​ სახალისო გზები ბავშვებისთვის მხიარული განწყობის შესაქმნელად

ყველა მშობელმა იცის, რომ ბავშვების მხიარული განწყობა კაშკაშა მზის სხივის მსგავსია, რომელიც ყველაზე ნაცრისფერ დღეებსაც კი ანათებს. მაგრამ ყოველდღიური ცხოვრების აურზაურის გამო, ბავშვების განწყობის ცვალებადობა ჩვეული რამეა. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ერთ განწყობაზე ყოფნა წარმოუდგენელია, ბავშვებს ყველაზე მეტად მაინც ღიმილიანი სახეები უხდებათ.

საგარეო თავგადასავლები

გარეთ გასვლა ბავშვებისთვის ჟრიამულს ნიშნავს, რომელზეც უარს არასდროს ამბობენ. პარკში სკუტერით გასეირნება, ტყის ბილიკებზე სირბილი თუ სახლის ეზოში თამაში პატარებს ყოველთვის შეუქმნის დიდებულ განწყობას და უშრეტ ენერგიასაც დაახარჯვინებს.

განმავითარებელი სათამაშოები

თანამედროვე დროში სათამაშოების მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს და ისინი პატარების განუყრელი მეგობრები არიან. მათთან ერთად თამაში წარმოსახვის უნარის განვითარების ტოლფასია, რომელსაც განწყობის ამაღლება მკვეთრად შეუძლია. ისეთი სათამაშოები, რომლებიც დამზადებულია უსაფრთხო, FSC სერტიფიცირებული მასალებით და შეესაბამება ევროპულ CE სტანდარტებს, უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს ბავშვს, რომ თამაშის პროცესი მისთვის საინტერესოდ წარმართოს.

თამაში შინაურ ცხოველებთან ერთად

თუ სახლში რომელიმე შინაური ცხოველი გყავთ, შვილთან ერთად ჩართეთ გართობის პერიოდში. ცხოველები დადებითად მოქმედებენ ბავშვის ფსიქიკაზე, ოთხფეხა მეგობრებს თუ ფრინველებს განსაკუთრებით უყვართ პატარებთან დროის გატარება. ცხოველებთან ურთიერთობამ შეიძლება ბავშვებს უდიდესი სიხარულისა და მეგობრობის შეგრძნება შეუქმნას.

გაავრცელეთ სიკეთე

ასწავლეთ შვილს სიკეთისა და თანაგრძნობის მნიშვნელობა. იქნება ეს მეზობლის დახმარება, მეგობრისთვის საჩუქრის შერჩევა თუ ქუჩაში მიუსაფარი ცხოველის გამოკვება – დაიხმარეთ პატარა, რათა შეხედოს, როგორ მოქმედებთ. სიკეთის გავრცელება არა მხოლოდ ალამაზებს სხვის დღეს, არამედ გულებსაც ავსებს სიხარულით.

თავისუფლება

ხანდახან ერთ-ერთი ყველაზე აპრობირებული მეთოდი განწყობის შესაქმნელად თავისუფლების შეგრძნებაა. მიეცით საშუალება პატარას, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარი დღის აქტივობების დაგეგმვაზე. იმის არჩევა, თუ რა თამაში უნდა ითამაშოს, სად წავიდეს სასეირნოდ ან რომელ მულტფილმს უყუროს – კონტროლისა და ავტონომიის განცდას აუფლებს, რაც შეიძლება გადაიზარდოს მის თავდაჯერებულობასა და ბედნიერებაზე.

ბავშვისთვის მხიარული განწყობის შექმნას მცირე კრეატიულობითა და დიდი სიყვარულით შეძლებთ. მთავარია, რომ საჭირო დროს გაათავისუფლოთ თქვენი შინაგანი ბავშვი და შვილთან ერთად დასამახსოვრებელი დრო გაატაროთ.

დაკავშირებული პროდუქტები

ველოსიპედები და სკუტერები
გაყიდვაშია
367 
ველოსიპედები და სკუტერები
გაყიდვაშია
285 
ველოსიპედები და სკუტერები
გაყიდვაშია
285 
ველოსიპედები და სკუტერები
გაყიდვაშია
285 
ველოსიპედები და სკუტერები
გაყიდვაშია
367 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
113 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
38 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
118 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
67 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
67 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
105 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
25 
ველოსიპედები და სკუტერები
გაყიდვაშია
367 
ველოსიპედები და სკუტერები
გაყიდვაშია
285 
ველოსიპედები და სკუტერები
გაყიდვაშია
285 
ველოსიპედები და სკუტერები
გაყიდვაშია
285 
ველოსიპედები და სკუტერები
გაყიდვაშია
367 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
113 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
38 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
118 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
67 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
67 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
105 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
25 

მეტი სასარგებლო სტატიები

თითოეულ ბავშვს შესაძლებლობების დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც საჭირო დროსა და ადგილას სხვადასხვა გზით ვლინდება. 
კვებასთან დაკავშირებული სირთულეების მოგვარება თუ გადაწყვიტეთ, იდეალურად შერჩეული საბავშვო საკვები სკამი დაგჭირდებათ, რომელზეც საინტერესო რჩევებს ამ ბლოგში აღმოაჩენთ.
ბავშვთა სამყაროში ყოველი დღე თავგადასავალს უდრის, რომელიც სავსეა თამაშით, ახალი აღმოჩენებითა და სიფერადით.