ORTOTO Mindfulness Finger Sensory Labyrinth (2 pcs.-30*30 cm) - გონების სავარჯიშო თითების სენსორული ლაბირინთი
Please sign in so that we can notify you about a reply
მახასიათებლები
- არ შეიცავს ფტალატებს
- დამზადებულია უმაღლესი ხარისხის სერტიფიცირებული ნედლეულისგან
- შეესაბამება ევროპულ CE სტანდარტებს
- არ შეიცავს BPA
აღწერა
ხალიჩა-ფაზლის კომპლექტი შექმნილია განტვირთვისთვის და გონების ვარჯიშისთვის, რომელიც, თავის მხრივ, ავითარებს კოორდინაციის, მოტორიკისა და ლოგიკის უნარ-ჩვევებს. სენსორულ ხალიჩაზე არ ვრცელდება ასაკობრივი შეზღუდვა, რადგან იგი განკუთვნილია ყველასთვის: ბავშვებისთვის, რომლებიც თამაშ-თამაშით გაიუმჯობესებენ კონცენტრაციის უნარს; უფროსებისთვის, რომლებიც სამუშაო დღის დაქანცულობას და სტრესს გაფანტავენ.
ფაზლ-ხალიჩა ხელს უწყობს ტაქტილური შეგრძნებების და მოტორული უნარების განვითარებას. მის ტალღოვან ზედაპირთან ინტერაქციით თითების წვერებში ნერვული დაბოლოებები აქტიურდება.
ტალღისებურ ზედაპირზე სხვადასხვა მიმართულების წყალობით უმჯობესდება თავის ტვინის ნახევარსფეროების კავშირი და კოორდინაცია.
ხალიჩა-ფაზლი ამცირებს შფოთვის და სტრესის დონეს, პარალელურად გეხმარებათ კონცენტრაციის შენარჩუნებასა და ზოგად დამშვიდებაში.
მისი გამოყენება შეიძლება მედიტაციის დროს, როგორც სტრესის მოხსნის ერთ-ერთ საშუალებად, ინტერაქციულ სათამაშოდ, კოორდინაციის, მოტორიკისა და სენსორული უნარების გასავითარებლად.
ნაკრები მოიცავს:
ხალიჩა-ფაზლი „გონებრივი შესაძლებლობების და თითების სენსორული ლაბირინთი“ - 2 ც.
სენსორული მასაჟის ხალიჩა დამზადებულია მაღალი ხარისხის, სერტიფიცირებული მასალებისგან (არ შეიცავს BPA -ს და DEHP -ს).
• სუპერ გამძლე
• მარტივად ირეცხება
• ცვეთაგამძლე, მრავალწლიანი გამოყენების
რეკომენდებულია 2 წლიდან (24 თვე) და უფროსებისთვის.
ვარიაციები
მიმოხილვები
მიმოხილვები ვერ მოიძებნა