რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ საბავშვო საწოლს შეიძენთ?
ოჯახში ყველაზე პატარა წევრის გამოჩენა მნიშვნელოვანი მოვლენაა და წინა მოსამზადებელი პერიოდი სიფრთხილეს მოითხოვს დაგეგმვასა და გადაწყვეტილების მიღებაში. ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი შენაძენი, რომელიც უნდა გააკეთოთ, საბავშვო საწოლია.
უსაფრთხოება, კომფორტი და ფუნქციონალობა საკვანძო დეტალებია, ამიტომ სწორი საბავშვო საწოლის არჩევა საპასუხისმგებლო საქმეა. ამ ბლოგში სწორედ ბავშვის საწოლებზე აღმოაჩენთ Labebe Boutique-ს რჩევებს, რომლებიც მის შეძენამდე გასათვალისწინებელია.
როგორი უნდა იყოს ბავშვის საწოლი?
- ტიპი
მანამ, სანამ ყიდვას გადაწყვეტთ, უნდა აირჩიოთ, როგორი ტიპის საბავშვო საწოლი გჭირდებათ. რომელია ის ერთადერთი, რომელიც ყველაზე მეტად პასუხობს თქვენი და ბავშვის საჭიროებებს. ლაბებეს ვებგვერდზე 3 ტიპის საბავშვო საწოლს აღმოაჩენთ: კლასიკურს, ოვალურსა და ტრანფორმერ საწოლებს.
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოლოდინი გაქვთ პროდუქტთან დაკავშირებით. თუ განიხილავთ, რომ საბავშვო საწოლი რამდენიმე წელი მაინც მოგემსახუროთ, მაშინ უპირატესობა კლასიკურსა და ტრანსფორმერ საწოლებზე უნდა შეაჩეროთ. რეგულირებადი მოაჯირებისა და მატრასის დონის დახმარებით, ბავშვის საწოლის ეს ორი ტიპი ყველაზე დიდხანს იქნება შეუცვლელი ავეჯი.
მრგვალი და ოვალური საწოლების უმრავლესობა ბავშვის ზრდასთან ერთად ფუნქციას იცვლის და შესაძლებელია, რომ 2 დამოუკიდებელ სავარძლად გადაიქცეს, სადაც მოკალათება და ზღაპრების კითხვა ყოველთვის არაჩვეულებრივი იდეა იქნება.
- დიზაინი
ყველა საბავშვო საწოლს განსხვავებული დიზაინი აქვს და ხშირად რთულიცაა მრავალ მოდელს შორის ერთის არჩევა. ლაბებე ბუტიკში მსოფლიოს წამყვანი, ევროპული ბრენდების ბავშვის საწოლების ფართო არჩევანი დაგხვდებათ. იტალიური პრემიუმ კლასის ბრენდები – Pali და Erbesi ყოველთვის სთავაზობს მშობლებს რჩეულ კოლექციებს და მოდელებს, რომელთა შორისაც იმ განსაკუთრებულის აღმოჩენა ყველას შეუძლია.
Pali-სა და Erbesi-ის კლასიკური საწოლები სისადავით, ელეგანტურობითა და ზღაპრული პერსონაჟების გამოსახულებებით გამოირჩევა. თითოეული საწოლი კლასიკური და თანამედროვე სტილის შერწყმითაა შექმნილი და ბავშვის ოთახისთვის განუმეორებელი ავეჯია. ამ საწოლებს თან მოძრავი უჯრა მოჰყვება, რომელიც ნებისმიერ მხარეს მაგრდება.
SKV Company ერთ-ერთი საბავშვო ბრენდია, რომლის ოფიციალური წარმომადგენელი ლაბებე ბუტიკია. მწარმოებელი ქმნის გორგოლაჭებიან მართკუთხა ფორმის საწოლებს. ასეთი საწოლი მარტივად გადასაადგილებელია კუთხიდან კუთხემდე და მობილურობა მის მახასიათებლად ითვლება. ბორბლები საიმედოდ ფიქსირდება და გასრიალების რისკი არ არსებობს.
