როგორ შევარჩიოთ შვილისთვის რევერსული ეტლი?


მშობელთა ცხოვრებაში ბევრი საზრუნავია და ერთ-ერთია იდეალური საბავშვო ეტლის პოვნა, რომელიც შეესაბამება მშობლისა და ბავშვის ცხოვრების წესს.

ბავშვისთვის ეტლის არჩევის პროცესს დიდი რუდუნება სჭირდება, რადგან ის მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული ბავშვის საჭიროებებს და მას მხოლოდ კომფორტს სთავაზობდეს.

დღესდღეობით ეტლი რევერსული სავარძლით პოპულარული მოდელია ბაზარზე, რომელსაც მშობლები ირჩევენ. ის მრავალფეროვანი, ფუნქციური პროდუქტია და გვთავაზობს არაერთ სარგებელს, რის გამოც მასზე დაფიქრება და ინვესტიციის ჩადება ნამდვილად ღირს.

ამ ბლოგში გაიგებთ, თუ რამდენად ღირებული და მნიშვნელოვანია რევერსული ეტლი თქვენი ყოველდღიურობისთვის და რომელი ფაქტორების გამო უნდა აირჩიოთ ის. Labebe Boutique-ის ვებგვერდზე აღმოაჩენთ ეტლების ამ სახეობას და სხვა აქსესუარებსაც, რომლებიც ცხოვრების ხარისხს გაგიუმჯობესებთ.


რევერსული ეტლის უპირატესობები

სეირნობის დროს დროის სასიამოვნო გაყვანა მთავარი ამოცანაა, რომელსაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი პირობები. თქვენი შვილისთვის ჰარმონიული გარემოს შესაქმნელად რევერსული სასეირნო ეტლი ყველა იმ ინდივიდუალურ საჭიროებას დააკმაყოფილებს, რაც პატარას აქვს.

მშობლისა და ბავშვის კავშირი — ორმხრივი, ანუ ტრანსფორმერი ეტლი საშუალებას გაძლევთ, რომ შეინარჩუნოთ თვალით კონტაქტი, რითაც გარეთ ყოფნისას მუდმივად შეძლებთ თვალყური ადევნოთ შვილის მოძრაობებს და მიიღოთ თქვენი წილი ბედნიერება.

ეტლის ადაპტაცია — რევერსული ეტლის სავარძლის მიმართულების შეცვლის უპირატესობით შეძლებთ მოერგოთ სხვადასხვა სიტუაციას. არჩევანი თქვენზეა, თუ რა პოზიციაში დააყენებთ ეტლს – ან ბავშვის სახე თქვენკენ, ან პირიქით.

მზისგან დამცავი ბადე — ბუნებრივია, რომ მშობელს გინდოდეს როგორც ზოგადად ბავშვის დაცვა, ისე – მისი სათუთი კანის. ლაბებეში წარმოდგენილი თანამედროვე ეტლების ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია მზის მავნე სხივებისგან ბავშვების დაცვაა. რევერსული ეტლის საჩრდილობლით კი თამამად შეგიძლიათ ისეირნოთ მზიან ამინდში.

მარტივი გადაადგილება — ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ 21-ე საუკუნეში უნდა შეგვეძლოს მარტივად, სწრაფად და მოსახერხებლად გადაადგილება ერთი პუნქტიდან მეორეში. როცა ბავშვთან ერთად ხართ, დროის სწორად განაწილება პრიორიტეტი ხდება.

რევერსული ეტლით, რომელიც აღჭურვილია მბრუნავი ბორბლებით, ადვილია ხალხმრავალ ადგილებში ან ვიწრო ქუჩებში გადაადგილება. ამ გამოსადეგი ფუნქციით ეტლის მანევრირებას დიდი ძალისხმევა აღარ სჭირდება. შესაბამისად, უზრუნველყოფილი გექნებათ უფრო გლუვი, სასიამოვნო მგზავრობა.


რატომ გჭირდებათ ეტლი რევერსული სავარძლით?

