ძილის რეგრესია ბავშვებში – როგორ გავუმკლავდეთ?

ძილი აუცილებელია ბავშვის ჯანსაღი ზრდისთვის, განვითარებისა და საერთო კეთილდღეობისთვის. მშობლები ხშირად აწყდებიან ისეთ გამოწვევებს, რომლებიც დაკავშირებულია შვილების ძილის რეჟიმთან. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა – ძილის რეგრესიაა, რომელიც არასასიამოვნო გამოცდილება როგორც მშობლებისთვის, ასევე – ბავშვებისთვის, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზების და ნიშნების გაგება დაგეხმარებათ, რომ შედარებით მარტივად დაძლიოთ და აღმოფხვრათ არსებული პრობლემა.

რა არის ძილის რეგრესია?

ძილის რეგრესია მოიცავს იმ პერიოდს, როდესაც ბავშვს, რომელსაც მანამდე კარგად ეძინა, მოულოდნელად ერღვევა ძილის რეჟიმი. ეს დარღვევები შეიძლება გამოვლინდეს როგორც ღამით ხშირი გაღვიძებით, ჩაძინების გაძნელებითა და ძილის ხანმოკლე პერიოდებით. მიუხედავად იმისა, რომ ძილის რეგრესია ყველაზე ხშირად ჩვილებთან ასოცირდება, ის შეიძლება გამოვლინდეს ბავშვობის სხვადასხვა ეტაპზეც.

ძილის რეგრესიის მიზეზები

ბავშვებში ძილის რეგრესი შეიძლება გამოიწვიოს რამდენიმე ფაქტორმა:

სწრაფი განვითარების პერიოდებმა, როგორებიცაა სიარულის ან ლაპარაკის სწავლა, შეიძლება დაარღვიოს ძილის რეჟიმი, რადგან ბავშვები მაგ დროს უფრო აჟიტირებულნი არიან, რაც ართულებს მათ დამშვიდებას ძილის წინ.

კბილების ამოჭრასთან დაკავშირებულმა დისკომფორტმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი და გაღიზიანება.

ცვლილებები ყოველდღიურ რუტინაში (მაგალითად, ბაღში სიარულის დაწყება, ახალი საბავშვო საწოლი) არღვევს უკვე შედგენილ დღის წესრიგს.

ავადმყოფობამ, მათ შორის გაციებამ, ყურის ანთებამ ან კუჭის პრობლემებმა, შეიძლება დაარღვიოს ძილი, რადგან პატარა განიცდის მისთვის უჩვეულო დისკომფორტს და ტკივილს.

ძილის რეგრესიის ნიშნები

ძილის რეგრესიის ნიშნების ამოცნობა მშობლებს დაგეხმარებათ, უკეთ გააცნობიეროთ ბავშვის ქცევა და შესაბამისად მიუდგეთ მას.

  • ღამღამობით გაღვიძების რაოდენობის გაზრდა
  • ჩაძინების სირთულე
  • საერთო ძილის შემცირებული დრო
  • განწყობის ხშირი ცვლილება და გაღიზიანება

ძილის რეგრესიასთან გამკლავების გზები

მანამ, სანამ უშუალოდ თავად იმოქმედებთ პრობლემის გადასაჭრელად, უმჯობესია, რომ მიმართოთ ბავშვის პირად პედიატრს, რათა, პირველ რიგში, გამოირიცხოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

აუცილებელია, რომ მკაცრად დაიცვათ რუტინა. ძილის წინ თანმიმდევრულობის დაწესება დაგეხმარებათ ბავშვს აცნობოთ, რომ დროა, მოემზადოს დასაძინებლად. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ გამოხატავთ თქვენს სითბოს და შეუქმნით განცდას, რომ მასთან ახლოს ხართ.

დარწმუნდით, რომ ბავშვის ოთახის გარემო ხელსაყრელია დასვენებისთვის და ტკბილი ძილისთვის. რაც ნაკლები ხმაურის და ყურადღების გაფანტვის მიზეზი იქნება, მით უფრო შეძლებს თქვენი პატარა კონცენტრირდეს ძილზე.

არ დაგავიწყდეთ, რომ ძილის რეგრესია დროებითი ეტაპია ბავშვის ცხოვრებაში და შეეცადეთ, მშვიდად მიიღოთ ეს მოცემულობა.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
495 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
545 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
95 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
179 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 
მუსლინის საფენები
გაყიდვაშია
55 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
142 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
139 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
158 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
239 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
204 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
195 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
167 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
187 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
281 
ხელნაკეთი თოჯინები
გაყიდვაშია
258 

მეტი სასარგებლო სტატიები

მანამ, სანამ შვილისთვის იდეალურ ჩანთას აარჩევთ, ეს ბლოგი დაგეხმარებათ, გაერკვიოთ, რომელი მოდელია ყველაზე შესაფერისი თქვენი და ბავშვის საჭიროებებისთვის.
თითოეულ ბავშვს შესაძლებლობების დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც საჭირო დროსა და ადგილას სხვადასხვა გზით ვლინდება. 
კვებასთან დაკავშირებული სირთულეების მოგვარება თუ გადაწყვიტეთ, იდეალურად შერჩეული საბავშვო საკვები სკამი დაგჭირდებათ, რომელზეც საინტერესო რჩევებს ამ ბლოგში აღმოაჩენთ.