გადაცვლის წესები

თქვენ უფლება გაქვთ უარი თქვათ პროდუქციის მიღებაზე, მოითხოვოთ გამოცვლა ან თანხის დაბრუნება.


თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ შეძენილი ნივთების მიღებაზე ნებისმიერი მიზეზით ან მიზეზის დასახელების გარეშე, მათი მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში. ნივთების დაბრუნება შესაძლებელია მათი სამომხმარებლო თვისებების, ქარხნული ეტიკეტებისა და მდგომარეობის შენარჩუნების შემთხვევაში.


გამოვლენილი დეფექტებით ნივთების დაბრუნების და გადაცვლის წესები:


გვაცნობეთ აღმოჩენილი დეფექტების შესახებ 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში და ჩვენ უსწრაფესად გამოგიცვლით წუნდებულ პროდუქციას ან დავიბრუნებთ უკან. ერთადერთი გამონაკლისია დაზიანებები, რომლებიც გამოწვეულია თქვენს მიერ არასათანადო მოპყრობით ან მწარმოებლის მიერ დადგენილი წესების დარღვევით.


პროდუქტების დასაბრუნებლად თქვენ უნდა წარმოადგინოთ მხოლოდ შეძენის დამადასტურებელი ქვითარი.