მრავალფეროვნება ისაა, რაც რევერსულ ეტლებს ახასიათებს. საბავშვო ეტლი იზრდება თქვენს შვილთან ერთად, ადაპტირდება მის ცვალებად საჭიროებებთან. ორმხრივი ეტლი უნივერსალური გამოსავალია, როგორც ახალშობილისთვის, რომელიც საწყის ეტაპზე მშობლის სახისკენაა შებრუნებული, ასევე ცნობისმოყვარე ბავშვებისთვის, რომლებსაც სამყაროს შეცნობის დაუოკებელი სურვილი ამოძრავებთ.

ინვესტიცია ტრანსფორმერ ეტლში ნიშნავს გონივრულ და გრძელვადიან ინვესტიციას. როდესაც თქვენი ბავშვი იზრდება, ეტლი წამებში ადაპტირდება, რაც გამორიცხავს რამდენიმე ეტლის საჭიროებას განვითარების სხვადასხვა ეტაპზე.

თქვენს პატარასთან ვერბალური კონტაქტის შენარჩუნების შესაძლებლობა ფასდაუდებელია. ეს უზრუნველყოფს სულიერ სიმშვიდეს, განსაკუთრებით – ახალბედა მშობლების შემთხვევაში, რომლებსაც სურთ თავიანთი ციცქნა შვილი მუდმივ ყურადღებაში ჰყავდეთ.


რა მახასიათებლებს უნდა აკმაყოფილებდეს ეტლი?

მთავარი მახასიათებელი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, რა თქმა უნდა, რევერსული სავარძელია. დარწმუნდით, რომ ეტლი საშუალებას გაძლევთ მარტივად და უსაფრთხოდ დაარეგულიროთ სავარძლის მიმართულება.

აირჩიეთ ეტლი გამძლე, ალუმინის ჩარჩოთი, უსაფრთხო სისტემით და საიმედო მუხრუჭებით. უსაფრთხოება ყოველთვის უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი, როცა საქმე ბავშვს ეხება.

იქამდე, სანამ ეტლს შეიძენთ, განიხილეთ ეტლის მოცულობა. რევერსული სასეირნო ეტლი თავისი კონცეფციით მსუბუქია, თუმცა აქვს ტევადი კალათა, რომელშიც ბავშვის საკვები აქსესუარების ან/და პირადი მოხმარების ნივთების შენახვა შესაძლებელია.

გარდა ამისა, ეტლის ეს სახეობა კომპაქტურია და ხელის ერთი მოძრაობით იკეცება და იშლება. აქედან გამომდინარე, მისი შენახვა, განთავსება თავისუფლად შეგიძლიათ სახლში, მანქანასა და ლიფტშიც.

ლაბებე ბუტიკში აღმოაჩენთ პრემიუმ ხარისხის იტალიური ბრენდის, Peg Perego-ს რევერსულ ეტლებს, რომლებიც გამოირჩევა თავისი დეტალიზაციით, გამოყენებული მასალებითა და ელეგანტურობით, რის გამოც მას მშობლები ირჩევენ.

არსებულ ასორტიმენტში იპოვით პეგ პერეგოს რევერსული ეტლის 3 კოლექციას: Book, Vivace, Veloce. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან ძირითადი მახასიათებლებით განსხვავდება: წონით, ზომითა და ბორბლების დიამეტრით.


Book-ის კოლექციის ეტლი ხასიათდება:

  • ბორბლების დიამეტრი: 18 სმ - 27 სმ
  • დაკეცილი ზომა: 51 W x 85,5 H x 48 D
  • ზომა: 51 W x 106 H x 93 D
  • წონა: 12.3 კგ

Veloce-ის რევერსული ეტლი:

  • ბორბლების დიამეტრი: 18 სმ - 25 სმ
  • დაკეცილი ზომა: 51 W x 78,5 H x 42 D 
  • ზომა: 51 W x 107 H x 96,5 D
  • წონა: 10.7 კგ

და ბოლოს, Vivace-ის კოლექციის ეტლი:

  • ბორბლების დიამეტრი: 18 სმ
  • დაკეცილი ზომა: 51 W x 72 H x 39 D
  • ზომა: 51 W x 105 H x 92 D
  • წონა: 9.4 კგ

მახასიათებლებიდან გამომდინარე, Vivace-ის კოლექცია შედარებით მსუბუქი და პატარა ვარიანტია, რომლის პოვნაც შეგიძლიათ ლაბებეში.

