აღმოაჩინეთ Inglesina-ს მოთხოვნადი პრემიუმ ხარისხის საბავშვო ეტლები ლაბებეში

შვილის დაბადება დაუჯერებელ ზღაპარს ჰგავს და, როგორც მშობლებს, სხვა არაფერი გინდათ, თუ არა ყველაფერი საუკეთესო თქვენი პატარასთვის. პირველივე წამებიდან ახალი საჭიროებები ჩნდება, რომელთა შორისაც საბავშვო ეტლია.

ბავშვის ეტლის ერთადერთი მიზანი არ არის მხოლოდ გადაადგილება; მან უნდა დააკმაყოფილოს მშობლისა და შვილის საჭიროებები, რათა მათ ჰქონდეთ სრული კომფორტი.

სასურველი პროდუქტის სწორად არჩევა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა მთავარი მაინც ეტლის მოხერხებულობა, ხარისხი, სტილი და ფუნქციურობაა, რასაც წამყვანი ევროპული ბრენდიInglesina გთავაზობთ.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში ეს ბლოგი დაგეხმარებათ, რომელშიც აღმოაჩენთ იტალიური მწარმოებლის საბავშვოს ეტლის ყველაზე დახვეწილ და მოთხოვნად მოდელებს.

Inglesina-ს საბავშვო ეტლის ტიპები

მშობლობასთან დაკავშირებულ საზრუნავებთან ჭიდილი ზოგჯერ ძალიან დამქანცველია, მაგრამ ყველაფერი მაშინ იცვლება, როცა ხელთ გაქვთ უმაღლესი ხარისხის, თანამედროვე ეტლი.

თუ თქვენთვის პრიორიტეტი სისწრაფე, მოქნილობა და მრავალი ფუნქციის ქონაა, დროა, Inglesina-ს ეტლებს გაეცნოთ. ბრენდის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტებს შორის აუცილებლად იპოვით იმ მოდელს, რომელიც ცხოვრების ხარისხს გაგიუმჯობესებთ.

Labebe boutique-ის მაღაზიაში ან ვებგვერდზე შოპინგისას გადააწყდებით ბრენდის რამდენიმე ტიპის ეტლს, რომლებიც მაქსიმალურად დატვირთულია გამოსადეგი და საჭირო ფუნქციებით.


4x1 ეტლი

ეს არის ეტლის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი მოდელი, რომელიც 4 ძირითადი ელემენტისგან შედგება და კრავს ერთ მთლიან კომპლექტს. მასში შედის: აკვანი, ლეიბი, აკვნის სადგამი, ეტლის შასი, ბავშვის მანქანის სავარძელი და ეტლის სავარძელი.

ამდაგვარი კომპლექტაცია დიდ შეღავათს უქმნის ყველა მშობელს, ვისთვისაც დროისა და ფინანსების საკითხები მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ ინვესტიცია ღირებულ პროდუქტში იდება, ეტლი წლების განმავლობაში ბავშვის ერთგული მეგობარიც რჩება.

ოთხი ერთში ეტლი, სახელიდან გამომდინარე, ნიშნავს, რომ იძენთ მთელ რიგ საბავშვო ნივთებს, წლობით თავისუფლდებით ნებისმიერი შენაძენისგან და ხალისიანად, გაუცვეთლად იყენებთ საბავშვო ეტლს და მის ყველა ატრიბუტს.

პირველ რიგში, ეტლი-ტრანსფორმერი შექმნილია იმისათვის, რომ ბავშვმა იგრძნოს, თუ რაოდენ დაცულია ის ყოველდღიურად, მეორე მხრივ კი, მშობელს ეძლევა სიმსუბუქისა და სიმარტივის ნაზავის შეგრძნება.

დღეს საბავშვო ეტლისგან იმაზე მეტს ველით და ვიღებთ, ვიდრე ოდესმე, რაც სავსებით ბუნებრივია. Inglesina-ს თანამედროვე და მოდულური ეტლები გთავაზობთ ყველაფერს, რაც თქვენს შვილს სჭირდება განვითარებისთვის.


3x1 ეტლი

ზემოთ განვიხილეთ ოთხეული ეტლი, თუმცა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე პოპულარობას ინაწილებს ორეული და სამეული ეტლებიც, რომლებიც 4x1-ის მსგავსად, ჭკვიანურ ინვესტიციად ითვლება.

საბავშვო მოდულური ეტლის კომპლექტაციაში შედის – ალუმინის ჩარჩო, რომელიც მთავარი ბაზაა, ქარსითი (მანქანის სავარძელი) და ეტლის სასეირნო პოზიციის სავარძელი. ამ აქსესუარებით თავისუფლად შეძლებთ, რომ ბავშვს შეუქმნათ ჯანსაღი გარემო, რომელშიც არაფერი დააკლდება.