რაც შეეხება Gandylyan-ს, ბრენდი ასევე აწარმოებს მაღალი ხარისხისა და შთამბეჭდავი დიზაინის საბავშვო საწოლებს. ბავშვის საწოლი უნივერსალური სარწევი მექანიზმითა და უჯრით ხავერდის ფასადით მაშინვე იპყრობს მშობლების ყურადღებას.
- უსაფრთხოება
საწოლი ის ადგილია, რომელშიც ბავშვი თავისი სიცოცხლის 2/3 ატარებს. შესაბამისად, ბავშვის საწოლი უნდა იყოს დამზადებული მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან. ასეთებია არყის ან წიფლის ხე, მაღალი სიმკვრივის ფილა და წყლის ბაზაზე დამზადებული სპეციალური, ბავშვისთვის უსაფრთხო ლაქ-საღებავები. ამ ორის კომბინაციით ავეჯის ზედაპირი და ყველა კუთხე უსაფრთხოა – არაპრიალა და ბლაგვი.
პატარების დაცვა შემთხვევითი დაზიანებებისგან უფროსების მოვალეობაა, მაგრამ ამ საქმეში საბავშვო პროდუქციასაც შეუძლია ჩვენი დახმარება, რითაც ყოველდღიურობა მეტად მარტივდება.
ბავშვის საწოლის შეძენამდე რეკომენდებულია, რომ ყურადღება მიაქციოთ ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს. მაგალითად, იტალიური მწარმოებლების Pali და Erbesi -ის პროდუქცია ევროკავშირის მიერ ამ სათუთ სფეროში დადგენილი უმკაცრესი რეგულაციების დაცვით მზადდება.
- ზომა
საბავშვო საწოლები ზომებითაც განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ ახალშობილებს თავიდან პატარა სივრცეები ურჩევნიათ, როგორც მშობელმა უნდა გაითვალისწინოთ სამომავლო პერსპექტივაც.
ყიდვამდე განსაზღვრეთ, დაეტევა თუ არა საწოლი ოთახში; თუ ოთახის კვადრატულობა მცირეა, უმჯობესია ბავშვის ოვალურ საწოლზე შეაჩეროთ არჩევანი. საპირისპირო შემთხვევაში კი, არჩევანში შეზღუდული არ ხართ და შეგიძლიათ იმ ზომის საწოლი შეარჩიოთ, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.
არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ საბავშვო საწოლებს განსხვავებული ასაკობრივი დიაპაზონი აქვს. ლაბებეში წარმოდგენილი ბავშვის საწოლები გათვლილია ბავშვის დაბადებიდან 4-5 წლამდე. ამიტომაც ისეთის არჩევა, რომელიც ბედნიერ მომავალსაც უზრუნველყოფს, გონივრული გადაწყვეტილება იქნება.
- მატრასი
დაუწერელი კანონია, რომ ვერცერთი საწოლი იქნება მატრასის გარეშე. ბავშვის საწოლის ორთოპედიულ მატრასს კი განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. ის უნდა იყოს მაღალი ხარისხის და იდეალურად ერგებოდეს საწოლს.
მატრასი უნდა ადაპტირდებოდეს ბავშვის ხერხემალთან და მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობდეს უბრალო წოლისა თუ ძილის დროს. ორმხრივი, უზამბარო მატრასი პატარას ხერხემლის ჯანსაღი განვითარების და უშფოთველი ძილის გარანტიაა.
- ბიუჯეტი
ბავშვისთვის საუკეთესო საწოლის არჩევა შრომატევადი პროცესია, რომელიც, რა თქმა უნდა, ფინანსებთან მჭიდრო კავშირშია. თუ გადაწყვეტთ, რომ შეარჩიოთ საწოლი, რომელსაც რამდენიმე წელი აქტიურად გამოიყენებთ და ხშირ-ხშირად აღარ მოგიწევთ გამოცვლა, მაშინ ლაბებე ბუტიკი ამაში დაგეხმარებათ. აქ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ მრავალფეროვანი არჩევანი და შეიძინოთ საუკეთესო პროდუქტი.
Labebe Boutique არა მხოლოდ ბავშვის საწოლებს, არამედ საბავშვო პროდუქციის მთელ სპექტრს სთავაზობს მომხმარებლებს. აქ, ერთ სივრცეში შეგიძლიათ შეარჩიოთ ყველა საჭირო ნივთი ახალშობილისთვის.