანთა ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე? პოდიატრი თამარ ჭიჭინაძე განმარტავს, როგორ ავირჩიოთ ერგონომიული ჩანთა და როგორ დავიცვათ ხერხემალი ზრდის პერიოდში.