ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ საბავშვო საკვები სკამის შეძენამდე

მშობლებისთვის ყოველ დეტალს დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა შვილის კვებისთვის საჭირო ნივთებს არჩევენ. მეტი კომფორტი, პრაქტიკულობა და ხარისხი მუდმივად პრიორიტეტული მოთხოვნებია. კვებასთან დაკავშირებული სირთულეების მოგვარება თუ გადაწყვიტეთ, იდეალურად შერჩეული საბავშვო საკვები სკამი დაგჭირდებათ, რომელზეც საინტერესო რჩევებს ამ ბლოგში აღმოაჩენთ.

პატარების ჭამის პროცესი შედარებით დამღლელია არა მხოლოდ მათთვის, არამედ მშობლებისთვისაც. ირგვლივ მიმოფანტული ნამცეცები, მომენტებში გაჯიუტება და ა.შ. – ის მოცემულობაა, რაც კვებას ახლავს. მაგრამ სიტუაცია მაშინ იცვლება, როცა ხელთ საკვები სკამი გაქვთ, რომელიც თქვენი შვილის საჭიროებებსაა მორგებული.

ლაბებე ბუტიკში ისეთ ბრენდებს აღმოაჩენთ, რომლებიც მსოფლიო დონის და სერტიფიცირებულია: Peg perego, Foppa Pedretti, Oribel, Happy Baby. გარდა ბავშვის მაღალი სკამისა, თითოეული კომპანია სხვა პროდუქციასაც აწარმოებს. ამიტომ, თუ ფერთა შეხამებით და ერთნაირი პრემიუმ ხარისხის პროდუქტების შეძენა მტკიცედ გადაწყვიტეთ, ლაბებეს ვებგვერდზე მრავალფეროვანი ასორტიმენტი დაგხვდებათ.

ბავშვის საკვები სკამები სპეციალურად შექმნილი მაღალი სავარძლებია, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ ადგილს პატარების კვებისათვის.

უმაღლესი ხარისხის საკვები სკამები ერგონომიული დიზაინისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სრული კომფორტი ექნება თქვენს შვილს, სანამ გემრიელად მიირთმევს საჭმელს. მთელი ამ დროის განმავლობაში მისი ზურგი და ხელ-ფეხი მოდუნებული იქნება და არ შეაწუხებს არანაირი დაძაბულობა.

რა ტიპის საკვები სკამები არსებობს?

კლასიკური საკვები სკამები – ოჯახის ყველა ბაზისური სურვილის შემსრულებელია. მარტივი, სადა და რამდენიმე დონიანი სკამი 6 თვიდან და ზევით ბავშვებს საუკეთესო მეგობრობას გაუწევს და კიჭების ამოსვლასაც შეუმსუბუქებს.

საკვები სკამ-შეზლონგი – პატარების საჭიროებები უსაზღვროა და საბავშვო პროდუქციის მწარმოებლებიც მუდმივად ორიენტირებულნი არიან მშობლებს შესთავაზონ პროდუქტი – ორი ერთში. ეს მოსახერხებელია და მეტადაც დაზოგავს თქვენს ფინანსებს.

ჭამის შემდეგ მოთენთილობა ჩვეული რამეა უფროსებისთვის, ბავშვებს კი ძილი ერევათ. ასეთ დროს სკამ-მაგიდის შეზლონგად გადაქცევა ყველაზე კარგი გამოსავალია – არც ბავშვი შეფხიზლდება და თქვენც მცირე დროს გამონახავთ დასვენებისთვის.

მულტიფუნქციური საკვები სკამი-საქანელა – როცა საკვები სკამი ფუნქციურად მდიდარია, ყველა მშობელი მოგებული რჩება. საქანელას ტიპის სკამი თქვენს შვილს სხვადასხვა მელოდიის ფონზე დაარწევს და ძილიც თავისთავად მოვა.

როგორ შეარჩიოთ სასურველი მოდელი?

მიუხედავად იმისა, რომ შოპინგი ინდივიდუალური რამაა და მთლიანად მყიდველის ინტერესებზეა დამოკიდებული, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც გასათვალისწინებელია, სანამ ბავშვისთვის შესაფერის საკვებ სკამ-მაგიდას შეიძენთ.

  • კონცეფციიდან გამომდინარე, საკვები სკამი მაქსიმალურად პრაქტიკული უნდა იყოს, რადგან ყოველდღიურად გამოსაყენებელი ნივთია. თუ თქვენთვის, ფაქტობრივად, ყველა ნიუანსს აქვს არსებითი მნიშვნელობა, მაგალითად, Foppa Pedretti-ის საკვები სკამები იდეალურია, რადგან ტრანსფორმაციაც შეუძლია.

