რა ვაჩუქოთ ახალბედა მშობლებს?

მშობლად გახდომა ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და ემოციურად დატვირთული ცხოვრებისეული ეტაპია, რა დროსაც ახალბედა მშობლები განსხვავებულ და საინტერესო გამოცდილებას იძენენ.

თუ თქვენი მეგობარი, ოჯახის წევრი ან თანამშრომელი სულ ახლახან გახდა ყველაზე პაწაწინა ვარსკვლავის მშობელი, იდეალური საჩუქრის გადაცემა მხარდაჭერის და სიხარულის გაზიარების გულწრფელი ჟესტი იქნება.

გააზრებული და პრაქტიკული საჩუქრის არჩევამ შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოს ახალბედა მშობლების ცხოვრებაში. ამ ბლოგში აღმოაჩენთ საჩუქრების იდეებს, რომლებიც სცილდება ტრადიციულ საჭიროებებს და გთავაზობთ კომფორტის, მხარდაჭერისა და სიხარულის ჩუქების შესაძლებლობას მთელი ოჯახისთვის.

აბაზანის პირსახოცები

ბავშვის დაბადება უკვე ნიშნავს ხშირ ჭყუმპალაობას და აბაზანაში დროის სახალისოდ გაყვანას სათამაშო იხვებთან თუ საპნის ბუშტუკებთან ერთად. ახალშობილის პირადი ჰიგიენისთვის აუცილებელია მაღალი ხარისხის და უსაფრთხო პროდუქტები, რომლებიც პატარას მგრძნობიარე კანს არ გააღიზიანებს.

ასეთი სწორედ Perina-ს ფუმფულა პირსახოცებია, რომლებიც დამზადებულია micro kotton-ისგან და დელიკატურ მასალად ითვლება. ამ პირსახოცებით ბავშვს მაქსიმალური კომფორტი ექნება და სიცოცხლის პირველივე დღეებიდან შეუყვარდება წყალთან ურთიერთობა.

მუსლინის საფენები

აბაზანის პირსახოცებთან ერთად ბავშვის მუსლინის საფენებიც პრაქტიკული საჩუქარია, რომლის გამოყენებაც სახლშიც შეიძლება და – გარეთაც, სეირნობის დროს.

მუსლინის საფენი კომფორტულია იმ თვალსაზრისით, რომ ნებისმიერ ამინდში ინარჩუნებს თავის თერმორეგულაციის თვისებას, ხოლო აბაზანის მიღების შემდეგ მარტივად შთანთქავს წყალს და უცებვე შრება, რაც მშობელს დროს დაუზოგავს.

სასმელი ჭიქა

თუ ორიგინალურ და განსხვავებულ საჩუქრებზე ვსაუბრობთ, სასმელი ჭიქა აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რადგან ბავშვობა ხომ იმთავითვე პირველ გამოცდილებას ნიშნავს – პირველი შეხება უცხო ტექსტურებთან, ახალი წვენის პირველი ყლუპი და ა.შ.

როცა კიჭები ამოსვლას ლამობენ, ბავშვები ახალ ეტაპზე გადადიან – მათი ყოველდღიურობის ნაწილი ყველაფრის ღეჭვა და გასინჯვა ხდება. ამიტომ, საწრუპიანი ჭიქა, რომელიც ჰერმეტულად დაცულია, ყველაზე პრაქტიკული საჩუქარია – მისი გამოყენება სულ შეიძლება, ნებისმიერ დროსა და ადგილას.

ტანსაცმლის საკიდი

მშობლების ირგვლივ უთვალავი ტანსაცმელი ჩნდება, როგორც კი სახლში ოჯახის პატარა წევრი ჩნდება. ყველაფერი რომ კოპწიად და თავის ადგილას იყოს, ტანსაცმლის საკიდი ამ საქმის უბადლო შემსრულებელი იქნება.

155 სანტიმეტრიანი საკიდი არა მხოლოდ დედ-მამას გაუადვილებს ნივთების შენახვას ხელის ერთ გაწვდენაზე, არამედ ბავშვსაც გამოუმუშავებს წესრიგისადმი სიყვარულს და თავისი ტანსაცმლის გამოსაჩენ ადგილას დაკიდებასაც ასწავლის.

სასაჩუქრე ბარათი

თუ დროის უკმარისობა გაქვთ, მაგრამ სამახსოვრო საჩუქრის გაკეთება გინდათ, Labebe Boutique-ის ვებგვერდის კატეგორიებში სასაჩუქრე ბარათსაც აღმოაჩენთ. მის შეძენას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება, მიმღები კი დიდ ხანს იქნება ბედნიერი.

დაკავშირებული პროდუქტები

საკვები აქსესუარები
გაყიდვაშია
25 
საკვები აქსესუარები
გაყიდვაშია
37 
საკვები აქსესუარები
გაყიდვაშია
19 
Pali Cicci Coco - ტანსაცმლის საკიდი - image 1 | Labebe
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
135 
აბაზანის პირსახოცები
გაყიდვაშია
95 
მუსლინის საფენები
გაყიდვაშია
55 
მუსლინის საფენები
გაყიდვაშია
55 
აბაზანის პირსახოცები
გაყიდვაშია
95 
მუსლინის საფენები
გაყიდვაშია
45 
აბაზანის პირსახოცები
გაყიდვაშია
85 
საკვები აქსესუარები
გაყიდვაშია
25 
საკვები აქსესუარები
გაყიდვაშია
37 
საკვები აქსესუარები
გაყიდვაშია
19 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
135 
აბაზანის პირსახოცები
გაყიდვაშია
95 
მუსლინის საფენები
გაყიდვაშია
55 
მუსლინის საფენები
გაყიდვაშია
55 
აბაზანის პირსახოცები
გაყიდვაშია
95 
მუსლინის საფენები
გაყიდვაშია
45 
აბაზანის პირსახოცები
გაყიდვაშია
85 

მეტი სასარგებლო სტატიები

მანამ, სანამ შვილისთვის იდეალურ ჩანთას აარჩევთ, ეს ბლოგი დაგეხმარებათ, გაერკვიოთ, რომელი მოდელია ყველაზე შესაფერისი თქვენი და ბავშვის საჭიროებებისთვის.
თითოეულ ბავშვს შესაძლებლობების დიდი პოტენციალი აქვს, რომელიც საჭირო დროსა და ადგილას სხვადასხვა გზით ვლინდება. 
კვებასთან დაკავშირებული სირთულეების მოგვარება თუ გადაწყვიტეთ, იდეალურად შერჩეული საბავშვო საკვები სკამი დაგჭირდებათ, რომელზეც საინტერესო რჩევებს ამ ბლოგში აღმოაჩენთ.