იტალიური ბრენდის სამეული ეტლი ბავშვის დაბადებიდან შეუცვლელი მარჯვენა ხელი იქნება თქვენთვის, რომელიც ბავშვთან ერთად გაიზრდება და 4 წლამდე შეუცვლელად მოგემსახურებათ, ისე, რომ დამატებით არაფრის შეძენა მოგიწევთ.

ბავშვის ტრიო ეტლი იდეალურია შეუზღუდავი სეირნობისთვის, თავისი ექსკლუზიური ადაპტიური კრუიზ სისტემის წყალობით. იგი ერგება ყველანაირი ტიპის რელიეფს და ყოველთვის უზრუნველყოფს ბავშვის მაქსიმალურ კეთილდღეობას, მანევრირების სიმარტივესა და სიარულის სირბილეს ყველაზე ექსტრემალურ პირობებშიც კი.


2x1 ეტლი

და ბოლოს, საკულტო ისტორიის მქონე Inglesina-ს ორეული ეტლი ყველაზე ბაზისური მოდელია ტრანსფორმერ ეტლებს შორის, რომელიც მოიცავს აკვნის სადგამს, ეტლის სავარძელს და ავტომანქანის უსაფრთხოების სავარძელს.

თუ ახლა იწყებთ მზადებას და სულ მალე ელოდებით პატარას, დროა, ეტლის შერჩევის პროცესში ჩაერთოთ და შეიძინოთ საუკეთესო ხარისხის, მაღალი ოსტატობით შექმნილი დუო ეტლი.

მიუხედავად იმისა, რომ ეტლის ეს ვარიანტი სასტარტო ვერსიაა მშობლისთვის, ის მაინც გთავაზობთ სრულყოფილ პირობებს, რათა ბავშვთან ერთად მუდმივად იყოთ კმაყოფილი. პროდუქტის გამოყენება შეგიძლიათ სახლში და მის გარეთ.

მაშინ, როცა პატარა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირისაა, დედ-მამის სიახლოვეს ყოფნა ყველაფერს ურჩევნია. ორეული ეტლის აკვანი თავისივე სადგამით კი ხელს შეგიწყობთ, რომ პირველ ეტაპზე შვილი ყველაზე ახლოს – მშობლის საწოლის გვერდით გყავდეთ.

ბავშვის ეს მოდულური ეტლი ნებისმიერ ამინდს უძლებს, ხოლო პატარას მოტორული განვითარებისთვის კი საჭიროც და აუცილებელიცაა განსხვავებულ ტემპერატურის ამინდებში სეირნობა.

სეირნობისას მნიშვნელოვანია, რომ თან გქონდეთ ბავშვის პირადი ნივთები, მაგალითად, საყვარელი სათამაშო, რომელსაც ეტლზეც მიამაგრებთ. იმ შემთხვევაში, თუ აქსესუარების რაოდენობა ბევრია, მშობლის ჩანთა დაგჭირდებათ.

ლაბებეში დედის ჩანთებს იმ ფერებშიც იპოვით, რა ფერისაც იქნება საბავშვო ეტლი. ასე რომ, პრაქტიკულობასთან ერთად ავტომატურად ელეგანტურობასაც იძენთ.



მსუბუქი სასეირნო ეტლი

Labebe Boutique-ის ვებგვერდის საბავშვო ეტლების კატეგორიაში აღმოაჩენთ Inglesina-ს საბავშვო ეტლის კიდევ ერთ პრემიალურ მოდელს – მსუბუქ სასეირნო ეტლს.

თუ მეტ დროს გარეთ ატარებთ, ვიდრე სახლში, სასეირნო ეტლი იდეალურად მოგემსახურებათ. მისი დანიშნულებაც სწორედ ეგაა – იყოს კომპაქტური, პორტატიული და სატარებლად მსუბუქი.

ხელის ერთი და მარტივი მოძრაობით ეტლის აკეცვა-დაკეცვაზე თუ ადრე მხოლოდ ოცნება შეგვეძლო, ახლა ის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, რომელიც დროს ეფექტურად დაგიზოგავთ.

თუ თქვენს მიზნებში ხშირი სეირნობაა და სხვა არაფერი, იტალიური ბრენდის მსუბუქი სასეირნო ეტლი უკომპრომისო არჩევანი იქნება, რადგან იგი გაძლევთ ყველა იმ საჭირო ფუნქციას, რაც გჭირდებათ უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის.

გარდა ამისა, აღსანიშნია ის უპირატესობაც, რომ სასეირნო ეტლი იმდენად მცირე ადგილს იკავებს სახლში თუ მანქანის საბარგულში, რომ მისი მოცულობა არასდროს შეგაწუხებთ.

