Plitex - საუკეთესო საბავშვო მატრასების მწარმოებელი, რომელიც ზრუნავს ბავშვებზე

ზაფხული იდეალური დროა სასიამოვნო ცვლილებებისთვის, განსაკუთრებით კი საბავშვო მატრასის შესაცვლელად. აუტანელი სიცხის მიუხედავად, პატარებს კომფორტული გარემო სჭირდებათ, სადაც ითამაშებენ და ტკბილად დაიძინებენ.

ყურადღებით შერჩეულ ბავშვის საწოლს ისეთივე ხარისხის მატრასი სჭირდება, რომელიც დროს გაუძლებს და მალევე არ დეფორმირდება. ერთი და იმავე მახასიათებლებით შეძენილი პროდუქტები საუკეთესო გადაწყვეტილებაა მშობლების მხრიდან.

დღეს ბაზარზე სხვადასხვა მწარმოებლის არაერთი ტიპის საბავშვო მატრასია წარმოდგენილი, მაგრამ საუკეთესოს არჩევას ცოტა მეტი დრო და დეტალებზე დაკვირვება სჭირდება.

Plitex –  მატრასების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია მსოფლიოს მასშტაბით. 25 წელზე მეტმა უნაკლო მუშაობამ კომპანიას მოაპოვებინა მომხმარებლების მაღალი ნდობა და აღიარება. საბავშვო ბრენდი გარანტიას გაძლევთ, რომ მათ მიერ წარმოებულ ლეიბებზე ძილი და დასვენება სრულფასოვანი და სასარგებლო იქნება თქვენი შვილის ჯანმრთელობისთვის.

ამ ბლოგში სწორედ პლიტექსის საუკეთესო საბავშვო მატრასების შესახებ მოგიყვებით, რომლებიც შეუცვლელი ხარისხით გამოირჩევა და სერტიფიცირებულია.

რატომ უნდა ჩადოთ ინვესტიცია საბავშვო მატრასში?

ახალშობილი სიცოცხლის პირველი თვეების 2/3 ნაწილს თავის რბილ საწოლში ატარებს, ხოლო შემდგომ პერიოდში იდეალური საწოლი პატარების თავშესაფარი ხდება. ამიტომ ყოველ დეტალს მნიშვნელობა აქვს, თუ გვინდა, რომ ბავშვს ყველა საჭიროება დავუკმაყოფილოთ.

კომფორტულ და მშვიდ ძილს სწორად შერჩეული მატრასი სჭირდება, რომელიც მაღალი ხარისხის მასალებისგან იქნება დამზადებული. ანატომიურ და ორთოპედიულ მატრასს შეუძლია ბავშვს შეუქმნას ისეთი სივრცე, რომლის დატოვებაც აღარ მოუნდება.

შესაბამისად, პრემიუმ ხარისხის მატრასში ინვესტიციის ჩადება გონივრული და აუცილებელი ნაბიჯია შემდეგი მიზეზების გამო:

  • ხელს უწყობს ბავშვის ხერხემლის სწორ განვითარებას
  • უზრუნველყოფს მშვიდ ძილს
  • გამოიყენება ხანგრძლივი დროით


გამოყენებული მასალები Plitex-ის მატრასებში

ნებისმიერი საბავშვო პროდუქტი აუცილებლად უნდა იყოს შექმნილი უსაფრთხო და უმაღლესი ხარისხის მასალებისგან, რათა პატარას ჯანმრთელობას არ შეექმნას ამა თუ იმ სახის პრობლემა.

როცა ვსაუბრობთ მატრასზე, მას უნდა წარმოვიდგენდეთ, როგორც უზამბაროს, ორმხრივსა და მარტივად მოსავლელს. Plitex სწორედ ამ და სხვა მახასიათებლების მქონე მატრასებს ქმნის ყველაზე პატარა და ნაზი არსებებისთვის.

ბრენდი ისეთ მასალებს იყენებს, როგორებიცაა: ანატომიური ლატექსი, ლატექსირებული ქოქოსის ბოჭკო, სიზალი, დატკეპნილი სინტეპონი, 3D ბადე და სხვ. ჩამოთვლილი მასალები კი ეკოლოგიურად სუფთაა, არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს და სრულიად უსაფრთხოა ბავშვისთვის.

რით გამოირჩევა ბრენდის მატრასები?

