როგორ მოვემზადოთ საბავშვო ბაღისთვის?

სექტემბერი სულ რამდენიმე დღეში დადგება და საყოველთაო ჟრიამულიც დაიწყება – დაირეკება ზარი სკოლებსა და ბაღებში. ახალი სასწავლო წლისთვის მზადება აგვისტოობით და ყველაზე გვიან რამდენიმე დღით ადრე იწყება. ბავშვთა სამყაროში საყიდლების სია უსასრულოა – პატარებს ყველაფერი სჭირდებათ – დაწყებული ლამაზი ჩანთებით დამთავრებული უბრალო აქსესუარებით.

ბაღის ასაკის ბავშვებს, პირველ რიგში, ისეთი ტევადი ჩანთა სჭირდებათ. რომელშიც ყველაფერს დაატევენ: გამოსაცვლელ ტანსაცმელს, კანცელარიას, საყვარელ სათამაშოს. შოპინგისას დრო ხანდახან შეზღუდული გვაქვს და გვინდა, რაც შეიძლება მალე, მაგრამ ხარისხიანად შევარჩიოთ საუკეთესო პროდუქცია, რომ ბავშვი ძალიან არ დავქანცოთ.

საკმარისია Labebe Boutique-ის ვებგვერდზე შემოიხედოთ, რომ ერთ სივრცეში აღმოაჩენთ საბავშვო ზურგჩანთების, პენალების, სპორტული ჩანთების და სხვ. მრავალფეროვან ექსკლუზიურ ასორტიმენტს. ამიტომ, სანამ ცხელი დღეებია, გაეცანით ბლოგს და სახლიდან გაუსვლელად ბაღისთვის შეარჩიეთ იდეალური ჩანთის მოდელი.

პატარა ზურგჩანთები პატარებისთვის

ბავშვების გულებს ესთეტიკურად დახვეწილი და გამძლე ნივთები ახარებს – განსაკუთრებით ისეთი რამეები მოსწონთ, რაც ბრჭყვიალებს და შორიდანვე შესამჩნევია უცხო თვალისთვის. ახალი სემესტრის დაწყება ახალ ემოციებთანაა დაკავშირებული, რის გამოც პატარების გარკვეული ნაწილი ღელავს. ასე რომ, მათი მხარდაჭერა უფროსების მოვალეობაა, თუ გვინდა, რომ ჯანსაღ გარემოში ვითარდებოდნენ.

შოპინგის დღეებში ნუ დატოვებთ შვილს სახლში და მიეცით შესაძლებლობა, თავად იპოვოს და აირჩიოს მისთვის საუკეთესო თანამგზავრი ბაღის ჩანთის სახით. როცა ბავშვი თავისი გემოვნებით არჩევს პროდუქციას, უფრო მეტ პასუხისმგებლობას და მოტივაციას გრძნობს არსებული მოცემულობის მიმართ.

სანამ პატარა ბაღში დადის, მისი საჭიროებები დღითიდღე იზრდება. ასაკის და სიმაღლის შესაფერისი ზურგჩანთა ყველანაირ პრობლემას მოგიგვარებთ – საგნები არ იქნება ირგვლივ მიმოფანტული და ბავშვსაც ეცოდინება, თუ სადაა მისი პირადი ნივთები შენახული და მეტი ყურადღებით მოეპყრობა.

სწორად შერჩეულ საბაღო ზურგჩანთას განწყობის ამაღლება წამებში შეუძლია და ბავშვი დღის ბოლომდე ენერგიით სავსე იქნება იმის ცოდნით, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჩანთის მფლობელია.


ვინაიდან ბაღის აღსაზრდელები ნამდვილად პატარა ადამიანები არიან როგორც ასაკით, ისე ფიზიკური მონაცემებით, მათთვის რეკომენდებულია S ზომის ჩანთები, რომლებსაც ლაბებეში იპოვით, თანაც ორთოპედიული ტიპისას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ხერხემლის სწორი განვითარებისთვის.

ამ ზომის ზურგჩანთებში ყველაფერი ეტევა და არაფრის დატოვება მოგიწევთ. ბავშვისთვის მისი ტარება მსუბუქი და კომფორტული იქნება რეგულირებადი ზორტების წყალობით.


ესპანური ბრენდის, Pepe Jeans-ის ჯინსისფერ კოლექციაში გაერთიანებულია სხვადასხვა ზომის და დანიშნულების ჩანთა და შექმნილია ყოველდღიურობისთვის. ბავშვის მიერ შერჩეული დახვეწილი დიზაინის ჩანთა ბაღისთვის იდეალური არჩევანია, რომლის ტარება სხვა ღონისძიებებზეც შესაძლებელია.