ლაბებეში Inglesina-ს ეტლის გაშლილი პოზიციის ზომები შემდეგნაირია: ყველაზე დიდი ზომის ეტლი – 52.5x107x87.5 სმ, რომელიც იწონის 7,9 კგ, ხოლო ყველაზე პატარა ეტლისა – 49x104 x82 სმ და 6,9 კგ.

ეტლები არა მხოლოდ გაბარიტული ზომებით და ზოგადი სტილით განსხვავდება, არამედ ფერთა გამითაც და ღირებულებითაც. მსუბუქი ეტლის მრავალფეროვან ასორტიმენტში რჩეულ მოდელს იპოვით 775-1095 ლარის დიაპაზონში.


ტყუპების ეტლი

როცა ოჯახში ორმაგი სიხარული სუფევს, მშობლებს ასეთივე ტიპის, ანუ ტყუპების ეტლი გჭირდებათ. მისი შეძენა გაგიმარტივებთ ყოველდღიურ საქმეებს და დაგავიწყებთ, თუ რას ნიშნავს სიმძიმის ტარება.

საბავშვო ეტლის საზურგე, რომელიც განკუთვნილია ტყუპებისთვის, ვერტიკალური პოზიციიდან იხრება 170°-ამდე, გააჩნია ფეხის რეგულირებადი დასადები. გრძელი, სრული დაფარვის კაპიშონი UV დამცავი ქსოვილისგან (UPF 50+).

როცა ორი საყვარელი ტყუპის მშობელი ხართ, დატვირთვაც დიდია, მაგრამ ბრენდი ითვალისწინებს ყველა ნიუანსს და თქვენთვის ქმნის ეტლს, რომლის გამოყენებას დიდი ხნის განმავლობაში შეძლებთ – ბავშვის დაბადებიდან 17 კგ-ამდე.

თუ გინდათ, რომ შერჩეული პროდუქტით მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ და თანაც დაზოგოთ ფინანსები, Labebe Boutique -ის ონლაინ მაღაზიაში თუ ფიზიკურ სივრცეში აუცილებლად იპოვით საბავშვო ეტლს, რომელიც გაგათავისუფლებთ დამატებითი საზრუნავისგან.

სახლიდან გაუსვლელად დაათვალიერეთ ბავშვის ეტლების ნაირნაირი მოდელები, რომლებსაც ექსკლუზიურად მხოლოდ ლაბებე ბუტიკში აღმოაჩენთ. შეკვეთის განთავსებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება, ხოლო შეძენილ ნივთს სასურველ მისამართზე 24 საათის განმავლობაში მიიღებთ.

დაკავშირებული პროდუქტები

ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
285 
საბავშვო სამეული ეტლები
გაყიდვაშია
3,405 
საბავშვო ორეული ეტლები
წინასწარ შეკვეთით
3,392 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
755 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
226 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
305 
საბავშვო სამეული ეტლები
გაყიდვაშია
3,240 
საბავშვო სამეული ეტლები
გაყიდვაშია
3,240 
საბავშვო ორეული ეტლები
გაყიდვაშია
2,810 
საბავშვო ორეული ეტლები
გაყიდვაშია
2,810 
საბავშვო ორეული ეტლები
გაყიდვაშია
2,810 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
წინასწარ შეკვეთით
1,095 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
775 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
775 
ტყუპების ეტლები
წინასწარ შეკვეთით
1,359 
ტყუპების ეტლები
გაყიდვაშია
1,359 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
285 
საბავშვო ორეული ეტლები
წინასწარ შეკვეთით
3,392 
მანქანის სავარძლები
გაყიდვაშია
755 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
226 
ჩანთები დედებისთვის
გაყიდვაშია
305 
საბავშვო ორეული ეტლები
გაყიდვაშია
2,810 
საბავშვო ორეული ეტლები
გაყიდვაშია
2,810 
საბავშვო ორეული ეტლები
გაყიდვაშია
2,810 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
წინასწარ შეკვეთით
1,095 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
775 
მსუბუქი სასეირნო ეტლები
გაყიდვაშია
775 
ტყუპების ეტლები
წინასწარ შეკვეთით
1,359 
ტყუპების ეტლები
გაყიდვაშია
1,359 

მეტი სასარგებლო სტატიები

ამ ბლოგში სწორედ გოგორას პროდუქციას აღმოაჩენთ, რომელიც დამზადებულია ფუნქციონალურობის, ესთეტიკისა და მონტესორის ფილოსოფიის შერწყმით.
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი პროცესია, ხოლო მშობლობა სავსეა გადაწყვეტილებებით და თითოეული მათგანი ბავშვის სამყაროს აყალიბებს.
ბლოგში გაიგებთ, რა უპირატესობები აქვს საბავშვო საქანელა სკამს, როგორ შევარჩიოთ სწორად საუკეთესო ვარიანტი ბავშვისთვის და რატომ უყვართ მშობლებს ეს პროდუქტი.