იდეალური მატრასი არასდროს შეგიქმნით პრობლემებს, პირიქით – სწორად შერჩეული მოდელი არა მხოლოდ თქვენს შვილს, არამედ თქვენც მოგიტანთ სარგებელს და შეგიმსუბუქებთ ყოველდღიურობას.

მაგალითად, ბრენდის მატრასების შალითა ელვა-შესაკრავზეა და მარტივად ირეცხება. ორი განსხვავებული სიმკვრივის ზედაპირის მქონე მატრასი კი საშუალებას გაძლევთ, რომ წლების განმავლობაში გამოიყენოთ იგი.

ლაბებეში აღმოაჩენთ საბავშვო ორმხრივი მატრასების მრავალფეროვან ასორტიმენტს სხვადასხვა ფორმისა და ზომის – იმის მიხედვით, თუ როგორი ტიპის საწოლი აქვს პატარას.

მატრასის ორი ზედაპირი –ორთოპედიული და ანატომიური – გარანტიაა იმისა, რომ მას წლები შეუფერხებლად გამოიყენებთ. პირველი სიმკვრივე განკუთვნილია ახალშობილისთვის, რათა მის ხერხემალს მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდეს. მეორე სიმკვრივის გამოყენება რეკომენდებულია 1+ წლის ასაკიდან, რომელიც ბავშვის ფორმას იმეორებს.


საბავშვო მატრასის დამცავი

არ აქვს მნიშვნელობა, მატრასის შალითა იხსნება თუ არა, სპეციალური დამცავი მაინც უკომპრომისო არჩევანია. მიუხედავად იმისა, რომ Plitex-ის მატრასები აღჭურვილია ელვაშესაკრავიანი შალითათი, არაფერი სჯობს იმას, როცა ბავშვისთვის განკუთვნილი მატრასი ორმაგად დაცულია.

სწორედ ამიტომ ბრენდი მატრასის ბამბუკისგან დამზადებულ დამცავებსაც აწარმოებს. დამცავის ბუნებრივი ბამბუკის ბოჭკოები უზრუნველყოფს დამატებით ანტიბაქტერიულ თვისებებს და ხავერდოვან ზედაპირს, რაც იდეალურია ბავშვის ნაზი კანისთვის.

ასე რომ, თუ ახლა იდეალური მატრასის ძიებაში ხართ, გაცილებით ჭკვიანური და მოსახერხებელი გამოსავალია საბავშვო ორმხრივი მატრასის შეძენა, რადგან ის გთავაზობთ როგორც ორთოპედიულ, ისე – ანატომიურ ზედაპირებს.

Plitex-ის მატრასის გამოყენება 5 წლის განმავლობაშია შესაძლებელი, რაც ნამდვილად დაგიზოგავთ ფინანსებს. აღმოაჩინეთ Labebe Boutique-ში პრემიუმ კლასის საბავშვო მატრასი, რომელიც თქვენი შვილის უსაზღვრო ბედნიერებაზე იზრუნებს, შერჩეულ მოდელს კი სახლიდან გაუსვლელად 24 საათის განმავლობაში მიიღებთ.

დაკავშირებული პროდუქტები

საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
495 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
545 
აბაზანა და აქსესუარები
გაყიდვაშია
179 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
355 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
135 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 
მუსლინის საფენები
გაყიდვაშია
55 
პლედები, საბნები და ბალიშები
გაყიდვაშია
85 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
545 
მატრასის დამცავები
გაყიდვაშია
135 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
475 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
275 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
305 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
725 
საბავშვო მატრასები
გაყიდვაშია
675 

მეტი სასარგებლო სტატიები

ლაბებე გთავაზობთ ერთ სივრცეში თავმოყრილ საბავშვო პროდუქციას, ადგილზე მიწოდებისა და, ავეჯის შეძენის შემთხვევაში, აწყობის სერვისებს. ასე რომ, თქვენზე მორგებული შოპინგის გამოცდილების შექმნის დროა.
ბავშვებმა კითხვით თავისი წილი სიამოვნება უნდა მიიღონ და არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაისტრესონ და კითხვა სავალდებულო აქტივობად ჩათვალონ.
სწორად შერჩეულ მანქანის სავარძლის შეძენამდე გარკვეული ფაქტორები და რჩევები უნდა გაითვალისწინოთ, რომლებსაც ამ ბლოგში აღმოაჩენთ.