პოლიესტერისგან დამზადებული ბაღის ჩანთის ზომაა 19 x 23 x 8 სმ, რომლის წინა ელვაშესაკრავიანი ჯიბე განკუთვნილია წვრილმანების შესანახად და, ამასთანავე, გააჩნია ჩამოსაკიდებელი ნასკვიც.

სავარჯიშო ჩანთები


ბაღის შემდეგ ან შაბათ-კვირაობით თუ შვილი სხვადასხვა აქტივობაზე დაგყავთ, სავარჯიშო ჩანთაც დაგჭირდებათ, რომლის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ მის ხარისხს, გამოყენებულ მასალებსა და მწარმოებელ კომპანიას.

შვილთან ერთად გემრიელად რომ მოკალათდებით ვებგვერდის თვალიერების მიზნით, ლაბებეში სპორტულ ჩანთებსაც იპოვით, რომლებიც წარმოდგენილია სხვადასხვა ფერსა და დიზაინში. სავარჯიშო ჩანთების ღირებულება 31 ლარიდან იწყება, რაც საშუალებას მოგცემთ გულდასმით შეარჩიოთ კონკრეტული მოდელი, რომელიც თქვენს ბიუჯეტს და სურვილებს შეესაბამება.

სპორტული ჩანთა მსუბუქი და პრაქტიკულია ყოველდღიური გამოყენებისთვის; გოგოებსაც და ბიჭებსაც თანაბრად მოეწონებათ მისი ფორმა და ტევადობა, რადგან არაფრით ჩამოუვარდება სტანდარტულ ჩანთებს – ზოგ მოდელს გააჩნია დამატებითი ჯიბე, რაც წვრილმანების შესანახადაა განკუთვნილი.

იმ პატარებისთვის კი, რომლებსაც აქსესუარები მოსწონთ, Labebe ფუმფულა პომპონიან სავარჯიშო ჩანთებს სთავაზობს, რომელიც ჩანთას საბოლოოდ სძენს განსაკუთრებულ ელფერს.

მანამ, სანამ ახალი სასწავლო წელი დამდგარა, მოასწარით მომზადება ბაღისთვის ლაბებესთან ერთად, სადაც აღმოაჩენთ პრემიუმ კლასის ბრენდებს და მათ პროდუქციას. შეძენილ ნივთს 24 საათის განმავლობაში სასურველ მისამართზე მიიღებთ და თავიდან აირიდებთ დროის ზედმეტ ხარჯვას საცობებში თუ რიგებში.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო ჩანთები
წინასწარ შეკვეთით
28 
საბავშვო ჩანთები
წინასწარ შეკვეთით
65 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
43 
საბავშვო ჩანთები
წინასწარ შეკვეთით
59 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
85 
საბავშვო ჩანთები
წინასწარ შეკვეთით
85 
საბავშვო ჩანთები
წინასწარ შეკვეთით
80 
საბავშვო ჩანთები
წინასწარ შეკვეთით
80 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
142 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
65 
საბავშვო ჩანთები
წინასწარ შეკვეთით
51 
საბავშვო ჩანთები
წინასწარ შეკვეთით
71 
საბავშვო ჩანთები
წინასწარ შეკვეთით
71 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
72 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
81 
საბავშვო ჩანთები
წინასწარ შეკვეთით
85 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
71 
საბავშვო ჩანთები
წინასწარ შეკვეთით
28 
საბავშვო ჩანთები
წინასწარ შეკვეთით
65 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
43 
საბავშვო ჩანთები
წინასწარ შეკვეთით
59 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
85 
საბავშვო ჩანთები
წინასწარ შეკვეთით
85 
საბავშვო ჩანთები
წინასწარ შეკვეთით
80 
საბავშვო ჩანთები
წინასწარ შეკვეთით
80 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
142 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
65 
საბავშვო ჩანთები
წინასწარ შეკვეთით
51 
საბავშვო ჩანთები
წინასწარ შეკვეთით
71 
საბავშვო ჩანთები
წინასწარ შეკვეთით
71 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
72 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
81 
საბავშვო ჩანთები
წინასწარ შეკვეთით
85 
საბავშვო ჩანთები
გაყიდვაშია
71 

მეტი სასარგებლო სტატიები

abebe Boutique-ის ვებგვერდზე საბავშვო სკამ-მაგიდების მრავალფეროვან და ექსკლუზიურ ასორტიმენტს აღმოაჩენთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან
ყველა ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, სჭირდებათ, რომ ვინმე უსმენდეს და იზიარებდეს შინაგან მდგომარეობას. ამ მხრივ, ბავშვებს იმაზე მეტად ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ გვგონია. 
Labebe Boutique-ის ვებგვერდზე შვილთან ერთად აღმოაჩინეთ მისთვის განმავითარებელი სათამაშოები, რომლებიც სწავლას დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს