რჩევები ახალშობილთა ფოტოსესიისთვის

ოჯახში ბავშვის დაბადება ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მომენტია, რომელიც მშობლებისთვის შეუცვლელია. სწორედ ამიტომ, ამ მოგონებებს და განცდილ ემოციებს მუდმივი დაფასება სჭირდება. ახალშობილის ფოტოსესია მშვენიერი გზაა ამ ჯადოსნური დღეების დასაფიქსირებლად.

იმისათვის, რომ თქვენი ფოტოები ისეთივე ამაღელვებელი გახადოთ, როგორიც ის მომენტებია, რამდენიმე რჩევას გთავაზობთ, თუ როგორ მოაწყოთ სასიამოვნო ფოტოსესია.
  • დრო მნიშვნელოვანი ფაქტორია ყველაფრისთვის. დაგეგმეთ ფოტოსესია ახალშობილის ცხოვრების პირველი ორი კვირის განმავლობაში, მაშინ, როდესაც თქვენი პატარა ჯერ კიდევ ძილისგუდა კოალაა, რათა გაუადვილოთ კამერის წინ პოზირება.
  • ახალშობილისთვის ზედმეტი ხმაური დისკომფორტია და უმჯობესია, რომ ისეთი გარემო შექმნათ, რომელიც უზრუნველყოფს მის სიმყუდროვეს. შეინარჩუნეთ თბილი გარემო, რათა ბავშვმა თავი კომფორტულად და მშვიდად იგრძნოს მთელი გადაღების მანძილზე.
  • ხმაურის პარალელურად, მკვეთრი განათებაც არამიზანშეწონილია. ბუნებრივი განათება უკეთესი გამოსავალია, რათა პატარამ ძილი არ გაიტეხოს. ადგილის შერჩევა სასურველია ფანჯარასთან ახლოს, სადაც თბილი და მაამებელი განათებაა, რომელიც ხაზს უსვამს ბავშვის სიფაქიზეს.
  • ნაკლები დეკორაციული ნივთების შემოტანა ფოტოსესიაში უფრო მეტად აჩენს ახალშობილის ბუნებრივ სილამაზეს – არ ჩრდილავს მას და ფოტოსესიაც მეტ-ნაკლებად ნეიტრალური ხასიათის ხდება.
  • დროსთან ერთად აუცილებელია დააპრიორიტეტოთ უსაფრთხოება. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვები სპონტანურად იქცევიან, ნუ მოადუნებთ ყურადღებას. ამასთანავე, მოერიდეთ ისეთ პოზებსაც, რომლებიც შეიძლება სარისკო იყოს.

უპირატესობა მიანიჭეთ მთავარ მიზანს – აღბეჭდოთ ოჯახური იდილია, ახალშობილის ემოციები და მისი კავშირი მშობლებთან. ბუნებრივი მომენტებით გაჯერებული ფოტოსესიის დაგეგმვაში კი ლაბებეს შოურუმი დაგეხმარებათ, სადაც არაერთ პროდუქტს აღმოაჩენთ – საბავშვო თეთრეულს, აქსესუარებსა და სათამაშოებს.

დაკავშირებული პროდუქტები

მარაგი ამოწურულია
პლედები, საბნები და ბალიშები
მარაგი ამოწურულია
121 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
106 
მარაგი ამოწურულია
რბილი სათამაშოები
მარაგი ამოწურულია
106 
Blanket & Doudou Yoca Le Koala - პლედი რბილი სათამაშოთი - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
პლედები, საბნები და ბალიშები
მარაგი ამოწურულია
121 
რბილი სათამაშოები
გაყიდვაშია
106 
BOH'AIME Bunny Pink Doudou Petal - რბილი სათამაშო პირსაწმენდით - image 1 | Labebe
მარაგი ამოწურულია
რბილი სათამაშოები
მარაგი ამოწურულია
106 

მეტი სასარგებლო სტატიები

ამ ბლოგში გაიგებთ, რატომ მიიჩნევენ პედიატრები ცალკე საწოლში ძილს საუკეთესო არჩევანად ახალშობილისთვის და როგორ აუმჯობესებს ეს ბავშვის ძილს, განვითარებასა და მშობლის დასვენებას.
გაეცანით Britax Römer-ის საბავშვო ავტოსავარძლების სრულ კოლექციას ლაბებე ბუტიკში – ნომერ პირველ ბრენდს, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, კომფორტსა და სანდოობას. შეარჩიეთ ასაკის მიხედვით და ისარგებლეთ სწრაფი ონლაინ შეძენით მთელი საქართველოს მასშტაბით.
სათამაშოს არჩევის პროცესში ვიზუალური ეფექტი არ უნდა გახდეს მთავარი კრიტერიუმი. გაიგეთ, რა შეცდომებს უშვებენ მშობლები და როგორ ავირჩიოთ სათამაშო, რომელიც ბავშვის რეალურ განვითარებას ემსახურება