რატომ უნდა შეიძინოთ ბავშვისთვის განმავითარებელი სათამაშოები – გზამკვლევი მშობლებისთვის

ბავშვებისთვის თამაში ყოველდღიურობის ნაწილია და ყველაზე მეტ დროს სწორედ ამ აქტივობას უთმობენ. თანამედროვე სამყაროში თამაში ეფექტური მეთოდია იმისათვის, რომ პატარებმა ისწავლონ და განავითარონ საკუთარი უნარ-ჩვევები, ყოველგვარი დაძაბულობისა და წნეხის გარეშე.

შვილისთვის სათამაშოების შერჩევის პროცესი არც ისეთი მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მანამ, სანამ თამაშისთვის დამზადებულ ნივთებს გადაავლებდეთ თვალს, გასათვალისწინებელი რიგი ფაქტორები.

საბავშვო განმავითარებელი სათამაშო უნდა იყოს უსაფრთხო, საინტერესო და ხარისხიანი მასალებისგან შექმნილი, რათა გარკვეული დროის შემდეგ კარადის უკან ან საწოლის ქვეშ არ აღმოჩნდეს.

ლაბებე ბუტიკში შეუზღუდავი რაოდენობის სხვადასხვა ფორმის, ზომის, ფერისა და დანიშნულების სათამაშოებს აღმოაჩენთ, რომლებიც თქვენს პატარას არა მხოლოდ გაართობს, არამედ ისეთ მეგობრებადაც იქცევიან, რომ მათ გარეშე სახლიდან გასვლაც აღარ მოუნდება.

წამყვანი ბრენდები პრემიუმ ხარისხით

საუკეთესო საგანმანათლებლო სათამაშო უზრუნველყოფს სწავლისადმი და სამყაროს შეცნობისადმი მოზღვავებულ ინტერეს და სიყვარულს, რის გამოც ბავშვი მუდმივად ცდილობს, ყოველ ჯერზე აღმოაჩინოს რამე ახალი.

დღეს ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე მრავალ ბრენდს და სათამაშოს იპოვით. Labebe Boutique-ის ვებგვერდის თვალიერებისას შეხვდებით მხოლოდ ისეთ ბრენდებს, რომლებიც ხარისხით, სანდოობითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა.

ევროპული საბავშვო კომპანიები, როგორებიცაა Label Label და Tryco გთავაზობთ იდეალურ სათამაშოებს, რომლებიც მაქსიმალურად ადაპტირებულია პატარების საჭიროებებზე. ამ წამყვანი ბრენდების საბავშვო პროდუქცია შეესაბამება ევროპულ CE სტანდარტებს, რაც მათზე არჩევანის შეჩერებას კიდევ უფრო უკომპრომისოს ხდის.

რატომ უნდა შეიძინოთ განმავითარებელი სათამასოები?

მშობლების გარკვეული ნაწილი სათამაშოებს აღიქვამს, როგორც ბავშვების გართობის წყაროს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნამდვილად სათამაშოების ერთ-ერთი ფუნქციაა, მათ, ასევე, შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანოს თქვენი შვილის განათლებაში.

განმავითარებელი სათამაშოები ხელს უწყობს ისეთი არსებითი უნარების განვითარებას, როგორებიცაა: პრობლემების გადაჭრა, მოტორული უნარები და ლოგიკა. ამ ტიპის სათამაშოებისგან, რაც უფრო მეტი შეძენილი უნარ-ჩვევა ექნება პატარას, მით უფრო კარგად იქნება მომზადებული სასკოლო ცხოვრებისთვის.

ზოგადად, თამაშისას ბავშვები ივითარებენ კრეატიულობას, წარმოსახვასა და დამოუკიდებლობას. საგანმანათლებლო სათამაშო სწავლას უფრო სახალისოს და ნაყოფიერს ხდის, რასაც მალევე შენიშნავთ ინვესტიციის ჩადების შემდეგ.

