Ortoto-ის უნიკალური პროდუქტი ბავშვებისთვის და უფროსებისთვის

ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი რამ თავისი ჯანმრთელობაა, რომელსაც სათუთი ზრუნვა და განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა სჭირდება. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები კაცობრიობის დასაბამიდანვე არსებობს, თუმცა თანამედროვე დროში მათთან გამკლავება იმაზე მარტივია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

როგორც ზრდასრულებში, ისე ბავშვებიც არაერთ პრობლემას ვეჩეხებით, მაგრამ სათანადო სამედიცინო მომსახურების წყალობით ამა თუ იმ საკითხის მოგვარება გაცილებით იოლია.

ბრტყელტერფიანობა ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ყველა ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ტერფი დეფორმირდება და კარგავს ძირითად ფუნქციას – ამორტიზაციის უნარს.

პანდემიის დროს, მაშინ, როცა მთელი მსოფლიო სახლში გამოიკეტა, დაიბადა იდეა, რომლის მთავარი არსი იყო, რაც შეიძლება მეტი ბუნების გაჩენა საკუთარ სახლში. ოთხ კედელში ყოფნა ნამდვილად არ ყოფილა სახარბიელო – ფლორასთან თუ ფაუნასთან ნაკლები კავშირი ადამიანის ზოგად განწყობაზე დიდ გავლენას ახდენს.

ასე შეიქმნა ევროპული ბრენდი, Ortoto, რომელიც ყველას, პატარებსაც და უფროსებსაც, სთავაზობს უნიკალურ პროდუქტს – ხალიჩა-ფაზლს ფეხების სენსორული მასაჟისთვის.

რეფლექსოლოგია დღითიდღე პოპულარული ხდება და ადამიანებს სთავაზობს სტრესის, დაძაბულობისა და შფოთვის დონის შემცირებას. წერტილოვანი მასაჟი განკუთვნილია არა მხოლოდ ფეხებისთვის, არამედ სხეულის სხვა ნაწილებისთვისაც.

ბრენდი, რომელიც ქმნის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას და აკმაყოფილებს ევროპულ CE სტანდარტებს, უკვე ხელმისაწვდომია Labebe Boutique-ის ონლაინ მაღაზიაში.

ამ ბლოგიდან დეტალურად გაიგებთ, როგორ იზრუნოთ შვილის თუ თქვენს ჯანმრთელობაზე, როგორ ებრძოლოთ ბრტყელტერფიანობას და როგორ მოიხსნათ ყოველდღიური სტრესი.

ბრენდი, რომელიც ყველაზე ზრუნავს

Ortoto ლატვიური ფესვების მქონე კომპანიაა, რომელიც სწორედ მაშინ შეიქმნა, როცა მთელ მსოფლიოში პანდემია მძვინვარებდა. მისი მთავარი მიზანი იყო, მომხმარებლებისთვის შეექმნა ისეთი რამ, რითაც ისინი განიტვირთებოდნენ და საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნებდნენ.

ამ გზით შეიქმნა გამორჩეული პროდუქტი, რომლის ანალოგი არ არსებობს. სენსორული მასაჟის ხალიჩა განკუთვნილია ყველასთვის – ბავშვებისთვის 2 წლიდან და ზრდასრულებისთვის. ბრენდის ასორტიმენტში ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი იპოვის თავის რჩეულ ფაზლ-ხალიჩას

მასაჟის ხალიჩების ფერების ფართო არჩევანი, ფაქტურები და განსხვავებული სიმტკიცის ზედაპირები გაახარებს ყველა დიდ და პატარა მომხმარებელს.

ჯანდაცვის პროფესიონალებთან მჭიდრო თანამშრომლობით შექმნილი Ortoto-ის ფაზლები აერთიანებს რეფლექსოთერაპიის და სენსორული მასაჟის სარგებელს.

ხალიჩა-ფაზლები უზრუნველყოფს:

  • ბრტყელტერფიანობის და ვარუს-ვალგუსური დეფორმაციის პროფილაქტიკას
  • სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას
  • ძილის პრობლემების მოწესრიგებას
  • კუნთების ჰიპერტონიურობის მოხსნას
  • ფეხების დაღლილობის მოხსნას
  • გონების განვითარების გაუმჯობესებას
  • მოტორული უნარების განვითარებას

სენსორული ხალიჩის მახასიათებლები

ლაბებეში უკვე იპოვით ამ ბრენდის ფერად, უმაღლესი ხარისხისა და სერტიფიცირებულ ხალიჩებს, რომლებიც განმავითარებელი სათამაშოების კატეგორიაში გადის.

თითოეული ხალიჩა-ფაზლი უნიკალური ნივთია, რომელიც, ერთი შეხედვით, თითქოს უბრალო ჩანს, თუმცა კარგად დაკვირვების და გამოცდის შემდეგ, აღმოაჩენთ, რომ მას საკმარისზე მეტი სარგებელი მოაქვს ადამიანისთვის.

სენსორული, წერტილოვანი მასაჟისთვის განკუთვნილ ხალიჩას ორი ტიპის ზედაპირი აქვს: რბილი, რომელიც უზრუნველყოფს დამამშვიდებელ მასაჟს, და ხისტი, რომელიც ინტენსიური მასაჟისთვისაა შექმნილი. ფაზლ-ხალიჩის გამოყენება ყოველდღიურობაში შეუძლია ყველა ადამიანს, განურჩევლად ასაკის, პრობლემისა და შესაძლებლობებისა.

Labebe-ში წარმოდგენილ ფართო ასორტიმენტში რამდენიმე ათეულ მოდელს აღმოაჩენთ – ყველა სხვადასხვა ფერის, დანიშნულებისა და გამოსახულებითაა. წიწვოვანი ტყის, კლდოვანი სანაპიროს, კაშკაშა მზის და სხვა ანალოგიებით დამზადებული ხალიჩები იდენტურ და უფრო მძაფრ ემოციებს მოგანიჭებთ, როგორც კი მას შეეხებით.

ახალი, ტაქტილური შეგრძნებების დაუფლება მოქმედებს ინდივიდის ზოგად ჯანმრთელობაზე და განწყობაზე. სწორედ ამიტომ, დილიდანვე მხიარული განწყობის შექმნა ხალიჩით შეგიძლიათ, რადგან ის ენერგიით დაგმუხტავთ.

სიარულისას, დგომისას ან თუნდაც მხოლოდ ამ ხალიჩებზე დაყრდნობილი ფეხებით, ტექსტურირებული ზედაპირი ნაზად ასტიმულირებს ტერფების ნერვულ დაბოლოებებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ხსნის დაძაბულობას.

აღსანიშნავია, რომ სენსორული მასაჟის ხალიჩა დამზადებულია მაღალი ხარისხის, სერტიფიცირებული მასალებისგან (არ შეიცავს BPA-სა და DEHP-ს). ასე რომ, ის სუპერ გამძლეა, მარტივად ირეცხება და მრავალწლიანი გამოყენებისთვის შეუდარებელია.

ხალიჩა-ფაზლის მოდელები

ყველაფრით დაკომპლექტებული ხალიჩა-ფაზლი იდეალური გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისაც სურს შეიგრძნოს და გამოცადოს სხვადასხვა ზედაპირის უპირატესობები. ასეთი ნაკრები მოიცავს როგორც უხეშ ზედაპირს, ისე – რბილს. შედეგად, შეისწავლით განსხვავებულ ტექსტურებს, ტაქტილურ შეგრძნებებსა და წონასწორობის შენარჩუნებას.

მაგალითად, ORTOTO All-In-One მოდელი 12 ფაზლ-თავსატეხისგან შედგება და მოიცავს როგორც ხისტ ზედაპირს, ისე – რბილს. ამდაგვარად დაკომპლექტებული ნაკრების შეძენა ჭკვიანურ ინვესტიციად ითვლება, რადგან დამატებით აღარ გიწევთ სხვა ნაწილის ძებნა. თითოეულ ნაკრებში შემავალი ელემენტი პასუხისმგებელია სხვადასხვა შეგრძნების გასაღვიძებლად.

ხასხასა ფერების მქონე ხალიჩის უპირატესობები მოიცავს:

  • სენსორული სტიმულაციას
  • კოორდინაციის გაუმჯობესებას და ბალანსის დაჭერას
  • აუმჯობესებს ტაქტილურ აღქმას
  • უნივერსალური გამოყენების შესაძლებლობას
  • მულტისენსორული სწავლების უპირატესობას
  • რელაქსაციას და სტრესის დაწევას

გარდა ნაკრებებისა, ლაბებეში ცალკეულ მოდელებსაც იპოვით. თუ მხოლოდ და მხოლოდ ახლა იწყებთ ახალ თავგადასავალს და ჯერ კიდევ ფიქრობთ, რამდენად შეძლებთ ხალიჩის გამოყენებას, უკეთესია გადახედოთ ისეთ ფაზლებს, რომლებიც შედგება 1 თავსატეხისგან.

ერთნაწილიანი ხალიჩა საშუალებას მოგცემთ, კარგად გაეცნოთ მის მახასიათებლებს და შესაძლებლობებს, რათა დარწმუნდეთ, რაოდენ უნიკალურია ის. ლაბებეს ონლაინ მაღაზიაში მსგავსი მოდელები ხელმისაწვდომია ზედაპირი ორივე ვარიანტში და სხვადასხვა გამოსახულებით.

თუ დაიღალეთ მუდმივი ტკივილით, სტრესით, დაძაბულობით და ეძებთ სხვებისგან გამორჩეულ პროდუქტს, თანაც ხელმისაწვდომ ფასში, Labebe Boutique-ის ვებგვერდზე ადამიანის კეთილდღეობისთვის შექმნილ სენსორულ ხალიჩა-ფაზლებს იპოვით.

შვილთან ერთად, რომლის ასაკი 2 წელს აღემატება, გართობა ყოველთვის კარგი იდეაა. არაჩვეულებრივი ხალიჩა ორივე თქვენგანის მასაჟზე იზრუნებს და განწყობას მკვეთრად შეგიცვლით.

Related products

Feets sensory massage
In stock
260 
Feets sensory massage
In stock
127 
Feets sensory massage
In stock
31 
Feets sensory massage
In stock
31 
Feets sensory massage
In stock
33 
Feets sensory massage
In stock
33 
Feets sensory massage
In stock
33 
Feets sensory massage
In stock
33 
Feets sensory massage
In stock
34 
Feets sensory massage
In stock
34 
Feets sensory massage
In stock
34 
Feets sensory massage
In stock
34 
Feets sensory massage
In stock
30 
Feets sensory massage
In stock
30 
Feets sensory massage
In stock
260 
Feets sensory massage
In stock
33 

Some more useful articles

თითოეულ ბავშვს შესაძლებლობების დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც საჭირო დროსა და ადგილას სხვადასხვა გზით ვლინდება. 
 If you seek to streamline the feeding process, finding the perfect baby highchair is essential, and you can explore more about it in this blog.
In the realm of childhood, each day brings fresh adventures, playtime, discoveries, and vivid experiences.