ამასთანავე, თითოეული კოლექცია მდიდარია ფერთა პალიტრით, რაც გაგიიოლებთ გადაწყვეტილების მიღებას, რათა შეარჩიოთ ფავორიტი ფერი.


თუ თქვენთვის ხშირი სეირნობა თერაპია და დროის მშვიდად გაყვანის ხერხია, რევერსული ეტლი იდეალური არჩევანი იქნება. კომფორტული მგზავრობით, რომელიც მოიცავს ეტლის ნაზ რხევას და რბილ სავარძელს, ბავშვები ძილში ყვინთავენ.

საბავშვო ეტლი რევერსული სავარძლით გთავაზობთ მრავალ სარგებელს, მაგალითად, მოხერხებულობას, რითაც ბავშვის ზრდასთან ერთად ეტლსაც მოარგებთ იმ კონდიციამდე, რომელიც გჭირდებათ.

მშობლებისთვის ინვესტიციის ჩადება რევერსულ ეტლში ყოველთვის მომგებიანი იქნება, რადგან ის ბევრად უფრო მრავალმხრივია, ვიდრე სტანდარტული ეტლები. ლაბებეში იპოვით თქვენთვის საუკეთესო მოდელს, რომელიც წლების განმავლობაში ერთგულად მოგემსახურებათ.

თუ ონლაინ შოპინგის გამოცდილების დაგროვება და დროის დაზოგვა გსურთ, Labebe Boutique-ში სასურველ ეტლს სულ რაღაც რამდენიმე წამში შეიძენთ, ხოლო შეძენილ პროდუქტს კურიერი 24 საათის განმავლობაში სასურველ მისამართზე მოგიტანთ.

დაკავშირებული პროდუქტები

Baby Mix Bunny Mint - სასეირნო რბილი სათამაშო - image 1 | Labebe
ეტლის სათამაშოები
გაყიდვაშია
44 
Baby Mix Kitty - სასეირნო რბილი სათამაშო ვიბრაციით - image 1 | Labebe
ეტლის სათამაშოები
გაყიდვაშია
51 
Baby Mix Puppy Red - სასეირნო რბილი სათამაშო ვიბრაციით - image 1 | Labebe
ეტლის სათამაშოები
გაყიდვაშია
51 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
1,835 
ეტლები რევერსული სავარძლით
წინასწარ შეკვეთით
1,835 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
1,835 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,079 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,079 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,208 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,079 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,079 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,079 
ეტლის სათამაშოები
გაყიდვაშია
44 
ეტლის სათამაშოები
გაყიდვაშია
51 
ეტლის სათამაშოები
გაყიდვაშია
51 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
1,835 
ეტლები რევერსული სავარძლით
წინასწარ შეკვეთით
1,835 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
1,835 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,079 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,079 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,208 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,079 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,079 
ეტლები რევერსული სავარძლით
გაყიდვაშია
2,079 

მეტი სასარგებლო სტატიები

მანამ, სანამ შვილისთვის იდეალურ ჩანთას აარჩევთ, ეს ბლოგი დაგეხმარებათ, გაერკვიოთ, რომელი მოდელია ყველაზე შესაფერისი თქვენი და ბავშვის საჭიროებებისთვის.
თითოეულ ბავშვს შესაძლებლობების დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც საჭირო დროსა და ადგილას სხვადასხვა გზით ვლინდება. 
კვებასთან დაკავშირებული სირთულეების მოგვარება თუ გადაწყვიტეთ, იდეალურად შერჩეული საბავშვო საკვები სკამი დაგჭირდებათ, რომელზეც საინტერესო რჩევებს ამ ბლოგში აღმოაჩენთ.