ხის სათამაშოები

Labebe Boutique-ში შვილისთვის მთელი ბავშვობის პერიოდისთვის სამყოფ სათამაშოებს აღმოაჩენთ, რომლებიც, თავის მხრივ, დაყოფილია სხვადასხვა კატეგორიად: გაანგარიშება და ენა, თვალისა და ხელების კოორდინაცია, ლოგიკური აზროვნება, მოტორიკა, როლური თამაში, სოციალური ინტერაქცია და ა.შ.

სათამაშოს თითოეულ ტიპს თავისი შესასრულებელი ამოცანა აქვს, ხოლო ბავშვს თამაშის დროს – სრული თავისუფლება, რადგან არ არსებობს განსაზღვრული წესები და ჩარჩოები; მთლიანი პროცესის მართვა პატარაზეა დამოკიდებული.

Label Label-ის ასაწყობი ხის ბლოკები, რომლებიც დამზადებულია FSC სერტიფიცირებული წიფლის ხისგან, კრეატიულობის უსაზღვრო შესაძლებლობებს იძლევა. ლაბებეში ამ ნაკრებს სამ ფერში იპოვით: ვარდისფერში, ყავისფერსა და ლურჯში.

ფერადი და სხვადასხვა ზომის 14 ბლოკი საშუალებას აძლევს ბავშვს თავისუფლად დააწყოს, ააგოს და ააწყოს ფიგურები - ააშენოს საკუთარი ოცნების სახლი. ხის კუბების კომპლექტით უსაფრთხო და მხიარული თამაშის დროს ბავშვს უვითარდება წარმოსახვის, ლოგიკის, ხელისა და თვალის კოორდინაციის უნარები.

როლური თამაში

ბელგიური ბრენდის ასორტიმენტში ხის ნაირნაირი ნაკრები შეგხვდებათ, რომელთა შორისაც ერთ-ერთი გამორჩეული კატეგორია – როლური თამაშის კომპლექტებია. მათი დანიშნულება ბავშვებში წარმოსახვის განვითარებაა და გთავაზობთ სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებულ ნივთების ერთობლიობას.

მაგალითად, თუ თქვენი შვილი თვალს ხშირად ადევნებს სამზარეულოს ამბებს და უყვარს უცხო რამეების დაგემოვნება, დიდი ალბათობაა, რომ მოეწონოს სამზარეულოს ხის სათამაშო ნაკრები.

გემრიელი კრუასანები, სადილისა თუ ვახშმისთვის ლამაზ-ლამაზი ჯამები და ა.შ. – ყველაფერს აღმოაჩენთ ლაბებე ბუტიკში, რათა ბავშვის კულინარიულ ოცნებებს ფრთა შეასხათ.


არსებობს ისეთი კონსტრუქციებიც, რომლებიც პატარებს ერთბაშად სთავაზობს მრავალი უნარის განვითარებას. ასეთი სწორედ Educational Baby Walker არის, რომელიც უზრუნველყოფს შემდეგს: გაანგარიშებასა და ენას, თვალისა და ხელების კოორდინაციას, ლოგიკურ აზროვნებას, მოტორიკას, ფანტაზიასა და წარმოსახვას, ფორმებისა და ფერების შესწავლას.

თუ ვსაუბრობთ იდეალურ სათამაშოზე, მაშინ, უდავოა, რომ ეს მოდელი სრულად შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს. მოტორული უნარებიდან დათვლამდე, ასოების ამოცნობიდან სიტყვების ფორმირებამდე – კუბიკების ნაკრები ხელს უწყობს მრავალმხრივ სწავლას.

მანქანის ფორმის ჭოჭინა-კუბიკები არა მხოლოდ დამოუკიდებელი სიარულისთვის, არამედ უნარების განვითარებისთვისაა შექმნილი. მისი გამოყენება ნებადართულია ბავშვის დამოუკიდებელი სიარული შესასწავლად 1 წლის ასაკიდან.