მინიმალისტური დიზაინის მიუხედავად, იტალიური ბრენდის საკვები სკამი ყველა სივრცეს უხდება და გამოირჩევა სიმყარით. პროდუქტის ფეხები დამზადებულია მასიური წიფლის ხისგან, რაც გამორიცხავს მექანიკურ მოცურებას. ამასთანავე, მოხსნადი დაფა მისი გამოყენების სხვადასხვა ვარიაციას გთავაზობთ.

ბავშვის მაღალი სკამი შექმნილია ეკო ტყავისგან, რომელიც მარტივად იწმინდება, ხოლო ანატომიური სავარძელი აღჭურვილია ხუთწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედებით. იტალიური ბრენდის საბავშვო პროდუქტს ისიც გამოარჩევს, რომ მას მოჰყვება დამატებით შესანახი კალათა და ფეხების დასადგამი.

ასე რომ, თუ არჩევანს ტრანსფორმერ სკამ-მაგიდაზე შეაჩერებთ, ბავშვს იმაზე მეტს შესთავაზებთ, ვიდრე წინასწარ გქონდათ გათვლილი.

  • უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ მოდელებს, რომლებიც აღჭურვილია უსაფრთხოების 5 წერტილოვანი ღვედებით. ლაბებეში წარმოდგენილი ყველა საბავშვო საკვები სკამი ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს. უსაფრთხოების თასმები იმის გარანტიას მოგცემთ, რომ ბავშვი დაცულადაა და არ არსებობს რაიმეს საშიშროება.
  • რაც უფრო მეტი ფუნქცია აქვს საკვებ სკამს, მით უფრო კომფორტულია ის. საბავშვო სკამ-მაგიდის რეგულირებადი დონეები საშუალებას მოგცემთ, რომ მარტივად მოერგოთ სხვადასხვა სიტუაციას. მაგალითად, მაგიდის, სკამის, საზურგისა და ფეხის სადგამის რეგულირებადი დონეების წყალობით, საკვების სკამის გამოყენება 6 თვიდან 3 წლამდე შეიძლება.
  • ღირებულება საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ხანდახან გადამწყვეტ როლსაც ასრულებს. Labebe-ს ვებგვერდზე შოპინგისას იპოვით ყველა საფასო კატეგორიის საბავშვო საკვებ სკამებს.

მაგალითად, Peg Perego Prima Pappa-ის კოლექცია, გარდა სიახლითა, გამოირჩევა ფასით და სიფერადით. ჭყეტელა ფერები, მაღალი ხარისხის მასალები, მრავალფუნქციურობა – ამ ახალი კოლექციის მახასიათებლებია. მისი მოდელების აღმოჩენა 625 ლარიდანაა შესაძლებელი.

ამ ძირითადი ფაქტორების გათვალისწინებით უკვე შეგიძლიათ Labebe Boutique-ის ვებგვერდიდან შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საკვები სკამ-მაგიდა, რომელიც ბავშვის კომფორტს თვალის დახამხამებაში უზრუნველყოფს.

დაკავშირებული პროდუქტები

საკვები სკამები
გაყიდვაშია
922 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
922 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
715 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
715 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
1,180 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
150 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
1,180 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
925 
Peg Perego Prima Pappa Follow Me Fox & Friends - საბავშვო საკვები სკამი - image 1 | Labebe
საკვები სკამები
გაყიდვაშია
625 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
825 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
695 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
625 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
735 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
735 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
735 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
975 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
922 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
922 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
715 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
715 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
1,180 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
150 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
1,180 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
925 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
625 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
825 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
695 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
625 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
735 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
735 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
735 
საკვები სკამები
გაყიდვაშია
975 

მეტი სასარგებლო სტატიები

მანამ, სანამ შვილისთვის იდეალურ ჩანთას აარჩევთ, ეს ბლოგი დაგეხმარებათ, გაერკვიოთ, რომელი მოდელია ყველაზე შესაფერისი თქვენი და ბავშვის საჭიროებებისთვის.
თითოეულ ბავშვს შესაძლებლობების დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც საჭირო დროსა და ადგილას სხვადასხვა გზით ვლინდება. 
ბავშვთა სამყაროში ყოველი დღე თავგადასავალს უდრის, რომელიც სავსეა თამაშით, ახალი აღმოჩენებითა და სიფერადით.