ყველაფერი, რაც საბავშვო მატრასის არჩევამდე უნდა იცოდეთ


მშობლებს, განსაკუთრებით კი ახალბედებს ბევრი საზრუნავი აქვთ, როცა შვილისთვის საბავშვო პროდუქციას ირჩევენ. პატარები სიცოცხლის პირველ თვეებს ძირითადად საწოლში ატარებენ, რომელიც, ცხადია, მაქსიმალურად კომფორტული უნდა იყოს.

საჭიროებებზე მორგებული საბავშვო საწოლი ხარისხიანი და გამძლე მატრასის გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ, უნდა ითქვას. რომ მატრასი მთავარი კომპონენტია, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის ჯანსაღ ძილს და განვითარებას.

მშობლობის პირველი ეტაპი, ზოგადად, სტრესულია – ჩნდება ბევრი კითხვა, დაბნეულობა, ახალი პასუხისმგებლობები და სხვ. ამ პრობლემის მეტ-ნაკლებად აღმოსაფხვრელად Labebe Boutique ციმციმა ვარსკვლავების მშობლებს სთავაზობს როგორც პრემიუმ ხარისხის პროდუქციას, ისე – მხარდაჭერას.

საბავშვო საწოლის და მატრასის არჩევა თანაბრად რთული პროცესია, რომელსაც სათანადო ყურადღების დათმობა სჭირდება. სწორად შერჩეული მატრასი დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან, კომფორტსა და სიმშვიდესთან. ამ ბლოგში საბავშვო მატრასის შესახებ ყველაფერს დეტალურად გაიგებთ, რაც დაგეხმარებათ იდეალური მოდელის შერჩევაში.


როგორ შეარჩიოთ საბავშვო მატრასი

თუ გადაწყვიტეთ საბავშვო საწოლის და მატრასის განახლება ან პირველად უნდა შეიძინოთ ყველაფერი, ყურადღება რამდენიმე მთავარ მახასიათებელზე უნდა გაამახვილოთ, რათა შერჩეული ნივთი ნამდვილად იყოს ის, რაც სჭირდება თქვენს პატარას.

ორთოპედიული

დაბადებიდან 10-12 თვემდე ახალშობილს მხოლოდ ორთოპედიული მატრასი სჭირდება, რომელსაც მაქსიმალურად მყარი და იდეალურად სწორი ზედაპირი აქვს. ეს რეკომენდაცია განპირობებულია ბავშვის ჯერ კიდევ რბილი ხერხემლის გამო.

მყარი მატრასი, რომლის ზედაპირი ქოქოსის და სიზალისაა, ხელს უწყობს ხერხემლის საიმედოდ დაფიქსირებას, მის სწორ და სწრაფ ფორმირებასა და გამორიცხავს ფიზიკური ტრავმის მიღებას.

ანატომიური

როცა ბავშვი წამოიზრდება, დასაშვები ხდება, რომ გამოიყენოთ შედარებით რბილი, ანუ ანატომიური მატრასი. ამ ტიპის საბავშვო მატრასი განკუთვნილია განვითარების შემდგომი ეტაპისთვის, როდესაც ბავშვის ხერხემალი იწყებს ჩვეული ფორმის მიღებას.

ანატომიური მატრასი იმეორებს სხეულის და ხერხემლის ფორმებს, რაც უდიდეს კომფორტს ანიჭებს პატარას. ასეთ პირობებში კი ჯანსაღი ძილის რეჟიმიც მყარდება და ბავშვიც ბევრად ენერგიულია. საბავშვო ანატომიური მატრასის ზედაპირი აუცილებლად უნდა იყოს დამზადებული ნატურალური ლატექსისგან.

მასალები, რომლებითაც უნდა იყოს დამზადებული მატრასი

ყველაფერი, რაც ჩვენს შვილებს სჭირდებათ, აუცილებლად უნდა იყოს უმაღლესი ხარისხით, ოსტატობითა და სიყვარულით დამზადებული, გამონაკლისი არც საბავშვო მატრასია.

ლაბებეში წარმოდგენილი ბრენდის, Plitex-ის მატრასები ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან ინოვაციური მეთოდითაა შექმნილი, რომლებსაც სხვადასხვა სიმკვრივის ზედაპირებით იპოვით.

ლატექსირებული ქოქოსის ბოჭკო, დატკეპნილი სინტეპონი, ჰიპოალერგიული შემავსებელი, მაღალელასტიური ქაფი და სხვ. მასალა უსაფრთხოა ბავშვის ზოგადი ჯანმრთელობისთვის და, საბოლოო ჯამში, ქმნის ისეთ პროდუქტს, რომლის გამოყენებას შეძლებთ რამდენიმე წელი მანამ, სანამ ბავშვი წამოიზრდება და მოზარდის საწოლზე გადაინაცვლებს.

მაგალითად, Plitex Magic Flex ერთ-ერთი მოდელია, რომელიც დამზადებულია ქაფისგან და არაჩვეულებრივ გარემოს ქმნის ძილისთვის. აღნიშნული მატრასის შემავსებლებმა მიიღო გერმანული ხარისხის სერტიფიკატი Oeko-Tex Standard 100 class 1 (უსაფრთხოების უმაღლესი კლასი, რაც იმას ნიშნავს, რომ მატრასი განკუთვნილია ახალშობილებისთვის).

მატრასის ფორმა და ზომა

იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარზე ბავშვის საწოლის მრავალფეროვანი არჩევანია, მატრასის ფორმაც მასზეა დამოკიდებული. ლაბებეში კი ყველანაირი ფორმის საბავშვო მატრასს იპოვით – მართკუთხედს, ოვალურსა და მრგვალს.

რომელი ფორმის საწოლიც უნდა გქონდეთ, მასზე მორგებულ მატრასს აუცილებლად აღმოაჩენთ Labebe Boutique-ს ვებგვერდზე. ხოლო კიდევ ერთი გასათვალისწინებელი დეტალი ზომაა, რომელიც ასევე დამოკიდებულია საბავშვო საწოლზე.

არც ამ მხრივ მოგიწევთ დროის დიდი დახარჯვა, რადგან საბავშვო მატრასების კატეგორიაში ჩაშენებული ფუნქციით მარტივად იპოვით თქვენი შვილის საწოლისთვის შესაფერისი ზომის მატრასს.

საბავშვო მატრასის დამცავი

არ აქვს მნიშვნელობას, უშუალოდ მატრასის შალითა იხსნება თუ არა, სპეციალური დამცავი მაინც უკომპრომისო არჩევანია. Plitex მატრასები, რომლებიც შექმნილია პატარების კომფორტისთვის, შალითა ელვაშესაკრავზეა და მარტივად ირეცხება, რაც მშობლისთვის საკმაოდ მომგებიანია.


მიუხედავად ამისა, არაფერი სჯობს იმას, როცა ბავშვისთვის განკუთვნილი მატრასი ორმაგად დაცულია. სწორედ ამიტომ, ბრენდი მატრასის ბამბუკისგან დამზადებულ დამცავებსაც აწარმოებს. დამცავის ბუნებრივი ბამბუკის ბოჭკოები უზრუნველყოფენ დამატებით ანტიბაქტერიულ თვისებებს და ხავერდოვან ზედაპირს, რაც იდეალურია ბავშვის ნაზი კანისთვის.

ასე რომ, თუ ახლა იდეალური მატრასის ძიებაში ხართ, გაცილებით ჭკვიანური და მოსახერხებელი გამოსავალია საბავშვო ორმხრივი მატრასის შეძენა, რადგან ის გთავაზობთ როგორც ორთოპედიულ, ისე – ანატომიურ ზედაპირებს. Plitex-ის მატრასის გამოყენება 5 წლის განმავლობაშია შესაძლებელი, რაც ნამდვილად დაგიზოგავთ ფინანსებს.

აღმოაჩინეთ ლაბებე ბუტიკში პრემიუმ კლასის საბავშვო მატრასი, რომელიც თქვენი შვილის უშრეტ ბედნიერებაზე იზრუნებს, შერჩეულ მოდელს კი სახლიდან გაუსვლელად 24 საათის განმავლობაში მიიღებთ.

დაკავშირებული პროდუქტები

ბავშვის საწოლები
გაყიდვაშია
1,518 
ბავშვის საწოლები
მარაგი ამოწურულია
1,605 
ბავშვის საწოლები
გაყიდვაშია
1,035 
ბავშვის საწოლები
გაყიდვაშია
1,035 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
455 
მრგვალი და ოვალური საწოლები
გაყიდვაშია
3,772  3,015 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
375 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
365 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
245 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
495 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
95 
მარაგი ამოწურულია
საბავშვო მატრასები
მარაგი ამოწურულია
475 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 
ბავშვის საწოლები
გაყიდვაშია
1,518 
ბავშვის საწოლები
მარაგი ამოწურულია
1,605 
ბავშვის საწოლები
გაყიდვაშია
1,035 
ბავშვის საწოლები
გაყიდვაშია
1,035 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
455 
მრგვალი და ოვალური საწოლები
გაყიდვაშია
3,015 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
495 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
95 
Plitex Comfort Elite - საბავშვო ორთოპედიული და ანატომიური უზამბარო მატრასი - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
საბავშვო მატრასები
მარაგი ამოწურულია
475 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 

მეტი სასარგებლო სტატიები

ამ ბლოგში სწორედ გოგორას პროდუქციას აღმოაჩენთ, რომელიც დამზადებულია ფუნქციონალურობის, ესთეტიკისა და მონტესორის ფილოსოფიის შერწყმით.
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი პროცესია, ხოლო მშობლობა სავსეა გადაწყვეტილებებით და თითოეული მათგანი ბავშვის სამყაროს აყალიბებს.
ბლოგში გაიგებთ, რა უპირატესობები აქვს საბავშვო საქანელა სკამს, როგორ შევარჩიოთ სწორად საუკეთესო ვარიანტი ბავშვისთვის და რატომ უყვართ მშობლებს ეს პროდუქტი.