სათამაშო ანგარიშის სწავლისთვის

ბავშვები თვლას დაახლოებით 2 წლის ასაკიდან იწყებენ და სკოლაში შესვლამდე უკვე აქვთ გარკვეული საბაზისო ცოდნა. როგორც მშობელს, შეგიძლიათ შვილისთვის ამ უნარ-ჩვევის წახალისება სპეციალური სათამაშოთი – სათამაშო აბაკით.

Tryco-ის ხის სათამაშოების კოლექცია გართობისა და ხელმისაწვდომობის ბრწყინვალე ტანდემია და ნებისმიერ ოთახს სიკაშკაშეს სძენს. ლაბებეში წარმოდგენილი მხიარული საანგარიშო დაფა, ანუ აბაკი პოლარული დათვის ფორმისაა, რომლითაც არითმეტიკის სწავლა უფრო სახალისოა. ოთხი ზოლი და თითოზე 10 კენჭი ბავშვს მარტივ გამოთვლებს შეასწავლის.


ბავშვისთვის სენსორულ გამოცდილებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ამ დროს ის სწავლობს ამა თუ იმ ნივთის ფორმას, ზომასა და სტრუქტურას. სენსორული თამაშისთვის არაერთი სათამაშოა განკუთვნილი, რომელსაც ლაბებეს ონლაინ მაღაზიაში აღმოაჩენთ.

Label label-ის მატარებლის კუბიკები და სიმბოლოები ხელს უწყობს წარმოსახვის გაძლიერებას, ხოლო მოსახსნელი ვაგონები აფართოებს თამაშის შესაძლებლობებს. ხის მატარებელი ავითარებს მოტორულ უნარებს, სივრცით აღქმას და კრეატიულობას. კუბიკების კომპლექტით პატარებს შეუძლიათ მატარებელი გარდაქმნან ხიდად, გვირაბად და ზოოპარკად.


Labebe Boutique-ის ვებგვერდზე შვილთან ერთად აღმოაჩინეთ მისთვის განმავითარებელი სათამაშოები, რომლებიც სწავლას დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს. პრემიუმ კლასის ბრენდების ეკოლოგიურად სუფთა, ფერადი და ხარისხიანი სათამაშოები პატარას ყოველთვის ამოგზაურებს ჯადოსნურ სამყაროში და შეასწავლის ისეთ რამეებს, რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში აქტიურად გამოიყენებს.

დაკავშირებული პროდუქტები

რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
76 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
151 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
151 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
76 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
118 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
113 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
155 
Label Label Little Car Green - ხის განსავითარებელი სათამაშო - image 1 | Labebe
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
38 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
118 
მარაგი ამოწურულია
ხის სათამაშოები
მარაგი ამოწურულია
67 
Label Label Stacking Blocks numbers Blue - ხის განსავითარებელი სათამაშო - image 1 | Labebe
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
101 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
67 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
105 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
11 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
11 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
105 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
76 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
151 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
151 
რბილი თოჯინები
გაყიდვაშია
76 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
118 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
113 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
155 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
38 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
118 
Label Label Shape Sorting Wheel Blue - ხის განსავითარებელი სათამაშო - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
ხის სათამაშოები
მარაგი ამოწურულია
67 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
101 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
67 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
105 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
11 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
11 
ხის სათამაშოები
გაყიდვაშია
105 

მეტი სასარგებლო სტატიები

abebe Boutique-ის ვებგვერდზე საბავშვო სკამ-მაგიდების მრავალფეროვან და ექსკლუზიურ ასორტიმენტს აღმოაჩენთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან
ყველა ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, სჭირდებათ, რომ ვინმე უსმენდეს და იზიარებდეს შინაგან მდგომარეობას. ამ მხრივ, ბავშვებს იმაზე მეტად ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ გვგონია. 
ბავშვის დაბადებას თავისი სირთულეებიც ახლავს, რომელთა შორისაც უფროსი შვილის სათანადოდ მომზადებაა.